ყოველი წელი ქვის ხანიდან

ისტორიას მგონი პირველი კლასიდან ასწავლიან ყველა სკოლაში. პროგრამა ყოველთვის უძველესი დროიდან მე-20 საუკუნემდე არის ხოლმე, მაგრამ ვერასდროს ვერ ვეტევით დროში და მე-18-20 საუკუნეები რამდენი წელია უსწავლელი რჩება.

არადა საერთოდ არ მაინტერესებს ქვის ხანა, ქართველი ხალხის წარმომავლობა და ქართული ენის ჩამოყალიბების პროცესი, ბევრად მეტად მაინტერესებს პირველი და მეორე მსოფლიო ომი, რუსეთის იმპერიის დაშლა და ა.შ.

მოკლედ, გვასწავლეთ უახლესი ისტორია -.-

Advertisements

ჩემი შრამი

ჩემი შრამი, ქართულად იარა, მგონი 5 წლიდან მაქვს, მე ის საბავშვო ბაღში შევიძინე.

ხშირად ვთამაშობდით რაღაც სულელურ თამაშს: ერთ მხარეს უნდა მოესწრო ოთახში შესვლა მანამ სანამ მეორენი კარს დახურავდნენ.

სწორედ ერთ-ერთი შერბენის დროს დავეჯახე პირდაპირ მეორე ოთახის შესასვლელში მდგარ ჩემოდენა ვაზას, რომელიც ჩემთან შეჯახებისას გატყდა და მასთან ერთად ჩემი თავიც (გატყდა).

კარგად მახსოვს, რომ მუსიკის მასწავლებლის ცისფერი “შესტით” (მანქანაა ასეთი) წამიყვანეს რომელიღაც საავადმყოფოში, საიდანაც გამოგვიშვეს, გვითხრეს რომ ბავშვს არ გაუკერავდნენ თავს, შემდეგ კიდევ სადღაც წავედით. ბოლო რაც მახსოვს ისა არის თუ როგორ დამაწვინეს და ჩემს ზემოთ ორი ექიმი დავინახე…

შემდეგ მახსოვს სახლში მოვდიოდი, დედა ფანჯრიდან იყურებოდა, მე კი ნახევარი სახე არ მიჩანდა, შუბლზე ბინტის გამო… თან მახსოვს ვუყვიროდი, რომ ყველაფერი კარგად იყო…

ნაკერების მოხსნაც მახსოვს… იმაზე უკეთ ვიდრე ნაკერების დადება, მთელი 12 ნაკერი იყო… ბაბუაჩემი მხსნიდა, მგონი ხსნიან ხო ნაკერებს, ძალიან მტკიოდა.

ჩემ შრამს მუდმივად რომელიღაც ასოს ამსგავსებენ, ხან ლათინურ “B”-ს ხან “L”-ს ხანაც ქართულ “ნ”-ს. ადრე გოგო მომწონდა ნინო ერქვა და მეუბნებოდნენ, შრამი “ნ” იმიტომ გიგავს, რომ ნინო მოგწონსო.

არასოდეს მითქვამს, მაგრამ გულში, ჩუმად ყოველთვის მიხაროდა, რომ “შრამიანი” ვიყავი, თანაც ის შუბლზე მქონდა… იმასაც ხომ შუბლზე აქვს შრამი, იმას, სათვალიანს, ჯინი რომ მოსწონს… ოღონდ იმისი უფრო მაგარია, ელვაა.

ესეც ფოტო.

რატომ ვამბობ ამდენ “არას”?

ჩემ თავს დავაკვირდი, რომ ბოლო დროს კითხვათა, თხოვნათა და შემოთავაზებათა უმრავლესობას ერთი სიტყვით ვპასუხობ და ეს სიტყვა არის “არა”.

რამდენ რამეზე გავედი ასეთი პასუხი ბოლო პერიოდში?

  • საქართველოს ბანკის მიერ ბლოგერებისთვის მოწყობილი კარაოკე ფართი.
  • დღეს ნიჭიერის საყურებლად სქაი ბარში წასვლა, ჟიურისთან და წამყვანებთან ერთად. ვერა, უამრავი პროექტი მაქ დასაწერი.
  • კანალ “პიკზე” გადაცემის ჩაწერაზე წასვლა, სადაც განხილვის თემაა სოციალური ქსელები და ბლოგინგ, ისევ სკოლა მიშლის ხელს.

მეტს ვეღარ ვიხსენებ.

რამდენ რამეზე მიწევს უარის თქმა სკოლის, ვეფხისტყაოსნის, ჩემი სიზარმაცის გამო.

 

სკოლის ასეთი დიდი დოზისგან ნერვებზე ვარ თითქმის ყოველთვის მოშლილი, რადგანაც მუდმივად გამოუძინებელი ვარ და თანაც 4 პროექტი მაქვს დასაწერი და აზრზე არ ვარ როდის რომელი დავიწყო.

სკოლა შემძულდა დღევანდელი დღის მერე… უნამუსობაა დღეში 3-4 მოზრდილი ვეფხისტყაოსნის თავი… უნამუსობა და მეტი არაფერი… შოთას “ქმნილების” გამო ვთქვი დღეს უარი Top Gear-ზე.

ყოველდღე ჩემ თავს ვეუბნები, რომ ადრე დავწვები, გამივიძინებ და თმას შევიჭრი. რაც სკოლა დაიწყო ადრე ვწვები, თმის შესაჭრელად კი აგერ უკვე 1 თვეა ვერ მოვიცალე ისევ და ისევ სკოლისა და უაზრო პროექტების გამო.

ახლა აუტყდა ყველას ეს პროექტები, ყველამ ერთად მოგვაყარა და რა ვქნა ახლა, რომ სკოლას სჭირდება? თავის დროზე მიეხედათ.

ხვალიდან Yes! Man უნდა გავიჩითო… ყველაფერზე, რაც ჩემს შესაძლებლობაში იქნება უნდა ვთქვა “კი”, მხოლოდ ხვალ და ვნახოთ რა გამოვა…

ახლა კი ქიმიის პროექტისთვის მაქ მასალები მოსაძებნი, ისტორიის პროექტისთვისაც იგივე, გეოგრაფიის დასამთავრებელი და ინგლისურის დასახვეწი და კიდევ ბლოგის ბანერი დასამზადებელი…

ППЦ – აი რა ჰქვია ამას და ყველაფერი ამისთვის ერთ საათზე ოდნავ მეტი, რადგან მინდა ადრე დავწვე, იმედია გამომივა, მაგრამ როდესაც მეცადინეობას 9-ის ნახევარზე ამთავრებ და თან გინდა რამე სხვა გააკეთო და დრო არ გაქ თავისთავად ადრე არ დაწვები და შეეცდები გააკეთო ის რაც გინდა… :/

უსაქმური შოთიკო… ანუ ვეფხისტყაოსნის შექმნის

რვეულით ხელში

რვეულით ხელში

მე-12 საუკუნის კიდევ ერთი, მშვენიერი, უსაქმური დილა გათენდა. შოთიკოს ისევ საქმე არ ჰქონდა ამიტომაც თავის ტახტზე იჯდა და მეჭურჭლეთუხუცესობდა. დაითვლიდა განძეულს, მერე თავიდან დაითვლიდა. დაითვლიდა მონეტებს, შემდეგ ყელსაბამებს, შემდეგ გვირგვინებს და ასე განაგრძობდა საათიდან საათამდე, მანამ სანამ მას მეფე არ მოუხმობდა და არ დაავალებდა რაიმე ჭურჭლის მოტანას ან მის თავიდან გადათვლას.

შოთა ყველა ბრძანებას პირნათლად ასრულებდა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ერთგული მსახური იყო, არა მას ფარულად უყვარდა თავისი მეფე, მაგრამ ვერ ამხელდა თავის გრძნობებს, ის ხომ მხოლოდ მეჭურჭლეთუხუცესი იყო და წელი ხომ მხოლოდ 1100-რომელიღაცა იყო. ასე რომ მას მხოლოდ ის შეეძლო შორიდან ეჭვრიტა თავისი მზისათვის.

შოთა ფიქრობდა იმაზე თუ რა ექნა, როგორ მიეხვედრებინა მეფისთვის, რომ მას ის უყვარდა.

ერთ სხვა უსაქმურ დილას მის ტახტზე სრულიად შემთხვევით რამდენიმე პერგამენტი, საწერი ბუმბული და ცოტაოდენი მელანი აღმოჩნდა.

იგი კინაღამ ზედ დააჯდა მას, მაგრამ დროულად შეამჩნია და დროულადვე შეაჩერა ტახტზე დაშვების პროცესი.

მთელი ეს საკანცელარიო ნივთები კი ტახტის იმ ადგილას შემოდო, ხელებს სადაც ვდებთ ხოლმე.

და წერა დაიწყო.

დაწერა.

გადაშალა.

კიდე დაწერა.

და კიდე გადაშალა.

შემდეგ პერგამენტი გაუთავდა, ახლის მოტანა დაეზარა და წაუძინა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ ხვალ რვეულით მოვიდოდა, რომელიც 1600 სტროფს დაიტევდა.

მეორე დილას, გადაითვალა რა ყველაფერი და შეასრულა რა ყველა ბრძანება წერას შეუდგა.

დაიწყო წერა.

დიდხანს წერდა.

გაწერა პერსონაჟები და ა.შ.

ვინ თქვა რომ საქართველოში ჰომოსექსუალიზმი არ ყოფილა ან არ იქნება? როგორ არ იყო?

რაც ვეფხისტყაოსანში “ვაჟკაცები” ტირიან… იმდენს იმავე ვეფხისტყაოსანში ქალები არ ტირიან… აქეთ აწყნარებენ კაცებს… ამშვიდებენ… ცრემლებს უმშრალებენ… თითქოს ტირილი მათ ჰობბია.

ისინი თავისუფალ დროს ტირიან… ტირიან მარტო… მეგობრებთან… ახალ გაცნობილ თავისნაირ ვაჟკაცებთან…

სულ ტირიან…

დღეს კლასიდან გამაგდეს მე და კიდე ერთი ვეფხისტყაოსანზე ღადაობაზე… 😀

არ მინდა მე ვეფხისტყაოსნის სწავლა… თან ზეპირად… ეროვნულებზე შინაარსი ბარდება და…

მოკლედ ყელში ამომივიდა…

ისტორიის ოლიმპიადა :D

მეგონა რომ საჭირო დროს მივიდოდი, მაგრამ ისევ ადრე მომივიდა და მომიწია იქ 40 წუთის[და არა ერთი საათის] განმავლობაში ყურყუტი.

როგორც იქნა დაგვირიგეს “რვეულები”, მაგრამ წერა არ დაგვაწყებინეს. ჯერ ადრეაო.

მერე ის ქალი “კურიოზებს” ყვებოდა, შემდეგ თქვა გუშინ მათემატიკაში ბავშვებს 4 საათი არ ეყოთო და კიდევ ერთი “კურიოზი” მოყვა. არ უსმენდი, მაგრამ თვითონ კი იცინოდა. კიდე ვიღაც გოგოს გამოელაპარაკა[პირველ მერხზე რომელიც იჯდა იმას].

დაიწყეთო წერა და რომ გადავშალე გამეცინა, გამეცინა არა იმიტომ რომ მარტივი იყო, არა, სულ სხვა მიზეზის გამო. მივხვდი რომ ტყუილად ვიყავი მოსული. 😀

ქრონოლოგია მგონი სულ არასწორი მაქვს, მწერლები და ეგენიც. და დროშების შემსწავლელად “სფლაგისტიკა” დავწერე :/ არა “ვექსილოლოგია” ყოფილა. :რამგამომაშტერა:

ტესტებში ძირითად სწორი მაქ, მაგრამ გადასვლის იმედი არ მაქ.

მაინც ისე პროსტა წავედი ისტორიაზე.

ინგლისურზე მანერვიულებს :/

 

%d bloggers like this: