ამერიკული განათლება

ამერიკული სკოლა ბევრისთვის ულევ გართობასთან ასოცირდება, ალბათ ამ თემაზე გადაღებული უამრავი ჰოლივუდური ფილმის გამო, მაგრამ რეალურად ამერიკული სკოლა კარგ განათლებას იძლევა ნებისმიერ დისციპლინაში, როგორც მეცნიერებებში ისე ლინგვისტიკაში, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელები ცნობილნი არიან როგორც მხოლოდ ერთი ენის მცოდნე ერი.

ამერიკულ სკოლაში შეგიძლია შენ თვითონ დაინახო ყველა ფიზიკური მოვლენა, ჩაიხედო მიკროსკოპში დ თვალი ადევნო უჯრედის დაყოფას და ა.შ. ყველა სკოლა, როგორც საჯარო ისე კერძო იძლევა ნებისმიერი საგნის ღრმად შესწავლის საშუალებას.

ამერიკულ სკოლაში ან უნივერსტიტეტში სწავლა შეიძლება შორეულ პერსპექტივად ჩანდეს, მაგრამ ყოველწლიურად ამერიკული სკოლების წარმომადგენლები ატარებენ გაცნობით ტურებს მსურველთათვის ან უბრალოდ დაინტერესებულთათვის, შარშან ლინდენის სკოლა-პანსიონატთა ტურების კომიტეტმა თბილისში პირველი ასეთი გაცნობითი სახის ღონისძიება ჩაატარა, წელს ლინდენი 26 აპრილს, თბილისი-მარიოტის მისაღებ დარბაზში ბრუნდება ზუსტად 4 საათზე.

26 აპრილს თბილისში ჩამოვლენ ამერიკული სკოლების წარმომადგენლები, რომლებიც გააცნობენ დაინტერესებულებს ინფორმაციას სწავლებისა და სკოლების შესახებ ამერიკაში. ძირითადად წარმოდგენილნი იქნებიან სკოლა-პანსიონატები ანუ ისეთი სკოლები რომლებიც თავის მოსწავლეებს საცხოვრებლითად უზრუნველყოფენ.

თუ დაინტერესდი და გინდა ამ ღონისძიებაზე დასწრება გაიარე რეგისტრაცია ქვემოთ მოცემულ ლინკზე, ამ ლინკზე ასევე შეგიძლიათ მოიპოვოთ მეტი ინფორმაცია ლინდენზე და ამერიკულ სკოლებზე.

რეგისტრაცია

2011 in a nutshell [wordpress]

The WordPress.com stats helper monkeys prepared a 2011 annual report for this blog.

Here’s an excerpt:

The concert hall at the Syndey Opera House holds 2,700 people. This blog was viewed about 35,000 times in 2011. If it were a concert at Sydney Opera House, it would take about 13 sold-out performances for that many people to see it.

Click here to see the complete report.

3+1 მუშკეტერი

ბოლო ორი კვირა კლასში:

– წავიდეთ რა მუშკეტერებზე რა!

მე:

– თუ წავალ “შუა ღამე პარიზშიზე” წავალ, არ მინდა ეს მუშკეტერები.

მაგრამ დღეს 5-ის ნახევარზე სახლიდან მოვრბოდი, ცალი ხელით ჩემ დას მოვათრევდი მეორით კი ბილეთების არსებობას ვამოწმებდი ჩანთაში.

  არვიცი რატომ, მაგრამ ჩემმა დამ მოისურვა 3 მუშკეტერის ნახვა, ბოლოს გადაწყდა რომ დედაჩემი, ჩემი და მე წავიდოდით, მაგრამ დედა მოიწამლა და 3 ბილეთი შემრჩა ხელში, არავის ეცალა და ამიტომაც მხოლოდ მე და ჩემი და წავედით. 1 ბილეთი ვერ გავასაღე. უფასოდ. ხო ბილეთს ვერ ჩააბარებ ჩეკი თუ არ გაქ :/

ავტობუსის გაჩერებაზე ჩემ დას გაახსენდა, რომ სათვალე დარჩა სახლში ამიტომ ისევ სახლში გავბრუნდით და ისევ უკან გამოვბრუნდით.

ფილმის დასაწყისის ნახვის იმედი აღარც კი მქონდა, მაგრამ ზუსტად დროზე შევედით, არც რეკლამების ყურება მომიწია, არც ტრეილერების და არც იმის თქვა რომ ამ ფილმზე უეჭველი უნდა მოვიდე, როცა გამოვა.

თუ ფილმისგან წიგნის ადაპტაციას მოელით, მაშინ ის თქვენთვის არ არის. წიგნიდან მხოლოდ პერსონაჟების სახელები არის შემორჩენელი და ძირითადი სცენარი, ყველაფერი სხვა სცენარისტების უცნაური ფანტაზიის ნაყოფია.

Read more of this post

სტივ ჯობსი გარდაიცვალა

დილით გავიღვიძე და ვიფიქრე სჯობდა არ გამეღვიძა. ეს ყველგან იყო მაილზე, ფეისბუქზე – ყველგან. სტივ ჯობსი გარდაიცვალა, 56 წლის ასაკში. დღეს აღმოვაჩინე, რომ ჯერ კიდევ შემძლებია ტირილი, რადგან 10 წუთი ვტიროდი.

რაც არ უნდა თქვათ ამ ადამიანის მიერ, რომელმაც თავიდან ბოლომდე ააშენა თავისი კომპანია (Apple) ეს იყო ადამიანი რომელსაც ჰქონდა ხედვა. ეს იყო ადამიანი რომელიც აკეთებდა ახალ პროდუქტს და რომელსაც ჭეშმარიტად ესმოდა ახალი პროდუქტის მიერ მოტანილი ბედნიერების. მას ესმოდა როგორ შეეძლო ერთიანებისა და ნულიანების თანმიმდევრობას მომხმარებლისათვის ბედნიერების მოტანა.

სტივ ჯობსი არ იყო მხოლოდ კარგი მენეჯერი ან დიზაინერი, მას უნივერსტიტეტში მხოლოდ 1 სემესტრი ჰქონდა დამთავრებული, მაგრამ ყოველთვის ყავდა გარშემო პროფესიონალები.

სტივ ჯობში იყო სამაგალითო, ხატი ყველაფერში. მისი სცენაზე გამოსვლა ყოველთვის ოვაციებს იწვევდა, ისიც ყურებამდე გაღიმებული ცოტა ხანს ჩუმად იდგა – შემდეგ კი ლაპარაკს იწყებდა და კიდევ ერთხელ ცვლიდა ყველაფერს.

ზოგჯერ ის თითქმის წავიდოდა სცენიდან, მაგრამ შემდეგ იტყოდა თავის სამარკო ფრაზას: “და კიდევ ერთი რამ” (One More Thing), ჯიბიდან ამოიღებდა ახალ პროდუქტს და შეცვლიდა ყველაფერს.

სტივ ჯობსს არც გასაოცარი ხმა ჰქონდა და არც გარეგნობა, მაგრამ მან ზუსტად იცოდა როდის აეწია ტონი, რაზე გაეკეთებინა აქცენტი ლაპარაკისას და როდის გაჩუმებულიყო.

სტივ ჯობსმა ასწავლა ინდუსტრიას, რომ პროდუქტი არც იწყება და მთავრდება კომპანიის ოფისში, მან ასწავლა ინდისუტრიას, რომ პროდუქტი იწყება მასთან ერთად სცენაზე, გრძელდება მაღაზიაში და მთავრდება მომხმარებლის სახლში, როდესაც ის ყუთს გახსნის. ალბათ ყველას გინახავთ Unboxing ვიდეობი, ისინი ხომ სტივის გამო შეიქმნა.

სტივს უყვარდა თავისი პროდუქტი, როდესაც მან მეორე აიფედი წარმოადგინა ის ყურიდან ყურამდე იღიმოდა, ბედნიერი იყო რომ კიდევ ერთხელ ცვლიდა ყველაფერს.

ჯობსი გარდაიცვალა 24 საათის შემდეგ რაც ახალმა CEO-მა ტიმ ქუქმა (Tim Cook) ახალი iPhone 4S წარმოადგინა, თუ კი მან იცოდა თუ რა ელოდა სტივს 24 საათის შემდეგ მაშინ გასაგებია მისი ხასიათი პრეზენტაციის დღეს.

Apple-ის პროდუქტებში ყოველთვის იგრძნობოდა სტივის კვალი, მისი ხედვა, მინიმალისტური და ამავდროულად საუკეთესო დიზაინი კონკურენტებში შორის.

ამ დღეებში ძალიან ბევრს ილაპარაკებენ სტივის და Apple-ის მომავლის შესახებ.

ჩემი აზრით, ეფლი მაშინ შეიცვალა, მაშინ დამთავრდა სტივ ჯობსის ერა როდესაც მან CEO-ს თანამდებოდა დატოვა.

სანამ ის თავის პოზიციას დატოვებდა მან თქვა

როდესაცმოვა დრო როცა მე აღარ შემეძლება გავუძღვე კომპანიას, პირველი ვიქნები ვინც ამას იტყვის. სამწუხაროდ ეს დრო მოვიდა.

არა, შენ არ ტოვებ ფეისბუქს

ძვირფასო სოციალური ქსელის მომხმარებლებო,

ფბ-ს ახალმა ცვლილებებმა, განსაკუთრებით კი თაიმლაინმა ბევრ თქვენგანს გადააწყვეტინა სოციალური ქსელის დატოვება და ანგარიშების გაუქმება რადგანაც ყელში ამოვიდა ამდენი ცვლილება.

რა თქმა უნდა მარკს ჰქონია პრობლემები მომხმარებელთა უკმაყოფილებასთან – თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ცვლილების დრო – მაგრამ ამჯერად, უკვე ზედმეტი მოუვიდათ.

ფბ-ს უკანასკნელი ცვლილებები, თაიმლაინი და ახალი Open Graph ყველაზე რადიკალურია არსებულ ცვლილებათა სიაში. ეს არ არის მხოლოდ ახალი ნიუსფიდის ან თიქერის გამო. ეს ცვლილებები შენს მიერ ოდესმე დაშეარებულ კონტენტს სხვებისთვის უფრო ხელმისაწვდომს ქმნის ვიდრე ოდესმე.

თაიმლაინი ძალიან ლამაზია, ნამდვილად, მაგრამ ის ცოტა უცნაურიცაა. ადამიანებს, რომლებიც დავიმეგობრე წლების განმავლობაში, ახლა აქვთ უმარტივესი გზა ჩემი ადრინდელი პოსტების, ფოტოების, კავშირების ნახვის. როგორც კი თაიმლაინი ყველასთვის ჩაირთვება და ეს სავარაუდოდ 30 სექტემბერს მოხდება შენ მეგობრებს შეეძლებათ თვალი გადაავლონ შენ ციფრულ ცხოვრებას, ვის ხვდებოდი, სად მუშაობდი, ვის უმეგობრდებოდი. მათ ასევე ხელი მიუწვდებათ შენ საეჭვო მუსიკალურ გემოვნებასა და საყვარელ ჟურნალებზე, კინოებსა და გადაცემებზე (ჰმ, პროფილი! მართლა? :O ).

ეს იმდენად არაკომფორტულია, რომ ზოგიერთი თქვენგანი ამბობს, რომ თუკი თაიმლაინის ჩართვა არ იქნება ნებაყოფლობითი – დატოვებს ფბ-ს. ვის სჭირდება ფეისბუქი, როდესაც Google+ არსებობს? თან მას სითივილიც აქვს.

2011 წელს ფბ-ს მიტოვება იგივეა რაც 2008 წელს MySpace-ის. მაგარი, ქული საქმეა გასაკეთებლად (it’s the cool thing to do), მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ შენ არ დატოვებ ფბ-ს, მარკის ქმნილებას. ჯერ არავის დაუტოვებია ის ცვლილებების გამო, გაივლის 1-2 კვირა და შენც აღფრთოვანებული იქნები ამ ცვლილებებით.

Christina Warren [mashable] და ცოტა მე

 

This slideshow requires JavaScript.

Flash Mob შოუ – შთაბეჭდილებები

გუშინ იმედზე ახალი გადაცემა გავიდა, რომელსაც უკვე ერთ კვირაზე მეტია არეკლამებენ მგონი ტვ-ში მაგრამ მათი გვერდი ფბ-ზე ვერ ვნახე, პოსტერი მაინც რომ დამედო სურათად და არც მათი რეკლამა შემხვედრის სადმე იმედს გარეთ.

ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ფლეშმობები, რომლებიც ძირითადად უბრალოდ ადამიანების მიერ არის ხოლმე ორგანიზებული სოც. ქსელების საშუალებით. მართლა იმდენად მოხშირდა, რომ სადმე თუ რამე უცნაური შეამჩნიე ეგრევე ხედავ ერთსა და იმავე ხალხს (მართლა ერთი და იგივე ხალხი მონაწილეობს ამ ფლეშმობებში და ორგანიზატორებიც იშვიათადად იცვლებიან) რომელიც რაღაცას აკეთებს და წვავ – კიდევ ერთი ფლეშმობი. ზოგჯერ ისეც ხდება რომ ერთი ფლეშისთვის შეიკრიბებიან და კიდევ რამდენიმეს მოაყოლებენ ხოლმე.

მაგრამ დავუბრუნდეთ ახალ გადაცემას, რომელსაც Flash Mob შოუ ჰქვია. ის პირველად ეთერში გუშინ ღამით გავიდა, არ ვაპირებდი ყურებას, მაგრამ ფბ-ზე ისეთი სტატუსები იდებოდა დღეს თუ არა ხვალ მაინც ვნახავ მეთქი ვიფიქრე.

ტვ-ს ვებგვერდზე შოუ ასე არის აღწერილი

ნოვაცია ქართულ სატელევიზიო სივრცეში. “იმედი” ახალ პროექტს იწყებს. 24 სექტემბრიდან ყველაზე ენერგიულები, ყოველ შაბათს, ზუსტად 23 საათზე “იმედის” სტუდიაში შეიკრიბებიან და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მათი უცნაური საქციელით მაყურებელი გააოცონ.

ყოველ კვირას 4 უნივერსიტიტეტის სტუდენტები მოდიან იმედში, დგამენ ფლეშმობს და ბედნიერები არიან იმით, რომ კრეატიულობა გამოიჩინეს.

მაგრამ სანამ მონაწილეებზე გადავად გადაცემის წამყვანებს შევეხები ოდნავ.

Read more of this post

ნუ გეშინია ცვლილებების!

ცვლილებები ყოველთვის ხდებოდა, ხდება და იმედია მოხდება… (c) ალბათ იტყოდა ამას ვინმე 😀

მოკლედ ვერ მოვიფიქრე როგორ დამეწყო და პირდაპირ ვიტყვი სათქმელს.

რატომ ეშინია ხალხს ცვლილებების?

თან ისეთების რომლებიც მათ ცხოვრებაზე უმნიშვნელოვანეს გავლენას არ ახდენენ? ნუ ფბ ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი კი არის მაგრამ მაინც.

ცვლილება ხშირ შემთხვევაში უკეთესისკენ სწრაფვას, გაუმჯობესებასა და გამარტივებას ითვალისწინებს.

კაინოტოფობია  – ეს არის სიახლის, ცვლილების შიში.

ზემოთხსენებული ფობია მგონი ფბ-ს ქართველ მომხმარებელთა 90 პროცენტს აქვს, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო გულის ფანცქალით ელოდა f8-ს რათა გაეგო რას უპირებდა მარკი პროფილებს, აპლიკაციებს და ა.შ. ფბ-ზე შემდეგნაირი სტატუსები მრავლობდა:

აღარ მინდა დიზაინის შეცვლა.

ტვინი წაიღო უკვე ცუკერბერგმა.

დააბრუნეთ ძველი ფეისბუქი და ა.შ.

მაგრამ პროფილის ახალი დიზაინი არ არის ცუდი, მეტიც ის ძალიან კარგია და ძალიან მომწონს. ეს არის პროფილი, მოფიქრებული თავიდან – არანაირი გადმონაშთები უკანასკნელი წლების დიზაინებიდან. ყველაფერი ახალი.

ბევრი თქვენგანი ალბათ ფიქრობს აუ, ახლა ამას რა შეეჩვევა? ვერაფერი ვერ გავუგე :/ აქ რა ხდება? ფეიჯიც კი შეიქმნა ზუქერბერგმა უკვე ძაან ტვინი მოტ*ნა და ა.შ. მაგრამ დამიჯერეთ, როდესაც 30 სექტემბერს ყველასთან ახალი პროფილი, უკაცრავად თაიმლაინი ჩაირთვება მიხვდებით, რომ ტყუილად წუწუნებდით.

ცვლილება არის კარგი, ბედნიერების მომტანი. ახლა შეგიძლიათ იხილოთ მთელი თქვენი აქტივობა, ყველა სტატუსი და ფოტო თქვენს პირველ დღემდე ფეისბუქზე, მეტიც თქვენ დაბადებამდე. დღეს ჩავათვალიერე და ისე მესიამოვნა ძველი სტატუსებისა და ვოლპოსტების ნახვა რო აწწ ❤

მოკლედ, ნუ გეშინიათ ცვლილებების, სანამ თქვენ მათ იხილავთ მათ ჩემნაირი (earlyadopterდარამე) ხალხი ტესტავს.

ახლა თაიმლაინი developer-preview-ში არის ხელმისაწვდომი მხოლოდ, თუ გინდა დღესვე გააქტიურო, იხილე გიორგის პოსტი.

ესეც ჩემი განახლებული თაიმლაინი

მზიურს არ უნდა

მზიურის შესასვლელში და შიგნით პარკშიც უკვე რამდენიმე კვირაა მბრწყინავი პლაკატები ჰკიდია, რომლებზეც ახალი “მზიური” არის გამოსახული, 2 აუზით, აკვა-პარკით და ფიტნეს კლუბით.

მზიურის რეაბილიტაციას, მოწესრიგებას არავინ ეწინააღმდეგება, თანაც უკვე 1-2 თვეა დიდი ნაწილი საერთოდ აღარ არის განათებული მაგრამ მზიური თბილისში იმ რამდენიმე ადგილთაგან ერთერთია სადაც შეიძლება თავისუფლად დაჯდომა, ლაპარაკი და ა.შ.

კარგი იქნება თუ მზიურში განათებას მაინც გააკეთებენ მაგრამ მზიურს არ სჭირდება აკვა-პარკი, აუზები და ა.შ. – ჩემი აზრით ის მას “რიყის პარკს” მიამსგავსებს სადაც საქანელაზე დაჯდომას დაცვა კრძალავს და თუ გინდა რომ დიდი რაოდენობით ხალხი მიხვიდეთ ისევ ამ დაცვას უნდა შეუთანხმდე (ჩახუტების დღეზე გვითხრა მსგავსი რამ ერთ-ერთმა).

მოკლედ, ბევრი წერის არც ტექსტი მაქ არც დრო – უბრალოდ მზიურს არ უნდა ბევრი სიახლე – შესაბამისად ბევრი დაცვა და შესაბამისად ნაკლები თავისუფლება. ასეთ მზიურს ახლანდელი, თუნდაც ჩაბნელებული მზიური მირჩევნია, სადაც ღამით გზას ტელეფონით ინათებ.

გვერდი ფბ-ზე:  მზიური Aquapark-ის გარეშე

უფასო ჩახუტება

ჯერ კიდევ ზღვაზე ვიყავი მგონი როდესაც ადოსგან ივენთზე მოპატიჟება მომივიდა, ეგრევე ეთენდინგი ვგლიჯე, ჯერ ზუსტად არ ვიცოდი წამოვიდოდი თუ არა – ჩახუტებისა და თბილი სურვილების დღეზე.

მსგავსი რამ შარშანაც იყო მაგრამ არც ვიცოდი რომ იყო და შესაბამისად არ ვყოფილვარ მაგრამ ვიდეოებისა და სურათების ნახვის შემდეგ გადავწყვიტე წელს წავსულიყავი.

ივენთმა ფეისბუქზე 300-ზე მეტი ეთენდინგი მოაგროვა, ცხადი იყო რომ ამდენი ადამიანი არც მოვიდოდა მაგრამ მოსულთა რაოდენობამ ჩემ მოლოდინს გადააჭარბა, მაქსიმუმ 50 კაცს ველოდი მაგრამ ასე 60-70 მოვიდა.

ჯერ კიდევ ვგროვდებით

Read more of this post

მატარებლის კუპე

აი დაახლოებით ასეთი წარმომედგინა, თან რამდენიმე დღე რომ გიწევს იქ ცხოვრება ❤

პატარა რომ ვიყავი ყოველთვის მინდოდა ერთი ღამე ან თუნდაც დღე მატარებლის კუპეში გამეტარებინა, არ ვიცი რატომ მაგრამ კუპეს ყოველთვის სიმყუდროვესთან, სითბოსთან, რბილ და კომფორტულ სავარძლებთან და რა თქმა უნდა ჰოგვორთს ესპრესსთან ვაკავშირებდი.

მატარებლით მგზავრობა წელიწადში 2-ჯერ მიწევს ხოლმე, აჭარაში და უკან – როგორც წესი დღის მატარებლით მაგრამ ერთხელაც გადავწყვიტე ჩემი ოცნება ამესრულებინა და ღამის მატარებლის ბილეთი ავიღე. გადაწყვეტილება გვიან იყო მიღებული და ამიტომაც მოდერნიზებული ვაგონის ბილეთები აღარ იყო და ჩვეულებრივისა ავიღე. მოგზაურობას მთელი დღე ველოდი, ღამით კი როდესაც უკვე პერონზე ვიდექი და ჩამომდგარი მატარებლის, ჩემ, სადღაც სიბნელეში გადაკარგულ ვაგონს ვეძებდი აღარ მქონდა კუპეში დაძინების ასეთი ძლიერი სურვილი.

ასეთი ვაგონი იყო ზუსტად

როგორც შემდეგ აღმოჩნდა მაინცდამაინც ჩვენ კუპეში არ იღებოდა ფანჯარა, გაგრილების სისტემა კი მუშაობდა მაგრამ თავიდან ძალიან სუსტად და თანაც მას რაღაც წამლის სუნი მოჰქონდა. ჩვენ სამნი ვიყავით და პატარა კენჭისყრის შემდეგ მე ზემოთ მომიწია დაწოლა, მეოთხე, თავისუფალი ადგილიც ზემოთ იყო. იმ მომენტში მხოლოდ იმაზე ვოცნებობდი რომ ის მეოთხე მგზავრი ნორმალური ყოფილიყო და არ ასვლოდა სუნი. ცოტა ხანს ქვემოთ ვიჯექი შემდეგ კი როდესაც მატარებელი დაიძრა და “პრავადნიკმა” (გამცილებელმა) თეთრეული ჩამოატარა, რომელიც სხვათაშორის ყველას არ ერგო (ერგო გამცილებლის კუპესთან ახლოს მდებარე კუპეებს მხოლოდ), ბალიში ორად მოვკეცე და ავძვერი ჩემს “თაროზე”. უკვე ვიწექით და ათას სისულელეზე ვლაპარაკობდით რათა სწრაფად ჩაგვძინებოდა და სწრაფადვე მოვშორებოდით ამ მატარებელს როდესაც კუპეს კარი გაიღო და შემოაბიჯა არც თუ ისე სასიამოვნო გარეგნობის გურჯმა რომელსაც არც თუ ისე სასიამოვნო სუნი ასდიოდა, ხელში მხოლოდ ერთი პარკი ეჭირა. მან შემოიხედა გადაამოწმა თავისი ადგილი და გავიდა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა დასალევად.

მატარებელში თითქმის არ მიძინია, როგორც კი ჩავიძინებდი შეაქანებდა ხოლმე მატარებელს ან რაღაც საშინელი ხმას ამოუშვებდა და მეღვიძებოდა, ერთხელ კინაღამ გადმოვვარდი ჩემი “თაროდან” და მას შემდეგ მთელი ღამე კედელს ვიყავი მიკრობილი.

რამდენიმე საათში მეოთხე მგზავრიც გამოჩნდა, კარგად ნასვამი, ღვინის სუნიანი, სწრაფად აძვრა თავის თაროზე და ძილს მიეცა.

კუპეში ყველას ეძინა მგონი ჩემ გარდა, ბოლოს რომ გამომაფხიზლა მატარებელმა უკვე თენდებოდა და სადღაც გორთან ახლოს ვიყავით.

ეს იყო ჩემი პირველი და უკანასკნელი მგზავრობა მატარებლის კუპეში, ახლა მინდა მოდერნიზებული კუპე ვცადო იქ უფრო კარგი სიგრილე, სისუფთავე და კომფორტიაო, არ მინდა ჩემი წარმოდგენა კუპეზე მთლიანად დაიმსხვრეს, მიუხედავად იმ ღამისა კუპე ჩემთვის კვლავ სითბოსთან და სიმყუდროვესთან ასოცირდება.

%d bloggers like this: