3+1 მუშკეტერი

ბოლო ორი კვირა კლასში:

– წავიდეთ რა მუშკეტერებზე რა!

მე:

– თუ წავალ “შუა ღამე პარიზშიზე” წავალ, არ მინდა ეს მუშკეტერები.

მაგრამ დღეს 5-ის ნახევარზე სახლიდან მოვრბოდი, ცალი ხელით ჩემ დას მოვათრევდი მეორით კი ბილეთების არსებობას ვამოწმებდი ჩანთაში.

  არვიცი რატომ, მაგრამ ჩემმა დამ მოისურვა 3 მუშკეტერის ნახვა, ბოლოს გადაწყდა რომ დედაჩემი, ჩემი და მე წავიდოდით, მაგრამ დედა მოიწამლა და 3 ბილეთი შემრჩა ხელში, არავის ეცალა და ამიტომაც მხოლოდ მე და ჩემი და წავედით. 1 ბილეთი ვერ გავასაღე. უფასოდ. ხო ბილეთს ვერ ჩააბარებ ჩეკი თუ არ გაქ :/

ავტობუსის გაჩერებაზე ჩემ დას გაახსენდა, რომ სათვალე დარჩა სახლში ამიტომ ისევ სახლში გავბრუნდით და ისევ უკან გამოვბრუნდით.

ფილმის დასაწყისის ნახვის იმედი აღარც კი მქონდა, მაგრამ ზუსტად დროზე შევედით, არც რეკლამების ყურება მომიწია, არც ტრეილერების და არც იმის თქვა რომ ამ ფილმზე უეჭველი უნდა მოვიდე, როცა გამოვა.

თუ ფილმისგან წიგნის ადაპტაციას მოელით, მაშინ ის თქვენთვის არ არის. წიგნიდან მხოლოდ პერსონაჟების სახელები არის შემორჩენელი და ძირითადი სცენარი, ყველაფერი სხვა სცენარისტების უცნაური ფანტაზიის ნაყოფია.

Read more of this post

Advertisements

სტივ ჯობსი გარდაიცვალა

დილით გავიღვიძე და ვიფიქრე სჯობდა არ გამეღვიძა. ეს ყველგან იყო მაილზე, ფეისბუქზე – ყველგან. სტივ ჯობსი გარდაიცვალა, 56 წლის ასაკში. დღეს აღმოვაჩინე, რომ ჯერ კიდევ შემძლებია ტირილი, რადგან 10 წუთი ვტიროდი.

რაც არ უნდა თქვათ ამ ადამიანის მიერ, რომელმაც თავიდან ბოლომდე ააშენა თავისი კომპანია (Apple) ეს იყო ადამიანი რომელსაც ჰქონდა ხედვა. ეს იყო ადამიანი რომელიც აკეთებდა ახალ პროდუქტს და რომელსაც ჭეშმარიტად ესმოდა ახალი პროდუქტის მიერ მოტანილი ბედნიერების. მას ესმოდა როგორ შეეძლო ერთიანებისა და ნულიანების თანმიმდევრობას მომხმარებლისათვის ბედნიერების მოტანა.

სტივ ჯობსი არ იყო მხოლოდ კარგი მენეჯერი ან დიზაინერი, მას უნივერსტიტეტში მხოლოდ 1 სემესტრი ჰქონდა დამთავრებული, მაგრამ ყოველთვის ყავდა გარშემო პროფესიონალები.

სტივ ჯობში იყო სამაგალითო, ხატი ყველაფერში. მისი სცენაზე გამოსვლა ყოველთვის ოვაციებს იწვევდა, ისიც ყურებამდე გაღიმებული ცოტა ხანს ჩუმად იდგა – შემდეგ კი ლაპარაკს იწყებდა და კიდევ ერთხელ ცვლიდა ყველაფერს.

ზოგჯერ ის თითქმის წავიდოდა სცენიდან, მაგრამ შემდეგ იტყოდა თავის სამარკო ფრაზას: “და კიდევ ერთი რამ” (One More Thing), ჯიბიდან ამოიღებდა ახალ პროდუქტს და შეცვლიდა ყველაფერს.

სტივ ჯობსს არც გასაოცარი ხმა ჰქონდა და არც გარეგნობა, მაგრამ მან ზუსტად იცოდა როდის აეწია ტონი, რაზე გაეკეთებინა აქცენტი ლაპარაკისას და როდის გაჩუმებულიყო.

სტივ ჯობსმა ასწავლა ინდუსტრიას, რომ პროდუქტი არც იწყება და მთავრდება კომპანიის ოფისში, მან ასწავლა ინდისუტრიას, რომ პროდუქტი იწყება მასთან ერთად სცენაზე, გრძელდება მაღაზიაში და მთავრდება მომხმარებლის სახლში, როდესაც ის ყუთს გახსნის. ალბათ ყველას გინახავთ Unboxing ვიდეობი, ისინი ხომ სტივის გამო შეიქმნა.

სტივს უყვარდა თავისი პროდუქტი, როდესაც მან მეორე აიფედი წარმოადგინა ის ყურიდან ყურამდე იღიმოდა, ბედნიერი იყო რომ კიდევ ერთხელ ცვლიდა ყველაფერს.

ჯობსი გარდაიცვალა 24 საათის შემდეგ რაც ახალმა CEO-მა ტიმ ქუქმა (Tim Cook) ახალი iPhone 4S წარმოადგინა, თუ კი მან იცოდა თუ რა ელოდა სტივს 24 საათის შემდეგ მაშინ გასაგებია მისი ხასიათი პრეზენტაციის დღეს.

Apple-ის პროდუქტებში ყოველთვის იგრძნობოდა სტივის კვალი, მისი ხედვა, მინიმალისტური და ამავდროულად საუკეთესო დიზაინი კონკურენტებში შორის.

ამ დღეებში ძალიან ბევრს ილაპარაკებენ სტივის და Apple-ის მომავლის შესახებ.

ჩემი აზრით, ეფლი მაშინ შეიცვალა, მაშინ დამთავრდა სტივ ჯობსის ერა როდესაც მან CEO-ს თანამდებოდა დატოვა.

სანამ ის თავის პოზიციას დატოვებდა მან თქვა

როდესაცმოვა დრო როცა მე აღარ შემეძლება გავუძღვე კომპანიას, პირველი ვიქნები ვინც ამას იტყვის. სამწუხაროდ ეს დრო მოვიდა.

ყოველი წელი ქვის ხანიდან

ისტორიას მგონი პირველი კლასიდან ასწავლიან ყველა სკოლაში. პროგრამა ყოველთვის უძველესი დროიდან მე-20 საუკუნემდე არის ხოლმე, მაგრამ ვერასდროს ვერ ვეტევით დროში და მე-18-20 საუკუნეები რამდენი წელია უსწავლელი რჩება.

არადა საერთოდ არ მაინტერესებს ქვის ხანა, ქართველი ხალხის წარმომავლობა და ქართული ენის ჩამოყალიბების პროცესი, ბევრად მეტად მაინტერესებს პირველი და მეორე მსოფლიო ომი, რუსეთის იმპერიის დაშლა და ა.შ.

მოკლედ, გვასწავლეთ უახლესი ისტორია -.-

%d bloggers like this: