ამერიკული განათლება

ამერიკული სკოლა ბევრისთვის ულევ გართობასთან ასოცირდება, ალბათ ამ თემაზე გადაღებული უამრავი ჰოლივუდური ფილმის გამო, მაგრამ რეალურად ამერიკული სკოლა კარგ განათლებას იძლევა ნებისმიერ დისციპლინაში, როგორც მეცნიერებებში ისე ლინგვისტიკაში, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელები ცნობილნი არიან როგორც მხოლოდ ერთი ენის მცოდნე ერი.

ამერიკულ სკოლაში შეგიძლია შენ თვითონ დაინახო ყველა ფიზიკური მოვლენა, ჩაიხედო მიკროსკოპში დ თვალი ადევნო უჯრედის დაყოფას და ა.შ. ყველა სკოლა, როგორც საჯარო ისე კერძო იძლევა ნებისმიერი საგნის ღრმად შესწავლის საშუალებას.

ამერიკულ სკოლაში ან უნივერსტიტეტში სწავლა შეიძლება შორეულ პერსპექტივად ჩანდეს, მაგრამ ყოველწლიურად ამერიკული სკოლების წარმომადგენლები ატარებენ გაცნობით ტურებს მსურველთათვის ან უბრალოდ დაინტერესებულთათვის, შარშან ლინდენის სკოლა-პანსიონატთა ტურების კომიტეტმა თბილისში პირველი ასეთი გაცნობითი სახის ღონისძიება ჩაატარა, წელს ლინდენი 26 აპრილს, თბილისი-მარიოტის მისაღებ დარბაზში ბრუნდება ზუსტად 4 საათზე.

26 აპრილს თბილისში ჩამოვლენ ამერიკული სკოლების წარმომადგენლები, რომლებიც გააცნობენ დაინტერესებულებს ინფორმაციას სწავლებისა და სკოლების შესახებ ამერიკაში. ძირითადად წარმოდგენილნი იქნებიან სკოლა-პანსიონატები ანუ ისეთი სკოლები რომლებიც თავის მოსწავლეებს საცხოვრებლითად უზრუნველყოფენ.

თუ დაინტერესდი და გინდა ამ ღონისძიებაზე დასწრება გაიარე რეგისტრაცია ქვემოთ მოცემულ ლინკზე, ამ ლინკზე ასევე შეგიძლიათ მოიპოვოთ მეტი ინფორმაცია ლინდენზე და ამერიკულ სკოლებზე.

რეგისტრაცია

ყველაფერი თავისით მოხდა

ზოგჯერ ყველაფერს აქვს ახსნა, ზოგჯერ არაფერს. ცვლილებები ზოგჯერ თავისით ხდება და ჩვენ არავინ არ გვაძლევს არჩევნის უფლებას, არადა იდეაში ხომ თავისუფლები ვართ, მაგრამ როგორც დღეს ინგლისურზე ერთ სავარჯიშოში ეწერა ჩვენი თავისუფლება არასდროს იქნება შეუზღუდავი იმიტომ, რომ ჩვენი საქციელი გავლენას ახდენს სხვა ადამიანებზე.

ყველაფერი ზოგჯერ ისე სწრაფად ხდება თვალის დახამხამებასაც ვერ ასწრებ ისე კარგავ ყველაფერს, თითქოს ყველაზე მყიფე მინისგან დამზადებული ჭიქა გაგისხლტა უცებ ხელიდან, ძირს დავარდა და 1000 ნაწილად დაიშალა.

ასე ხშირად ხდება. ისევე როგორც ჭიქამ არ არჩია დავარდნა ხშირად არც ადამიანი არჩევს ცვლილებებს, ისინი თავისით ხდებიან, ზოგჯერ შემთხვევითაც კი, ისეთივე შემთხვევითობით როგორც ჭიქა მისხლტება ხელიდან, ძირს იხეთქება და რაც მოსდის ყველამ კარგად ვიცით. ის ისე ტყდება, რომ მას ვეღარ ააწყობ თუმცა უნდოდა კი მას დაფშვნა ამდენ ნაწილად? არა, არ უნდოდა, მის ნაცვლად არჩევანზე მასზე უფრო ზემდგომმა ძალამ გააკეთა, ეს ის ძალაა რომელსაც ვერც შეეწინააღმდეგები და ვერც უარს ეტყვი მას, ის არაფერს არ გეკითხება, უბრალოდ მიგითითებს რაღაცაზე და გეუბნება ეს გააკეთო.

ზოგჯერ ცვლიბები ისე ხდება რომ არაფრის ახსნის დრო არ არის ხოლმე, უბრალოდ ეს ზემდგომი ძალა არ გაძლევს ამის დროს.

ისევე როგორც ჩიტუნები დაფრინავენ ხიდან ხეზე ასევე ხდება რაღაცეები, მათ არ აქვთ დრო გააფრთხილონ ტოტი იმის შესახებ რომ ისინი მოდიან ან მიდიან, შეიძლება მათ არც უნდათ წასვლა, მაგრამ ხომ ვთქვი უკვე არაერთხელ ზოგი რამ შემსრულებლის ნების გაუთვალისწინებლად ხდება.

ზოგჯერ არ გაქვს არაფრის სურვილი, მაგრამ ზოგჯერ გკლავს სურვილები, ზოგჯერ ბევრი, ზოგჯერ კი ერთი. ახლა მე მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს, მაგრამ ის უფრო დაბალხარისხოვანია ვიდრე ზემდგომი ძალა, მეც უფრო დაბალხარისხოვანი ვარ ვიდრე რაღაც ზემდგომი, არაფერი არ ვარ საერთოდ, მოლეკულების ერთი გროვა რომელიც აბსოლუტურ ნულზე უბრალოდ დაიშლება.

საიდან მოვდივარ ან სად მივდივარ არ ვიცი. ზოგჯერ გინდა რომ წახვიდე სადმე შორს, მაგრამ არ შეგიძლია. იმედია ოდესმე წავალ.

ახალი წლები

წელს მე-16 თუ მე-17 ახალი წელი დადგება ჩემ ცხოვრებაში და ყოველ წელს განსხვავებულად ვხვდები ხოლმე აი ძალიან, არა იმ მხრივ კი არა რომ ზოგჯერ სახლში, ზოგჯერ სადმე საზღვარგარეთ, რაც თავი მახსოვს განწყობა ყოველთვის სხვადასხვანაირი მქონდა.

რაც უფრო ვიზრდები ნელ-ნელა კარგავს ეს დღე იმ ძალას რომელიც აქამდე ჰქონდა ხოლმე, სულ ადრე მეძინა და დილით საჩუქრები რომ მხვდებოდა მიხაროდა, მერე ვიცოდი რომ საჩუქრები თავისით არ ჩნდებოდა და მთელ სახლში ვეძებდი, მერე მე თვითონ ვუკვეთავდი იმას რაც მინდოდა, კიდევ მერე მაღაზიაშიც ჩემით მივდიოდი ან თან მივყავდი ხოლმე, ახლა კი საჩუქრებს აღარ ველოდები, რას უნდა ველოდო?  ვიცი, რომ ისინი თავისით არ გაჩნდებიან, რაც მინდა ისევ ჩემი საყიდელია, არც მთელ სახლში არ ვეძებ იმას რაც მერე ჯადოსნურად ნაძვის ხის ქვეშ უნდა დამხვდეს.

2011 არ იყო ცუდი წელი, მეტიც კარგი, მაგრამ როგორც ყველაფერი კარგი ისიც რჩება და ბოლოში მოახერხა ჩაჯმა, თანაც ისე რომ ამას მხოლოდ ახალი წლის საოცრება უშველის  თუ ასეთი არსებობს და ახლა მინდა მჯეროდეს რომ არსებობს და რადგანაც ადამიანი თავის გონებით ჰქმნის ყველაფერს მეც ვიჯერებ რომ არსებობს და რომ როგორც კი საათი 12-ს ჩამოჰკრავს რამე სასწაული მოხდება, მაგრამ რომელი საათი? აქაური თუ იქაური?

2011 კარგი იმიტომ იყო ბევრი სურვილი ამისრულდა, ვიშლისთსი გადახედვას აზრი არ აქ, იქ ისეთი სურვილებია ან რომ აღარ მინდა ან რომ ვერასდროს ვერ ავიხდენ, მაგრამ 2011 კი იყო სურვილების და ოცნებების ასრულების წელი, ახლა რასაც ჩამოვთვლი ყველა ოცნება და სურვილი არ ყოფილა, მაგრამ მნიშვნელოვანია. ჩემთვის. მოკლედ

  • მუშაობა დავიწყე აქ teentv.ge
  • ბევრი ვინმე გავიცანი და ეს მიხარია

დავწერე 2011 კარგი იყო და ბოლოში ჩააჯვა-თქო, დიახ ასეც ქნა. ზოგჯერ გგონია რომ იპოვი რაღაცას და მერე შენივე სისულელის გამო დაკარგავ, მაგრამ ეს ისევ შენი ბრალია.

2012 მინდა დაიწყოს იმით რომ ის საახალწლო სასწაული რომელიც ოდნავ ზემოთ ვიწამე ასრულდეს, მოხდეს, ამუშავდეს, რაც უნდა ის ქნას და როგორმე გამოასწოროს 2011-ის ჩაჯმული, მიუხედავად ამისა ანუ ამ ბოლო ცუდი დღისა, რომელმაც რაღაც სიმართლე მოჰფინა კიდევ ბევრ რამეს და მათქმევინა ის რასაც არ ვამბობ ხოლმე, ჰოდა მაინც კარგი იყო 2011 ბევრჯერ ვიყავი ბედნიერი და ა.შ. და დიდი მადლობა იმათ ვის გამოც მე ეს ყველაფერი განვიცადე.

2012 იყოს კარგი, არ მიყვარს ხოლმე ასეთი რაღაცეების თქმა, მაგრამ კარგი წელი ახლა ნადმვილად მჭირდება.

ჰოდა გილოცავთ წინასწარ და რავი, წავედი. სად? არსად აქ ვარ ისევ უბრალოდ აღარაფერი დამრჩა დასაწერი.

დაცული: ზოგჯერ

ეს კონტენტი დაცულია პაროლით. მის სანახავად გთხოვთ შეიყვანოთ პაროლი ქვემოთ:

ტრადიციული პოსტი საახალწლოდ

ახალი წელი მოდის და ერთ კვირაში, ნუ ცოტა მეტში აქ იქნება და თავიდან მომიწევს იმასთან შეგუება რომ ყოველდღე და ყოველთვის სადაც თარიღი მექნება დასაწერი 2012 ან .12 მივაწერო და არა .11   – ხელის მისაჩვევად 1-2 კვირა მაინც დამჭირდება. მერე 13.

არ მახსოვს შარშან ამ დროს როგორი განწყობა მქონდა, პოსტის მოძებნა მეზარება და არც მახსოვს მიწერია თუ არა მაგრამ წელს ის უბრალოდ არ არის, არ ვიცი რისი ბრალია იმისი რომ თოვლი არ დევს და შესაბამისად გუნდა არ კეთდება თუ ის მოვა მაშინ როდესაც ახალ წლამდე რამდენიმე დღე იქნება დარჩენილი.

თბილის უკვე დიდი ხანია მოირთო საახალწლოდ, ნაძვის ხეც დადგეს პარლამენტთან როგორც ყოველთვის და ის ჩემ მიერ ასე ძალიან შეძულებული ჭაღებიც ჩამოკიდეს რუსთაველზე – გაივლი გამოივლი და გგონია რომ ახლა თავზე დაგეცემა ან რომელიმე მაღალი მანქანა აარტყავს და კვლავაც ჩამოაგდებს, საახალწლო განათებები ზოგადად არ ასწორებს წელს თბილისში აი არ უხდება ახალ წელს და არც განწყობას არ ქმნის.

დღეს ბოლო გამოცდა დავწერე და ასე თუ ისე უკვე ვიგრძენი მოახლოებული არდადეგების სურნელი, რამდენიმე დღე დამრჩა როდესაც დილით ადრე მომიწევს ადგომა და მერე თავისუფლად შემეძლება ძილს მივცე ცხოვრების ზედმეტი 2 საათი. ყოველდღიურად.

მიუხედავად იმისა რომ განწყობა არ მაქვს, არანაირი ასე კარგად დიდი ხანია არ ვყოფილვარ, მოახლოებული არდადეგების ბრალია თუ რისი არვიცი მარა ასწორებს.

დაცული: იმდენი ხანი გავიდა

ეს კონტენტი დაცულია პაროლით. მის სანახავად გთხოვთ შეიყვანოთ პაროლი ქვემოთ:

3+1 მუშკეტერი

ბოლო ორი კვირა კლასში:

– წავიდეთ რა მუშკეტერებზე რა!

მე:

– თუ წავალ “შუა ღამე პარიზშიზე” წავალ, არ მინდა ეს მუშკეტერები.

მაგრამ დღეს 5-ის ნახევარზე სახლიდან მოვრბოდი, ცალი ხელით ჩემ დას მოვათრევდი მეორით კი ბილეთების არსებობას ვამოწმებდი ჩანთაში.

  არვიცი რატომ, მაგრამ ჩემმა დამ მოისურვა 3 მუშკეტერის ნახვა, ბოლოს გადაწყდა რომ დედაჩემი, ჩემი და მე წავიდოდით, მაგრამ დედა მოიწამლა და 3 ბილეთი შემრჩა ხელში, არავის ეცალა და ამიტომაც მხოლოდ მე და ჩემი და წავედით. 1 ბილეთი ვერ გავასაღე. უფასოდ. ხო ბილეთს ვერ ჩააბარებ ჩეკი თუ არ გაქ :/

ავტობუსის გაჩერებაზე ჩემ დას გაახსენდა, რომ სათვალე დარჩა სახლში ამიტომ ისევ სახლში გავბრუნდით და ისევ უკან გამოვბრუნდით.

ფილმის დასაწყისის ნახვის იმედი აღარც კი მქონდა, მაგრამ ზუსტად დროზე შევედით, არც რეკლამების ყურება მომიწია, არც ტრეილერების და არც იმის თქვა რომ ამ ფილმზე უეჭველი უნდა მოვიდე, როცა გამოვა.

თუ ფილმისგან წიგნის ადაპტაციას მოელით, მაშინ ის თქვენთვის არ არის. წიგნიდან მხოლოდ პერსონაჟების სახელები არის შემორჩენელი და ძირითადი სცენარი, ყველაფერი სხვა სცენარისტების უცნაური ფანტაზიის ნაყოფია.

Read more of this post

სტივ ჯობსი გარდაიცვალა

დილით გავიღვიძე და ვიფიქრე სჯობდა არ გამეღვიძა. ეს ყველგან იყო მაილზე, ფეისბუქზე – ყველგან. სტივ ჯობსი გარდაიცვალა, 56 წლის ასაკში. დღეს აღმოვაჩინე, რომ ჯერ კიდევ შემძლებია ტირილი, რადგან 10 წუთი ვტიროდი.

რაც არ უნდა თქვათ ამ ადამიანის მიერ, რომელმაც თავიდან ბოლომდე ააშენა თავისი კომპანია (Apple) ეს იყო ადამიანი რომელსაც ჰქონდა ხედვა. ეს იყო ადამიანი რომელიც აკეთებდა ახალ პროდუქტს და რომელსაც ჭეშმარიტად ესმოდა ახალი პროდუქტის მიერ მოტანილი ბედნიერების. მას ესმოდა როგორ შეეძლო ერთიანებისა და ნულიანების თანმიმდევრობას მომხმარებლისათვის ბედნიერების მოტანა.

სტივ ჯობსი არ იყო მხოლოდ კარგი მენეჯერი ან დიზაინერი, მას უნივერსტიტეტში მხოლოდ 1 სემესტრი ჰქონდა დამთავრებული, მაგრამ ყოველთვის ყავდა გარშემო პროფესიონალები.

სტივ ჯობში იყო სამაგალითო, ხატი ყველაფერში. მისი სცენაზე გამოსვლა ყოველთვის ოვაციებს იწვევდა, ისიც ყურებამდე გაღიმებული ცოტა ხანს ჩუმად იდგა – შემდეგ კი ლაპარაკს იწყებდა და კიდევ ერთხელ ცვლიდა ყველაფერს.

ზოგჯერ ის თითქმის წავიდოდა სცენიდან, მაგრამ შემდეგ იტყოდა თავის სამარკო ფრაზას: “და კიდევ ერთი რამ” (One More Thing), ჯიბიდან ამოიღებდა ახალ პროდუქტს და შეცვლიდა ყველაფერს.

სტივ ჯობსს არც გასაოცარი ხმა ჰქონდა და არც გარეგნობა, მაგრამ მან ზუსტად იცოდა როდის აეწია ტონი, რაზე გაეკეთებინა აქცენტი ლაპარაკისას და როდის გაჩუმებულიყო.

სტივ ჯობსმა ასწავლა ინდუსტრიას, რომ პროდუქტი არც იწყება და მთავრდება კომპანიის ოფისში, მან ასწავლა ინდისუტრიას, რომ პროდუქტი იწყება მასთან ერთად სცენაზე, გრძელდება მაღაზიაში და მთავრდება მომხმარებლის სახლში, როდესაც ის ყუთს გახსნის. ალბათ ყველას გინახავთ Unboxing ვიდეობი, ისინი ხომ სტივის გამო შეიქმნა.

სტივს უყვარდა თავისი პროდუქტი, როდესაც მან მეორე აიფედი წარმოადგინა ის ყურიდან ყურამდე იღიმოდა, ბედნიერი იყო რომ კიდევ ერთხელ ცვლიდა ყველაფერს.

ჯობსი გარდაიცვალა 24 საათის შემდეგ რაც ახალმა CEO-მა ტიმ ქუქმა (Tim Cook) ახალი iPhone 4S წარმოადგინა, თუ კი მან იცოდა თუ რა ელოდა სტივს 24 საათის შემდეგ მაშინ გასაგებია მისი ხასიათი პრეზენტაციის დღეს.

Apple-ის პროდუქტებში ყოველთვის იგრძნობოდა სტივის კვალი, მისი ხედვა, მინიმალისტური და ამავდროულად საუკეთესო დიზაინი კონკურენტებში შორის.

ამ დღეებში ძალიან ბევრს ილაპარაკებენ სტივის და Apple-ის მომავლის შესახებ.

ჩემი აზრით, ეფლი მაშინ შეიცვალა, მაშინ დამთავრდა სტივ ჯობსის ერა როდესაც მან CEO-ს თანამდებოდა დატოვა.

სანამ ის თავის პოზიციას დატოვებდა მან თქვა

როდესაცმოვა დრო როცა მე აღარ შემეძლება გავუძღვე კომპანიას, პირველი ვიქნები ვინც ამას იტყვის. სამწუხაროდ ეს დრო მოვიდა.

2 კვირა სკოლის დაწყებიდან

უკვე ზუსტად  2 კვირა გავიდა რაც ახალი სასწავლო წელი დაიწყო :ცუდისიტყვები: და უკვე 2 კვირაა ნელ-ნელა ყელში ამომდის სკოლა :ცუდისიტყვები:

მაგრამ დღეს ბოლო წვეთიც იყო, როდესაც ისტორიის წიგნი გადავშალე და ვიფიქრე რა ჩემ ფეხებად ვსწავლობ ამას? ან ქიმიას ან ფიზიკას რატომ ვსწავლობ? ან მათემატიკას ასე ღრმად? ცხოვრებაში როდის დამჭირდება ეს დამპალი ინდუქცია

მაინც ვერ ვიგებ ნორმალურად :/

საატესტატოების შემდეგ ხო აღარ გავიხსნებ არც იონებს არც ოქსიდებს არც ჯოულ-ლენცის კანონს :/

ქართველი რომანტიკოსი მწერლებიც, მუდმივად თვალცრემლიანები, ძველ დროს რომ მისტირიან და აწმყოში ტრაკს არ ანძრევენ რაიმეს შესაცვლელად – ეგენიც. მაგათი პესიმისტური ლექსების კითხვა, მათი ანალიზი წერა და ოგიერთის ზოგიერთი სტროფის უაზროდ დაზეპირებაც შემზიზღდა უკვე. ეს მაღალფარდოვანი ეროვნული მოწოდებებიც, ყველა რომ ამბობს კი კი ასე უნდა იყოს, თავზე ბევრი წასმული ვაზელინით – ეგეც.

ბიოლოგია ასწორებს მარტო. ქართულიც თუ ამ პოეტებს გავსცდებით და რაიმე სხვაზე ვილაპრაკებთ, მაგრამ უიშვიათესი მოვლენაა ეს :/

დღეს პარასკევია ❤

მაგრამ ეს ორი დღეს ისე სწრაფად გაივლის ვერაფერს მოვასწრებ და შევამჩნევ და მერე ისევ თავიდან.

ინგლისურის ახალი მასწავლებელი ყველაზე “მაგარი” ქალია, გული მიგრძნობს ცალკე პოსტი მიეძღვნება მას ცოტა ხანში :ევილ: და უნდა დავტროლო კიდე :დ

Flash Mob შოუ – შთაბეჭდილებები

გუშინ იმედზე ახალი გადაცემა გავიდა, რომელსაც უკვე ერთ კვირაზე მეტია არეკლამებენ მგონი ტვ-ში მაგრამ მათი გვერდი ფბ-ზე ვერ ვნახე, პოსტერი მაინც რომ დამედო სურათად და არც მათი რეკლამა შემხვედრის სადმე იმედს გარეთ.

ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ფლეშმობები, რომლებიც ძირითადად უბრალოდ ადამიანების მიერ არის ხოლმე ორგანიზებული სოც. ქსელების საშუალებით. მართლა იმდენად მოხშირდა, რომ სადმე თუ რამე უცნაური შეამჩნიე ეგრევე ხედავ ერთსა და იმავე ხალხს (მართლა ერთი და იგივე ხალხი მონაწილეობს ამ ფლეშმობებში და ორგანიზატორებიც იშვიათადად იცვლებიან) რომელიც რაღაცას აკეთებს და წვავ – კიდევ ერთი ფლეშმობი. ზოგჯერ ისეც ხდება რომ ერთი ფლეშისთვის შეიკრიბებიან და კიდევ რამდენიმეს მოაყოლებენ ხოლმე.

მაგრამ დავუბრუნდეთ ახალ გადაცემას, რომელსაც Flash Mob შოუ ჰქვია. ის პირველად ეთერში გუშინ ღამით გავიდა, არ ვაპირებდი ყურებას, მაგრამ ფბ-ზე ისეთი სტატუსები იდებოდა დღეს თუ არა ხვალ მაინც ვნახავ მეთქი ვიფიქრე.

ტვ-ს ვებგვერდზე შოუ ასე არის აღწერილი

ნოვაცია ქართულ სატელევიზიო სივრცეში. “იმედი” ახალ პროექტს იწყებს. 24 სექტემბრიდან ყველაზე ენერგიულები, ყოველ შაბათს, ზუსტად 23 საათზე “იმედის” სტუდიაში შეიკრიბებიან და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მათი უცნაური საქციელით მაყურებელი გააოცონ.

ყოველ კვირას 4 უნივერსიტიტეტის სტუდენტები მოდიან იმედში, დგამენ ფლეშმობს და ბედნიერები არიან იმით, რომ კრეატიულობა გამოიჩინეს.

მაგრამ სანამ მონაწილეებზე გადავად გადაცემის წამყვანებს შევეხები ოდნავ.

Read more of this post

%d bloggers like this: