3+1 მუშკეტერი

ბოლო ორი კვირა კლასში:

– წავიდეთ რა მუშკეტერებზე რა!

მე:

– თუ წავალ “შუა ღამე პარიზშიზე” წავალ, არ მინდა ეს მუშკეტერები.

მაგრამ დღეს 5-ის ნახევარზე სახლიდან მოვრბოდი, ცალი ხელით ჩემ დას მოვათრევდი მეორით კი ბილეთების არსებობას ვამოწმებდი ჩანთაში.

  არვიცი რატომ, მაგრამ ჩემმა დამ მოისურვა 3 მუშკეტერის ნახვა, ბოლოს გადაწყდა რომ დედაჩემი, ჩემი და მე წავიდოდით, მაგრამ დედა მოიწამლა და 3 ბილეთი შემრჩა ხელში, არავის ეცალა და ამიტომაც მხოლოდ მე და ჩემი და წავედით. 1 ბილეთი ვერ გავასაღე. უფასოდ. ხო ბილეთს ვერ ჩააბარებ ჩეკი თუ არ გაქ:/

ავტობუსის გაჩერებაზე ჩემ დას გაახსენდა, რომ სათვალე დარჩა სახლში ამიტომ ისევ სახლში გავბრუნდით და ისევ უკან გამოვბრუნდით.

ფილმის დასაწყისის ნახვის იმედი აღარც კი მქონდა, მაგრამ ზუსტად დროზე შევედით, არც რეკლამების ყურება მომიწია, არც ტრეილერების და არც იმის თქვა რომ ამ ფილმზე უეჭველი უნდა მოვიდე, როცა გამოვა.

თუ ფილმისგან წიგნის ადაპტაციას მოელით, მაშინ ის თქვენთვის არ არის. წიგნიდან მხოლოდ პერსონაჟების სახელები არის შემორჩენელი და ძირითადი სცენარი, ყველაფერი სხვა სცენარისტების უცნაური ფანტაზიის ნაყოფია.

მაგრამ ფილმი არც ისეთი ცუდია, როგორსაც მოველოდი, ტიპიური ბოლოდროინდელი ადაპტაციაა ძველი ფილმის, რომელშიც დამატებულია დეტალები, რომლებიც მას უფრო სანახაობრივს, საინტერესოს და “მისტიკურს” ხდის. ფილმი აშშ-ს, საფრანგეთის, გერმანიისა და ინგლისის ერთობლივი ნამუშევარია, რომელიც $75,000,000 მაგრამ ამ ფულად მგონი უკეთესის გადაღებაც შეიძლებოდა.

ფილმი საკმაოდ იუმორისტული კუთხით არის გადაღებული ამერიკულ სტილში, აქცენტით პერსონაჟებზე და მათ ლაპარაკზე.

სცენარში არვიცირატომ მოხვდნა ლეონარდი და-ვინჩი, თავისი დროის გამსწრები გამოგონებებით, მისტიკური შესასვლელ-გამოსასვლელებითა და ნახაზებით.

ფილმის შემქმნელებმა აშკარად სცადეს მცირე ეროტიკის დამატება, მაგრამ ეს არც თუ ისე კარგად გამოუვიდათ კორსეტებისა და 1 სცენაში ჩულქების და კორსეტის ამარა მძრომიალე მილედის სახით.

დარტანიანს უფრო მამაკაცურს ველოდი ვიდრე ის ამ ფილმშია, ყოველ შემთხვევაში დანარჩენ მუშკეტერებთან შედარებით ნამეტანი ბავშვია, მაგრამ ფილმის კომედიური განხრის გამო ალბათ ასეც უნდა იყოს.

ერთხელ საყურებელი, სასაცილო, არაფერზე დამაფიქრებელი, მხოლოდ და მხოლოდ გასართობი ფილმია. თუ ზედმეტი 8 ლარი გაქ ან ჩემსავით ვინმე ვინმე გადაგიხდის ბილეთის ფულს ღირს წასვლა, მაგრამ ისე კომპიუტერშიც ნახავ მეგობართან ერთად. 3D თავისთავად მხოლოდ  ბილეთის ფასის 20%-ით მოსამატებლად არის დამატებული, ფილმი მის გარეშეც ისეთივე იქნებოდა მაგრამ ზოგიერთ მომენტში მაინც ასწორებს.

ერთ-ერთი ყველაზე კარგი სცენა – საჰაერო ბრძოლა.

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

One Response to 3+1 მუშკეტერი

  1. Luna says:

    მეც შუაღამე პარიზში-ზე მინდა წასვლა…. ვერ მოვიცალე მაგისთვის=[ როგორც მივხვდი ტიპიური ჰოლივუდური ფილმია…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: