არა, შენ არ ტოვებ ფეისბუქს

ძვირფასო სოციალური ქსელის მომხმარებლებო,

ფბ-ს ახალმა ცვლილებებმა, განსაკუთრებით კი თაიმლაინმა ბევრ თქვენგანს გადააწყვეტინა სოციალური ქსელის დატოვება და ანგარიშების გაუქმება რადგანაც ყელში ამოვიდა ამდენი ცვლილება.

რა თქმა უნდა მარკს ჰქონია პრობლემები მომხმარებელთა უკმაყოფილებასთან – თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ცვლილების დრო – მაგრამ ამჯერად, უკვე ზედმეტი მოუვიდათ.

ფბ-ს უკანასკნელი ცვლილებები, თაიმლაინი და ახალი Open Graph ყველაზე რადიკალურია არსებულ ცვლილებათა სიაში. ეს არ არის მხოლოდ ახალი ნიუსფიდის ან თიქერის გამო. ეს ცვლილებები შენს მიერ ოდესმე დაშეარებულ კონტენტს სხვებისთვის უფრო ხელმისაწვდომს ქმნის ვიდრე ოდესმე.

თაიმლაინი ძალიან ლამაზია, ნამდვილად, მაგრამ ის ცოტა უცნაურიცაა. ადამიანებს, რომლებიც დავიმეგობრე წლების განმავლობაში, ახლა აქვთ უმარტივესი გზა ჩემი ადრინდელი პოსტების, ფოტოების, კავშირების ნახვის. როგორც კი თაიმლაინი ყველასთვის ჩაირთვება და ეს სავარაუდოდ 30 სექტემბერს მოხდება შენ მეგობრებს შეეძლებათ თვალი გადაავლონ შენ ციფრულ ცხოვრებას, ვის ხვდებოდი, სად მუშაობდი, ვის უმეგობრდებოდი. მათ ასევე ხელი მიუწვდებათ შენ საეჭვო მუსიკალურ გემოვნებასა და საყვარელ ჟურნალებზე, კინოებსა და გადაცემებზე (ჰმ, პროფილი! მართლა? :O ).

ეს იმდენად არაკომფორტულია, რომ ზოგიერთი თქვენგანი ამბობს, რომ თუკი თაიმლაინის ჩართვა არ იქნება ნებაყოფლობითი – დატოვებს ფბ-ს. ვის სჭირდება ფეისბუქი, როდესაც Google+ არსებობს? თან მას სითივილიც აქვს.

2011 წელს ფბ-ს მიტოვება იგივეა რაც 2008 წელს MySpace-ის. მაგარი, ქული საქმეა გასაკეთებლად (it’s the cool thing to do), მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ შენ არ დატოვებ ფბ-ს, მარკის ქმნილებას. ჯერ არავის დაუტოვებია ის ცვლილებების გამო, გაივლის 1-2 კვირა და შენც აღფრთოვანებული იქნები ამ ცვლილებებით.

Christina Warren [mashable] და ცოტა მე

 

This slideshow requires JavaScript.

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

4 Responses to არა, შენ არ ტოვებ ფეისბუქს

  1. xmasters says:

    ტვიტერი დაეწია ფბ ს უკვე კაი ხანია

    • konspace says:

      შენ გინდა თქვა რომ ტვიტერს 800 მილიონი მომხმარებელი ყავს? თანაც აქტიური?

  2. shoka♥ says:

    ეჰ ჯერ სადა ხართ, წინ კიდევ იმდენი ცვლილებები გველოდება…
    აუუ ისე MySpace რომ ახსენე პოსტში, უცბათ ძველი დრო გამახსენდააა,,, აა კარგი იყოო :))) მარა ძაან ნელი გახდააა ეგ.

    • konspace says:

      MySpace-მა თავისი ფუნქცია როგორც სოციალურმა ქსელმა დაკარგა ხალხის ნაკლებობის გამო, ახლა ეს უბრალოდ უფასო მუსიკის სერვისია + სოც. ქსელი რომელიც ცოტა ხნის წინ არ მახსოვს ვინ, მაგრამ ვიღაცამ იყიდა და გადააკეთა:/ არავის არ ქონდა მაისფეისი მე რო მქონდა და მეც მივანებე :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: