სტივ ჯობსი გარდაიცვალა

დილით გავიღვიძე და ვიფიქრე სჯობდა არ გამეღვიძა. ეს ყველგან იყო მაილზე, ფეისბუქზე – ყველგან. სტივ ჯობსი გარდაიცვალა, 56 წლის ასაკში. დღეს აღმოვაჩინე, რომ ჯერ კიდევ შემძლებია ტირილი, რადგან 10 წუთი ვტიროდი.

რაც არ უნდა თქვათ ამ ადამიანის მიერ, რომელმაც თავიდან ბოლომდე ააშენა თავისი კომპანია (Apple) ეს იყო ადამიანი რომელსაც ჰქონდა ხედვა. ეს იყო ადამიანი რომელიც აკეთებდა ახალ პროდუქტს და რომელსაც ჭეშმარიტად ესმოდა ახალი პროდუქტის მიერ მოტანილი ბედნიერების. მას ესმოდა როგორ შეეძლო ერთიანებისა და ნულიანების თანმიმდევრობას მომხმარებლისათვის ბედნიერების მოტანა.

სტივ ჯობსი არ იყო მხოლოდ კარგი მენეჯერი ან დიზაინერი, მას უნივერსტიტეტში მხოლოდ 1 სემესტრი ჰქონდა დამთავრებული, მაგრამ ყოველთვის ყავდა გარშემო პროფესიონალები.

სტივ ჯობში იყო სამაგალითო, ხატი ყველაფერში. მისი სცენაზე გამოსვლა ყოველთვის ოვაციებს იწვევდა, ისიც ყურებამდე გაღიმებული ცოტა ხანს ჩუმად იდგა – შემდეგ კი ლაპარაკს იწყებდა და კიდევ ერთხელ ცვლიდა ყველაფერს.

ზოგჯერ ის თითქმის წავიდოდა სცენიდან, მაგრამ შემდეგ იტყოდა თავის სამარკო ფრაზას: “და კიდევ ერთი რამ” (One More Thing), ჯიბიდან ამოიღებდა ახალ პროდუქტს და შეცვლიდა ყველაფერს.

სტივ ჯობსს არც გასაოცარი ხმა ჰქონდა და არც გარეგნობა, მაგრამ მან ზუსტად იცოდა როდის აეწია ტონი, რაზე გაეკეთებინა აქცენტი ლაპარაკისას და როდის გაჩუმებულიყო.

სტივ ჯობსმა ასწავლა ინდუსტრიას, რომ პროდუქტი არც იწყება და მთავრდება კომპანიის ოფისში, მან ასწავლა ინდისუტრიას, რომ პროდუქტი იწყება მასთან ერთად სცენაზე, გრძელდება მაღაზიაში და მთავრდება მომხმარებლის სახლში, როდესაც ის ყუთს გახსნის. ალბათ ყველას გინახავთ Unboxing ვიდეობი, ისინი ხომ სტივის გამო შეიქმნა.

სტივს უყვარდა თავისი პროდუქტი, როდესაც მან მეორე აიფედი წარმოადგინა ის ყურიდან ყურამდე იღიმოდა, ბედნიერი იყო რომ კიდევ ერთხელ ცვლიდა ყველაფერს.

ჯობსი გარდაიცვალა 24 საათის შემდეგ რაც ახალმა CEO-მა ტიმ ქუქმა (Tim Cook) ახალი iPhone 4S წარმოადგინა, თუ კი მან იცოდა თუ რა ელოდა სტივს 24 საათის შემდეგ მაშინ გასაგებია მისი ხასიათი პრეზენტაციის დღეს.

Apple-ის პროდუქტებში ყოველთვის იგრძნობოდა სტივის კვალი, მისი ხედვა, მინიმალისტური და ამავდროულად საუკეთესო დიზაინი კონკურენტებში შორის.

ამ დღეებში ძალიან ბევრს ილაპარაკებენ სტივის და Apple-ის მომავლის შესახებ.

ჩემი აზრით, ეფლი მაშინ შეიცვალა, მაშინ დამთავრდა სტივ ჯობსის ერა როდესაც მან CEO-ს თანამდებოდა დატოვა.

სანამ ის თავის პოზიციას დატოვებდა მან თქვა

როდესაცმოვა დრო როცა მე აღარ შემეძლება გავუძღვე კომპანიას, პირველი ვიქნები ვინც ამას იტყვის. სამწუხაროდ ეს დრო მოვიდა.

არა, შენ არ ტოვებ ფეისბუქს

ძვირფასო სოციალური ქსელის მომხმარებლებო,

ფბ-ს ახალმა ცვლილებებმა, განსაკუთრებით კი თაიმლაინმა ბევრ თქვენგანს გადააწყვეტინა სოციალური ქსელის დატოვება და ანგარიშების გაუქმება რადგანაც ყელში ამოვიდა ამდენი ცვლილება.

რა თქმა უნდა მარკს ჰქონია პრობლემები მომხმარებელთა უკმაყოფილებასთან – თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ცვლილების დრო – მაგრამ ამჯერად, უკვე ზედმეტი მოუვიდათ.

ფბ-ს უკანასკნელი ცვლილებები, თაიმლაინი და ახალი Open Graph ყველაზე რადიკალურია არსებულ ცვლილებათა სიაში. ეს არ არის მხოლოდ ახალი ნიუსფიდის ან თიქერის გამო. ეს ცვლილებები შენს მიერ ოდესმე დაშეარებულ კონტენტს სხვებისთვის უფრო ხელმისაწვდომს ქმნის ვიდრე ოდესმე.

თაიმლაინი ძალიან ლამაზია, ნამდვილად, მაგრამ ის ცოტა უცნაურიცაა. ადამიანებს, რომლებიც დავიმეგობრე წლების განმავლობაში, ახლა აქვთ უმარტივესი გზა ჩემი ადრინდელი პოსტების, ფოტოების, კავშირების ნახვის. როგორც კი თაიმლაინი ყველასთვის ჩაირთვება და ეს სავარაუდოდ 30 სექტემბერს მოხდება შენ მეგობრებს შეეძლებათ თვალი გადაავლონ შენ ციფრულ ცხოვრებას, ვის ხვდებოდი, სად მუშაობდი, ვის უმეგობრდებოდი. მათ ასევე ხელი მიუწვდებათ შენ საეჭვო მუსიკალურ გემოვნებასა და საყვარელ ჟურნალებზე, კინოებსა და გადაცემებზე (ჰმ, პროფილი! მართლა? :O ).

ეს იმდენად არაკომფორტულია, რომ ზოგიერთი თქვენგანი ამბობს, რომ თუკი თაიმლაინის ჩართვა არ იქნება ნებაყოფლობითი – დატოვებს ფბ-ს. ვის სჭირდება ფეისბუქი, როდესაც Google+ არსებობს? თან მას სითივილიც აქვს.

2011 წელს ფბ-ს მიტოვება იგივეა რაც 2008 წელს MySpace-ის. მაგარი, ქული საქმეა გასაკეთებლად (it’s the cool thing to do), მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ შენ არ დატოვებ ფბ-ს, მარკის ქმნილებას. ჯერ არავის დაუტოვებია ის ცვლილებების გამო, გაივლის 1-2 კვირა და შენც აღფრთოვანებული იქნები ამ ცვლილებებით.

Christina Warren [mashable] და ცოტა მე

 

This slideshow requires JavaScript.

ნუ გეშინია ცვლილებების!

ცვლილებები ყოველთვის ხდებოდა, ხდება და იმედია მოხდება… (c) ალბათ იტყოდა ამას ვინმე 😀

მოკლედ ვერ მოვიფიქრე როგორ დამეწყო და პირდაპირ ვიტყვი სათქმელს.

რატომ ეშინია ხალხს ცვლილებების?

თან ისეთების რომლებიც მათ ცხოვრებაზე უმნიშვნელოვანეს გავლენას არ ახდენენ? ნუ ფბ ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი კი არის მაგრამ მაინც.

ცვლილება ხშირ შემთხვევაში უკეთესისკენ სწრაფვას, გაუმჯობესებასა და გამარტივებას ითვალისწინებს.

კაინოტოფობია  – ეს არის სიახლის, ცვლილების შიში.

ზემოთხსენებული ფობია მგონი ფბ-ს ქართველ მომხმარებელთა 90 პროცენტს აქვს, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო გულის ფანცქალით ელოდა f8-ს რათა გაეგო რას უპირებდა მარკი პროფილებს, აპლიკაციებს და ა.შ. ფბ-ზე შემდეგნაირი სტატუსები მრავლობდა:

აღარ მინდა დიზაინის შეცვლა.

ტვინი წაიღო უკვე ცუკერბერგმა.

დააბრუნეთ ძველი ფეისბუქი და ა.შ.

მაგრამ პროფილის ახალი დიზაინი არ არის ცუდი, მეტიც ის ძალიან კარგია და ძალიან მომწონს. ეს არის პროფილი, მოფიქრებული თავიდან – არანაირი გადმონაშთები უკანასკნელი წლების დიზაინებიდან. ყველაფერი ახალი.

ბევრი თქვენგანი ალბათ ფიქრობს აუ, ახლა ამას რა შეეჩვევა? ვერაფერი ვერ გავუგე :/ აქ რა ხდება? ფეიჯიც კი შეიქმნა ზუქერბერგმა უკვე ძაან ტვინი მოტ*ნა და ა.შ. მაგრამ დამიჯერეთ, როდესაც 30 სექტემბერს ყველასთან ახალი პროფილი, უკაცრავად თაიმლაინი ჩაირთვება მიხვდებით, რომ ტყუილად წუწუნებდით.

ცვლილება არის კარგი, ბედნიერების მომტანი. ახლა შეგიძლიათ იხილოთ მთელი თქვენი აქტივობა, ყველა სტატუსი და ფოტო თქვენს პირველ დღემდე ფეისბუქზე, მეტიც თქვენ დაბადებამდე. დღეს ჩავათვალიერე და ისე მესიამოვნა ძველი სტატუსებისა და ვოლპოსტების ნახვა რო აწწ ❤

მოკლედ, ნუ გეშინიათ ცვლილებების, სანამ თქვენ მათ იხილავთ მათ ჩემნაირი (earlyadopterდარამე) ხალხი ტესტავს.

ახლა თაიმლაინი developer-preview-ში არის ხელმისაწვდომი მხოლოდ, თუ გინდა დღესვე გააქტიურო, იხილე გიორგის პოსტი.

ესეც ჩემი განახლებული თაიმლაინი

ფეისბუქმა ვიდეოჩატი ჩართო

20110706-221604.jpg

რამდენიმე წუთის წინ ჩვეულებისამბრ დავარეფრეშე ფბ და ვნახე ფეისბუქისვე პოსტი ვიდეოჩატის შესახებ, რომელიც რამდენიმე კვირაში გაეშვება, მანამდე კი ბეტა ან მგონი ალფა ტესტშიც კია.

სრულიად განახლდა ჩატი, სულ მალე შესაძლებელი იქნება ჯგუფური ჩატიც.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე და კნუტი ერთ-ერთი არა თუ სულ პირველები ვიყავით საქართველოში, ვინც ეს სერვისი გამოიყენა.

ამ პოსტს ახლა ჩემი აიპოდიდან ვწერ, ლეპტოპი უკვე ამახიეს.

რატომ არის გუგლი უკან?

დღეს, როდესაც ჩვენ ცხოვრებაში უდიდესი ადგილი უჭირავს სოციალურ მედიასა და სოციალურ ქსელებს, ნებისმიერი დიდი კომპანია ეძებს ამ ბაზარზე თავის ადგილს.

რა თქმა უნდა, დღეს მსოფლიოში უპირობო ლიდერია ფეისბუქი, მას მოყვება ტვიტერი.

დღეს სოციალური ქსელი აღარ არის უბრალოდ მეგობრებთან საურთიერთო ადგილი, ეს არის სარეკლამა პლატფორმა და საკმაოდ კარგი საძიებო სისტემა.

როგორ ფიქრობთ, როდესაც მე მაინტერესებს რამდენად კარგია ნოკიას ახალი ტელეფონი ხმარებაში ვის უფრო ვენდობი? რომელიმე ფორუმელს, რომელსაც შეიძლება კარგ მიმოხილვაში ფული გადაუხადეს თუ ჩემ მეგობარს, რომელიც არ დამიმალავს ტელეფონის მინუსებს? – რა თქმა უნდა ყოველი ადამიანი თავის მეგობარს უფრო ენდობა.

ინტერნეტ-გიგანტი Google წლების განმავლობაში იყო ყველაზე ხშირად მოხმარებადი სერვისი, საძიებო სისტემა, უნიკალური, მინიმალისტური, ყოველთვის ახალი იდეებით გამორჩეული, მაგრამ მას შემდეგ რაც 2004 წელს ბაზარზე ახალგაზრდა მარკის ქმნილება (ფბ) გამოჩნდა ყველაფერი შეიცვალა.

დღეს ფეისბუქი გუგლის სერიოზული კონკურენტია და ამიტომაც ცდილობს გუგლი თავისი სოციალური ქსელში შექმნას, უკვე მეორედ.

პირველი იყო Google Wave რომლის დანიშნულებაც დღემდე გაურკვეველია, ის უბრალოდ არსებობს.

გუშინ კი კომპანიამ თავისი ახალი სოციალური “ქსელი” Google+ დაანონსა, რომელიც ფბ-ს კონკურენტი უნდა გახდეს, მაგრამ ის ჯერჯერობით მხოლოდ მომხმარებელტა გარკვეული ჯგუფისთვის არის ხელმისაწვდომი და სულ მალე გაეშვება.

გუგლს ხელს თითქოს არაფერი არ უნდა უშლიდეს, მინიმალისტური დიზაინი, კარგი პიარი. მას ყველაფერი აქვს ახალი პროდუქტის პოპულარიზაციისთვის, მაგრამ საქმე იმაშია, რომ დღეს ფეისბუქზე იმდენად ბევრი ადამიანი არის დარეგისტრირებული, რომ მათი გადაყვანა პლიუსზე თითქმის შეუძლებელია, თან განა ყველას აქვს Gmail?

ვინ დარეგისტრირდება გუგლის ახალ სერვისში? იქ ხომ ვერ ვიპოვით 10 მეგობარზე მეტს და ისევ ფბ-ს დავუბრუნდებით.

გუგლს ძალიან ბევრი საინტერესო, სახალისო და სასარგებლო პროექტი აქვს, მაგრამ მის სოციალურ საქმიანობაში რაღაც არასწორად მიდის. რაღაც მუდმივად ხელს უშლის.

P.S.

წელს გუგლის თანამშრომელთა პრემიები სოციალურ სფეროში წარმატებაზე იქნება დამოკიდებული.

გთხოვთ აქვე უპასუხოთ გამოკითხვას

რამდენ ინფორმაციას ვქმნით?

თუკი სოციალურ ქსელებში დიდ დროს ატარებთ ალბათ შეამჩნევდით, რომ დღეს ადამიანები უზარმაზარი მოცულობის ინფორმაციას ვქმნით. მაგრამ რადგანაც ნებისმიერი ციფრული ინფორმაცია ერთებისა და ნულების კოლექცია ძნელია ინფორმაციის ვიზუალიზაციაა.

მაგრამ შესაძლებელია ამ რაოდენობისთვის რიცხვითი მნიშვნელობის მისადაგება – 1,8 ზეტაბაიტი, რომელიც შეიქმნება და დაკოპირდება მხოლოდ 2011 წელს. ეს რიცხვი ორმაგდება ყოველ 2 წელიწადში. მაგრამ რამდენია ეს რეალურად? რიცხვები იმდენად იზრდება, რომ მათი წარმოსახვა არარეალური ხდება.

მაგ, მთელი ამ ინფორმაციის დატევა შესაძლებელი იქნება 57,5 მილიარდ 32 გიგაბაიტიან iPad-ზე. მაგრამ რამდენია ეს? დაახლოებით $ 34.4 ტრილიონი. ეს არის აშშ-ს, იაპონიის, ჩინეთის, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთად აღებული. აი ამ მოცულობის ინფორმაციას შევქმნით და შევინახავთ 2011 წელს.

whos.amung.us ვორდპრესისთვის

ჯავასკრიპტ კოდი რომელსაც ხუზ.ემანგ.აზ იძლევა არ არის მხარდაჭერილი ვორდპრესის პლატფორმის მიერ, ამიტომაც ჩვენ დაგვჭირდება ჯავა კოდის HTML კოდში გადაყვანა.

1. შექმენით ანგარიში whos.amung.us-ზე და დააკოპირეთ ოთხკუთხედში მოქცეული კოდი, მაგ. 4qqm7c4tek1m

2. შედით ვორდპრესზე. Dashboard->Appearance->Widgets

3. ხელმისაწვდომი (Available Widgets) ვიჯეტებიდან ამოირჩიეთ Text ვიჯეტი და დააგდეთ საიდბარში

4. დააჭირეთ Edit

5. Title-ში რაც გინდათ ის ჩაწერეთ, დიდ ველში კი ქვემოთ მოცემული ტექსტი. ტექსტის წითელი ნაწილი შეცვალეთ თქვენი კოდით, რომელიც პირველ ეტაპზე დააკოპირეთ.

<a href=”http://whos.amung.us/stats/4qqm7c4tek1m/”><img src=”http://whos.amung.us/widget/4qqm7c4tek1m.pngwidth=”81″ height=”29″border=”0″ title=”click to see how many people are online”/></a>

ეს მეთოდი მუშაობს შემთხვევათა უმრავლესობაში, თუ კი წააწყდით რაიმე პრობლემას გთხოვთ დააკომენტაროთ.

“ძვირფასო” pick.ge

სულ რაღაც რამდენიმე დღეა რაც ახალი ქართული ვებ-გვერდი pick.ge ამუშავდა და უკვე მოასწრო პოპულარობის მოპოვება. ამ სახის გვერდი უამრავი არსებობს თუნდაც ამერიკაში, მაგრამ ჩვენთან ის პირველია და იმედია უკანასკნელიც. ვებგვერდზე დევს უამრავი კითხვა ორი სავარაუდო პასუხით, მაგ: ბარსა ჯობია თუ რეალი? მერსედესი თუ BMW? PC თუ Mac? Windows თუ Linux? და ა.შ.

თითქოსდა უწყინარი სერვისი, მაგრამ ყველა ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა ავტორიზაცია ან ოდნოკლასსნიკით ან ფბ-თი, ავტორიზაციის გავლის შემდეგ ხმის ჩასათვლელად საჭიროა შენი პასუხის მეგობრებისთვის გაზიარება, სწორედ ამან გამოიწვია ჩემი უკმაყოფილება.

თავიდან მეც ნათიასავით გადავიწყვიტე მოქმედება და სერვისის გამომყენებელი მეგობრების დაჰაიდება გადავწყვიტე, მაგრამ ყველას ხომ ვერ დავაჰაიდებ? ამ გვერდს უკვე ყველა უკლებლივ იყენებს :/

“ძვირფასო” pick.ge

ჩემთვის გაურკვეველია გვერდის არსებობის მიზეზი, თუ ეს არის ანონიმური გამოკითხვა მაშინ არ უნდა იყოს საჭირო ავტორიზაცია და მითუმეტეს კედელზე დაპოსტვა. როგორც მათი ფბ გვერდის ადმინისტრატორმა ამიხსნა გვერდი ემსახურება “გართობას, მშვიდობის დამყარებას დედამიწაზე და ირიბად ნიუს ფიდის დასპამვასაც”.

გთხოვთ და გირჩევთ დაამატოთ კედელზე პოსტვის გარეშე ხმის მიცემის ფუნქცია 🙂

ჩემს რჩევაზე მომხმარებლისთვის მიეცა საშუალება ხმა მიეცა დაუპოსტავად მან შემდეგი რამ მიპასუხა: ” სერვისი უფასოა, უფასოდ ერთობი და პატარა ბმულის დაშეარებაც აღარ გინდა? დავიჯერო უარესი აპლიკაციები არ გაქვს ახლა ვოლზე? 😀

არა არ მინდა. უარესი აპლიკაციებიც არ მაქვს ან რომლებიც მქონდა დავბლოკე მათი უარესობის გამო.

როგორც მივხვდი ადმინისტრაციას ჰკიდია ის, რომ მომხმარებლის ნაწილი უკმაყოფილოა ამ სპამერობის გამო და ასეთ გამოსავალს გვთავაზობს: ‘შენც კიდე ნუ უპასუხებ” მაგრამ რა ვუყო მეგობრებს რომლებიც პასუხობენ?

ჩემი აზრით, უნდა იყოს შესაძლებლობა კედელზე დაუპოსტავად ხმის მიცემისა.

ან რატომ უნდა მქონდეს სურვილი მონაწილეობა მივიღო სულელურ გამოკითხვაში?

ადამიანის ახალი უფლება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ინტერნეტისადმი წვდომა ადამიანის ძირეულ უფლებად გამოაცხადა ხოლო ადამიანისთვის ინტერნეტისადმი წვდომის შეზღუდვა საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ ქმედებად.

“ინფორმაციისადმი ინტერნეტის მეშვეობით წვდომის შეზღუდვა რაც შეიძლება მცირე უნდა იყოს, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, როგორებიცაა კიბერ შეტევები ან საერთაშორისო სამართლით განსაზღვრული გარემოებები” – წერია დასკვნაში.

ბოლო დროს ინტერნეტის გათიშვა ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. მსგავსში შემთხვევები არაერთხელ დაფიქსირდა ეგვიპტეში, ლიბიაში და ა.შ.

გაერო ასევე მოუწოდებს ქვეყნებს თავიდან აიცილონ ინტერნეტის გათიშვა “კიბერ-მეკობრეობასთან” ბრძოლის მიზნით, ასეთი რამ დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში გაუკეთებიათ.

ასევე გაეროს ეს “წესდება” კრძალავს ინტერნეტში ცენზურის შემოღებას ან ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვას, ამგვარი შემთხვევა არაერთხელ მომხდარა ჩინეთში, სადაც მთავრობა ბლოკავს კონკრეტულ ვებგვერდებს და Google-საც კი მიმართ თხოვნით, რათა მას ძებნის შედეგებიდან ამოეღო კონკრეტული ვებგვერდები. ამ მოთხოვნის შედეგად წარმოქმნილი კონფლიქტის გამო Google-მა კინაღამ დატოვა ჩინეთი.

ამგვარი მოწოდებებით ევროკავშირიც გამოდის და იმედი მაქვს, რომ სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები შეწყვეტენ ინტერნეტის გათიშვას მოსახლეობის დასჯის მიზნით.

 

 

 

 

მგონი დროა განაახლო

სანამ პოსტის კითხვას დაიწყებ დაუსვი შენ თავს ერთი კითხვა?

რომელ ბრაუზერს ხმარობ ყველაზე ხშირად?

თუ პირველი ვარიანტი, რომელიც მოგივიდა არის Internet Explorer 6 მაშინ დროა განაახლო შენი ბრაუზერი და შენი წარმოდგენები სწრაფ, ხარისხიან და არა-ჭედვად ბრაუზინგზე.

მოკლე ფაქტები IE (Internet Explorer) 6-ის შესახებ

1. მას არ აქვს New Tab ფუნქცია.

2. ის არ აჩვენებს სურათებს PNG ფორმატში.

3. ის არის თავის ტკივილი დეველოპერებისთვის, რადგანაც ის არის ყველაზე პრობლემატური ბრაუზერი. თუ ყველაფერი იდეალურადაა საფარიში, მერვე ექსპლორერში, ქრომსა და მოზილაში მე-6 ინტერნეტ ექსპლორერში ყველაფერი თავდაყირაა.

4. ის იმდენად ძველია, რომ უბრალოდ არ “ესმის” CSS (სტილიზების) ახალი კოდები.

5. ის უკვე 10 წლისაა.

6. ის ყველაზე მეტად გამოყენებადი ბრაუზერი იყო მსოფლიოში წლების განმავლობაში.

და დღეს თავად Microsoft ცდილობს მისი გამოყენებიდან ამოღებას. მათ სპეციალური საიტის კი შექმნეს, რომელსაც IE6 Death Countdown ჰქვია ანუ ის დროს ითვლის მის სიკვდილამდე. საიტის ლინკი. ამ საიტის მონაცემების მიხედვით ყველაზე მეტად ამ მოძველებულ ბრაუზერს იყენებენ ჩინეთში. მაღალი მაჩვენებლით ასევე ხასიათდება ინდოეთი, ტაილანდი, სამხრეთ კორეა, იაპონია, სამხრეთ აფრიკა და ტაივანი.

ეს მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ძველი ბრაუზერია, რომელიც დღესაც კი ინარჩუნებს პოპულარობას, ალბათ იმის ხარჯზე, რომ უმრავლესობა ჯერ კიდევ Windows XP-ს იყენებს, თანაც არალიცენზირებულს და ასეთი ვერსიების უმრავლესობას, მათი სიძველიდან გამომდინარე სწორედ ეს ბრაუზერი მოყვება.

მოკლედ თუ შენ ჯერ კიდევ ხმარობ ამ ბრაუზერს დროა განაახლო ის და დააყენო თუნდაც ინტერნეტ ექსპლორერ 8, მაგრამ გუგლის ქრომი მაინც ყველაზე სწრაფი და მსუბუქია.

თუ ფიქრომ, რომ განახლების დროა გაუზიარე პოსტი მეგობრებს 🙂

ამ მისამართზე კი შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდები, რომლებმაც გააუქმეს მე-6 ექსპლორერის მხარდაჭერა, გუშინ ეს ვორდპრესმა გააკეთა იმ მიზეზით, რომ ახალი დეშბორდი სუპერ კოდითადაა დაწერილი, რომელიც საკმაოდ ძნელია. საიტების უმრავლესობა სრულად არ ბლოკავს მე-6 უბრალოდ ახალი ფუქნციები ამ ვერსიაზე არ არის ხელმიწსავდომი, მაგ: YouTube, WordPress.

გადმოსაწერი ლინკები:

Internet Explorer 8

Google Chrome

%d bloggers like this: