რაც მაღიზიანებს!

ბოლო დროს ძალიან ბევრი რამ დამიგროვდა რაც მაღიზიანებს, რაც მიშლის ნერვებს და რასაც ვერ ვიტან.

მეგობრები

  1. ბევრია თავგამოდებული მეგობარი რომელიც ამბობს, რომ ძალიან უყვარს, მთელ დღეებს შენთან ატარებს, გელაპარაკება ყველაფერზე, გიყვება ზუსტად იმდენს ანუ ყველაფერს, თვითონაც ყველაფერს გეკითხება, მაგრამ ეს მხოლოდ მანამ სანამ შენ თვითონ სჭირდები მას, არ აქვს მნიშვნელობა რატომ და რისთვის, მაგრამ როდესაც თავის “პრობლემებს” გადაჭრის, ყველაფერს მოაგვარებს, ახალ მეგობარს გაიჩენს, შენკენ აღარც გამოიხედავს, დაგიკიდებს…
  2. როდესაც ადამიანს სჭირდები მხოლოდ მაშინ როდესაც ახლოვდება მონიტორინგი (საკონტროლო) ან გამოცდა, დროის დანარჩენ პერიოდში ის ან არ ურთიერთობს შენთან ან კარგად არ ურთიერთობს, მხოლოდ საჭირო მომენტში ახსენდები და ამ საჭირო მომენტში შენ ვერ ეუბნები უარს, რადგანაც ის ასე თუ ისე მეგობარია. ამ მომენტში მაგრად არ მევასება ჩემი თავი, რადგან არ მძალუძს ვთქვა – არა.

ბავშვები

გუშინ ჩვეულებისამებრ ქართულიდან მოვდიოდი, როდესაც “მარშრუტკაში” ერთ-ერთმა გოგომ ამოიღო ჯერ ჩიფსები, შემდეგ, ორცხობილები, შემდეგ კი მარილიანი ჩხირები. მის გარშემო უმალ შეიქმნა კოალიცია, რომელიც მიირთმევდა ყველაფერ ზემოთხსენებულს, ყველაზე მეტად გამაღიზიანა დასვრილმა, გამოწვდილმა ხელებმა, მხოლოდ ერთი ბიჭი იჯდა თავისთვის და Demi Lovato-ს This is Me-ს თან უსმენდა და თან მღეროდა, ყველაზე მეტად კი იმან გამაღიზიანა, როდესაც მთელი ამ ავლა-დიდების პატრონმა გოგომ თქვა: “ვინაა ჩემი მეგობარი, ხელი აიწიოს!” და ყველამ ხელი აიწია… რატომ ცდილობს ის მეგობრების “ყიდვას”, არა ეს არ არის საჭირო სიტყვა, უფრო ჭმევას, შემდეგ ბავშვები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეს ყველა მოიტანდა რაღაცას, თითქოს არაფერი რაც გაღიზიანებად ღირდეს, მაგრამ ერთ-ერთი ბიჭის ფრაზამ ყველაფერი შეცვალა: “მოვატყუოთ ვითომ ზეიმია და მოვიტანოთ რაღაცები”.

ტ%#!ში შეძრომა

გულში ყველას ეზიზღება “ვეფხისტყაოსანი”, საპროგრამო, ზეპირად სასწავლი, მაგრამ როდესაც ამაზე მასწავლებელთან მიდგება საუბარი და ვამბობ, რომ ზეპირად სწავლა არის დროის ხარჯვა, ყველა ის ვინც “ჩუმად” ვერ იტანს პოემას იწყებს მტკიცებას, რომ ზეპირად სწავლა აუცილებელია და ა.შ. ვერ ვიტან ხალხს, რომელიც პოზიციას იცვლის სიტუაციიდან გამომდინარე, თუ არ გევასება მაშინ ბოლომდე არ გევასებოდეს, კლასელებშიც და მასწავლებელთან.

ე.წ. ვაზელინები. სიმღერა ვაზელინებზე

ვიცი რომ დედამიწაზე უფრო მეტი და სხვა გამაღიზიანებელი რამაა, მაგრამ მე ამ წუთას კონკრეტულად ზემოთხსენებული ამბები მაღიზიანებს.

Advertisements

დღეს და ეს კვირა.

დღეს

დადგა პარასკევი და თავისუფალი დროც გამოჩნდა, გინდა დასასვენებლად გინდა აქ შემოსასვლელად. რამდენიმე დღეა არაფერი დამიწერია, დღეს კი შემიძლია როგორც ყოველთვის გვიან დავწვე, მაგრამ ხვალ რვის ნახევარზე ადგომა არ მომიწევს და საკაიფოდ გამოვიძინებ.

ბოლო დროს ძილის ნაკლებობა მაწუხებს, ყოველდღე ჩემ თავს ვეუბნები, რომ ადრე დავწვები, მაგრამ ეს მხოლოდ შეუსრულებელ დაპირებად რჩება. დღეს სამოქალაქოზე იყო პირობის დადებაზე და შემდეგ მის შესრულებაზე საუბარი და მაშინვე ეს გამახსენდა, მაგრამ მე ხომ არ მიყვარს შეპირება, მხოლოდ ჩემ თავს ვპირდები რაღაცებს. უკვე 1 კვირაა ვგეგმავ დირექტორთან ასვლას და საიტთან და ფეისბუქი გვერდთან დაკავშირების რჩევების მიცემას, მაგრამ მავიწყდება. დღესაც დამავიწყდა. თუმცა დღეს ადრე დაწოლას არ ვაპირებ, ძალიანაც არ გავწელავ.

დღეს მათემატიკაზეც დავრჩი და Call of Duty: Zombies-ც ვითამაშე ქსელში ძმაკაცთან. მაგრად გაასწორა, უბრალოდ მხოლოდ პარასკევობით ვახერხებთ თამაშს, კლასელები აი-პოდებისადმი დამოკიდებულების გამო.

მარშრუტკაში (პატარების) კიდევ ერთხელ მომიშალეს ნერვები. მე-3 და მე-4 კლასელები რამ გააუზრდელა და უფრო პატარებიც, ისე ხმამაღლა ყვიროდნენ ისეთ ცუდ სიტყვებს რო…

სამეცადინე მარტო ინგლისურიღა დამრჩა.

კვირა

 

სიახლეებით დატვირთული კვირა იყო, მაგრამ ეს ალბათ მხოლოდ ჩემთვის. ახალი მაკბუკები გამოვიდა (Pro). ახლა ისინი უფრო სწრაფები, მსუბუქები და მაგრები არიან. როგორც ყოველთვის.

2 მარტს iPad 2 გამოდის, უკვე ოფიციალურია, Apple-მა მოსაწვევებიც კი გააგზავნა, რომლებიც ასე გამოიყურება:

Apple ისევ თავის სტიქიაშია და ცდილობს ყველაფერი დაამთხვიოს ერთმანეთს. 2 მარტი. მეორე აი-პედი.

ცუდი ისაა, რომ რაც არ უნდა ახალი მაკი ან რამე აი-ნივთი იყიდო, დაახლოებით ერთ წელიწადში ან ოდნავ მეტში კიდევ ახალი გამოვა, ახალი შესაძლებლობებით, რომელიც შენ ძველ მოდელს არ ექნება და რა თქმა უნდა მოგინდება უფრო ახალი იყიდო, რომელიც 12-14 თვეში დაძველდება და მას კიდევ უფრო ახალი მოდელი ჩაენაცვლება.

მალე ახალი აი-პოდ თაჩები და აი-ფონებიც გამოვა და მეოთხე თაობაც წარსულს ჩაბარდება, ამას მოყვება iOS 5-იც. Apple არასოდეს არ წყვეტს ახალი მოდელების გამოშვებას. :/

 

ამ კვირაში თითქოს მანდატურები უნდა მოსულიყვნენ, მაგრამ არ მოსულან.

ხუთშაბათს დამატებითი ქართული გაგვიცდა. დაგვადეს და მასწავლებელების მარშრუტკით მოგვიწია წამოსვლა. გარეთ რომ გავედით ყველა წასული იყო და ძალიან მაგარი სიჩუმე იდგა. არ ისმოდა არც მანქანების და არც ბავშვების. თან პატარების მარშრუტკაში წამოსვლასაც გადავრჩი, ნაკლები ვიმეცადინე და დავისვენე.

მეტი არაფერი.

 

:ოფფ:

 

%d bloggers like this: