უბრალოდ ნიჭიერის პირველ ნახევარფინალზე

თითქოს სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო “ნიჭიერის” მეორე სეზონი და მიშელ ჯექსონზეც ცოტა ხნის წინ ცეკვავდა სოფრომაძე და აგერ გუშინ უკვე პირველი Live ნახევარფინალი გაიმართა.

გუშინ შანსი მქონდა იქ ფილარმონიაში დავსწრებოდი სანახაობას, მაგრამ მარტო წასვლა დამეზარა, კი ნახევარი ბლოგოსფერო მანდ იყო, მაგრამ ვინმე მინდოდა ვისაც ვიცნობდი 😛

10-ის ნახევარიდან ტელევიზორთან ვიყავი და თან ვთამაშობდი, თან სანახაობას ველოდი.

ნახევარფინალები ყოველთვის ნაკლებას საინტერესოა ღადაობის მხრივ, რადგანაც კონკურსანტები გაფილტრულია და ახლა უკვე არავინ გამოვა საცანცაროდ, ყველა სერიოზულად ემზადება და ა.შ.

“ნიჭიერის” დაწყებამ 15-20 წუთით დააგვიანა, უფრო სწორედ “კურიერმა” დააგვიანებინა, სხვათაშორის ყოველთვის ასე ხდება, სულ იწელება ეს უკანასკველი.

კარგი ყველაფერს თავს ვანებებ და უშუალოდ კონკურსანტებს მივედ-მოვედები.

1. დრამის ბიჭები 15,8 %

ჩემი აზრით ამ ჯგუფმა თავისი თავი ამოწურა, რაც მათ რეიტინგზეც აისახა, ძირითადად ყველაფერი იგივე დარჩა, შეძახილები, სწრაფი რიტმი ერთადერთი რაც დაამატეს იყო ცეკვა, მაგრამ მაინც არ მომეწონა, არა ალბათ უფრო ნეიტრალური დავრჩი, წიპა “მაგრად უკრავენ, მაგრამ ვერ გადავლენ”.

2. ბახვა წერედიანი 5,5 %

ამ კონკურსანტის არ-გადასვლა მართლა არ გამიხარდა, რადგანაც მას კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეეძლო, შეეძლო ემღერებინა სოფო და ანდრეა (ბოჩელი), მოეყანა რომელიმე თავისი მეგობარი მსახიობი (მარიონეტების თეატრიდან) და კარგი შოუ დაედგა, მაგრამ როგორც ჩანს ჟიურიმ და მაყურებელმა ის არაპერსპექტიულ კონკურსანტად მიიჩნია და ფინალ გარეთ დატოვა.

3. თემო და ანა 4,7 %

ამ მონაწილეებისგან კვლავ რაიმე მხიარულ, ახალგაზრდულ და სწრაფ ცეკვას მოველოდი, პირველი გამოსვლის სტილში, მაგრამ სანაცვლოდ მგონი მიუზიკლ “ჩიკაგოდან” ამოღებულ სიმღერაზე შესრულებული ცეკვა მივიღე, რომელიც სხვათაშორის კარგად იყო დადგმული და შესრულებული, მაგრამ მუსიკა… მას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, პირადად მე რაიმე მხიარული მე მერჩივნა.

4. დავით დავითიანი 1,6 %

მატყუარა! მატყუარა! მატყუარა! ის ისეთ სანახაობას გვპირდებოდა რომელიც ჯერ ვერავის წარმოედგინა და შესაბამისად არავის ჰქონდა გაკეთებული, რეალურად კი საკმაოდ რეალური და ჩვეულებრივი რამ გააკეთა: კანატზე ძრომისას იმერულ ღვინოს სვამდა შემდეგ კი გირა-დაკიდებული სახტუნაოთი დახტოდა. დიდი ვერაფერი, არც სიურპრიზი არც სანახაობა და არც წარმოდგენის გაფართოება. პოლნი პიზდეც! უბრალოდ არაფერი. თან სცენიდან როგორ გავიდა… ცალ ფახზე ხტუნაობით და მარჯვენა ხელით გირას წევდა პროცესში.

5. თათია დონაძე 7,5 %

თათია დონაძეს პირველივე გამოსვლის შემდეგ ველოდები, ნუ უბრალოდ ველოდები. კარგად მომზადებული ნომერი ჰქონდა, მაგრამ როგორც ჩანს არც ხალხს მოეწონა და არც ჟიურის, შეიძლება ხალხს მოეწონა, მაგრამ არა ხმის მისაცემად. მაგრამ თათიასიც გაწელილი იყო, მაგრამ კარგი. მეგონა, რომ გადავიდოდა.

6. ნატალი ვეფხვაძე 28,5 %

აშკარად მეორე გულნაზი გოლეთიანი, გამოვიდა, მოყვა სევდიანი ისტორია (ალბათ), იმღერა სევდიანი, პატრიოტული, სოფოსა და ერის გულის ამაჩუყებელი სიმღერა და გავიდა ფინალში. უნამუსობა ხალხო! უნამუსობა! რატომ? რატომ? არ აქვს გადასარევი ხმა ან რომც ჰქონდეს უფრო მეტად საინტერესო და სახალისო გამოსვლებიც იყო. რა უნდა ქნას შემდეგ ტურში? კიდევ ერთი სევდიანი სიმღერა? კიდევ სოფოსა და ერის ცრემლები? კიდევ ხმათა 28,5 % და მეტი? არ გინდათ ფინალში რაიმე საინტერესო ნახოთ? რამე ისეთი რაც აქამდე არ გინახავთ? ასეთ “მომღერალს” ხომ ყოველ მეორე ნაბიჯზე ნახავთ, ყველას გვაქვს რაღაც “სევდიანი” ისტორია და მომავალ წელს მე რომ გავიდე სევდიანი ისტორიით, სევდიანი პატრიოტული სიმღერით, მეც გადამიყვანენ და მომაგებინებენ. ამ თემაზე “კომედი შოუში” იყო მშვენიერი სკეტჩი სულ რამდენიმე კვირის წინ.

როგორ გავიმარჯვო “ნიჭიერში”?

  • იყავი ან ძალიან პატარა <10 ან საშუალო ასაკის და მეტი >30 
  • გაიხსენე შენი ცხოვრების ყველაზე სევდიანი ისტორია
  • დაამუღამე და ჩაწერე რაიმე გულის ამაჩუყებელი პატრიოტული სიმღერა
  • ქასტინგზე შენთვის ჩუმად დაჯექი და მიიქციე წამყვანების ყურადღება
  • მოუყევი შენი ყველაზე სევდიანი ისტორია მთელ ქვეყანას
  • გადი სცენაზე და აატირე სოფო ან მაია ან ჟიურის რომელიმე სხვა მდედრი მგრძნობიარე წევრი, მამრები გააღიმე და ცხოვრებაზე დააფიქრე
  • გაიარე ყველა ეტაპი წარმატებულად და მოიგე “ნიჭიერი”

ასე იგიბენ “ნიჭიერს”. ნიჭს კი არა საცოდაობას აწვებიან. ტფუი…

7. Water Lily 1,7 %

ჯგუფი რომელზეც საკმაოდ დიდ იმედებს ვამყარებდი, რადგანაც იყო ალტერნატივა, მაგრამ პირველი გამოსვლისგან განსხვავებით, მგონი სოლისტს ძალით ამღერებდნენ და ნამეტანი “ტოპობდნენ”. მოკლედ არ დამევასა.

8. ჰერელი გოგონები 5,7 %

გააფუჭეს ის რაც ჰქონდათ! მშვენივრად გადააბეს “აბბას” რამდენიმე სიმღერა ერთმანეთზე, მართლა გაასწორა და გუშინ რა იყო? რაღაც ქართული (მგონი) სიმღერები იმღერეს, ვერ გავიგე რაზე ან ქართულად იყო საერთოდ? არამგონია გადასვლის ღირსები ყოფილიყვნენ, მართლა მგონი ისევ რაიმე შესარჩევისნაირი უნდა მოეფიქრებინათ.

9. ნიცა ნიცა ნიცა 6,2 %

აი შესარჩევზე ბევრად უკეთესი დადგმა, შესრულება იდეა. ნიცა კარგად ცეკვავს, ალბათ იმიტომ, რომ პატარაა ანუ მოქნილია. იდეაც კარგი იყო და ორ სხვადასხვა სიმღერაზე, ორი სხვადასხვა ადამიანი ძალიან მაგრად აცეკვა, ნიცას მოძრაობები უფრო ქაოტურ ხელების ქნევას ჰგავს, მაგრამ რომ დაუკვირდე მიხვდები, რომ ეს ასე არ არის. რამდენადაც ვიცი ნიცა რომელიღაც სტუდიაში დადის, კი ის არ არის თვითნასწავლი, არ აქვს სევდიანი ისტორია სამაგიეროდ ის ნიჭს აწვება, მხოლოდ მას და ნუ იმასაც რომ პატარაა, მაგრამ უფრო ალბათ ნიჭს, რადგანაც ასაკმა ჟიურისთან არ უშველა. საბედნიეროდ ის საქართველოს ბანკის ფავოტირი გახდა და კიდევ აქვს ფინალში მოხვედრის შანსი, ყველაფერს კი ფბ-ს მომხმარებელი გადაწყვეტს. (ხმის მიცემა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ფბ გვერდზე)

10. Acro Style 22,9 %

ის, რომ საქართველოში ცირკი დიდი ხანია არ არსებობს, ალბათ ისედაც იცით. საქმე იმაშია, რომ ეს არის წმინდად საცირკო ნომერი, რომელსაც შეასრულებს ნებისმიერი ცირკის აკრობატი. კარგი შესრულება და დადგმაა, მაგრამ არაფერი ისეთი რაც ბავშვობაში ცირკში არ მაქვს ნანახი. თუმცა სხვა კონკურსანტების ფონზე გადასვლას მაინც იმსახურებდნენ, ნიცასა და თათიას შემდეგ.

იმედია “ნიჭიერი” ოდესმე გახდება ნიჭის ზეიმი სადაც გამარჯვებულს არ ავლენს გულაჩუყებული ხალხი, რომელსაც შორი ახლოს მობილური ტელეფონი აღმოაჩნდა, ნიცას კი წარმატებებს ვუსურვებ, ისევე როგორც სხვა მონაწილეებს, ნიცას განსაკუთრებით იმიტომ, რომ მისი (არ)გადასვლა ჯერ არ არის გადაწყვეტილი.

ნიჭიერი თუ უნიჭ…? გადაცემა

მას შემდეგ რაც დიდი შემართებით შევქმენი ბლოგზე კატეგორია “ნიჭიერი” და ასეთივე შემარტებით დავწერე პირველი გადაცემის მიმოხილვა, მხოლოდ ერთი პოსტი დავწერე ამ თემაზედ. როგორც ყოველთვის რამდენიმე მიზეზი მქონდა ამისთვის, პირველი ისაა, რომ თითქმის არც ერთი გადაცემა არ მაქვს ნანახი მთლიანად, პირველის გარდა და თანაც კარგი მიმოხილვის დაწერას დრო უნდა და არა მხოლოდ შთაბეჭდილებების გადმოყრა/გადმოთნხევა.

კი მე “ორიგინალში” არ მომისმენია “ნუ გაიკეთებ წამალს”, მისი არსებობის შესახებ მეგობრების წანამღერებიდან და ფბ-ს სტატუსებიდან შევიტყვე, გუშინაც კი მხოლოდ “ილუზიონისტებს” ვუყურე, რეკლამის დასრულების ლოდინი კი დამეზარა, ავდექი და დავიძინე.

საერთოდ წლევანდელი “ნიჭიერი” განსხვავებულია შარშანდელისგან, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არც-ერთი გადაცემა არ მაქვს ნანახი თავიდან ბოლომდე, მიმოხილვებისა და სტატუსების კითხვის შემდეგაც კი ვერ გამოვკვეთე “ნიჭიერი” რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა და რომელიც მართლაც ნიჭიერია.

აქვე მინდა გავავლო ერთი პარალელი:

ალბათ ყველას გახსოვთ გულნაზი გოლეთიანი, რომელიც როგორც მახსოვს რომელიღაც ადგილს დაეუფლა ფინალისტებს შორის. ის იყო ერთი ჩვეულებრივი ქალი, რომელსაც ჰყავდა(ს) ოჯახი, მეურნეობა აქვს, უვლის ქათმებს და ასე ატარებს დღეებს, ოჯახისგან თავისუფალ დროს კი მღერის, ალბათ გახსოვთ მისი პირველი გამოსვლა სცენაზე – მან დარბაზი, ჟიური და მაყურებელი აატირა. შარშან სოფიკოს ნაცვლად მაიკო გვყავდა თუმცა არც ამ უკანასკნელს დაუკლია ცრემლი.

წელს დაახლოებით იგივე მოხდა, ოღონდ წელს ის კაცია. ერთი უბრალო ადამიანი, ობოლი და მღერის საქეიფო სიმღერებს… ის მართლაც ძალიან უბრალოდ, მაგრამ მისმა ფრაზებმა უკვე ფრთები აისხეს, მაგალითად:

– შემდეგ ტურში “სვეცკი” სიმღერა უნდა ვიმღერო, “სვეცკი”

– უკეთესი….უ-კე-თე-სი…

ალბათ დღეს საქართველოში ვერ მონახავთ ტელემაყურებელს, რომელსაც ეს ფრაზები არ სმენია.

ზოგადად შარშანდელი “ნიჭიერი” უფრო მომეწონა, უფრო მეტი და მრავალფეროვანი ნიჭი იყო, წელსაც არიან კონკურსანტები, რომელთა ხილვას ვისურვებდი ნახევარფინალისტებს შორის:

  • მატრიცული პანტომიმა
  • მოქეიფეების მომღერალი კაცი… აა… სოსო ნარიმანიძე, ძლივს გამახსენდა, მაინტერესებს რა სიმღერას იმღერებს
  • გუგლიკო და ზაკო
  • რომელიმე ილუზიონისტი
  • და ბით-ბოქსი, თუმცა წელს შარშანდელთან შედარებით სუსტები არიან.
  • მოშაირე ქალი
  • ტანმოვარჯიშე გოგო, უბრალოდ იმიტომ რო ყურება მსიამოვნებს 😉

სამწუხაროდ მაივიდეოდან ვიდეოს, ჩასმა შეუძლებელია ასე, რომ პოსტი რჩება ვიდეოს გარეშე!

გუგლიკო და ზაკო

მოშაირე ქალი

სექსუალური მოდელი და ტანმოვარჯიშე

ნიჭიერი[14.03.11]

ყურადღება პოსტი დაუსრულებელია, რადგან წერისას მეძინებოდა, ეს ჩემი მხრიდან ალბათ უპასუხისმგებლოა, მაგრამ მეძინება 🙂

ამ პოსტს დღეს ვწერ იმიტომ, რომ გუშინ მეძინებოდა და არ მიყურებია, ახლა კი თან მაივიდეოზე ვუყურებ და თან პოსტს ვწერ.

  • ჟიურის გამოსვლა

როდესაც ჟიურის წევრები გამოდიოდნენ ძალიან არაბუნებრივად მომეჩვენა ხალხის მიერ გამოწვდილი ხელები, საინტერესოა ეს იმ ადამიანების ინიციატივა იყო თუ წინასწარ გააფრთხილეს ეს გაეკეთებინათ, რადგანაც ფორმატი ამას მოითხოვდა. არა ერთხელ ვყოფილვარ სხვადასხვა გადაცემის ჩაწერაზე და ამიტომაც არ მიკვირს ასეთი რამ რომ გააკეთებინათ.

მონაწილეები:

  1. უკუღმად მოლაპარაკე-მომღერალი თეონა მართლაც ნიჭის პატრონია რადგანაც ის ხანგძლივი ფიქრის გარეშე ლაპარაკობს უკუღმად, არ ვიცი რამდენი ხანი ემზადებოდა ის ჰიმნის სამღერად, მაგრამ აშკარად თავისუფლად ლაპარაკობს. არ ვიცი რამდენად ჯდება მისი ნიჭი “ნიჭიერის” ფორმატში, მაგრამ ის ნამდვილი აღმოჩენა იქნებოდა მათთვის ვინც სიმღერებს უკუღმა ატრიალებს და შემდეგ ტექსტში სატანურ გამოვლინებებს პოულობს. ჟიურის გადაწყვეტილება – არა.
  2. ის ბიჭი პაროდიებს რომ აკეთებდა პაროდიის ნიჭით ჩემ ერთ კლასელს ჰგავს… როგორც ჩანს ის საკმაოდ უშიშარია, რადგანაც ვანოზე მხოლოდ ვანო ხუმრობს… ყველაზე ცუდი იყო მისი სახე როდესაც ხალხს პაროდიაზე არ გაეცინა, მიზეზად კი მასწავლებლის არ ყოლა მოიყვანა, ეს ალბათ გაუაზრებლად და “ინსტინქტურად” თქვა, რადგანაც ვანოს თქმისა არ იყოს არც ერთ პაროდისტს არ ყოლია მასწავლებელი.
  3. ხათა-იოგა – იოგა შოუსთვის არანაირად არ გამოდგება თუ მას რაიმე არ დაამატე, ხათა-იოგისტებს კი მშრალი იოგა ჰქონდათ სცენაზე გადმოტანილი, იოგა კი არა გართობის არამედ რელაქსაციისა და განტვირთვის საშუალებაა, მოკლედ მგონი არც არის საჭირო იმის დაწერა თუ რა პასუხი მიიღეს მათ ჟიურისგან, ისევე როგორც უიღბლო პაროდისტმა.
  4. ჩემნაირად მომღერალ გოგოს “არა” რატომ გაუკვირდა? შეიძლება მთლად ჩემნაირად არ მღეროდა, მაგრამ მიმსგავსებული იყო, თან სახეზე ჰქონდა ჩემოფარებული, ეჭვი მაქვს იცოდა და ახლა ნამდვილად იცის, რომ ვერ მღერის.
  5. ხონელი კუსა როგორც ჩანს ხონში ერთადერთი მომღერალია, რადგანაც ალბათ სხვა არ ჰყავთ 😀 უაზრობა გამომივიდა… სახელის ხსენებაზე მეგონა, რომ მომესმა, მაგრამ არა მართლაც კუსა ჰქვია და კი ის კაცია. სიმღერა “მიუზის” რეპერტუარიდან აშკარად არ იყო, მისი თანმხლები ქოლგიანი გოგონები კი ქოლგებს სინქრონში ვერ ატრიალებდნენ, მაგრამ კუსას თავის ხალხი ჰყავს, რომლისთვისაც ის მღერის და რომელსაც კუსა უყვარს.
  6. ბათუმის 22-ე ბაღის აღსაზრდელებმა, ანსამბლ “ალილოს” წევრება და უბრალოდ სასაცილო და საყვრელმა ბავშვება დიდი აღტაცება გამოიწვიეს დარბაზსა და ჟიურის წევრებში. უნიკალური იყო კინტო-გოგო, ბოთლით თავზე და ბიჭი, რომელიც აჭარულს ცეკვავდა და თან ძალიან მაგარ სახეებს აკეთებდა (არ მინდა დავწერო “კერავდა”). სერიოზული სახის მქონე, თვალებშეღებილმა გოგომ გამაღიმა. მთლიანობაში კარგი ნომერი იყო, შეიძლება არაიმდენად ტექნიკურად გამართული არამედ კარგად შესრულებული სანახაობის მხრივ. ჩვენ კი სწორედ ეს გვინდა, პური და სანახაობა. ანსამბლის ხელმძღვანელი მაგარი კაცი იყო… აშკარად ძალიან გაუსწორდა, ვანომ კი თავისი შვილებისთვის საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღო, გადაწყვიტა ისინი ცეკვაზე შეეყვანა (არასოდეს მიყვარდა სკოლაში ცეკვის გაკვეთილები)
  7. სათნოების სახლის მოხუცებმა გვაჩვენეს თუ როგორ შეიძლება შეინარჩუნა სულის ახალგაზრდობა ასაკის მიუხედავად, როდესაც ისინი დავინახო ჩემთვის მნიშვნელობა აღარ ჰქონდა იმას თუ რას იზამდნენ ისინი სცენაზე, ისიც საკმარისი იყო რომ მათ თავის თავში ძალა ნახეს და სცენაზე გამოვიდნენ, თუმცა მათ საკმაოდ კარგადაც იმღერეს და ჟიურისა და დარბაზის მოწონება და ცრემლები დაიმსახურეს ❤

ახლაც მეძინება და ამიტომაც ცალ-ცალკე აღარ დავწერ, ყველაზე ერთად დავწერ. საქეიფო სიმღერები რომ იმღერა იმ კაცმა გაასწორა, როკ-ჯგუფი მაინტერესებს ძალიან შემდეგ რას იზამენ, ბით-ბოქსერი მაგარი კაცია და თან ცეკვავს.

თრახია ბიჭებო, თრახი!! 😀

სხეულით ხატვაზე არ ვიტყვი, რომ ამორალურობა, გარყვნილება და ათასი უბედურებაა… უბრალოდ რიგითი ნომერი, რომელმაც შარშანდელი სტრიპტიზის მსგავსად ხალხის აღშფოთება და გეგას “კი” დაიმსახურა… მეც არაფერი მიგრძვნია 😀

11 წლის ლუკა ყველაზე მაგარი კაცია… ასეთი გამეორება გამოწვეულია იმით, რომ თან ვუყურებ თან ვწერ… ის მრავალმხრივ ნიჭიერია… მაგარი კაცია უბრალოდ და ბევრი ვიცინე. ყველაზე დამსახურებული კი

მეძინება და პოსტს ვეღარ ვამთავრებ, ბოდიში მაგრამ უნდა გამოვიძინო.

ნიჭიერი [07.03.11]

ზუსტად ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ ნიჭიერს ველოდებოდი, მეგონა რომ წინა ორშაბათიდან უნდა დაწყებულიყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დღეს იწყება.

წელს ნაკლებ პრიკოლს, ღადაობას და უნამუსობას ველოდი, რადგანაც როგორც გახსოვთ მანამ სანამ ქასტინგზე მიგიწვევდნენ უნდა გაგეგზავნა რუსთავი 2-სთვის შენი “ნიჭის” მოკლე აღწერა. ეს წინდახედულობა ოდნავ შეეტყო კონკურსს, რადგანაც 33 წუთში 1100 ბრუნის შემსრულებელი ქალი ან ძალიან დასაცინად ან შემთხვევით მოიყვანეს ანაც ის უბრალოდ ქასტინგზე მოვიდა და ისე უბრალოდ შეუშვეს, თანაც ამ ქალის შემთხვევაში ნიჭი არაფერ შუაშია, უბრალოდ მას ვესტიბულარული აპარატი ან არ აქვს თანდაყოლილად ან მისი ფუნქციონირება გაუარესებულია, მაგრამ მგონი ერთხელ კინაღამ წაიქვა.

სულ სულ პირველი ქალი მიშელ ჯექსონზე რომ ცეკვავდა ის, არც ისე ცუდად ცეკვავდა მაგრამ სიმღერა რომ დაიწყო ერთ-ერთ მასწავლებელსაც კი გადააჭარბა ისე ამატკია ყურები.

მთელი ნიჭიერის განმავლობაში სულ ვტვიტავდი და ვტვიტავდი და გამიჩნდა იდეა, რატომ არ შეგვექმნა ჰეშტეგი “#ნიჭიერი”

ყველაზე მაგარი კაცი და თანაც დასამახსოვრებელი იყო დაკი, არ მახსოვს რა ჰქვია, მაგრამ მაგარი კაცია, ცეკვავს კარგად და თანაც დონალდივით ლაპარაკობს ხმის მორფინგის გარეშე.

ერთერთი ყველაზე კარგად დადგმული ნომერი იყო “მატრიცა”. სინქრონი იყო კარგად გაკეთებული და კიდე იდეა იყო ძალიან მაგარი, მაგრამ მგონია, რომ სადღაც ინტერნეტში ნახეს ეს იდეა, თაც მგონი მომესმა, რომ ვიდეოდან გადმოიღეს. მგონი.

ყველაზე სახალისო იყო კვინტეტი, ძმების. თანაც კარგად უკრავდნენ და საერთოდ ეგენიც “დაქივით” მაგარი კაცები არიან, მხიარულები. შეიძლება ჩემი სიმპათია ამ კვინტეტის მიმართ არ იყოს ობიექტური რადგანაც ძალიან მიყვარს ჩასაბერი ინსტურმენტები

შემდეგი იყო მათემატიკოსი ბიჭი, რომელიც გეგას თქმისა არ იყოს “ჯაან მაგარ ხმაზე იყოო…” გეგამ “მაგრად” თქვა ეგ 😀 შეიძლება ძალიან ჭკვიანია და ციფრებსაც სწრაფად ამრავლებს ერთმანეთზე, პირველი ფორმატში არ ჯდება და მეორე ჩემი ძმაკაცი სანდრო 1 კლასიდან ამრავლებდა სხვადასხვა ორნიშნა და სამნიშნა რიცხვებს ერთმანეთზე, ასე რომ… თან “და სწორი პასუხია….” ეს ალბათ წამყვანებს უნდა ეთქვათ ანდაც ის ძალიან იყო დარწყმუნებული თავის სისწორეში…

შემდეგი იყო 30-კაციანი ჩირ ლიდერთა ანსამბლი. მერე რა რომ იმ გოგოს ცეკვის და ანსამბლის სახელი აერია ერთმანეთში, არ იყო ცუდი უბრალოდ ძალიან ბევრნი არიან და რამე რომ მოიგონ ვის შეხვდება პრიზი? უეჭველი ხელმძღვანელს.

ის ტიპი ხელით, რომ რაღაცებს წვავდა და შემდეგ მთელი დარბაზის გათიშვას იმუქრებოდა რავი… თან როდესაც გადიოდა ხელს იშვერდა ისევ ხალხისკენ… ემშვიობებოდა თუ?

ამის მეტი ყურადღებით არ მიყურებია, თუმცა მაკას მიერ რეკომენდირებულ ნიცას ვუყურე და მართლაც ძალიან მომეწონა… კარგად ცეკვავს და ძალიან სასაცილო და საყვარელი გოგოა… ❤ თან პატარაა და კარგად ცეკვავს უკვე… იდეა ცეკვის და დადგმა კარგი იყო და მუსიკა ერთმანეთში კარგად გადადიოდა. თან ეს ბავშვი სულ რაღაც 8 წლისაა.

შემდეგ კვირას ვიხილავთ მოტეხილ ხელ-ფეხს და თუ გაგვიმართლა კისერსაც… კიდევ 2 საათი ვიხოხებთ სიცილისგან და მოვუსმენთ რაღაც კარგ სიმღერას.

%d bloggers like this: