უფასო ჩახუტება

ჯერ კიდევ ზღვაზე ვიყავი მგონი როდესაც ადოსგან ივენთზე მოპატიჟება მომივიდა, ეგრევე ეთენდინგი ვგლიჯე, ჯერ ზუსტად არ ვიცოდი წამოვიდოდი თუ არა – ჩახუტებისა და თბილი სურვილების დღეზე.

მსგავსი რამ შარშანაც იყო მაგრამ არც ვიცოდი რომ იყო და შესაბამისად არ ვყოფილვარ მაგრამ ვიდეოებისა და სურათების ნახვის შემდეგ გადავწყვიტე წელს წავსულიყავი.

ივენთმა ფეისბუქზე 300-ზე მეტი ეთენდინგი მოაგროვა, ცხადი იყო რომ ამდენი ადამიანი არც მოვიდოდა მაგრამ მოსულთა რაოდენობამ ჩემ მოლოდინს გადააჭარბა, მაქსიმუმ 50 კაცს ველოდი მაგრამ ასე 60-70 მოვიდა.

ჯერ კიდევ ვგროვდებით

Read more of this post

1 დღე ინტერნეტის გარეშე >.<

ხშირად დამბადებია აზრი, ერთი კვირის კომპიუტერის გარეშე ცხოვრებისა და ეს იოლ საქმედ მეჩვენა, მაგრამ 1 დღესაც კი ძლივს გავუძელი.

დილით ლეპტოპის დამტენი სერვის ცენტრში მივიტანე და იქიდან იმავე დღეს შეკეთების ყოველგვარი იმედის გარეშე გამომიშვეს.

გუშინდელი დღე ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დღე იყო ბოლო დროის განმავლობაში, აიპოდიც ძალიან მალე დაჯდა, ერთადერთი წვდომა ინტერნეტისადმი იყო მობილური, რომლის ინტერნეტიც კარგად ჭედავს, ანგარიშზე თანხის არ ქონის გამო კი facebook zero-ს ხმარება მიწევდა, უფასოა მაგრამ არც სურათები არ აქ და ჭედავს კიდევაც.

თავიდან ვიფიქრე ანა ფრანკს დავამთავრებ-მეთქი. მაგრამ კვლავაც მოსაბეზრებელი აღმოჩნდა და ისევ მობილურს დავუბრუნდი.

ბევრს არ დავწერ, უბრალოდ ავღნიშნავ, რომ დღეს კომპიუტერისა და ინტერნეტის გარეშე ცხოვრება მართლაც ძნელია და 1 კვირას კი არა 1 დღეს ძლივს ვძლებ.

ეს ალბათ იმის ბრალიც იქნება, რომ მთელი დღე სახლში ვიყავი, არსად არ გავსულვარ და არც საფიქრალი მქონდა სხვა თორე 3 კვირაც გამიქაჩავს, ეგეთი computer-addict-იც არ ვარ 😀

დღის ბოლოს კომპიუტერს ვითხოვდი და როდესაც 11 საათზე ის “ჯაბახანა” მოიტანეს, ცოტა მომეშვა, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ ძალიან მიყვარს ჩემი ლეპტოპი ❤

ვორდპრესის 8 წელიწადი

2003 წლის 27 მაისს, ღია კოდის მქონდე პირველი პროექტი გახდა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი, პროექტი სახელად WordPress.

დღეს ვორდპრესი აღარ არის მხოლოდ ბლოგინგის პლატფორმა, ეს არის გზა შესწვდე უზარმაზარ აუდიტორიას.

დღეს ვორდპრესის მხარდაჭერით მუშაობს 45 მილიონზე მეტი ვებ-გვერდი.

მე არც თუ ისე დიდი ხანია ვხმარობ ამ პლატფორმას (იანვრიდან) მაგრამ თამამამ შემიძლია ვთქვა, რომ ის ყველა სხვა დანარჩენს სჯობს. მანამდე წელიწადნახევრის განმავლობაში ბლოგერის მომხმარებელი ვიყავი, შემდეგ გადავწყვიტე გადმოვბარგულიყავი და ვთვლი, რომ არჩევანი საუკეთესო პლატფორმაზე შევაჩერე. მიუხედავად რამდენიმე ნაკლისი (არ აქვს ფლეშის მხარდაჭერა) ის მაინც რჩება მსოფლიოს უმსხვილეს პლატფორმად და დღევანდელ HTML5 სამყაროში, სადაც ფლეში მალე არ იქნება საჭირო, ვორდპრესი გახდება ბლოგინგ პლატფორმებს შორის გამოკვეთილი ლიდერი.

მეტს, მაიკს და კიდევ სხვა ასობით მოხალისეს ვულოცავ ვორდპრესის დაბადების დღეს და მადლობას ვუხდი მათი სამუშაოსთვის! 🙂

P.S. ეს არის მე-300 პოსტი ^_^

ვორდპრესი – 2003 წლიდან დღემდე

This slideshow requires JavaScript.

Like ღილაკის პირველი დაბადების დღე

გაშვებიდან ზუსტად 1 წელიწადში, ფეისბუქის ლაიქ ღილაკმა დაიპყროინტერნეტი და ყოველდღიურად ის ათასობით ახალ ვებ გვერდზე ყენდება.

ფეისბუქმა ლაიქ ღილაკი პირველად თავის F8 კონფერენციაზე წარადგინა, Facebook Open Graph-სა და წამიერ პერსონალიზაციასთან ერთად. ამ ეპიკური ღილაკის გამოყენებით ფეისბუქმა თავისი კვალი დატოვა სრულიად ინტერნეტში. პირველ კვირაში ღილაკი დაყენდა 50, 000 გვერდზე, ხოლო ერთ თვეზე ნაკლებ დროში ამ რიცხვმა 100,000 მიაღწია.

და მას შემდეგ არც შეუჩერებია ზრდა. ხუთშაბათს ანუ გუშინ ფეისბუქმა განაცხადა, რომ ყოველდღიურად 10,000-ზე მეტ ვებ გვერდზე ყენდება ღილაკი, იგივე თქვა ფეისბუქიის COO-მ ოქტომბერში (თუ არ იცი რას ნიშნავს COO ნახე ეს). ანუ ლაიქ ღილაკს ზრდა არ შეუჩერებია 6 თვის განმავლობაში. ფეისბუქმა განაცხადა, რომ 2.5 მილიონზე მეტმა ვებ გვერდმა მოახდინა მასთან (ფეისბუქთან) ინტეგრაცია.

ფეისბუქის ამ წარმატებას უკვალოდ არ ჩაუვლია. სულ ცოტა ხნის წინ Google-მა გაუშვა “+1” ანუ თავისი პასუხი ფეისბუქს,  ასევე Eventbrite-ის მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ ერთი “ლაიქი” ერთ “ტვიტზე” უფრო ძვირია ანუ უფრო მომგებიანია.

რას ფიქრობ შენ ლაიქ ღილაკზე? მან ხომ მნიშვნელოვნად შეცვალა ვებ-სერფინგის ჩვევები?

როგორ დავიძინო ადრე? >..<

ბოლო დროს დილის პრობლემამ ძალიან შემაწუხა, მას შემდეგ რაც დილით ადრე ადგომა მიჭირს და ყოველ ადგომას მთელ ტანში ტკივილი მოყვება, ყოველდღე ვფიქრობ იმაზე, რომ საღამოს დასაძინებლად ადრე წავალ, რომ კარგად გამოვიძინებ და რომ დილით მშვენიერი ხასიათზე ავდგები.

მაგრამ ეს ჩემი “რეზოლუცია” ყოველთვის შეუსრულებელი რჩება, სხვადსხვა მიზეზების გამო.

1. ორშაბათი

ორშაბათი საკმაოდ გადატვირთული დღეა, საშინელი ცხრილი, შემდეგ კიდევ ქართული, უამრავი სამეცადინო, რაც იწვევს იმას, რომ დავალების კეთება დაახლოებით 8-9 საათზე მთავრდება, შესაბამისად ადრე დაძინება აღარ გამოდის, რადგანაც მინდა შევიდე ფეისბუქზე, ბლოგზე, ფორუმზე ან უბრალოდ დავისვენო, არაფერი არ ვაკეთო და ვიუსაქმურო. + საღამოს “ნიჭიერია” და მისი ყურებაც მინდა, ასე რომ ღამის 12-მდე დაძინება არ გამოდის.

2. სამშაბათი

სამშაბათი სკოლისა და გაკვეთილების მხრივ მსუბუქი დღეა, მაგრამ სახლში ინგლისური, შესაბამისად ისევ დაახლოებით 8 საათამდე ან 9-ის ნახევრამდე მეცადინეობა, შემდეგ ისევ თავისუფალი დროის ნაკლებობა. სამშაბათს “ნანუკას შოუ” გადის და ჩემ თავის გადამკიდე შევყვები ხოლმე ყურებას 😀 ვამბობ, რომ 5 წუთში წავალ დავიძინებ, 10 წუთში ავდგები კომპიუტერიდან მაგრამ მაინც, სანამ ძალიან არ შემოღამდება და არ გამახსენდება, რომ დილით 8-ის ნახევარზე ვარ ასადგომი, დასაძინებლად არ მივდივარ.

3. ოთხშაბათი

ოთხშაბათი სკოლის მხრივ დატვრითული, მაგრამ ყველაფერი დანარჩენის მხრივ მსუბუქი დღეა, არ მაქ არ ინგლისური, არც რაიმე დამატებითი, არც რაიმე გადაცემა გადის საღამოს, რომლის ყურებასაც შევყვები, მაგრამ მაინც არ ვიძინებ ადრე. სავარაუდოდ ოთხშაბათ საღამოს კომპიუტერთან ვატარებ ან თუ ამაყენებენ iPod-თან და ისევ ვითხრი თვალებს.

4. ხუთშაბათი

ხუთშაბათს 3 ქართული მაქვს+დამატებითი, ეს იმას ნიშნავს, რომ “ვეფხისტყაოსნის” მინიმუმ 3 თავი მაქვს მოცემული, საღამოს გვიან მოვდივარ, სიზარმაცის გადამკიდე ნელა ვმეცადინეობ, დრო იპარება, ისევ 8 საათია, ისევ თავისუფალი დროის ნაკლებობა, საღამოს “პროფილი”, მაიას გადაცემებს კარგად უნდა გავეცნო, მალე ალბათ შევხვდები და რამეზე ხომ უნდა ველაპარაკო.

5. პარასკევი

პარასკევს სკოლაში მათემატიკა (დამატებითი), სალხში ინგლისური, მაგრამ შაბათს ადრე ხომ არ ვარ ასადგომი, ამიტომაც პარასკევი არ ითვლება.

6. შაბათი

არც შაბათი ითვლება, კვირას დილით არსად არ ვარ წასასვლელი.

7. კვირა

კვირაც საღამოს გერმანული, შემდეგ ამავე გერმანული მეცადინეობა, კომედი შოუს ყურებისა და კომპიუტერთან კიდევ “5” წუთის გატარების სურვილი. ეს მთავრდება ისევ და ისევ ღამის დაახლოებით 12 საათზე დაძინებით.და ასე გრძელდება დღიდან დღემდე და კვირიდან კვირამდე. საბედნიეროდ მხოლოდ ეს წელია რაც ასე ვარ 😀
ახლა ალბათ ფირობთ აქ რომ ზიხარ და პოსტს წერ არ სჯობს წახვიდე და დაიძინოო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ საღამოს, ძილის წინ, არ ვარ ისე დაღლილი როგორც დილით ადგომისას, ნეტა ვიყო, თან ახლა ფეხბურთია, მაგრამ გადაწყვეტილია დავწერ და წავალ დავიძინებ.
ალბათ უკვე არა ერთხელ მითქვამს ეს, მაგრამ დღეიდან უნდა შევეცადო კომპიუტერთან რაც შეიძლება ნაკლები დრო გავატარო, რადგანაც თვალები მაქ თუ ვერნილაკის H რომელიღაც ფერი, წითელი არ ყოფილა რეკლამაში.

წმინდა პატრიკის დღე

მდინარე ჩიკაგოს ყოველ წელს ღებავენ წმ. პატრიკის დღის აღსანიშნავად

 

წმინდა პატრიკის დღე ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც მთელ მსოფლიოში 17 მარტს აღინიშნება. მან სახელი მიიღო წმინდა პატრიკის საპატივსაცემოდ (ჩვ.წ. 387-461 წწ.), რომელის ძირითად ირლანდიაში არის ცნობილი. წმინდა პატრიკის დღე ოფიციალურ დღესასწაულად გამოცხადდა მე-17 საუკუნის დასაწყისში და შემდგომ გახდა ირლანდიური კულტურის ზეიმი.

დღე ძირითადად აღინიშნება ეკლესიაში წირვაზე დასწრებით, მწვანე ფერის ტანსაცმლის ტარებით და რაც შეიძლება ბევრი დალევით (ირლანდიაში).

წმინდა პატრიკის დღე სახალხო დღესასწაულია ირლანდიის რესპუბლიკაში, ჩრდილო ირლანდიაში, ნიუფაუნდლენდსა და ლაბრადორში და მონტსერრატში. ის ასევე ფართოდ აღინიშნება ირლანდიური დიასპორის მიერ გაერთიანებულ სამეფოში, კანადაში, აშშ-ში, არგენტინაში, ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში.

 

მწვანე ფერის ტანსაცმლის ჩაცმა

თავდაპირველად წმინდა პატრიკის დღესთან დაკავშირებული იყო ცისფერი ფერი, მაგრამ შემდგომში მწვანე უფრო მეტად დაუკავშირდა. მწვანე ბაფტებსა და სამყურა ფოთლებს ატარებდნენ ამ დღესასწაულზე მე-17 საუკუნიდან. თანაც ამბობენ, რომ წმინდა პატრიკი სამყურა ფოთოლს იყენებდა წმინდა სამების  პრინციპის ასახსნელად ირლანდიელებისთვის.

 

 

წელს სამწუხაროდ ვერვინ ვნახე ვინც ამ დღეს ჩემთან ერთად აღნიშნავდა და იმედია მომავალ წელს მოინახება ვინმე ირლანდიის მოყვარული.


 

 

გილოცავ დაბადების დღეს ჩაკ!

დღეს იმ ადამიანის დაბადების დღეა რომელსაც ძალუძს რამდენიმე ადამიანის ერთად დაბეჟვა, ბრაილის ენაზე ლაპარაკი, რომლის ცრემლები კიბოს კურნავს და რომელიც ყველა თავის პრობლემას ძალადობით წყვეტს:

უნივერსიტეტში სწავლისას, მათემატიკის ტესტის წერისას, ჩაკ
ნორისმა ყველა დავალებას ამოხსნაში სიტყვა

“ძალადობა” ჩაწერა და A+ აიღო, იმიტომ რომ ჩაკ ნორისი ყველა მის პრობლემას “ძალადობით” ჭრის.

ხო ხო ეს ის ჩაკია რომელზესაც უამრავი საინტერესო ფაქტი მოიძებნება ინტერნეტში… ხო ეს ჩაკ ნორისია და გუშინ/დღეს ამერიკულ და ჩვენ დროში ავირიე, მისი 71-ე დაბადების დღე იყო/არის.

ეს ადამიანი დღეს საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლდო ფილმების არამედ ამ “საინტერესო” ფაქტების გამო, მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე მათგანი.

ჩაკ ნორისს შეუძლია ხმელეთზე ცურვა.

ღმერთმა შექმნა მსოფლიო,ჩაკ ნორისმა მზე.

ჩაკ ნორისის სახლს კარები არ აქვს, იგი კედლებში დადის,

ჩაკ ნორისი რეკავს აიპოდიდან.

ჩაკ ნორისი წვერს ყოველ 10 წუთში იპარსავს.

ჩაკ ნორისი კბილებს ეკლიანი მავთულით იხეხავს.

ჩაკ ნორისმა XBOX 360 ის თამაშები Playstation 2 დან გადმოწერა.

ჩაკ ნორისს შეუძლია ჭიქა მოღუნოს

ერთხელ ვამპირმა ჩაკ ნორისს უკბინა ვამპირი ჩაკ ნორისად გადაიქცა და მოკვდა.

ჩაკ ნორისი კბილებს სამართებლით იხეხავს.

ჩაკ ნორისს შეუძლია 10 მდე დათვლა 2 წამში.

როცა ჩაკ ნორისი ხახვს არჩევს,ხახვს ეტირება.

ჩაკ ნორისის შეუძლია ციგურაობა ველოსიპედით.

ერთხელ ჩაკ ნორისმა იტირა..და ტქვა მაპატიე ნოე წყალდიდობისთვის.

საჩემო ამინდი და დღე…

მარტი დაიწყო და დაიწყო წვიმები ❤ ახლა მთელი მარტი უნდა იწვიმოს, იწვიმოს, იწვიმოს და კიდევ იწვიმოს ❤ დღეს მშვენიერი დღეა სახლში დასარჩენად, ჩაის დასალევად, ტელევიზორის საყურებლად (ნუ Top Gear-ის) ან წიგნის წასაკითხად.

გუშინ საღამოს კინოში წასვლა გადავწყვიტე და ამიტომაც დღეს დილით ადრე ავდექი, საათის 10-ზე. ვიფიქრე, რომ ადრე დავიწყებდი მეცადინეობას, ადრე მოვრჩებოდი და სახლიდან გავარდნა არ მომიწევდა, მაგრამ სახლიდან ორჯერ გასვლამ და საუზმობამ მეცადინეობა მხოლოდ 2 საათზე დამაწყებინა. დიდი არაფერი… “ვეფხისტყაოსნის” 2 თავი მინდოდა დამეწერა და დავწერე კიდევაც… ვამაყობ ჩემი თავით… ორი საშუალო თავი 2 საათზე ნაკლებ დროში დავწერე… კინო 6-ზე იწყება, ბილეთები დაჯავშნულია და ამიტომაც 5 საათზე იქ უნდა ვიყო… ისევ მომიწევს სახლიდან სირბილით გასვლა, რადგანაც დროს აშკარად ვერ მოვზომავ… ხო “მეტი ვიდრე სექსზე” მივდივარ… ხო მეც ვიფიქრე, რატომ მივდივარ? ამაზე შემომთავაზეს და მაგიტო… დღეს მგონი პრემიერაა და რევიუსაც დავწერ საღამოს.

დღეები ისევ ამერია… დღეს შაბათი მგონია…

ახალი გადაწყვეტილება მივიღე… დასვენების დღეებში და შაბათ-კვირას ძალიან გვიან არ უნდა ავდგე, რადგანაც შემდგომ მთელი დღე მეკარგება, ვერაფერს ვერ ვასწრებ და ღამეც მალე მოდის… დღეს კი რაღაც კარგად გაიწელა დღე…

როგორ მეზარება ახლა სახლიდან გასვლა… თან გარეთ წვიმს ან წინწკლავს, ცივა, ქარი უბერავს… ჩაი მინდა… შევევდები 8 საათამდე სახლში ვიყო, რომ Top Gear-საც მივუსწრო…

წავედი მე მოვემზადე და ამ კარგ სიმღერას გიტოვებთ. ეს ის არაა რაც თავიდან გეგონებათ. Glee-ის დარემიქსებულია. ასწორებს.

ფიქრები ვალენტინობაზე

ახლოვდება ეს დღეც… 14 თებერვალი, 2011-ში ალბათ ყველაზე არასასურველი დღე იმიტომ, რომ ის ცოტა ხნის წინ წავიდა, ძალიან შორს და ППЦ რა ცუდია…

არაფერს არ ვაპირებ… მაგრა მკიდია წელს… დასვენების დღე მაინც ყოფილიყო დაისვენებდა ადამიანი მაგრამ…

სკოლაში დამრიგებელი ისევ ჩვეულებრივად დაიწყებს, რომ ბიჭებს გოგოებისთვის ერთი ია მაინც ხომ უნდა მოგვეტანა, რომ უყურადღებოები ვართ, მე კი ისევ შევეწინააღმდეგები და ვეტყვი, რომ ყველას არც უნდა აჩუქო რამე ვალენტინობას.

ისე ბოლო დროს ძალიან შევეჩვიე მუდმივ წინააღმდეგობას, რომელსაც ვაწყდები მე და შემდეგ სხვებს ვუხვედრებ წინ. არასოდეს მიყვარდა მასწავლებლებთან ზედმეტი საუბარი, მომცემდა შენიშვნას, თავს დაუქნევდი და დავჯდებოდი ისევ ჩემ ადგილას, მაგრამ ახლა იმხელა სურვილი მაქვს შევეპასუხი, მითუმეტეს მაშინ როდესაც ვიცი, რომ მართალი ვარ და ის სრულ სისულელეა მიმტკიცებს, თავს ვეღარ ვიკავებ. მითუმეტეს ახლა როდესაც “ვეფხისტყაოსანს” გავდივართ, დამრიგებელია მიეჩვია ამ ჩემ მუდმივ წინააღმდეგობას და ახლა ირონიით მეკითხება ხოლმე ვეთანხმები თუ არა…

დღის ბოლოს ვინმე თავის გამოჩენას დააპირებს, დედიკოს დაურეკავს, გოგოებისთვის ყვავილებს ან კიდევ რამე სისულელეს ამოატანინებს, მეორე დღე როდესაც მასწავლებლები კვლავ დაუბრუნდება ჩვენი უყურადღებობის თემას და იტყვის რომ პარალელურ კლასებში გოგოებმა მიიღეს საჩუქრები, რომელიმე კლასელი გოგო წამოიძახებს აი ამან გვაჩუქა გუშინ ყვავილები, მას მთელი კლასის წინ შეაქებენ, ყველაზე ყურადღებიანის სტატუსს მიანიჭებენ. ისიც შეიფერებს, იტყვის აბა რაო, მერე დაჯდება, ისე დაიჭერს თავს თითქოს კიდია, მაგრამ მერე კიდევ ერთი 100-ჯერ შეგახსენებს, ხუმრობით, მაგრამ მაინც ნერვებზე მოქმედებით…

მომიწევს წუწუნის მოსმენა ერთი ადამიანისგან, რომ მას არაფერი აჩუქეს წელს… თუმცა მასთან ლაპარაკი მსიამოვნებს…მისი წუწუნის მოსმენაც კი…

არ ვიცი რატომ შემძულდა ეს დღე. ალბათ იმიტომ რომ ყველა ცდილობს ამ დღეს შეყვარებული გამოჩნდეს ან პარტნიორიანი მაინც… ამას ზედა პათოსიც დაამატოს და სრულიად ამაზრზენი რამ გამოვა…

ადამიანი, რომელსაც წლების მანძილზე ჩემ ერთ-ერთ საუკეთესო მეგობრად მივიჩნევდი, დღეს თითქმის უმნიშვნელოა ჩემთვის… ის ძალიან შეიცვალა.. ერთი წელი არ მინახავს და სრუალიად სხვა ადამიანი გახდა, უყვარს ყველაფერი გადამეტებული, ყველაფერი ბარსელონასი და ამითაც მიშლის ნერვებს. იმიტომ არა, რომ გოგოა და ფეხბურთი ევასება, უბრალოდ იმიტომ რომ პონტის გამოა ჩაციკლული ბარსელონაზე, პონტის გამო აქ ბარსელონას მაიკა და პონტის გამო იცავს თავგამოდებით ბარსელონას, როდესაც მასზე რამე ცუდს გაიგებს.

ამხელა წუწუნი-პოსტი გამომივიდა, მაგრამ ახლა უკეთ ვგრძნობ თავს…

წელს მკიდია ვალენტინობაც და ყველა ზემოთხსენებული ადამიანის დაკიდებასაც შევეცდები, მაგრამ ცუდი ის არის რომ ვერ ვიკიდებ, რამდენჯერ შევპირდი ჩემ თავს, რომ ერთი-ორ ადამიანთან ყველანაირ ურთიერთობას შევწყვედდი, გარდა გარემოებებით გამოწვეული შემთხვებისა, მაგრამ არც ეგ არ გამომდის…

ზუსტად 7 წლის წინ…facebook გილოცავ

ზუსტად 7 წლის წინ, 4 თებერვალს მარკ ცუკერბერგმა ჰარვარდის საერთო საცხოვრებლის თავისი ოთახიდან გაუშვა ჩემი საყვარელი სოციალური ქსელი facebook რომელსაც თავიდან thefacebook ერქვა და რომლის ჰედერზეც ახალგაზრდა ალ პაჩინო იყო გამოსახული.

ზედმეტი სიტყვების გარეშე ვულოცავ facebook-ს დაბადების დღეს და განვითარებას ვუსურვებ მარკს კი ახალ გენიალურ იდეებს.

[posted from WordPress for iOS]

%d bloggers like this: