ყოველი წელი ქვის ხანიდან

ისტორიას მგონი პირველი კლასიდან ასწავლიან ყველა სკოლაში. პროგრამა ყოველთვის უძველესი დროიდან მე-20 საუკუნემდე არის ხოლმე, მაგრამ ვერასდროს ვერ ვეტევით დროში და მე-18-20 საუკუნეები რამდენი წელია უსწავლელი რჩება.

არადა საერთოდ არ მაინტერესებს ქვის ხანა, ქართველი ხალხის წარმომავლობა და ქართული ენის ჩამოყალიბების პროცესი, ბევრად მეტად მაინტერესებს პირველი და მეორე მსოფლიო ომი, რუსეთის იმპერიის დაშლა და ა.შ.

მოკლედ, გვასწავლეთ უახლესი ისტორია -.-

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

13 Responses to ყოველი წელი ქვის ხანიდან

  1. შენთვითონაც შეგიძლია მოიპოვო ინფორმაცია და დაიკმაყოფილო ინტერესი,რა პრობლემაა :))

    • konspace says:

      მმჰ ეგ სხვა საქმეა. არ მინდა სკოლაში ყოველ წელს იმის სწავლა მიწევდეს რაც არ მაინტერესებს. ანუ იმაშია საქმე რომ მიწევს იმის სწავლა ყოველ წელს:/

      • ეგრე ძალიან ბევრი რამის წავლა გვიწევს სკოლაში ისეთის,რაც საერთოდ არ გვაინტერესებს.

      • konspace says:

        კი ბაზარი არაა, ფიზიკა/ქიმია/ჰაგიოგრაფია/ღრმა მათემატიკა. მაგრამ 11 წლის განმავლობაში ხომ უნდა გავიგო რა ხდებოდა მსოფლიოსა და საქართველოში ბოლო 200-300 წლის წინ. უბრალოდ ეს ძაან დაცემის პერიოდია და ამის სწავლებას სჯობს 1000ჯერ მასწავლონ რომ დიაოხი და კოლხა უძველესი სახელმწიფოებია და თამარის ან აღმაშენებლის დროს საქართველოს უზარმაზარი ტერიტორიები რომ ეკავა.

  2. 12 კლასში ასწავლიან😉 თან ძირფესვიანად

  3. უახლესი ისტორია 12 კლასში ისწავლება.. წიგნი პირდაპირ პირველი მსოფლიო ომით იწყება…

  4. ჩემი აზრით,მაგ საგნებს რომ გვტენიან ეგ უფრო უარესია,ვიდრე ის,რომ ისტორიის გარკვეულ პერიოდს არ გასწავლიან …
    ნუ,გაუძელი როგორმე ჯერჯერობით🙂

    • konspace says:

      იმ საგნებში ახალს მაინც სწავლობ რამეს და აქ ამოვიდა ყელში უკვე ეს აქემენიდები, პომპეუსები, კოლხები, არგონავტები, ოქროს საწმისები და მედეები :დ ვუძლებ :დ ახლაც სასწავლი მაქ საქართველო რომის ურთიერთობა მეექვსე საუკუნეში მარა აქ ვზივარ :დ

  5. ეს წელიც და…მეთორმეტეში გეშველება :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: