ბომბის კეთებას ნამცხვრის კეთება სჯობიაო

ბრიტანულმა დაზვერვის სააგენტომ მი-6-მა გატეხა ალ-ქაიდას ონლაინ ჟურნალი და ბომბის გაკეთების ინსტუქციები, ნამცხვრის რეცეპტებით ჩაანაცვლა.

დაზვერვის სააგენტოს აგენტებმა, ჟურნალში განათავსეს ელენ დიჯენერესის (მგონი ასე ჟღერს) შოუს მიერ გამოქვეყნებული ნამცხვრის რეცეპტები.

მანამდე კი ჟურნალში განთავსებული იყო სტატიები ბომბების აწყობასა და ოსამა ბინ-ლადენზე.

The Telegraph-ის ცნობით, ამგვარი ოპერაციის ჩატარების სურვილი პენტაგონსაც ჰქონდა, მაგრამ ის გამოძიების ცენტრალური სააგენტოს მიერ (CIA) იქნა დაბლოკილი.

ალ-ქაიდამ თავიდან გამოშვა თავისი ონლაინ ჟურნალი, მაგრამ ბრიტანული დაზვერვა მაინც განაგრძობდა ბომბების ინსტუქციების ნამცხვრის რეცეპტებით ჩანაცვლებას.

[Mashable]

მგონი ალ-ქაიდამ რამდენიმე დასკვნა უნდა გააკეთოს:

  • მათი ვებგვერდი გატეხილია
  • ბომბის კეთებას ნამცხვრის კეთება სჯობია

 

Advertisements

როგორ დავწეროთ სიტყვა “ელ.- ფოსტა”

მანამ სანამ შეიქმნებოდა ინტერნეტი და გაიგზავნებოდა პირველი ელექტორნული წერილი ან შეიქმნებოდა პირველი ინტერნეტ-გვერდი (ასე დავარქმევ ამ ეტაპზე) არავინ ხმარობდა სიტყვა ელექტრონულ ფოსტას, მისი ხმარება უბრალოდ არ იყო საჭირო და შესაბამისად არც იყო ამ ორი სიტყვის შემოკლება საჭირო.

მაგრამ დღეს ელექტრონული ფოსტა ალბათ უმსხვილესი საფოსტო კომპანია იქნებოდა, თუკი ყველა მეილ კლიენტს გააერთიანებდი, რეალურად ჩვეულებრივი ფოსტით აღარავინ სარგებლობს, თითქმის აღარავინ.

მაგრამ როგორ უნდა შევამოკლოთ “ელექტრონული ფოსტა” ?

მცირე background

ინგლისურად ელექტრონული ფოსტა არის electronic mail, მას ადრე შემდეგნაირად ამოკლებდნენ e-mail, e mail, e.mail, email და შეიძლება კიდევ ბევრნაირადაც, მაგრამ რამდენიმე თვის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება ამ სიტყვის მართლწერასთან დაკავშირებით და იმ დღიდან სწორი ფორმა ასე გამოიყურება: email იგივე იქნეს ვებგვერდს, რომლის სწორი ფორმაა website და არანაიტი ტირე, დატოვებული ადგილი (aka პრობელი) და ა.შ.

ვიცი რომ ძალიან სულელურ და უმნიშვნელო რაღაცს ვწერ, მაგრამ საქართველოში “ელექტრონულ ფოსტას” ასე “ელ.ფოსტა” და ვებგვერდს ასე “ვებ-გვერდი” ამოკლებენ, მაშინ როდესაც ეს უკვე ჩამოყალიბებული სიტყვებია და არა მხოლოდ ორი შეერთებული სიტყვა და ხომ არ სჯობს, რომ ვწეროთ ასე: ელფოსტა, ვებგვერდი?

%d bloggers like this: