მე რომ მასწავლებელი ვყოფილიყავი

მასწავლებლობაზე როგორც პროფესიაზე არასოდეს მიფიქრია, მაგრამ დღეს არაფერი მომდიოდა თავში ამიტომაც პლინკი-ზე შევიხედე და ეს თემა ვნახე და გავაწყვიტე დამეწერა…

თუკი მასწავლებელი ვიქნებოდი მინდა ლიტერატურის ან რაიმე მეცნიერების მასწავლებელი ვყოფილიყავი, მაგრამ არა უბრალო მასწავლებელი არამედ ჩემ სპეციალობაში უფრო მეტად განსწავლული და ჩარღმავებული.

გაკვეთილს ჩავატარებდი პრაქტიკული მაგალითებით სავსეს, ბევრი ინფორმაციით, მაგრამ საინტერესოდ.  ბევრს ვილაპარაკებდი და ბევრ დისკუსიას მოვაწყობდი…

მოსწავლეებს ბევრ დავალებას არ მივცემდი, კლასში უფრო მეტს ვამეცადინებდი, ბევრ მაგრამ საინტერესო პროექტს გავაკეთებინებდი, არ დავაწერინებდი, მაკეტებს და ა.შ. დავავალებდი.

თუ ვიტყოდი, რომ მოსწავლე კლასიდან გავიდოდა, ის მართლაც გავიდოდა და მე მას არ დავაბრუნებდი უკან… თუ გავიდა ე.ი  გავიდა და მორჩა. კარიდან აღარ დავაბრუნებდი და მეასეჯერ არ ვეტყოდი, რომ ეს ბოლო გაფრთხილება იქნებოდა.

თუ ვიტყოდი რომ ჟურნალში ორიანს ჩავუწერდი ან რაიმე სხვა ნიშანს მართლაც ჩავწერდი და არ-ჩაწერად არ მოვიმიზეზებდი დროის უქონლობას და არ ვიტყოდი, რომ შემდეგ ნიშანს გადავიტანდი, თანაც აუცილებლად რათა მისნაირებისთვის ჭკუა მესწავლებინა.

ეს არ მიყვარს ყველაზე მეტად მასწავლებლებში. გაგდებენ კლასიდან ან გიწერენ ჟურნალში ცუდ ნიშანს, შემდეგ წუთგაბრაზება ჩაივლის და შენ კლასში რჩები და ჟურნალში შენი სახელის გასწვრივ მდებარე უჯრები კი ცარიელი, ყოველ შემთხვევაში მათში დაპირებული ნიშანი არ წერია.

მასწავლებლები მოსწავლის “შეცოდებას” და “საქმის არ-გაფუჭებას” იმიზეზებენ, მაგრამ მირჩევნია კლასიდან ვიყო გაგდებული ვიდრე ასეთი სულელური პირობით დატოვებული.

ბოლოს ქართულმა გამაგდო სიცილის გამო, ავდექი და გავედი, მაგრამ 15 წუთში მაინც უკან შემოგვიყვანა… ჩვენ კი შუა თამაშში ვიყავით და მასწავლებელმა შეიცხადა: “აა…თამაშობთ კიდეც ხო?” და კლასში შეგვიყვანა. აბა რა უნდა გვეკეთებინა? ვკვდებოდით სიცილით.

კიდევ ელექტრონულ წიგნებს დავუშვებდი გაკვეთილებზე, მე სკოლაში ამას არავინ მიკრძალავს, პირიქით მიესალმებიან კიდეც, მაგრამ არიან მასწავლებლები, რომლებიც ამის წინააღმდეგნი არიან, სკოლას iPad-ებს ვაყიდინებდი და წიგნებს გავაელექტრონებდი. (iPad ცოტა არ იყოს ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ ფიქრებია, რომლებიც შეიძლება არასოდეს იქცნენ რეალობად)

მოკლედ მგონი კარგი მასწავლებელი ვიქნებოდი, შეიძლება ვასწავლო კიდეც, ოღონდ მაშინ როდესაც მე თვითონ ვისწავლი, როდესაც იქ ვიმუშავებ სადაც მინდა და როდესაც უკვე საქმე არ მექნება მაშინ, როდესაც ვასწავლი ჩემი სიამოვნებისთვის და არა ხელფასის გამო.

Advertisements

X-Men: First Class ტრეილერი

 

გიყვართ კომიქსები? გიყვართ ექშენები? გიყვართ ფილმები ცივ ომზე? მაშინ ეს ფილმი მოგეწონებათ.

დიდი ხანია რაც ველოდები(თ) მარველის ახალ ნამუშევარს, X-Men: First Class, თუმცა მის პრემიერამდე საკმაოდ დიდი დრო დარჩა, მაინც შეგვიძლია ვნახოთ, თუ როგორი იქნება ფილმი, მცირე ტრეილერში რომელიც რამდენიმე დღეა რაც YouTube-ის ჰიტად იქცა.

როგორც ტრეილერის თანმხლები ტექსტიდან ჩანს, ეს ფილმი იქნება დასაწყისის ჩვენება, იმის საიდანაც ყველაფერი დაიწყო, ეს ფილმი გაგვიმხელს ისტორიის საიდუმლოებებს.

სანამ მუტანტები თავის თავს წარუდგენდნენ მსოფლიოს და სანამ ჩარლზ ხავიერი და ერიკ ლენშერი პროფესორ იქსად და მაგნეტოდ იქცეოდნენ, იყო ორი ახალგარზდა, რომელიც თავის ძალებს იკვლევდა. მტრები არა, უახლოესი მეგობრები, ერთად მუშაობდნენ სხვა მუტანტებთან ერთად (ზოგ ნაცნობთან, ზოგ ახალთან), რათა აღეკვეთათ ატომური არმაგედონი. ამის დროს მათ შორის რღვევა მოხდა, რომელმაც დაიწყო დაპირისპირება მაგნეტოს საძმოსა და პროფესორ იქსის იქს-მენებს შორის.

ფილმი, რომელიც დიდ ეკრანებზე 2011 წლის 3 ივნისამდე არ გამოჩნდება, როგორც ჩანს არის პრიკველი ძირითადი სამი ფილმისთვის, როგორც ახალი ტრილოგიის დასაწყისი.

X-Men: First Class Crew Members

პროდიუსერი: ბრაიან სინგერი

რეჟისორი: მათიუ ვაუნი

ახალგაზრდა პროფესორ იქსის როლს ჯეიმს მაკავოი, ხოლო ერიკ ლენშერის როლს კი მაიკლ ფასბენდერი თამაშობს, რომელიც შემდგომში მაგნეტო გახდება; კევინ ბეკონი როგორც სებასტიან შოუ; და ჯენუარი ჯონსი როგორც ემა ფროსტი. გადაღებების ძირითადი ნაწილი ლონდონში მიმდინარებოდა.

X-Men: First Class მეხუთე ფილმია X-Men-ების სერიიდან, რომელიც მოიცავს შემდეგ ფილმებს: X-Men, X2, X-Men: The Last Stand და X-Men Origins: Wolverine.

აპირებთ X-Men: First Class-ის დიდ ეკრანებზე ნახვას?


 

%d bloggers like this: