ტრადიციული პოსტი საახალწლოდ

ახალი წელი მოდის და ერთ კვირაში, ნუ ცოტა მეტში აქ იქნება და თავიდან მომიწევს იმასთან შეგუება რომ ყოველდღე და ყოველთვის სადაც თარიღი მექნება დასაწერი 2012 ან .12 მივაწერო და არა .11   – ხელის მისაჩვევად 1-2 კვირა მაინც დამჭირდება. მერე 13.

არ მახსოვს შარშან ამ დროს როგორი განწყობა მქონდა, პოსტის მოძებნა მეზარება და არც მახსოვს მიწერია თუ არა მაგრამ წელს ის უბრალოდ არ არის, არ ვიცი რისი ბრალია იმისი რომ თოვლი არ დევს და შესაბამისად გუნდა არ კეთდება თუ ის მოვა მაშინ როდესაც ახალ წლამდე რამდენიმე დღე იქნება დარჩენილი.

თბილის უკვე დიდი ხანია მოირთო საახალწლოდ, ნაძვის ხეც დადგეს პარლამენტთან როგორც ყოველთვის და ის ჩემ მიერ ასე ძალიან შეძულებული ჭაღებიც ჩამოკიდეს რუსთაველზე – გაივლი გამოივლი და გგონია რომ ახლა თავზე დაგეცემა ან რომელიმე მაღალი მანქანა აარტყავს და კვლავაც ჩამოაგდებს, საახალწლო განათებები ზოგადად არ ასწორებს წელს თბილისში აი არ უხდება ახალ წელს და არც განწყობას არ ქმნის.

დღეს ბოლო გამოცდა დავწერე და ასე თუ ისე უკვე ვიგრძენი მოახლოებული არდადეგების სურნელი, რამდენიმე დღე დამრჩა როდესაც დილით ადრე მომიწევს ადგომა და მერე თავისუფლად შემეძლება ძილს მივცე ცხოვრების ზედმეტი 2 საათი. ყოველდღიურად.

მიუხედავად იმისა რომ განწყობა არ მაქვს, არანაირი ასე კარგად დიდი ხანია არ ვყოფილვარ, მოახლოებული არდადეგების ბრალია თუ რისი არვიცი მარა ასწორებს.

Advertisements
%d bloggers like this: