გაიღიმე ქუჩაში

თუ ქუჩაში სიარული ხშირად გიწევს და დაკვირვებულიც ხარ შეამჩნევდი, რომ თითქმის არავინ იცინის ან იღიმის, ყველა თავისთვის დადის, ქვემოთ იყურება, წარბები შეკრული აქვს, მხარს გაკრავ შემთხვევით და უფრო შეკრავს, უარეს შემთხვევაში დაგიყვირებს კიდევ, უფრო ცუდში გამოგლანძღავს (თუ ასაკოვანი ქალია, მე გამომლანძღა ცოტა ხნის წინ, როდესაც შემთხვევით ჩანთა გავარტყი მხარში, შემთხვევით).

ახლა წაიკითხე ეს ყველაფერი და არ მოგეწონა ხო ზოგიერთები ასე რომ იქცევიან?

და შენ იღიმი ხოლმე ქუჩაში?

ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის ვიღიმი, გინებითაც მოვდივარ ხოლმე, გააჩნია ხასიათს რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც უნდა ეცადო და გაიღიმო, არ შექმნა ქუჩაში ნეგატიური განწყობა, გაიღიმო შენ და გააღიმო სხვა.

მინდა იყოს ისე, რომ ქუჩაში გადიოდა და ყველა თუ არა უმრავლესობა მაინც იღიმოდეს, ქუჩაში გასვლა იყოს სასიამოვნო, მხიარული.

კარგი შენ ჩვეულებრივი მოქალაქე ხარ  და შეგიძლია ყოველთვის არ გაიღიმო, მაგრამ ხომ შეიძლება სხვადასხვა დაწესებულებებში მაინც იღიმოდეს პერსონალი.

გუშინ “ტატიშვილში” ვიყავი წამლის შესაკვეთად და მიმღებში (Reception) ისეთი ტიპები ისხდნენ მისვლა შემეშინდა :დ

სამაგიეროდ ჩემ ფიტნეს კლუბში (სადაც დავდივარ) ყველა იღიმის და მაგიტომაც მისწორდება ხოლმე იქ მისვლა.

თავდაპირველ თემას ცოტათი გადავუხვიე.

მოკლედ გაიღიმე ქუჩაში! გაიღიმე შენ და გააღიმე სხვა! უბრალოდ შექმენი პოზიტიური გარემო. 🙂

P.S. დაალაიქე  ფბ გვერდი  – გაიღიმე ქუჩაში

Advertisements
%d bloggers like this: