აკუკებულ ხასიათზე

მეხუთე თუ მეექვსე დღეა ბათუმში ვარ, მედია ბანაკში, საკაიფო სასტუმროში, ბევრი ფულით – თითქოს კაი პონტი უნდა იყოს, მეც ასე მეგონა და ასეთ ბანაკში ნამყოფი მეგობარიც წარმოუდგენელ გართობას შემპირდა – მაგრამ არა, ყველაზე დიდი სირობაა მგონი სადაც კი ვარ ნამყოფი.

სემინარის პონტში არა – სემინარების გარეთ – ყოველდღე აპირებენ რაღაცის გაკეთებას, სადმე გასვლას, მაგრამ ბოლოს ყველა კომპიუტერებთან ვზივართ საკონფერენციო დარბაზში, ფეისბუქზე და არაფერს არ ვაკეთებთ.

ნელნელა ეს ყველაფერი ყელში ამოდის, მბეზრდება, სიტუაცია იძაბება იმიტომ, რომ არაფერს ვაკეთებთ ჭამის და ლაპრაკის გარდა, დღის ბოლოს ყველა ერთმანეთზე გაბრაზებულია, ყველა ნერვებაშლილია და ახლა ვერავის ვერ ვითანხმებ ჩილიმის მოწევაზე.

ბლია, ასე არასდროს არ ყოფილა >.<

Advertisements

ახლა რა ხდება…და სიახლეები

დღეს ფიზიკის მონიტორინგი ვწერეთ, ვინც არ იცით გეტყვით რომ ჯოულთან, ლენცთან, პასკალთან და სხვებთან დიდი მეგობრობა არ მაკავშირებს, ამიტომაც ტრადიციისამებრ შპარგალკით შეიარაღებული გავემართე დარბაზისკენ… სულ რამდენიმე, კერძოდ კი 4 კაცი ვწერდით, რადგანაც “სამონიტორინგე” გაკვეთილზე გოგოებს პროექტის პრეზენტაცია ჰქონდათ და გაცდა, შესაბამისად ბოლოზე ვწერდით.

დაარიგეს. გამისწორდა, რაღაცები მახსოვდა, რაღაცები ვნახე და შპარგალკა ამეცა… დავრჩი სამი ამოუხსნელი ამოცანით და არაფრით ხელში და რაღაც ნარჩენებით თავში.

ყველაფერი დავწერე და გამოვედი… მგონი 1 შეცდომა აღმომაჩნდა, მაგრამ ჩავედი უკან. გადასწორების უფლება მომცეს, გამოვედი, მაგრამ შემდეგ კიდევ მომინდა გადასწორება და ისევ შევბრუნდი 😀 გადავასწორე და გამოვედი.

ხვალ ქართულში მაქვს მონიტორინგი, უკვე ესოდენ შეძულვებულ “ვეფხისტყაოსანზე”. მთელი 8 სტროფი ზეპირად, კიდევ რაღაც აფორიზმები… მოკლედ ტვინის ხვნა…

კიდევ კარგი დღეს ქართულზე არ დავრჩი, თორემ ჯერ კიდევ “იმის” სწავლაში ვიქნებოდა… აი მართლა ყელშია უკვე ამოსულა, მაგრამ დაახლოებით 300-400 სტროფი დაგვრჩა და მორჩა… რა კარგია ❤

შემდეგ განახლდება ქართულის ნორმალური გაკვეთილები… იგავ-არაკები დარჩა პროგრამაში და მორჩა.

“ალიანტეს” თითქოს თავი მივანებე, მაგრამ ვცდილობ… ესეც დროის უქონლობის გამო.

შაბათს მგონი Google TechTalk-ზე მივდივარ, მგონი იმიტომ, რომ მგონი დავრეგისტრირდი 😀

ახლა მშია ძალიან, მაგრამ გვიანია უკვე, მაგრამ მშია და ალბათ შევჭამ 😀

მეცადინეობას გვიან რომ ვამთავრებ ადრე ვერ ვჭამ…

სულ მალე ბლოგზე სავარაუდოდ მრავალი სიახლე იქნება, მათ შორის ექსკლუზიური პოსტები, ინტერვიუები და ადამიანები იმ მხრიდან რომლიდანაც თქვენ ისინი არ გინახავთ.

სამწუხაროდ დროის უქონლობის გამო თავს ვერ ვაბამ მაგრამ ყველანაირად შევეცდები.

მათემატიკაც შეიძლება იყოს სახალისო… და დღეს

ჩემი სკოლა ❤

გუშინ დასვენება იყო და ფეისბუქის სტატუსებიდან და მარშრუტკაში თავისუფალი ადგილებიდან გამომდინარე დღეს ნახევარი სკოლა არ იყო მოსული. წინა წინადადება კარგად ვერ დავაწყვე, მაგრამ მგონი ძირითადი აზრი გასაგებია.

როდესაც გუშინ ვიკითხე, თუ ვინ მოდიოდა სკოლაში უმრავლესობამ დაწერა რომ არ მოდიოდა, უფრო სწორედ კი ყველამ ერთის გარდა.

მარშრუტკაში მართლაც სიხალვათე იყო, როგორც ქიმიის მასწავლებელი ქ-ნ თამარი იტყვის ხოლმე და ქ-ნ ნათელას გადასძახებს რამეს. ერთმანეთს მართლაც თქვენობითა და ქალბატონობით ესაუბრებიან, არადა ყველანი დაახლოებით  ერთი ასაკის არიან და ერთმანეთს დიდი ხანია რაც იცნობენ.

მაგრამ დღეს დილით სულ 5-6 ვიყავით. მგონი მარტო ჩვენი მარშრუტკა იყო ასეთი ცარიელი, რადგან სხვა მარშრუტკები გადატენილები ამოვიდნენ (ზოგი).

დღეს ბოლო 2 კვირის განმავლობაში პირველად დავდექი არჩევანია წინაშე.

დავრჩენილიყავი მათემატიკაზე? თუ წავსულიყავი კლასელთან და მეთამაშა X-Box-ზე. თავიდან ეს უკანასკნელი ვარჩიე, ყველაფერიც მოვაგვარე მაგრამ მაინც მათემატიკაზე დავრჩი, იმიტომ რომ… იმიტომ რომ კლასელი არ დავტოვე მარტო… ძალიან არ მინდოდა დარჩენა, მაგრად რადგანაც სამეცადინო არაფერი მაქვს (მათემატიკა დაწერილი მაქვს, რუსულს, ინგლისურსა და სამოქალაქოს კი არაფერი მოუცია. ბიოლოგიის მასწავლებელი არ იყო.) გადავწყვიტე დავრჩენილიყავი. თავიდან ვინანე, რადგანაც არავინ არ დარჩა, არც ინგლისურზე. ყველა წავიდა. მარტო მე და ჩემი კლასელი და 25 წუთი გაკვეთილის დაწყებამდე. გაკვეთილამდე მოვასწარი 3 ზეფირის ჭამა 😀 აი-პოდზე ფეხბურთის თამაში და ძლივს ავედი მეოთხე სართულზე, თანაც დაგვიანებით.

დღეს მასწავლებელს წიგნი დარჩა და აბიტურიენტების წიგნიდან ლოგიკურ ამოვაცანებს ვაკეტებდით, კიდე ვენის დიაგრამებზე და საოლიმპიადოებს. ძალიან მარტივი ყოფილა, უბრალოდ დანახვა უნდა ❤

კიდევ მათემატიკოსებზე, ფიზიკოსებზე, მათემატიკასა და ფიზიკაზე გველაპარაკა და როგორც იქნა გავიგე რა არის ფაქტორიალი (x!) მაგარი დღე იყო… მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში დავრჩი 5 საათამდე. ❤

დღეს და ეს კვირა.

დღეს

დადგა პარასკევი და თავისუფალი დროც გამოჩნდა, გინდა დასასვენებლად გინდა აქ შემოსასვლელად. რამდენიმე დღეა არაფერი დამიწერია, დღეს კი შემიძლია როგორც ყოველთვის გვიან დავწვე, მაგრამ ხვალ რვის ნახევარზე ადგომა არ მომიწევს და საკაიფოდ გამოვიძინებ.

ბოლო დროს ძილის ნაკლებობა მაწუხებს, ყოველდღე ჩემ თავს ვეუბნები, რომ ადრე დავწვები, მაგრამ ეს მხოლოდ შეუსრულებელ დაპირებად რჩება. დღეს სამოქალაქოზე იყო პირობის დადებაზე და შემდეგ მის შესრულებაზე საუბარი და მაშინვე ეს გამახსენდა, მაგრამ მე ხომ არ მიყვარს შეპირება, მხოლოდ ჩემ თავს ვპირდები რაღაცებს. უკვე 1 კვირაა ვგეგმავ დირექტორთან ასვლას და საიტთან და ფეისბუქი გვერდთან დაკავშირების რჩევების მიცემას, მაგრამ მავიწყდება. დღესაც დამავიწყდა. თუმცა დღეს ადრე დაწოლას არ ვაპირებ, ძალიანაც არ გავწელავ.

დღეს მათემატიკაზეც დავრჩი და Call of Duty: Zombies-ც ვითამაშე ქსელში ძმაკაცთან. მაგრად გაასწორა, უბრალოდ მხოლოდ პარასკევობით ვახერხებთ თამაშს, კლასელები აი-პოდებისადმი დამოკიდებულების გამო.

მარშრუტკაში (პატარების) კიდევ ერთხელ მომიშალეს ნერვები. მე-3 და მე-4 კლასელები რამ გააუზრდელა და უფრო პატარებიც, ისე ხმამაღლა ყვიროდნენ ისეთ ცუდ სიტყვებს რო…

სამეცადინე მარტო ინგლისურიღა დამრჩა.

კვირა

 

სიახლეებით დატვირთული კვირა იყო, მაგრამ ეს ალბათ მხოლოდ ჩემთვის. ახალი მაკბუკები გამოვიდა (Pro). ახლა ისინი უფრო სწრაფები, მსუბუქები და მაგრები არიან. როგორც ყოველთვის.

2 მარტს iPad 2 გამოდის, უკვე ოფიციალურია, Apple-მა მოსაწვევებიც კი გააგზავნა, რომლებიც ასე გამოიყურება:

Apple ისევ თავის სტიქიაშია და ცდილობს ყველაფერი დაამთხვიოს ერთმანეთს. 2 მარტი. მეორე აი-პედი.

ცუდი ისაა, რომ რაც არ უნდა ახალი მაკი ან რამე აი-ნივთი იყიდო, დაახლოებით ერთ წელიწადში ან ოდნავ მეტში კიდევ ახალი გამოვა, ახალი შესაძლებლობებით, რომელიც შენ ძველ მოდელს არ ექნება და რა თქმა უნდა მოგინდება უფრო ახალი იყიდო, რომელიც 12-14 თვეში დაძველდება და მას კიდევ უფრო ახალი მოდელი ჩაენაცვლება.

მალე ახალი აი-პოდ თაჩები და აი-ფონებიც გამოვა და მეოთხე თაობაც წარსულს ჩაბარდება, ამას მოყვება iOS 5-იც. Apple არასოდეს არ წყვეტს ახალი მოდელების გამოშვებას. :/

 

ამ კვირაში თითქოს მანდატურები უნდა მოსულიყვნენ, მაგრამ არ მოსულან.

ხუთშაბათს დამატებითი ქართული გაგვიცდა. დაგვადეს და მასწავლებელების მარშრუტკით მოგვიწია წამოსვლა. გარეთ რომ გავედით ყველა წასული იყო და ძალიან მაგარი სიჩუმე იდგა. არ ისმოდა არც მანქანების და არც ბავშვების. თან პატარების მარშრუტკაში წამოსვლასაც გადავრჩი, ნაკლები ვიმეცადინე და დავისვენე.

მეტი არაფერი.

 

:ოფფ:

 

პირველად სკოლაში[არდადეგების შემდეგ] :/

ხომ ვამბობდი, რომ არ უნდა წავსულიყავი დღეს. მარშრუტკა გამცდა, კიდევ კარგი ბახტრიონიდან რომ ჩამოდიოდა მივუსწარი[არადა ადრე ჩამოვედი, როდის მოდიოდა ასე ადრე? :/].

მთელი დღე არაფერი მიკეთებია. ნახევარზე ნაკლებნი ვიყავით. ქართულმა მაინც მოგვცა ვეფხისტყაოსნის ერთი თავი :/ უკვე დავწერე. ხვალ მგონი არ მივდივარ სკოლაში და მიხარია.

უბანძესი დღე იყო და ნერვები მომეშალა. არ მახსოვს რაზე, მაგრამ რომ მომეშალა ნაღდად მახსოვს. არც მინდა მიზეზი მახსოვდეს, უბრალოდ ახლა ცოტა უნდა ვიჰაკაო და მერე დავწერ შედეგს.

ააა… გამახსენდა რაზეც მომეშალა.

კიდე ოლიმპიადის პასუხებს ველოდები 😐 მალე დაიდოს რა :/

%d bloggers like this: