როგორ დავწეროთ სიტყვა “ელ.- ფოსტა”

მანამ სანამ შეიქმნებოდა ინტერნეტი და გაიგზავნებოდა პირველი ელექტორნული წერილი ან შეიქმნებოდა პირველი ინტერნეტ-გვერდი (ასე დავარქმევ ამ ეტაპზე) არავინ ხმარობდა სიტყვა ელექტრონულ ფოსტას, მისი ხმარება უბრალოდ არ იყო საჭირო და შესაბამისად არც იყო ამ ორი სიტყვის შემოკლება საჭირო.

მაგრამ დღეს ელექტრონული ფოსტა ალბათ უმსხვილესი საფოსტო კომპანია იქნებოდა, თუკი ყველა მეილ კლიენტს გააერთიანებდი, რეალურად ჩვეულებრივი ფოსტით აღარავინ სარგებლობს, თითქმის აღარავინ.

მაგრამ როგორ უნდა შევამოკლოთ “ელექტრონული ფოსტა” ?

მცირე background

ინგლისურად ელექტრონული ფოსტა არის electronic mail, მას ადრე შემდეგნაირად ამოკლებდნენ e-mail, e mail, e.mail, email და შეიძლება კიდევ ბევრნაირადაც, მაგრამ რამდენიმე თვის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება ამ სიტყვის მართლწერასთან დაკავშირებით და იმ დღიდან სწორი ფორმა ასე გამოიყურება: email იგივე იქნეს ვებგვერდს, რომლის სწორი ფორმაა website და არანაიტი ტირე, დატოვებული ადგილი (aka პრობელი) და ა.შ.

ვიცი რომ ძალიან სულელურ და უმნიშვნელო რაღაცს ვწერ, მაგრამ საქართველოში “ელექტრონულ ფოსტას” ასე “ელ.ფოსტა” და ვებგვერდს ასე “ვებ-გვერდი” ამოკლებენ, მაშინ როდესაც ეს უკვე ჩამოყალიბებული სიტყვებია და არა მხოლოდ ორი შეერთებული სიტყვა და ხომ არ სჯობს, რომ ვწეროთ ასე: ელფოსტა, ვებგვერდი?

Advertisements

მე რომ მასწავლებელი ვყოფილიყავი

მასწავლებლობაზე როგორც პროფესიაზე არასოდეს მიფიქრია, მაგრამ დღეს არაფერი მომდიოდა თავში ამიტომაც პლინკი-ზე შევიხედე და ეს თემა ვნახე და გავაწყვიტე დამეწერა…

თუკი მასწავლებელი ვიქნებოდი მინდა ლიტერატურის ან რაიმე მეცნიერების მასწავლებელი ვყოფილიყავი, მაგრამ არა უბრალო მასწავლებელი არამედ ჩემ სპეციალობაში უფრო მეტად განსწავლული და ჩარღმავებული.

გაკვეთილს ჩავატარებდი პრაქტიკული მაგალითებით სავსეს, ბევრი ინფორმაციით, მაგრამ საინტერესოდ.  ბევრს ვილაპარაკებდი და ბევრ დისკუსიას მოვაწყობდი…

მოსწავლეებს ბევრ დავალებას არ მივცემდი, კლასში უფრო მეტს ვამეცადინებდი, ბევრ მაგრამ საინტერესო პროექტს გავაკეთებინებდი, არ დავაწერინებდი, მაკეტებს და ა.შ. დავავალებდი.

თუ ვიტყოდი, რომ მოსწავლე კლასიდან გავიდოდა, ის მართლაც გავიდოდა და მე მას არ დავაბრუნებდი უკან… თუ გავიდა ე.ი  გავიდა და მორჩა. კარიდან აღარ დავაბრუნებდი და მეასეჯერ არ ვეტყოდი, რომ ეს ბოლო გაფრთხილება იქნებოდა.

თუ ვიტყოდი რომ ჟურნალში ორიანს ჩავუწერდი ან რაიმე სხვა ნიშანს მართლაც ჩავწერდი და არ-ჩაწერად არ მოვიმიზეზებდი დროის უქონლობას და არ ვიტყოდი, რომ შემდეგ ნიშანს გადავიტანდი, თანაც აუცილებლად რათა მისნაირებისთვის ჭკუა მესწავლებინა.

ეს არ მიყვარს ყველაზე მეტად მასწავლებლებში. გაგდებენ კლასიდან ან გიწერენ ჟურნალში ცუდ ნიშანს, შემდეგ წუთგაბრაზება ჩაივლის და შენ კლასში რჩები და ჟურნალში შენი სახელის გასწვრივ მდებარე უჯრები კი ცარიელი, ყოველ შემთხვევაში მათში დაპირებული ნიშანი არ წერია.

მასწავლებლები მოსწავლის “შეცოდებას” და “საქმის არ-გაფუჭებას” იმიზეზებენ, მაგრამ მირჩევნია კლასიდან ვიყო გაგდებული ვიდრე ასეთი სულელური პირობით დატოვებული.

ბოლოს ქართულმა გამაგდო სიცილის გამო, ავდექი და გავედი, მაგრამ 15 წუთში მაინც უკან შემოგვიყვანა… ჩვენ კი შუა თამაშში ვიყავით და მასწავლებელმა შეიცხადა: “აა…თამაშობთ კიდეც ხო?” და კლასში შეგვიყვანა. აბა რა უნდა გვეკეთებინა? ვკვდებოდით სიცილით.

კიდევ ელექტრონულ წიგნებს დავუშვებდი გაკვეთილებზე, მე სკოლაში ამას არავინ მიკრძალავს, პირიქით მიესალმებიან კიდეც, მაგრამ არიან მასწავლებლები, რომლებიც ამის წინააღმდეგნი არიან, სკოლას iPad-ებს ვაყიდინებდი და წიგნებს გავაელექტრონებდი. (iPad ცოტა არ იყოს ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ ფიქრებია, რომლებიც შეიძლება არასოდეს იქცნენ რეალობად)

მოკლედ მგონი კარგი მასწავლებელი ვიქნებოდი, შეიძლება ვასწავლო კიდეც, ოღონდ მაშინ როდესაც მე თვითონ ვისწავლი, როდესაც იქ ვიმუშავებ სადაც მინდა და როდესაც უკვე საქმე არ მექნება მაშინ, როდესაც ვასწავლი ჩემი სიამოვნებისთვის და არა ხელფასის გამო.

ელექტრონული წიგნები…ჩვენთან

დღესდღეობით ძალიან ბევრი ელექტრონული წიგნის წასაკითხი მოწყობილება არსებობს, დაწყებული შავ-თეთრი რიდერებით, რომლებიც ტელე-მარკეტებში იყიდება და დამთავრებული ამაზონის Kindle-ით, რომელიც სხვათაშორის ამაზონის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტია.

თუმცა ჩვენთან ამ ტექნოლოგიას სერიოზულად არ აღიქვამენ, რატომღაც და ეს მაშინ როდესაც ამერიკაში კოლეჯის წიგნები არსებობს აი-პედისთვის და საერთოდ სპეციალური პლანშეტების გამოყენებას აპირებენ წიგნების ნაცვლად… ჩემი აზრით ეს კარგი იდეაა, რადგანაც აღარ მოგვიწევს მძიმე და სქელი წიგნების ჩანთით ტარება, თანაც პლანშეტებს ის აქვთ კარგი, რომ ისინი ეკრანის სიკაშკაშეს გარემო პირობებიდან გამომდინარე არეგულირებენ და კითხვა მზის ქვეშაც შესაძლებელი ხდება.

სკოლაში რუსულის მასწავლებელი კვირაში ერთ გაკვეთილს ლიტერატურას, ამჟამად პუშკინს უთმობს, რაც კარგია, მაგრამ ამისთვის უნდა ვატაროთ სქელი წიგნები, თუმცა მარტივი გამოსავალი ვიპოვე. გადმოვიწერე აი-პოდში ელ. წიგნების წამკითხავი, ვიპოვე პუშკინის საჭირო ნაწარმოები. ზოგიერთი ნაწარმები უკვე მზად არის წასაკითხად ანუ არის სპეციალურ ფორმატში, დაყოფილია თავები და ა.შ. მაგრამ შეგიძლია შენთვითონაც გააკეთო, უბრალოდ სასურველი ტექსტი .pdf ფორმატში უნდა გადაიყვანო, რადგანაც ელ. წიგნების წამკითხველთა უმრავლესობა ამ ფორმატს აღიქვამს.

ხოდა როდესაც გაკვეთილზე წიგნის ნაცვლად აი-პოდი დავიდე წინ და ვაშტერდებოდი, პრინციპში ვკიტხულობდი, მასწავლელებლმა გამოწვევით მითხრა, აბა გააგრძელეო და თან გაეცინა, მაგრამ не тут-то было როდესაც მართლაც გავაგრძელე ძალიან გაუკვირდა… ძალიან… მითხრა რომ ასე კითხვა არ არის კომფორტული და უკუაგდო ყველა ტექნიკური მიღწევა.

რაც სპეციალიზირებულ რიდერებს შეეხება ჩვენთან გაყიდვაში გამოტანილი არ მინახავს, ვისაც აქვს როგორც წესი Amazon Kindle აქვთ, ამაზონიდან გამოწერილი. სხვათაშორის არც ისე ძვირი ჯდება, მოყვება USB კაბელი დასატენად და წიგნების გადმოსაწერად, აქვს Wi-Fi არის მოდელები, რომლებსაც 3G-ს მხარდაჭერაც აქვთ, მაგრამ დამატებითი მოდემის გამო ისინი უფრო ძვირია…

უბრალოდ მაინტერესებს ხმარობენ თუ არა ელექტრონულ წიგნებს ჩვენთან, ამიტომაც დაჰყავით ამ გვერდზე კიდევ 15 წამი, ჩადით ოდნავ ქვემოთ და უპასუხეთ კითხვას. 🙂

%d bloggers like this: