ვეფხისტყაოსანი, ჰაგიოგრაფია – შინაარსი

იყიდება

ვეფხისტყაოსნის პერიფრაზი, სტროფების მიხედვით, დეტალური.

შუშანიკი

გრიგოლ ხანძთელი

აბო

იოანე და ექვთიმე

დეტალური პერიფრაზები.

ყველაფრის ფასი ერთად 30 ლარი

ყიდვის სურვილის შემთხვევაში დაწერე კომენტარი.

რაც მაღიზიანებს!

ბოლო დროს ძალიან ბევრი რამ დამიგროვდა რაც მაღიზიანებს, რაც მიშლის ნერვებს და რასაც ვერ ვიტან.

მეგობრები

  1. ბევრია თავგამოდებული მეგობარი რომელიც ამბობს, რომ ძალიან უყვარს, მთელ დღეებს შენთან ატარებს, გელაპარაკება ყველაფერზე, გიყვება ზუსტად იმდენს ანუ ყველაფერს, თვითონაც ყველაფერს გეკითხება, მაგრამ ეს მხოლოდ მანამ სანამ შენ თვითონ სჭირდები მას, არ აქვს მნიშვნელობა რატომ და რისთვის, მაგრამ როდესაც თავის “პრობლემებს” გადაჭრის, ყველაფერს მოაგვარებს, ახალ მეგობარს გაიჩენს, შენკენ აღარც გამოიხედავს, დაგიკიდებს…
  2. როდესაც ადამიანს სჭირდები მხოლოდ მაშინ როდესაც ახლოვდება მონიტორინგი (საკონტროლო) ან გამოცდა, დროის დანარჩენ პერიოდში ის ან არ ურთიერთობს შენთან ან კარგად არ ურთიერთობს, მხოლოდ საჭირო მომენტში ახსენდები და ამ საჭირო მომენტში შენ ვერ ეუბნები უარს, რადგანაც ის ასე თუ ისე მეგობარია. ამ მომენტში მაგრად არ მევასება ჩემი თავი, რადგან არ მძალუძს ვთქვა – არა.

ბავშვები

გუშინ ჩვეულებისამებრ ქართულიდან მოვდიოდი, როდესაც “მარშრუტკაში” ერთ-ერთმა გოგომ ამოიღო ჯერ ჩიფსები, შემდეგ, ორცხობილები, შემდეგ კი მარილიანი ჩხირები. მის გარშემო უმალ შეიქმნა კოალიცია, რომელიც მიირთმევდა ყველაფერ ზემოთხსენებულს, ყველაზე მეტად გამაღიზიანა დასვრილმა, გამოწვდილმა ხელებმა, მხოლოდ ერთი ბიჭი იჯდა თავისთვის და Demi Lovato-ს This is Me-ს თან უსმენდა და თან მღეროდა, ყველაზე მეტად კი იმან გამაღიზიანა, როდესაც მთელი ამ ავლა-დიდების პატრონმა გოგომ თქვა: “ვინაა ჩემი მეგობარი, ხელი აიწიოს!” და ყველამ ხელი აიწია… რატომ ცდილობს ის მეგობრების “ყიდვას”, არა ეს არ არის საჭირო სიტყვა, უფრო ჭმევას, შემდეგ ბავშვები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეს ყველა მოიტანდა რაღაცას, თითქოს არაფერი რაც გაღიზიანებად ღირდეს, მაგრამ ერთ-ერთი ბიჭის ფრაზამ ყველაფერი შეცვალა: “მოვატყუოთ ვითომ ზეიმია და მოვიტანოთ რაღაცები”.

ტ%#!ში შეძრომა

გულში ყველას ეზიზღება “ვეფხისტყაოსანი”, საპროგრამო, ზეპირად სასწავლი, მაგრამ როდესაც ამაზე მასწავლებელთან მიდგება საუბარი და ვამბობ, რომ ზეპირად სწავლა არის დროის ხარჯვა, ყველა ის ვინც “ჩუმად” ვერ იტანს პოემას იწყებს მტკიცებას, რომ ზეპირად სწავლა აუცილებელია და ა.შ. ვერ ვიტან ხალხს, რომელიც პოზიციას იცვლის სიტუაციიდან გამომდინარე, თუ არ გევასება მაშინ ბოლომდე არ გევასებოდეს, კლასელებშიც და მასწავლებელთან.

ე.წ. ვაზელინები. სიმღერა ვაზელინებზე

ვიცი რომ დედამიწაზე უფრო მეტი და სხვა გამაღიზიანებელი რამაა, მაგრამ მე ამ წუთას კონკრეტულად ზემოთხსენებული ამბები მაღიზიანებს.

ავთანდილის დახასიათება. კარგია?

სკოლაში დამავალეს ავთანდილის დახასიათება, დავწერე და ძალიან ცუდია?

ავთანდილი შოთა რუსთაველის პოემის, “ვეფხისტყაოსნის” ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია, გაიდეალებული შვილი, მეომარი, მიჯნური და მეგობარი. ადამიანი რომლის პატივი აღმზრდელისადმი, რისხვა მტრისადმი, სიყვარული მიჯნურისადმი და ნდობა მეგობრისადმი უსაზღვროა, რომლის მკლავი ქვაზე მაგარია, რომლის სიტყვა და ფიცი გაუტეხელია. ყველაფერი ზემოთხსენებული არის ავთანდილი, არაბეთის სპასპეთი, თინათინის მიჯნური, როსტევან არაბთა მეფის აღზრდილი, ტარიელისა და ფრიდონის მეგობარი. ხშირად ადამიანს მეგობრების მიხედვით სჯიან, ეს მეთოდი ზოგჯერ ამართლებს და ზოგჯერ არა, მაგრამ ავთანდილის შემთხვევაში ეს ხერხი, ადამიანის შეფასებისა და დახასიათებისა ნადმვილად არ იქნება ურიგო, რადგანაც ავთანდილს მართლაც მისი შესაფერი მეგობრები ჰყავს: ფრიდონი და ტარიელი ან პირიქით, რადგანაც მან ჯერ ტარიელი გაიცნო.

ავთანდილის თვისებების ჩამოთვლა ძალიან მარტივია, ის არის მამაცი, ერთგული, უშიშარი, მოყვრისთვის სიცოცხლის გამწირავი და ამავდროულად სენტიმენტალური და ძალიან, ზოგჯერ ზედმეტად მგრძნობიარე ადამიანი, რომელსაც არ სრცხვენია (უტყდება) თავისი გრძნობების გამოსახატავად ტირილი, დაბნედა და ა.შ. ის არის ძალიან პირდაპირი, მის პირდაპირ, მართალ სიტყვას ვერ შეაჩერებს ვერც შიში და ვერც რისი, რა თქმა უნდა უფროსებთან ის თავის პირდაპირ, თავისუფალ სიტყვას უფრო კორექტულად ამბობს, უფრო შეპარვით, მაგრამ ისე რომ აზრი და მიზანი სიტყვებისა იგივე რჩება.

ავთანდილს აქვს უზარმაზარი, სპილოსხელა ნებისყოფა, მას შეუძლია გაატაროს 3 წელი მიჯნურის უნახავად, შემდეგ ერთსაათიანი ფორმალური შეხვედრა გამართოს მასთან, პროტოკოლის წესების დაცვით და კიდევ ერთი წლით დაემშვიდობოს.

როგორც უკვე ვახსენე ავთანდილი არის იდეალების კრებული, კარაბადინი, რომელშიც თავმოყრილია ყველაფერი კარგი და არაფერი ცუდი.

ჰა? ძალიან ცუდია?

ახლა რა ხდება…და სიახლეები

დღეს ფიზიკის მონიტორინგი ვწერეთ, ვინც არ იცით გეტყვით რომ ჯოულთან, ლენცთან, პასკალთან და სხვებთან დიდი მეგობრობა არ მაკავშირებს, ამიტომაც ტრადიციისამებრ შპარგალკით შეიარაღებული გავემართე დარბაზისკენ… სულ რამდენიმე, კერძოდ კი 4 კაცი ვწერდით, რადგანაც “სამონიტორინგე” გაკვეთილზე გოგოებს პროექტის პრეზენტაცია ჰქონდათ და გაცდა, შესაბამისად ბოლოზე ვწერდით.

დაარიგეს. გამისწორდა, რაღაცები მახსოვდა, რაღაცები ვნახე და შპარგალკა ამეცა… დავრჩი სამი ამოუხსნელი ამოცანით და არაფრით ხელში და რაღაც ნარჩენებით თავში.

ყველაფერი დავწერე და გამოვედი… მგონი 1 შეცდომა აღმომაჩნდა, მაგრამ ჩავედი უკან. გადასწორების უფლება მომცეს, გამოვედი, მაგრამ შემდეგ კიდევ მომინდა გადასწორება და ისევ შევბრუნდი 😀 გადავასწორე და გამოვედი.

ხვალ ქართულში მაქვს მონიტორინგი, უკვე ესოდენ შეძულვებულ “ვეფხისტყაოსანზე”. მთელი 8 სტროფი ზეპირად, კიდევ რაღაც აფორიზმები… მოკლედ ტვინის ხვნა…

კიდევ კარგი დღეს ქართულზე არ დავრჩი, თორემ ჯერ კიდევ “იმის” სწავლაში ვიქნებოდა… აი მართლა ყელშია უკვე ამოსულა, მაგრამ დაახლოებით 300-400 სტროფი დაგვრჩა და მორჩა… რა კარგია ❤

შემდეგ განახლდება ქართულის ნორმალური გაკვეთილები… იგავ-არაკები დარჩა პროგრამაში და მორჩა.

“ალიანტეს” თითქოს თავი მივანებე, მაგრამ ვცდილობ… ესეც დროის უქონლობის გამო.

შაბათს მგონი Google TechTalk-ზე მივდივარ, მგონი იმიტომ, რომ მგონი დავრეგისტრირდი 😀

ახლა მშია ძალიან, მაგრამ გვიანია უკვე, მაგრამ მშია და ალბათ შევჭამ 😀

მეცადინეობას გვიან რომ ვამთავრებ ადრე ვერ ვჭამ…

სულ მალე ბლოგზე სავარაუდოდ მრავალი სიახლე იქნება, მათ შორის ექსკლუზიური პოსტები, ინტერვიუები და ადამიანები იმ მხრიდან რომლიდანაც თქვენ ისინი არ გინახავთ.

სამწუხაროდ დროის უქონლობის გამო თავს ვერ ვაბამ მაგრამ ყველანაირად შევეცდები.

როდემდე?

როდემდე? ასეთი პატარა ლექსისპონტშიც არსებობს.

როდემდე უნდა დავიბანო პირი ყოველდღე? ყოველდღე დილით უნდა ავდგე როდემდე? როდემდე უნდა….

მეტი აღარ მახსოვს, მაგრამ ლექსში კი არა და რაც არის იმაში საკმაოდ დიდი აზრი დევს, მაგრამ დღეს კიდევ ერთი პროექტი დაგვავალეს, ამჯერად რუსულში და თან ყველა 1 კვირაში ითხოვს და სად დედის მონაქაჩიდან უნდა მოვასწრო ეს ყველაფერი?

  • როდემდე უნდა ვიმეცადინო საღამოს 8-9 საათამდე, ისე რომ არაფერზე დრო არ დამრჩეს?
  • როდემდე უნდა ავდგე დილით 8-ის ნახევარზე?
  • როდემდე უნდა ვიჭყლიტო ოთხშაბათობით მარშრტუკაში?
  • როდემდე უნდა ავიტანო ჩემი კლასელების უკბილო ხუმრობები?
  • როდემდე უნდა ვსწავლობდე იმას რაც არ მიყვარს?
  • როდემდე უნდა ვუსმინო კლასში ხმაურს და მას მოყოლილ მასწავლებლის ყვირილს?
  • როდემდე უნდა ვისწავლო “ვეფხისტყაოსანი”, ვწერო მისი მოკლე შინაარსი, ტვინი ვიჭყლიტო და შემდეგ კიდევ მასწავლებელი ამბობდეს, რომ ზერელედ ვსწავლობთ? ვსწავლობთ იმიტომ, რომ ყელშია. ყელშია “ვეფხისტყაოსანიც”, სინუსიც, კოსინუსიც, ტანგენსიც, ფუნქციაც, ისტორიაც, გეოგრაფიაც, აზოტიც და ვერცხლიც, დილით ადგომაც, გამოუძინებლობაც და დავალებების კეთებაც, თანაც უაზროების.

ისტორია, ქიმია, რუსული – ეს იმ საგნების სიაა რომლებშიც პროექტი მაქვს გასაკეთებელი 😀

კარგად ჟღერს არა? არა. ყელშია.

ყელშია…

ყურადღება პოსტი დეპრესიული შინაარსისაა დასასრულში ცოტაოდენი პოზიტივით!

ყველაფერი ყელშია უკვე… სკოლა, დავალებები, დროის უქონლობა და გამოუძინებლობა, გაკვეთილები, 5-წუთიანი დასვენებები, ბუფეტი, ხმაური და ქაოსი.

ყოველდღე დილით ადრე ადგომა, სახლიდან სირბილით გასვლა და იმის აღმოჩენა რომ “მარშრუტკას” ჯერ არ ჩამოუვლის და შემდეგ სიცივეში მისი ლოდინი მაქ ყელში.

ამავე “მარშრუტკაში” “ჯანჯღალი”, თავის მირტყმა, არა საკმარისი ადგილი სკამებს შორის – ესეც ყელში მაქვს.

გაკვეთილები, მასწავლებლების ხმა, ხმაური, კლასელები უაზრო ხუმრობები, ჩხუბი და ვეფხისტყაოსანი.

“მარშრუტკისკენ” სწრაფი ნაბიკით სიარული, რათა ვინმემ ადგილი არ ამახიოს და ისევ დილის პრობლემები:

“მარშრუტკაში” “ჯანჯღალი”, თავის მირტყმა, არა საკმარისი ადგილი სკამებს შორის – ესეც ყელში მაქვს.

სახლში მოსვლა, ტალახი ეზოში და უამრავი სამეცადინო… უკვე შეზიზღებული “ვეფხისტყაოსანი”, საზეპიროები, ფუნქციები, მიმდევრობები, ელექტრული ძალები, ველები, პარალელური შეერთებები, ფუძეები, წლები, პიროვნებები, მდინარეები, ტბები, მთები და კუნძულები.

მეცადინეობას რომ მოვრჩები უკვე 8 საათის ან ცხრის ნახევარია, Top Gear უკვე კაი ხანია დაწყებულია, დასასრულს უახლოვდება, მეძინება, არაფრის თავი არ მაქ, ნერვები მაქ მოშლილი, თან დაძინება არ მინდა იმიტომ რომ არაფერი გამიკეთებია ჯერ… არც სოციალურ ქსელებში ვყოფილვარ და არც კომპიუტერს მივკარებივარ…

გუშინ ნიჭიერსაც ვერ ვუყურე და დღეს მასზედ პოსტსაც ვერ ვწერ… ახლა გეგმაში მაქვს myvideo.ge-ზე დავიწყო ყურება და თან პოსტი დავწერო… იმედია არ დამეზარება…

დღეს გამოვიძინე, მთლად ისე ვერა როგორც არდადეგებზე მაგრამ მაინც კარგი იყო….

რატომ ვამბობ ამდენ “არას”?

ჩემ თავს დავაკვირდი, რომ ბოლო დროს კითხვათა, თხოვნათა და შემოთავაზებათა უმრავლესობას ერთი სიტყვით ვპასუხობ და ეს სიტყვა არის “არა”.

რამდენ რამეზე გავედი ასეთი პასუხი ბოლო პერიოდში?

  • საქართველოს ბანკის მიერ ბლოგერებისთვის მოწყობილი კარაოკე ფართი.
  • დღეს ნიჭიერის საყურებლად სქაი ბარში წასვლა, ჟიურისთან და წამყვანებთან ერთად. ვერა, უამრავი პროექტი მაქ დასაწერი.
  • კანალ “პიკზე” გადაცემის ჩაწერაზე წასვლა, სადაც განხილვის თემაა სოციალური ქსელები და ბლოგინგ, ისევ სკოლა მიშლის ხელს.

მეტს ვეღარ ვიხსენებ.

რამდენ რამეზე მიწევს უარის თქმა სკოლის, ვეფხისტყაოსნის, ჩემი სიზარმაცის გამო.

 

სკოლის ასეთი დიდი დოზისგან ნერვებზე ვარ თითქმის ყოველთვის მოშლილი, რადგანაც მუდმივად გამოუძინებელი ვარ და თანაც 4 პროექტი მაქვს დასაწერი და აზრზე არ ვარ როდის რომელი დავიწყო.

სკოლა შემძულდა დღევანდელი დღის მერე… უნამუსობაა დღეში 3-4 მოზრდილი ვეფხისტყაოსნის თავი… უნამუსობა და მეტი არაფერი… შოთას “ქმნილების” გამო ვთქვი დღეს უარი Top Gear-ზე.

ყოველდღე ჩემ თავს ვეუბნები, რომ ადრე დავწვები, გამივიძინებ და თმას შევიჭრი. რაც სკოლა დაიწყო ადრე ვწვები, თმის შესაჭრელად კი აგერ უკვე 1 თვეა ვერ მოვიცალე ისევ და ისევ სკოლისა და უაზრო პროექტების გამო.

ახლა აუტყდა ყველას ეს პროექტები, ყველამ ერთად მოგვაყარა და რა ვქნა ახლა, რომ სკოლას სჭირდება? თავის დროზე მიეხედათ.

ხვალიდან Yes! Man უნდა გავიჩითო… ყველაფერზე, რაც ჩემს შესაძლებლობაში იქნება უნდა ვთქვა “კი”, მხოლოდ ხვალ და ვნახოთ რა გამოვა…

ახლა კი ქიმიის პროექტისთვის მაქ მასალები მოსაძებნი, ისტორიის პროექტისთვისაც იგივე, გეოგრაფიის დასამთავრებელი და ინგლისურის დასახვეწი და კიდევ ბლოგის ბანერი დასამზადებელი…

ППЦ – აი რა ჰქვია ამას და ყველაფერი ამისთვის ერთ საათზე ოდნავ მეტი, რადგან მინდა ადრე დავწვე, იმედია გამომივა, მაგრამ როდესაც მეცადინეობას 9-ის ნახევარზე ამთავრებ და თან გინდა რამე სხვა გააკეთო და დრო არ გაქ თავისთავად ადრე არ დაწვები და შეეცდები გააკეთო ის რაც გინდა… :/

უსაქმური შოთიკო… ანუ ვეფხისტყაოსნის შექმნის

რვეულით ხელში

რვეულით ხელში

მე-12 საუკუნის კიდევ ერთი, მშვენიერი, უსაქმური დილა გათენდა. შოთიკოს ისევ საქმე არ ჰქონდა ამიტომაც თავის ტახტზე იჯდა და მეჭურჭლეთუხუცესობდა. დაითვლიდა განძეულს, მერე თავიდან დაითვლიდა. დაითვლიდა მონეტებს, შემდეგ ყელსაბამებს, შემდეგ გვირგვინებს და ასე განაგრძობდა საათიდან საათამდე, მანამ სანამ მას მეფე არ მოუხმობდა და არ დაავალებდა რაიმე ჭურჭლის მოტანას ან მის თავიდან გადათვლას.

შოთა ყველა ბრძანებას პირნათლად ასრულებდა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ერთგული მსახური იყო, არა მას ფარულად უყვარდა თავისი მეფე, მაგრამ ვერ ამხელდა თავის გრძნობებს, ის ხომ მხოლოდ მეჭურჭლეთუხუცესი იყო და წელი ხომ მხოლოდ 1100-რომელიღაცა იყო. ასე რომ მას მხოლოდ ის შეეძლო შორიდან ეჭვრიტა თავისი მზისათვის.

შოთა ფიქრობდა იმაზე თუ რა ექნა, როგორ მიეხვედრებინა მეფისთვის, რომ მას ის უყვარდა.

ერთ სხვა უსაქმურ დილას მის ტახტზე სრულიად შემთხვევით რამდენიმე პერგამენტი, საწერი ბუმბული და ცოტაოდენი მელანი აღმოჩნდა.

იგი კინაღამ ზედ დააჯდა მას, მაგრამ დროულად შეამჩნია და დროულადვე შეაჩერა ტახტზე დაშვების პროცესი.

მთელი ეს საკანცელარიო ნივთები კი ტახტის იმ ადგილას შემოდო, ხელებს სადაც ვდებთ ხოლმე.

და წერა დაიწყო.

დაწერა.

გადაშალა.

კიდე დაწერა.

და კიდე გადაშალა.

შემდეგ პერგამენტი გაუთავდა, ახლის მოტანა დაეზარა და წაუძინა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ ხვალ რვეულით მოვიდოდა, რომელიც 1600 სტროფს დაიტევდა.

მეორე დილას, გადაითვალა რა ყველაფერი და შეასრულა რა ყველა ბრძანება წერას შეუდგა.

დაიწყო წერა.

დიდხანს წერდა.

გაწერა პერსონაჟები და ა.შ.

ვინ თქვა რომ საქართველოში ჰომოსექსუალიზმი არ ყოფილა ან არ იქნება? როგორ არ იყო?

რაც ვეფხისტყაოსანში “ვაჟკაცები” ტირიან… იმდენს იმავე ვეფხისტყაოსანში ქალები არ ტირიან… აქეთ აწყნარებენ კაცებს… ამშვიდებენ… ცრემლებს უმშრალებენ… თითქოს ტირილი მათ ჰობბია.

ისინი თავისუფალ დროს ტირიან… ტირიან მარტო… მეგობრებთან… ახალ გაცნობილ თავისნაირ ვაჟკაცებთან…

სულ ტირიან…

დღეს კლასიდან გამაგდეს მე და კიდე ერთი ვეფხისტყაოსანზე ღადაობაზე… 😀

არ მინდა მე ვეფხისტყაოსნის სწავლა… თან ზეპირად… ეროვნულებზე შინაარსი ბარდება და…

მოკლედ ყელში ამომივიდა…

სკოლა საბოლოოდ დაიწყო :/

დღეს საბოლოოდ დაიწყო სკოლა.. :/ აღარ ჭრის, რომ პირველი კვირაა, პირველი დღეა, პირველი გაკვეთილია.

მეორე სემესტრია… უფრო კარგად უნდა ვისწავლოთ და ყველა მასწავლებელმა თქვა პროექტები უნდა გააკეთოთო, თან ისე კი არა ფორმატზე და გალამაზებით, არამედ როგორც რეფერატი ან საკურსი. თაბახის ფურცლებზე, 7-8 გვერდი. :/ თემა ჩვენი ასარჩევია.

ინგლისურის პროექტს facebook-ზე გავაკეთებ თუ ჩემი ასარჩევი იქნება, გეოგრაფიისას არ ვიცი. ვიპოვი რამე საკურსოს რუსულად და გადმოვტარგმნი :ევილ:

დღეს ყველამ მოგვცა დავალება… აბსოლუტურად.

ქართული როგორც ყოველთვის გამორჩეულია. ვეფხისტყაოსნის ნახევარი თავი :ყეს: და 5 სტროფი, არა 3 მაგრამ 1-2 თქვენ ნებითო, თორე მაღალი ნიშანი არაო.

თუ სასწავლო და მოსაცემიო მოგვცეს ის ორიც თვითონ რა… :/

ნერვები მეშლება…

სკოლაზე და ვეფხისტყაოსანზეც. რატომ ვსწავლობთ ზეპირად… რად მინდა? არც გამომადგება ეროვნულების იქით… სისულელეა.

ჰომოფობიაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ იმდროინდელი “ვაჟკაცები” ნამეტანად ბევრს არ ტირიან?

ქალები თავისთვის არიან… მშრალი თვალებით… აქეთ აწყნარებენ “ვაჟკაცებს”… ისინი კიდე ერთმანეთს კოცნიან.. ეხუტებიან და ტირიან… ზიან ხელგადახვეულები და ტირიან…

რატომ?

ადრე სხვა გრძნობები იყო… კინო არ იყო და წიგნები…. ყველაფერი გულიდან მოდიოდა.

მაგარი ახსნაა არა? ქართულის მასწავლებელს ეკუთვნის.

მოკლედ წავედი მე Top Gear-ის საყურებლად.

:ოფფ:

სკოლაში ნასწავლი და გამოუსადეგარი

არ გიფიქრიათ იმაზე რომ სკოლაში ბევრ რამეს გვასწავლიან, რაც ცხოვრებაში არ გამოგვადგება. მე არ ვლაპარაკობ ელემენტარულ მათემეტიკასა და ფიზიკაზე, იმაზე რომ “რაზეტკაში” თითები არ უნდა შეყო. არა. მაგრამ რატომ ისწავლება ყველა საგანი ასე სიღრმისეულად? კარგი ისევ არ მივიღოთ ყურადღებაში ფიზიკა და სხვა საბუნებისმეტყველო საგნები.

ბოლოსდაბოლოს ცხოვრებაში ხომ არ გამომადგება ესენი:

1. შუშანიკის წამება.

2. ტრფობა წამებული.

3. აბოს წამება

და სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები. კი შეიძლება ისწავლებოდეს მათი შინაარსი, მაგრამ არ ზეპირად.

მე ხომ ისინი ეროვნული გამოცდების იქით აღარასოდეს დამჭირდება ცხოვრებაში.

არ ჯობს ვისწავლო შინაარსი (თუნდაც ვრცელი) და არ მეზიზღებოდეს ეს ნაწარმოებები.

4. ვეფხისტყაოსანი

დიდის ამბით რომ გვათარმგმნინებენ, ესეც ხომ მხოლოდ ეროვნულებზე დამჭირდება და საატესტატოზე. კიდევ სად გამომადგება? სამსახურში ნამდვილად არავინ მკითხავს რომელიმე ტაეპს ან სტროფს ზეპირად, წვალებით რომ გვასწავლიან ახლა.

არ ჯობს ვისწავლო შინაარსი?

ვეფხისტყაოსანი ვაჟკაცობას გვასწავლის? მაშინ რატომ ბღავიან ყოველ მეორე ნაბიჯზე?

ოჰჰ… თავისუფალი დრო მაქ, მოდი ჩამოვჯდები და ვიტირებ… :/

ნერვები მეშლება უბრალოდ, ყელში მაქ უკვე ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი და ვეფხისტყაოსანი კი მთლიანად უნდა ვისწავლოთ… ხო მერე რა სულ რაღაც 1600 სტროფია.. წლის ბოლომდე ბოლომდეც გავალთ… :/

%d bloggers like this: