ახალი წლები

წელს მე-16 თუ მე-17 ახალი წელი დადგება ჩემ ცხოვრებაში და ყოველ წელს განსხვავებულად ვხვდები ხოლმე აი ძალიან, არა იმ მხრივ კი არა რომ ზოგჯერ სახლში, ზოგჯერ სადმე საზღვარგარეთ, რაც თავი მახსოვს განწყობა ყოველთვის სხვადასხვანაირი მქონდა.

რაც უფრო ვიზრდები ნელ-ნელა კარგავს ეს დღე იმ ძალას რომელიც აქამდე ჰქონდა ხოლმე, სულ ადრე მეძინა და დილით საჩუქრები რომ მხვდებოდა მიხაროდა, მერე ვიცოდი რომ საჩუქრები თავისით არ ჩნდებოდა და მთელ სახლში ვეძებდი, მერე მე თვითონ ვუკვეთავდი იმას რაც მინდოდა, კიდევ მერე მაღაზიაშიც ჩემით მივდიოდი ან თან მივყავდი ხოლმე, ახლა კი საჩუქრებს აღარ ველოდები, რას უნდა ველოდო?  ვიცი, რომ ისინი თავისით არ გაჩნდებიან, რაც მინდა ისევ ჩემი საყიდელია, არც მთელ სახლში არ ვეძებ იმას რაც მერე ჯადოსნურად ნაძვის ხის ქვეშ უნდა დამხვდეს.

2011 არ იყო ცუდი წელი, მეტიც კარგი, მაგრამ როგორც ყველაფერი კარგი ისიც რჩება და ბოლოში მოახერხა ჩაჯმა, თანაც ისე რომ ამას მხოლოდ ახალი წლის საოცრება უშველის  თუ ასეთი არსებობს და ახლა მინდა მჯეროდეს რომ არსებობს და რადგანაც ადამიანი თავის გონებით ჰქმნის ყველაფერს მეც ვიჯერებ რომ არსებობს და რომ როგორც კი საათი 12-ს ჩამოჰკრავს რამე სასწაული მოხდება, მაგრამ რომელი საათი? აქაური თუ იქაური?

2011 კარგი იმიტომ იყო ბევრი სურვილი ამისრულდა, ვიშლისთსი გადახედვას აზრი არ აქ, იქ ისეთი სურვილებია ან რომ აღარ მინდა ან რომ ვერასდროს ვერ ავიხდენ, მაგრამ 2011 კი იყო სურვილების და ოცნებების ასრულების წელი, ახლა რასაც ჩამოვთვლი ყველა ოცნება და სურვილი არ ყოფილა, მაგრამ მნიშვნელოვანია. ჩემთვის. მოკლედ

  • მუშაობა დავიწყე აქ teentv.ge
  • ბევრი ვინმე გავიცანი და ეს მიხარია

დავწერე 2011 კარგი იყო და ბოლოში ჩააჯვა-თქო, დიახ ასეც ქნა. ზოგჯერ გგონია რომ იპოვი რაღაცას და მერე შენივე სისულელის გამო დაკარგავ, მაგრამ ეს ისევ შენი ბრალია.

2012 მინდა დაიწყოს იმით რომ ის საახალწლო სასწაული რომელიც ოდნავ ზემოთ ვიწამე ასრულდეს, მოხდეს, ამუშავდეს, რაც უნდა ის ქნას და როგორმე გამოასწოროს 2011-ის ჩაჯმული, მიუხედავად ამისა ანუ ამ ბოლო ცუდი დღისა, რომელმაც რაღაც სიმართლე მოჰფინა კიდევ ბევრ რამეს და მათქმევინა ის რასაც არ ვამბობ ხოლმე, ჰოდა მაინც კარგი იყო 2011 ბევრჯერ ვიყავი ბედნიერი და ა.შ. და დიდი მადლობა იმათ ვის გამოც მე ეს ყველაფერი განვიცადე.

2012 იყოს კარგი, არ მიყვარს ხოლმე ასეთი რაღაცეების თქმა, მაგრამ კარგი წელი ახლა ნადმვილად მჭირდება.

ჰოდა გილოცავთ წინასწარ და რავი, წავედი. სად? არსად აქ ვარ ისევ უბრალოდ აღარაფერი დამრჩა დასაწერი.

Advertisements

ტრადიციული პოსტი საახალწლოდ

ახალი წელი მოდის და ერთ კვირაში, ნუ ცოტა მეტში აქ იქნება და თავიდან მომიწევს იმასთან შეგუება რომ ყოველდღე და ყოველთვის სადაც თარიღი მექნება დასაწერი 2012 ან .12 მივაწერო და არა .11   – ხელის მისაჩვევად 1-2 კვირა მაინც დამჭირდება. მერე 13.

არ მახსოვს შარშან ამ დროს როგორი განწყობა მქონდა, პოსტის მოძებნა მეზარება და არც მახსოვს მიწერია თუ არა მაგრამ წელს ის უბრალოდ არ არის, არ ვიცი რისი ბრალია იმისი რომ თოვლი არ დევს და შესაბამისად გუნდა არ კეთდება თუ ის მოვა მაშინ როდესაც ახალ წლამდე რამდენიმე დღე იქნება დარჩენილი.

თბილის უკვე დიდი ხანია მოირთო საახალწლოდ, ნაძვის ხეც დადგეს პარლამენტთან როგორც ყოველთვის და ის ჩემ მიერ ასე ძალიან შეძულებული ჭაღებიც ჩამოკიდეს რუსთაველზე – გაივლი გამოივლი და გგონია რომ ახლა თავზე დაგეცემა ან რომელიმე მაღალი მანქანა აარტყავს და კვლავაც ჩამოაგდებს, საახალწლო განათებები ზოგადად არ ასწორებს წელს თბილისში აი არ უხდება ახალ წელს და არც განწყობას არ ქმნის.

დღეს ბოლო გამოცდა დავწერე და ასე თუ ისე უკვე ვიგრძენი მოახლოებული არდადეგების სურნელი, რამდენიმე დღე დამრჩა როდესაც დილით ადრე მომიწევს ადგომა და მერე თავისუფლად შემეძლება ძილს მივცე ცხოვრების ზედმეტი 2 საათი. ყოველდღიურად.

მიუხედავად იმისა რომ განწყობა არ მაქვს, არანაირი ასე კარგად დიდი ხანია არ ვყოფილვარ, მოახლოებული არდადეგების ბრალია თუ რისი არვიცი მარა ასწორებს.

Flash Mob შოუ – შთაბეჭდილებები

გუშინ იმედზე ახალი გადაცემა გავიდა, რომელსაც უკვე ერთ კვირაზე მეტია არეკლამებენ მგონი ტვ-ში მაგრამ მათი გვერდი ფბ-ზე ვერ ვნახე, პოსტერი მაინც რომ დამედო სურათად და არც მათი რეკლამა შემხვედრის სადმე იმედს გარეთ.

ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ფლეშმობები, რომლებიც ძირითადად უბრალოდ ადამიანების მიერ არის ხოლმე ორგანიზებული სოც. ქსელების საშუალებით. მართლა იმდენად მოხშირდა, რომ სადმე თუ რამე უცნაური შეამჩნიე ეგრევე ხედავ ერთსა და იმავე ხალხს (მართლა ერთი და იგივე ხალხი მონაწილეობს ამ ფლეშმობებში და ორგანიზატორებიც იშვიათადად იცვლებიან) რომელიც რაღაცას აკეთებს და წვავ – კიდევ ერთი ფლეშმობი. ზოგჯერ ისეც ხდება რომ ერთი ფლეშისთვის შეიკრიბებიან და კიდევ რამდენიმეს მოაყოლებენ ხოლმე.

მაგრამ დავუბრუნდეთ ახალ გადაცემას, რომელსაც Flash Mob შოუ ჰქვია. ის პირველად ეთერში გუშინ ღამით გავიდა, არ ვაპირებდი ყურებას, მაგრამ ფბ-ზე ისეთი სტატუსები იდებოდა დღეს თუ არა ხვალ მაინც ვნახავ მეთქი ვიფიქრე.

ტვ-ს ვებგვერდზე შოუ ასე არის აღწერილი

ნოვაცია ქართულ სატელევიზიო სივრცეში. “იმედი” ახალ პროექტს იწყებს. 24 სექტემბრიდან ყველაზე ენერგიულები, ყოველ შაბათს, ზუსტად 23 საათზე “იმედის” სტუდიაში შეიკრიბებიან და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მათი უცნაური საქციელით მაყურებელი გააოცონ.

ყოველ კვირას 4 უნივერსიტიტეტის სტუდენტები მოდიან იმედში, დგამენ ფლეშმობს და ბედნიერები არიან იმით, რომ კრეატიულობა გამოიჩინეს.

მაგრამ სანამ მონაწილეებზე გადავად გადაცემის წამყვანებს შევეხები ოდნავ.

Read more of this post

ყვითელი… მარშრუტკები

ალბათ ყველამ იცით თბილისის მერიის ახალი იდეის შესახებ – დიდი, კომფორტული, კონდიციონერიანი და ყვითელი მარშრუტკები, უკაცრავად მიკროავტობუსები – პატარა, დაბალი, არაკომფორტული, მხოლოდ ფანჯრებიანი, სუნიანი და სხვადასხვა ფრის მარშრუტკების სანაცვლოდ.

იდეა კარგია, მითუმეტეს, რომ ბოლო დღეებში მომიწია მარშრუტკებით მგზავრობა (ისე თავს ვიკავებ ხოლმე, ავტობუსი რულზ) და მართლაც ჩახუთულობაა, ჭერი კი იმდენად დაბალი, რომ 2-ად ან 3-მად უნდა გადაიკეცო სასურველ ადგილამდე მისაღწევად.

რატომაც არა? ახალი, გრილი მიკროავტობუსი, სავარძლებს შორის ფეხების ნორმალურად დასადებად საკმარისი მანძილით – მშვენიერია.

მაგრამ ყველაფერი არც ისე კარგადაა, როგორც პირველი შეხედვით ჩანს, ფასი გაიზარდა – ახლა უკვე 80 თეთრი – გრილ და ფართო მარშრუტკაში, უკაცრავად მიკროავტობუსში სამგზავროდ.

ხალხის რეაქცია კვლავაც დიდი იყო, ყველა აპროტესტებს, ლანძღავს მერს, მერიას, ამბობს რომ არ ჩაჯდება ასეთ ძვირ მარშრუტკაში, თუნდაც პრინციპის გამო – ყველაფერი ეს მაქსიმუმ 1-2 კვირას გრძელდება, შემდეგ კი ეჩვევა და ჯდება იმ მარშრუტკაში, იხდის 80 თეთრს ბედნიერი სიგრილით. იგივე იყო დენის ახალ ტარიფზე.

პროტესტის გრძნობა, რომელიც საქართველოს მოქალაქეს იმწამსვე უჩნდება მალევე კვდება, იტკეპნება და იძირება – ჩემი აზრით, ჩემი მოკრძალებული აზრით საზოგადოებამ დაკარგა პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა.

ასე თუ ისე დღეიდან თუ გუშინდელიდან უკვე ყველა მარშრუტკა 80 თეთრი ღირს (კონდიციონერიანიც და არა კონდიციონერიანიც).

ახალ მიკროავტობუსებში ავტობუსის-მაგვარი აპარატებია დაყენებული სადაც ბარათით არის შესაძლებელი ბილეთის აღება, როგორც თქვეს მოსწავლის და სტუნდეტური ბარათები არ მუშაობს.

იმასაც ამბობენ, რომა ავტობუსებს ან გააუქმებენ ან მარშრუტებს შეუკვეცავენო და მერე რა ვქნა მე ფეხით ვიარო თუ ყოველდღე 1.60 გამოვიყო მგზავრობისთვის? :bullshit:

ნაგავი=0.05დენი=რატომ?

რამდენინე დღეა რაც ყველა თბილისი მერიის ახალ ინიციატივაზე, კერძოდ კი დასუფთავების გადასახადის ახალ ტარიფზე ალარაპარაკდა, რომლის მიხედვითაც დასუფთავების გადასახადს დაჯარხული ელექტროენერგიის მიხედვით გადავიხდით, 1 კილოვატზე 5 თეთრი. ამ ინიციატივას თავიდანვე უფრო მეტი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა ვიდრე მომხრე, ალბათ ჩემი განსახილველი არ არის რამდენად მართებული ეს რეფორმა, რა სარგებელს მოუტანს ქალაქს და ა.შ., მაგრამ ვერ ვხვდები ერთ რამეს – რა კავშირშია დენი და ნაგავი ერთმანეთთან? რაში მდგომარეობს მათი ურთიერთდამოკიდებულება?

თბილისის მერი ამ სახის გადაწყვეტილებას სოციალურად ყველაზე მართებულს უწოდებს დაანგარიშების სხვა მეთოდებთან შედარებით (ფართობის მიხედვით, სულადობით).

ასევე ამ რეფორმის საჭიროებას იმით ხსნიან, რომ ხალხი რომელსაც სახლი ჩაკეტილი აქვს და იქ არ ცხოვრობს განთავისუფლდება დასუფთავების მოსაკრებლისგან, მაგრამ განა რამდენია ასეთი ადამიანი?

ჩემი აზრით, თუ ადამიანი ხანგძლივი პერიოდის განმავლობაში არ ბინადრობს რაიმე ადგილას, შესაძლებელი უნდა იყოს განცხადების შეტანა და ამ ადამიანის გადასახადისგან განთავისუფლება და არა 10%-ის სასარგებლოდ 90%-ის “დაჩაგვრა”.

ჩემი აზრით, ქილიფა მართალია, რომ ამ რეფორმისთვის დრო ძალიან სწორად იყო შერჩეული, ზაფხული იქნება ერთგვარი მიმზიდველი პერიოდი ასეთი ტარიფისთვის რადგანაც მართლაც ნაკლები ელექტროენერგია იხარჯება, მაგრამ ზამთარში…

მაგრამ შემდეგ გამოვა ვინმე ღვთისნიერი კაცი და შეგვახსენებს, რომ ზაფხულში ძალიან ცოტას ვიხდით და რაღა გვინდა საერთოდ?

ჩაცხრება პროტესტიც, უკმაყოფილებაც და დახარჯული ელექტროენერგიის მიხედვით ნაგვის გადასახადის დაანგარიშება ჩვეულებრივ ამბად იქცევა.

შემოიგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე:

შუქი ჩააქრეთ! ნაგავს წერს

 

 

 

ალიანტე – ✔

ბოლო 2 კვირაა რაც სერიოზულად ჩავუჯექი “ალიანტეს”, მანამდე ვფიქრობი, რომ ჯერ კიდევ უამრავი დრო გვქონდა და თავს დიდად არ ვიწუხებდი, მაგრამ როდესაც 2 კვირა იყო დარჩენილი დედ ლაინამდე შინაგანი ღელვა დამეწყო და შიში იმისა, რომ ვერ მოვასწრებდით. ამიტომაც უახლოეს შაბათს შევიკრიბეთ ჩემ გუნდელთან და დავიწყეთ კითხვებზე პასუხის გაცემა, მანამდე კი უკვე მოპოვებული გვქონდა წყაროები.

დაახლოებით 2 საათში მხოლოდ 6-7 კითხვა დავწერეთ და აქ დაიმსხვა ჩემი ილუზიები, მეგონა, რომ იმ 2 საათში კითხვათა ნახევარს მაინც დავწერდით, მაგრამ….

სახლში მოვედი და ისევ კითხვების წერა დავიწყე…

უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ალიანტეს გარდა არაფერი მიკეთებია, არც ბლოგზე დამიპოსტია და არც ფბ-ზე გამიტარებია დიდი ხანი. სამაგიეროდ გავიგე, რომ ნატო-ში არ მიიღებენ ისეთ ქვეყანას, რომელსაც აქვს რაიმე მოქმედი კონფლიქტი და ა.შ. ეს ადრეც მქონდა გაგებული, მაგრამ ახლა უფრო მეტად დავრწყმუნდი ასე, რომ სანამ საბოლოოდ არ დავკარგავთ ან არ დავიბრუნებთ სადაო მიწებს მანამდე მგონი არაფერი გამოვა…

ასე თუ ისე ბოლო დღეებამდე მივიწყვანე (არადა საშინლად არ მიყვარს) და გუშინ დასამთავრებელი იყო 3-4.

სკოლაში ფეხბურთის ჩემპიონატი დაიწყო და მე, კი კი მე მოთამაშეების არ ყოლის გამო დამაყენეს დაცვაში. პირველივე თამაში 7:2 წავაგეთ, მეორე 3:3 მაგრამ ვერ გავედით, ქულებიც დათვალეს :@ ვერ ვიტყვი, რომ მეწყინა თავიდანვე ვთქვი: “მოდი ნუ გავართულებთ ცხოვრებას, წავაგოთ და გავვარდეთ”

ამ “ჩემპიონატს” ალბათ შემდეგ ცალკე პოსტს მივუძღვნი, მაგრამ სწორედ ამ “ჩემპიონატის” გამო მომიხდა გუშინ, გადამწყვეტ დღეს სკოლაში დარჩენა.

მაგრამ გუშინ დავწერეთ ყველა კითხვა, გავაერთიანედ ერთ ფაილად, წარმოიდგინეთ Copy/Paste 35-ჯერ >.< ამოვბეჭდეთ (სურათების გარდა) და დღეს მივიტანეთ.

ფერადი ბეჭდვა თურმე 1,5 ლარი ღირს 1 გვერდი, კიდევ კაი ფული გვქონდა 1 ლარზე მეტი არ მეგონა, ნუთუ ასე ძვირია კარტირიჯი?

ალბათ არ იცით, რომ საქართველოში ალიანტეს კოორდინატორი ორგანიზაცია არის “ახალი თაობა-ახალი ინიციატივა”, რომელმაც სულ ახლახან შეიცვალა მისამართი, ახლა სადღაც ტატიშვილის ქუჩაზე არიან.

2-ჯერ ავედი ამ ტატიშვილის ქუჩაზე ბოლომდე, მაგრამ ვერანაირი აბრა/დროში ან რაიმე სხვა ემბლემა ვერ შევნიშნე, მეტიც იქ გამვლელმა ხალხმა არ იცოდა, რომ ის ქუჩა ტატიშვილის იყო ან სად იყო ამ ორგანიზაციის ოფისი. ბოლოს ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველმა გვიშველა, რომელმაც იმწამსვე ერთ-ერთ სახლზე მიგვანიშნა, მაგრამ სახლს არ ჰქონდა კარი.

ფანჯარაში კი დავინახეთ მათი ბუკლეტები, მაგრამ შესასვლელი ვერ ვნახეთ, ბოლოს გავიარეთ ორი ჭიშკარი, აღმოვჩნდით სულ სხვა ქუჩაზე და იქ ოფისის ფანჯრებიდან გვანახეს შესასვლელი, რომელიც თურმე სადარბაზოდან იყო 😀

ასე ძნელად ჯერ არაფრისთვის მიმიგნია.

ტატიშვილზე გზამკვლევობისთვის დიიდ მადლობას ვუხდი ჩემ მეგობარ გურამს, რომელიც სულ შემთხვევით ავტობუსში შემხვდა, რომ არა ის ალბათ ორჯერ მეტს ვიბოდიალებდი.

მითი თითქოს იქ რაღაც უნდა შეგიმოწმონ ჩაბარებისას მართლაც მითია, შეგვავსებინეს თავფურცელი და გამოგვიშვეს, წარმატებაც კი არ უსურვებიათ.

თუ შენ ხვალ აპირებ პასუხების მიტანას წარმატებას გისურვებ, უბრალოდ იმისთვის, რომ მოახერხო ჩაბარება, ამბობენ ბოლო დღეს ძალიან ბევრი ხალხიაო.

საახალწლო მზადება ანუ რა გავაკეთე დღეს

დღეს 31 დეკემბერია, ძალიან სწრაფად მოვიდა და არ მიხარია, რომ ასე სწრაფად გავიდა ერთი წელი.

ყველას გვიყვარს ქართული(შოთის) პური და ამიტომაც ყოველ ახალ წელს მიწევს რიგში დგომა, იმისათვის რომ ვიყიდო ზემოთხსენებული პურის სახეობა.

წელს ჩემ სახლთან არსებული თონე დახურული დამხვდა, ამიტომაც მომიწია პეკინზე გასვლა. იქ რიგში 1 საათი ვიდექი და როდესაც ჩემი რიგი მოვიდა თქვეს:”პურს ნახევარი საათი დააგვიანდება”.

მომიწია  იქ კიდევ ნახევარი საათი ყურყუტი, მაგრამ ღირდა იქ დგომა.

პური სახლში მოვიტანე და ტატიშვილში წავედი წამლის წამოსაღებად და უკან როდესაც მოვდიოდი იმხელა რიგი იდგა თონესთან რო რავიცი… :დ დაახლოებით 25 კაცი(ეგ სადაც მე ვიყიდე) და სხვა თონესთან ბახტრიონის ქუჩის დასაწყისში აი ამხელა რიგი იდგა:

 

 

და ამაზე ორჯერ დიდი რიგი იდგა პეკინზე, თეთრი თონე რომ არის იქ.

მოკლედ პურის შეძენა უკვე დაგვიანებულია, მგონი. თუმცა “დილის” პურს ურიგოდ ყიდიან.

%d bloggers like this: