ახალი წლები

წელს მე-16 თუ მე-17 ახალი წელი დადგება ჩემ ცხოვრებაში და ყოველ წელს განსხვავებულად ვხვდები ხოლმე აი ძალიან, არა იმ მხრივ კი არა რომ ზოგჯერ სახლში, ზოგჯერ სადმე საზღვარგარეთ, რაც თავი მახსოვს განწყობა ყოველთვის სხვადასხვანაირი მქონდა.

რაც უფრო ვიზრდები ნელ-ნელა კარგავს ეს დღე იმ ძალას რომელიც აქამდე ჰქონდა ხოლმე, სულ ადრე მეძინა და დილით საჩუქრები რომ მხვდებოდა მიხაროდა, მერე ვიცოდი რომ საჩუქრები თავისით არ ჩნდებოდა და მთელ სახლში ვეძებდი, მერე მე თვითონ ვუკვეთავდი იმას რაც მინდოდა, კიდევ მერე მაღაზიაშიც ჩემით მივდიოდი ან თან მივყავდი ხოლმე, ახლა კი საჩუქრებს აღარ ველოდები, რას უნდა ველოდო?  ვიცი, რომ ისინი თავისით არ გაჩნდებიან, რაც მინდა ისევ ჩემი საყიდელია, არც მთელ სახლში არ ვეძებ იმას რაც მერე ჯადოსნურად ნაძვის ხის ქვეშ უნდა დამხვდეს.

2011 არ იყო ცუდი წელი, მეტიც კარგი, მაგრამ როგორც ყველაფერი კარგი ისიც რჩება და ბოლოში მოახერხა ჩაჯმა, თანაც ისე რომ ამას მხოლოდ ახალი წლის საოცრება უშველის  თუ ასეთი არსებობს და ახლა მინდა მჯეროდეს რომ არსებობს და რადგანაც ადამიანი თავის გონებით ჰქმნის ყველაფერს მეც ვიჯერებ რომ არსებობს და რომ როგორც კი საათი 12-ს ჩამოჰკრავს რამე სასწაული მოხდება, მაგრამ რომელი საათი? აქაური თუ იქაური?

2011 კარგი იმიტომ იყო ბევრი სურვილი ამისრულდა, ვიშლისთსი გადახედვას აზრი არ აქ, იქ ისეთი სურვილებია ან რომ აღარ მინდა ან რომ ვერასდროს ვერ ავიხდენ, მაგრამ 2011 კი იყო სურვილების და ოცნებების ასრულების წელი, ახლა რასაც ჩამოვთვლი ყველა ოცნება და სურვილი არ ყოფილა, მაგრამ მნიშვნელოვანია. ჩემთვის. მოკლედ

  • მუშაობა დავიწყე აქ teentv.ge
  • ბევრი ვინმე გავიცანი და ეს მიხარია

დავწერე 2011 კარგი იყო და ბოლოში ჩააჯვა-თქო, დიახ ასეც ქნა. ზოგჯერ გგონია რომ იპოვი რაღაცას და მერე შენივე სისულელის გამო დაკარგავ, მაგრამ ეს ისევ შენი ბრალია.

2012 მინდა დაიწყოს იმით რომ ის საახალწლო სასწაული რომელიც ოდნავ ზემოთ ვიწამე ასრულდეს, მოხდეს, ამუშავდეს, რაც უნდა ის ქნას და როგორმე გამოასწოროს 2011-ის ჩაჯმული, მიუხედავად ამისა ანუ ამ ბოლო ცუდი დღისა, რომელმაც რაღაც სიმართლე მოჰფინა კიდევ ბევრ რამეს და მათქმევინა ის რასაც არ ვამბობ ხოლმე, ჰოდა მაინც კარგი იყო 2011 ბევრჯერ ვიყავი ბედნიერი და ა.შ. და დიდი მადლობა იმათ ვის გამოც მე ეს ყველაფერი განვიცადე.

2012 იყოს კარგი, არ მიყვარს ხოლმე ასეთი რაღაცეების თქმა, მაგრამ კარგი წელი ახლა ნადმვილად მჭირდება.

ჰოდა გილოცავთ წინასწარ და რავი, წავედი. სად? არსად აქ ვარ ისევ უბრალოდ აღარაფერი დამრჩა დასაწერი.

Advertisements

დაცული: ზოგჯერ

ეს კონტენტი დაცულია პაროლით. მის სანახავად გთხოვთ შეიყვანოთ პაროლი ქვემოთ:

უმიზნოდ ბოდიალი

ზოგჯერ დილით ისეთ ხასიათზე ვიღვიძებ, რომ ჩემი ერთადერთი სურვილი სახლიდან სწრაფად და სადმე გასვლაა,  რაც მთავარია საბურთალოს გავცდე და მერე მნიშვნელობა აღარ აქვს სად წავალ, მთვარია მოვცილდე საბურთალოს იქ სადაც სახლი ახლოსაა და კიდევ უამრავი ადამიანია რომლის ნახვაც არც თუ ისე ძალიან გამიხარდება.

მაგრამ არასდროს არ ვაჯდები შემთხვევით ავტობუსს და არ მივდივარ შემთხვევით ადგილას, ყოველთვის როდესაც ასეთი სურვილები წამძლევს და გასვლას გადავწყვეტ ვხვდები რომ ვერ წავალ ისეთ ადგილას სადაც ჯერ არ ვყოფილვარ, ვერსად ვერ დავჯდები სადაც ჯერ არ ვმჯდარვარ და ვერაფერს ვნახავ რაც ჯერ არ მინახავს.

არამგონია ეს ქალაქის ბრალი იყოს, ალბათ უკვე მოვასწარი მისი მოვლა, არც ისეთი ადგილია რამე სადაც სიამოვნებით წავალ ყოველთვის, ამიტომ მინდა რომ ასეთი დილა უცნობ, უცხო ქალაქში გამითენდეს სადაც სახლიდან გასვლისას არაფერი მეცნობა და მზად ვიქნები პირველ მოსულ ავტობუსში ავიდე, მისი ნომერი დავიმახსოვრო და გავყვე სადმე შორს ან ჩავიდე მეტროში და რამდენიმეჯერ გადავჯდე ერთი ხაზიდან მეორეზე და შემდეგ რიგით მე-7 სადგურზე ამოვიდე ან მე-11ზე, ოღონდ ისე რომ გადასხდომების რიგითობა დავიმახსოვრო და უკან დაბრუნება შევძლო როდესაც სახლი მომენატრება.

ტრადიციული პოსტი საახალწლოდ

ახალი წელი მოდის და ერთ კვირაში, ნუ ცოტა მეტში აქ იქნება და თავიდან მომიწევს იმასთან შეგუება რომ ყოველდღე და ყოველთვის სადაც თარიღი მექნება დასაწერი 2012 ან .12 მივაწერო და არა .11   – ხელის მისაჩვევად 1-2 კვირა მაინც დამჭირდება. მერე 13.

არ მახსოვს შარშან ამ დროს როგორი განწყობა მქონდა, პოსტის მოძებნა მეზარება და არც მახსოვს მიწერია თუ არა მაგრამ წელს ის უბრალოდ არ არის, არ ვიცი რისი ბრალია იმისი რომ თოვლი არ დევს და შესაბამისად გუნდა არ კეთდება თუ ის მოვა მაშინ როდესაც ახალ წლამდე რამდენიმე დღე იქნება დარჩენილი.

თბილის უკვე დიდი ხანია მოირთო საახალწლოდ, ნაძვის ხეც დადგეს პარლამენტთან როგორც ყოველთვის და ის ჩემ მიერ ასე ძალიან შეძულებული ჭაღებიც ჩამოკიდეს რუსთაველზე – გაივლი გამოივლი და გგონია რომ ახლა თავზე დაგეცემა ან რომელიმე მაღალი მანქანა აარტყავს და კვლავაც ჩამოაგდებს, საახალწლო განათებები ზოგადად არ ასწორებს წელს თბილისში აი არ უხდება ახალ წელს და არც განწყობას არ ქმნის.

დღეს ბოლო გამოცდა დავწერე და ასე თუ ისე უკვე ვიგრძენი მოახლოებული არდადეგების სურნელი, რამდენიმე დღე დამრჩა როდესაც დილით ადრე მომიწევს ადგომა და მერე თავისუფლად შემეძლება ძილს მივცე ცხოვრების ზედმეტი 2 საათი. ყოველდღიურად.

მიუხედავად იმისა რომ განწყობა არ მაქვს, არანაირი ასე კარგად დიდი ხანია არ ვყოფილვარ, მოახლოებული არდადეგების ბრალია თუ რისი არვიცი მარა ასწორებს.

დაცული: იმდენი ხანი გავიდა

ეს კონტენტი დაცულია პაროლით. მის სანახავად გთხოვთ შეიყვანოთ პაროლი ქვემოთ:

%d bloggers like this: