Flash Mob შოუ – შთაბეჭდილებები

გუშინ იმედზე ახალი გადაცემა გავიდა, რომელსაც უკვე ერთ კვირაზე მეტია არეკლამებენ მგონი ტვ-ში მაგრამ მათი გვერდი ფბ-ზე ვერ ვნახე, პოსტერი მაინც რომ დამედო სურათად და არც მათი რეკლამა შემხვედრის სადმე იმედს გარეთ.

ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ფლეშმობები, რომლებიც ძირითადად უბრალოდ ადამიანების მიერ არის ხოლმე ორგანიზებული სოც. ქსელების საშუალებით. მართლა იმდენად მოხშირდა, რომ სადმე თუ რამე უცნაური შეამჩნიე ეგრევე ხედავ ერთსა და იმავე ხალხს (მართლა ერთი და იგივე ხალხი მონაწილეობს ამ ფლეშმობებში და ორგანიზატორებიც იშვიათადად იცვლებიან) რომელიც რაღაცას აკეთებს და წვავ – კიდევ ერთი ფლეშმობი. ზოგჯერ ისეც ხდება რომ ერთი ფლეშისთვის შეიკრიბებიან და კიდევ რამდენიმეს მოაყოლებენ ხოლმე.

მაგრამ დავუბრუნდეთ ახალ გადაცემას, რომელსაც Flash Mob შოუ ჰქვია. ის პირველად ეთერში გუშინ ღამით გავიდა, არ ვაპირებდი ყურებას, მაგრამ ფბ-ზე ისეთი სტატუსები იდებოდა დღეს თუ არა ხვალ მაინც ვნახავ მეთქი ვიფიქრე.

ტვ-ს ვებგვერდზე შოუ ასე არის აღწერილი

ნოვაცია ქართულ სატელევიზიო სივრცეში. “იმედი” ახალ პროექტს იწყებს. 24 სექტემბრიდან ყველაზე ენერგიულები, ყოველ შაბათს, ზუსტად 23 საათზე “იმედის” სტუდიაში შეიკრიბებიან და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მათი უცნაური საქციელით მაყურებელი გააოცონ.

ყოველ კვირას 4 უნივერსიტიტეტის სტუდენტები მოდიან იმედში, დგამენ ფლეშმობს და ბედნიერები არიან იმით, რომ კრეატიულობა გამოიჩინეს.

მაგრამ სანამ მონაწილეებზე გადავად გადაცემის წამყვანებს შევეხები ოდნავ.

Read more of this post

Advertisements

შუა დღის შოუ

სააღდმომო არდადეგებს ტყუილუბრალოდ არ ჩაუვლიათ და მე ვუყურე ტელევიზორს, უფრო სწორად რეკლამას და შემდეგ მაივიდეოზე ახალ შოუს, რომელსაც “შუა დღის შოუ” ჰქვია.

დასახელებაზეც კი ეტყობა, რომ ეს ახალი შოუ “იმედის” “დღის შოუს” კონკურენტია, საეთერო დროც მსგავსი აქვთ, მაგრამ აშკარად სჯობია უკანასკნელს, რადგანაც ახალი შოუ არ მიყავს 3-4 ქალს, რომელიც გაუჩერებლად ლაპარაკობს, ჭორაობს და ნერვებს მიშლის.

მიუხედავად იმისა, რომ რუსთავი2-სეულ ვერსიაშიც ლაპარაკობენ აქ წამყვანებს შორის არ ორი კაცი, რომელიც ასე თუ ისე არეგულირებს ლაპარაკს.

მოლოდინი

პრომოდან გამომდინარე, არ მეგონა თუ გადაცემა სტუდიური ტიპის იქნებოდა, რადგან მთელი პრომო ქუჩაში არის გადაღებული და მეგონა, რომ გადაცემა პირდაპირ ეთერში თბილისის ქუჩებიდან გავიდოდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ის სტუდიურია, თუმცა წამყვანები არ ზიან მაგიდასთან, ზიან დივანზე.

მეგონა, რომ გადაცემა იქნებოდა რაიმე საინტერესო თემებზე და არა უკვე ათასჯერ დაღეჭილზე.

პირველ გადაცემას არ ვუყურე, რათა უკვე “შეჩვეულები” მენახა წამყვანები, მეორე ვნახე, თემა იყო კრიტიკა, ბლოგები, ფორუმები და სტუმრად ყავდათ მაია ასათიანი, მოკლედ ნანუკამ რო მაია მოიყვანა და ბლოგერებსა და მსგავსებზე ალაპარაკა თითქმის ის პონტი გამოვიდა.

რა ხდება სინამდვილეში

შექმნილი აქვთ ე.წ. შინაურული გარემო, დივანი, წიგნის თაროები, მაგიდა რომელზეც დევს MacBook, რომელიც სხვათაშორის მთელი გადაცემის განმავლობაში გამორთული იყო, ეს არ მომწონს ყველაზე მეტად, როდესაც რაღაცა დევს “ვიდისთვის” (-1 ქულა ჩემგან ამის გამო).

ზიან, ლაპარაკობენ საჭირბოროტო საკითხებზე, საჭიროების შემთხვევაში დგებიან, დადიან, დარბიან და ა.შ.

წამყვანები არის ოთხი და კიდევ რამდენიმე ემატება ხოლმე, მარტო დიმა ობოლაძე დამამხსოვრდა სიმართლე გითხრათ, მაგარი კაცია, კიდე ორი ქალია და ერთი კაცი მსახიობი.(ეს “სია” გადაცემის ფბ გვერდზე ვნახე: აჩიკო, ბაია, დიმა, ლიკა და თაკო!) (რ2-ის საიტზე ჯერ საერთოდ არაა ეს გადაცემა გადაცემათა ჩამონათვალში, ალბათ კიდევ ერთი – მარკეტინგის ჯგუფს ან ვინც საიტზეა პასუხისმგებელი).

+ აქვთ რუსთავი2-ისეული, დილა მშვიდობისა საქართველოსისეული ინტერაქტივები.

დასკვნა

მთლიანობაში ცუდი გადაცემა არ უნდა იყოს, თუ ისაუბრებენ საინტერესო თემებზე, მოიწვევენ კარგ სტუმრებს და ჩართავენ MacBook-ს შეფასება იქნება ალბათ 8-9/10

ამ მომენტისათვის კი ალბათ და დაახლოებით 7/10 . 🙂

facecontrol-ი იმედზე. ???

არც ვიცოდი ასეთი გადაცემა თუ არსებობდა, მანამ სანამ კლასში ერთმა არ თქვა რომ ძალიან მაგარი სისულელეა. მთელი დღე არც მახსოვდა ამის შესახებ, თუმცა ჩავიწერე რომ მინდოდა მენახა.

საღამოს კომპიუტერს რომ მივუახლოვდი გამახსენდა და მაივიდეოზე ჩავრთე წინა დღის იმედი. ღამის 12-ის ნახევარზე გადის მგონი ოთხშაბათობით.

დასაწყისი ეგრევე არ მომეწონა. დასაწყისში ვგულისხმობ იმას როდესაც წამყვანები გამოჩდნენ, თორემ სულ-სულ დასაწყისი კარგია, იდეა არის კარგი. ფეისბუქია გახსნილი და სხვადასხვა სტატუსებად, კომენტარებად წერენ არხს, დროს და ა.შ. იმედია დასაწყისის იდეა “იმედისაა” და არა რომელიმე ამერიკული გადაცემის…

თვითონ გადაცემის ფორმატი საშინელია. ორი “წამყვანი” ზის პატარა სტუდიაში, მუხლებზე უდევთ ლეპტოპები, მიშტერებულნი არიან ეკრანს და რაღაცებს ლაპარაკობენ. არაფერს არ აკეთებენ, იდეაზეც კი არ ფიქრობენ. არა. ხალხი რომელსაც იდეები აწუხებს თვითონ სწერს იდეებს მათ ფეისბუქის გვერდზე, ისინი კი შემდეგ ამ იდეებს ახორციელებენ. ჩემთვის უცნობი მიზეზების გამო მათი გვერდი პოსტის დაწერის წუთისთვის 17 ათასმა ადამიანმა მოიწონა და ამ 17 ათასმა ადამიანმა, ინტერნეტში ფართოდ მოდებული ფრაზები, გულებიანი და პრიკოლებიანი სურათები და სასაცილო ვიდეოები დაპოსტა. იქვე სთავაზობენ ვინ მოიწვიონ სტუმრად და ა.შ.

თითქოს ყველაფერი კარგადაა, ხალხის აზრს ითვალისწინებენ, მაგრამ თვითონ არაფერს აკეთებენ.

დასაწყისი, რომელიც მომეწონა და სადაც ფეისბუქზე “ხტუნაობა” მიდის მაკზე არის გადაღებული თავად კი რაღაც სქელი და ძველი ლეპტოპები აქვთ მუხლებზე დადებული . რაღაც შეუსაბამობაა.

თან არ მიყვარს ეს გადაცემები ფეისბუქზე რომ არის და მის მომხმარებლებზე. რამდენიმე თვის წინ “დღის შოუშიც” იყო ამაზე საუბარი და გული ამერია.

მოკლედ არ მომწონს და შენ მოგწონს?

კითხვები იმედზე

DailyPost-ის კიდევ ერთი თემა, რომელზედაც ვწერ რადგანაც სხვა იდეები არ მომდის თავში, თუმცა არა მომივიდა ამ წუთას, უფრო სწორად კი ძველი გამახსენდა.

იმედი – ძალიან კარგი რამაა არა? ხომ ამბობენ იმედი ბოლოს კვდებაო. იმედი მაშინ კვდება, როდესაც უკვე იცი რომ არაფერი გამოგივა, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც წარმატებას ელოდები, იმედი მაშინ კვდება როდესაც ნამდვილად გაიგებ რომ მოსალოდნელი არ მოხდა, აი ამ დროს კვდება იმედი.

ძალიან ხშირად ჩვენ ცხოვრებას ფუჭ იმედებზე ვაგებთ, მაგ: უკვე შემიძლია ჩავალაგო ჩემოდანი, იმედი მაქვს, რომ ამერიკაში წავალ.

ეს იქნება ფუჭი იმედია, რადგანაც კიდევ 4 თვე ვერაფერს გავიგებ,  მაგრამ უკვე ვემშვიდობები მეგობრებს…

იმედები ილუზიებს აღძრავს, ტოვებ რეალურ ცხოვრებას და ილუზიებში გადადიხარ, მაგრამ როგორც ბრძენმა ალბუს პერსივალდ ვულფრიქ ბრაიან დამბლდორმა თქვა, არ შეიძლება ადამიანი ილუზიებში ცხოვრობდეს, რადგანაც ეს დააზიანებს ამ ადამიანის რეალურ ცხოვრებას[დაახლოებით ესე თქვა].

ბოლო დროს რაღაც ხშირად მიწევს, რეალობასა და “ილუზიებზე” ფიქრი, ოლიმპიადაზეც დაახლოებით ეს თემა იყო მოცემული.

და ახლა ის რისი დაწერაც თავიდან მინდოდა. რომელი სიტყვები მადებს იმედს? რომელი სიტყვები გვიბიძგებს გავაგრძელოთ “ჯერა”[ზმნა სიტყვიდან “დაჯერებება”].

ალბათ ეს სიტყვებია: ალბათ, სავარაუდოდ, იმედია, კი კაცო და ა.შ.

ეს ის სიტყვებია, რომლებიც მე მომაგონდა ახლა და თქვენ რომელი სიტყვები გაძლევთ იმედს?

feel free რომ უპასუხოთ კომენტარებში

დღეს ინგლისურის ოლიმპიადაზე :/

როგორც წესი ოლიმპიადებზე მარტო დავდივარ ხოლმე, მაგრამ გუშინ სალომემ მითხრა ერთად წავიდეთო და დავთანხმდი, ისედაც ვიცოდი რომ ბევრი ჩემი სკოლელი იქნებოდა, კიდე ბანაკელები და ა.შ. ესეც აღმოჩნდა ძალიან ბევრი ნაცნობი ვნახე.

მიუხედავად იმისა რომ 9 საათზე დაგვიბარეს, წერა მხოლოდ 10 საათზე დაიწყო. ერთი საათის განმავლობაში[უფრო მეტიც, რადგანაც უმრავლესობა 9 საათზე ადრეც მოვიდა] მოგვიწია იქ სიცივეში ყურყუტი.

როგორც იქნა დაგვირიგეს “რვეულები”, შევავსეთ პირადი ინფორმაცია, მიგვიკრეს შტრიხკოდები და დაიწყო.

პირველივე წინადადებაზე გავჭედე. გამოტოვებული იყო ადგილები და ოთხი სავარაუდო ვარიანტიდან ერთი უნდა ამოგერჩია.

მოკლედ თითქმის ბოლო წუთამდე ვიჯექი და წამოვედი. ჩემი აუდიტორია ნახევრად ცარიელი იყო, ამიტომაც გამოგვატანეს ცარიელი ტესტები.

იქ ვიდექი და მერე კლასელთან და ყოფილ კლასელთან ერთად ნიკალაში წავედით და ვიჯექით 2 საათი.

სახლში როგორც კი მოვედი ინგლისურის მასწავლებელს დავურეკე. როგორც აღმოჩნდა 2 შეცდომა უეჭველი მაქ, შეიძლება სამიც.

მესამე ტურში მხოლოდ 100 საუკეთესო მოსწავლე გადავა, იმედია იმ ასეულში მეც მოვხვდები და იმედია უშეცდომოდ არავის დაუწერია.

იმ იმედით რომ გადავალ, მივდივარ “ტრფობა წამებულის” წასაკითხად. ყელშია უკვე. ვიკიპედიაზეც კი ვერ ვნახე მაგის მოკლე შინაარსი :/

მოკლედ საუკეთესო განწყობა არ მაქვს, გამოცდების ეროვნულ ცენტრში თქვეს, რომ არ იციან როდის იქნება პასუხები.

Off

%d bloggers like this: