TBC Game. დღე ერთადერთი

მოგეხსენებათ შეიქმნა ბლოგერების 12 კაციანი ჯგუფი რომელიც ეძებს 10,000-ს და თუ მოვიგეთ ვაპირებთ სერვერის ყიდვას.

დღეს დილით დიდის ამბით ვიყიდე კვირის პალიტრა, ქუჩაში, წვიმაში გადავათვალიერე  და ვერაფერი ვნახე. მეორედ გადათვალიერებისთვის დრო არ დამრჩა, რადგანაც 1. გაზეთი დასველდებოდა

2. ჩემი სამარშრუტო ტაქსი ახლოვდებოდა

მთელი დღე იმის ძახილში გავატარე, რომ “კვირის პალიტრაში” არაფერი ეწერა, მაგრამ როდესაც თავისუფალი დრო მომეცა ხელახლა გადავათვალიერე გაზეთი და ნანატრი რუკა ვიპოვე, რომელზედაც მინიშნებათა ადგილსამყოფელი იყო დატანილი. რუკა მაშინვე დავასურათე და ფეისბუქზე ჯგუფში ავტვირთე, ორი მინიშნება საბურთალოზე იყო, ფაქტიურად 3, მაგრამ მე მხოლოდ ორამდე მივედი. ერთი პეკინზე, მეორე პავლოვის (ყაზბეგის) დასაწყისში. პეკინის თავსატეხი კაცუნების ცოდნას საჭიროებდა, პავლოვის კი საკმაოდ ადვილი იყო, თუმცა მე არ ამომიხსნია.

უკვე 6-ის ნახევარი იყო სკოლის სამარშრუტო ტაქსიდან რომ ჩამოვედი და მინიშნებისკენ გავექანე რუკით ხელში, მთელი ქალაქი ამ მანიითაა მოცული, ყველა გაზეთის ფურცლით დარბოდა აქეთ-იქით. ორივე მინიშნება დავასურათე და ჯგუფში ავტვირთე, მაგრამ აქტიურობა დაეცა, მგონი აღარ ვთამაშობთ არადა ბლოგოსფეროს საკუთარი სერვერი გაასწორებდა.

მგონი ეს ჩემი თამაშის ერთადერთი დღე იყო, რადგანაც დრო შეზღუდულია, არადა რომ არა სკოლა უკვე მთელ ქალაქს შემოვივლიდი, ყველა მინიშნებას ვიპოვიდი და კოდსაც შევიყვანდი.

აქეთ-იქით სირბილით საკმაოდ გადავიღალე.

დღეს ქართულზე ორი კარგი თემა გამომივიდა და ვამაყობ ჩემი თავით, შეიძლება აქაც დავდო მერე.

ნიჭიერის ყურება ძალიან მინდა, შეიძლება ძალიან არა მაგრამ მინდა, ხვალ ყველა ამაზე ილაპარაკებს მე კი ისევ არ მექნება ნანახი, იმიტომ კი არა რომ მიტყდება უბრალოდ მინდა ვნახო, რომ მერე პოსტიც დავწერო.

მაგრამ მგონი ჯობს დავიძინო. ღამე მშვიდობისა.

Advertisements

TBC ბანკი მოცლილებს

ალბათ ყველამ კარგად იცით თი-ბი-სი ბანკის ახალი გათამაშების შესახებ, ვეძებთ 10 000  ამერიკულ დოლარს მთელ თბილისში.

ვინც არ იცით, შეგიძლიათ წაიკითხოთ ეს:

მე, ედმონდ აბაშიძე, შეძლებულ ოჯახში გავიზარდე. აღსაზრდელად ბებიას ვიყავი მიბარებული. კარგის მეტი რა მეთქმის მასზე, მუდამ თავს მევლებოდა და მათამამებდა.

მთელი ქონება მე დამიტოვა და დამიბარა ჭკუით შეინახეო. ეს კი იმას ნიშნავდა რომ ფული ჩემი თავისგან უნდა დამემალა. ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ აჯობებს თუ ნაანდერძევ განძს დავმარხავ. გულმავიწყობის გამო, ჩემს თავს წერილებს გავუგზავნი, მისი პოვნა რომ არ გამიჭირდეს.

ამ თამაშში სიამოვნებით ჩავერთვებოდი იმ შემთხვევაშიც თუ პრიზი არ იქნებოდა, უბრალოდ გართობის მიზნით, მაგრამ ვერცერთი მეგობარი ვერ ავაგდე და ამიტომაც ბლოგერებთან ერთად ვთამაშობ (იხ. ლაშარელას პოსტი), ჩვენ გავერთიანდით და თუ მოვიგებთ, მოგებული თანხით ვიყიდით ქართული ბლოგოსფეროსთვის სერვერს და იქ დავაბინავებთ ჩვენ ბლოგებსა და ზემოთხსენებული სფეროს განვითარებისთვის შექმნილ პროექტებს, მგონი არ არის ცუდი იდეა.

დღეს მარჯანიშვილზე მისასვლელად სკოლისა და გამო ვერ მოვიცალე, მთელი ქალაქი კი გადარბენაზე იყო, მანამ სანამ მე გაკვეთილებზე დრო გამყავდა.

ასეთი პროექტები ხშირად უნდა გაკეთდეს, თუნდაც ისინი არ ითვალისწინებდნენ სოლიდურ ფულად პრიზებს, ეს არის გართობის და აქტიური დასვენების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საშუალება…

იდეა ძალიან ძალიან ძალიან მომწონს, მაგრამ დრო.

რატომ არ იფიქრეს თი-ბი-სი-ში რომ თბილისის მოსახლეობის უმრავლესობას პარასკევს, დილის 10 საათზე ეწყება სამუშაო საათები ან სასწავლო… რატომ არ შეიძლებოდა თამაშის დაწყება შაბათს ან კვირას, რომ ყველა მსურველს შესძლებოდა მისვლა..

არ მინდა ამ სიტყვებით დღეს იქ დილის 10 საათზე მყოფ ნებისმიერ ადამიანს შეურაცხყოფა მივაყენო რაიმე ფორმით და მათ მოცლილები ვუწოდო, მაგრამ მართლაც ისე გამოვიდა, რომ მივიდა მარტო ის ვისაც ეცალა სამუშაო დღეს, დილის 10 საათზე…

თანაც დღეს მისულები ითხოვდნენ კოდის მიღება დღეს ღამევე შეწყვეტილიყო…

უსამართლობა ბატონებო უსამართლობა…

%d bloggers like this: