2 კვირა სკოლის დაწყებიდან

უკვე ზუსტად  2 კვირა გავიდა რაც ახალი სასწავლო წელი დაიწყო :ცუდისიტყვები: და უკვე 2 კვირაა ნელ-ნელა ყელში ამომდის სკოლა :ცუდისიტყვები:

მაგრამ დღეს ბოლო წვეთიც იყო, როდესაც ისტორიის წიგნი გადავშალე და ვიფიქრე რა ჩემ ფეხებად ვსწავლობ ამას? ან ქიმიას ან ფიზიკას რატომ ვსწავლობ? ან მათემატიკას ასე ღრმად? ცხოვრებაში როდის დამჭირდება ეს დამპალი ინდუქცია

მაინც ვერ ვიგებ ნორმალურად :/

საატესტატოების შემდეგ ხო აღარ გავიხსნებ არც იონებს არც ოქსიდებს არც ჯოულ-ლენცის კანონს :/

ქართველი რომანტიკოსი მწერლებიც, მუდმივად თვალცრემლიანები, ძველ დროს რომ მისტირიან და აწმყოში ტრაკს არ ანძრევენ რაიმეს შესაცვლელად – ეგენიც. მაგათი პესიმისტური ლექსების კითხვა, მათი ანალიზი წერა და ოგიერთის ზოგიერთი სტროფის უაზროდ დაზეპირებაც შემზიზღდა უკვე. ეს მაღალფარდოვანი ეროვნული მოწოდებებიც, ყველა რომ ამბობს კი კი ასე უნდა იყოს, თავზე ბევრი წასმული ვაზელინით – ეგეც.

ბიოლოგია ასწორებს მარტო. ქართულიც თუ ამ პოეტებს გავსცდებით და რაიმე სხვაზე ვილაპრაკებთ, მაგრამ უიშვიათესი მოვლენაა ეს :/

დღეს პარასკევია ❤

მაგრამ ეს ორი დღეს ისე სწრაფად გაივლის ვერაფერს მოვასწრებ და შევამჩნევ და მერე ისევ თავიდან.

ინგლისურის ახალი მასწავლებელი ყველაზე “მაგარი” ქალია, გული მიგრძნობს ცალკე პოსტი მიეძღვნება მას ცოტა ხანში :ევილ: და უნდა დავტროლო კიდე :დ

Advertisements

მათემატიკაც შეიძლება იყოს სახალისო… და დღეს

ჩემი სკოლა ❤

გუშინ დასვენება იყო და ფეისბუქის სტატუსებიდან და მარშრუტკაში თავისუფალი ადგილებიდან გამომდინარე დღეს ნახევარი სკოლა არ იყო მოსული. წინა წინადადება კარგად ვერ დავაწყვე, მაგრამ მგონი ძირითადი აზრი გასაგებია.

როდესაც გუშინ ვიკითხე, თუ ვინ მოდიოდა სკოლაში უმრავლესობამ დაწერა რომ არ მოდიოდა, უფრო სწორედ კი ყველამ ერთის გარდა.

მარშრუტკაში მართლაც სიხალვათე იყო, როგორც ქიმიის მასწავლებელი ქ-ნ თამარი იტყვის ხოლმე და ქ-ნ ნათელას გადასძახებს რამეს. ერთმანეთს მართლაც თქვენობითა და ქალბატონობით ესაუბრებიან, არადა ყველანი დაახლოებით  ერთი ასაკის არიან და ერთმანეთს დიდი ხანია რაც იცნობენ.

მაგრამ დღეს დილით სულ 5-6 ვიყავით. მგონი მარტო ჩვენი მარშრუტკა იყო ასეთი ცარიელი, რადგან სხვა მარშრუტკები გადატენილები ამოვიდნენ (ზოგი).

დღეს ბოლო 2 კვირის განმავლობაში პირველად დავდექი არჩევანია წინაშე.

დავრჩენილიყავი მათემატიკაზე? თუ წავსულიყავი კლასელთან და მეთამაშა X-Box-ზე. თავიდან ეს უკანასკნელი ვარჩიე, ყველაფერიც მოვაგვარე მაგრამ მაინც მათემატიკაზე დავრჩი, იმიტომ რომ… იმიტომ რომ კლასელი არ დავტოვე მარტო… ძალიან არ მინდოდა დარჩენა, მაგრად რადგანაც სამეცადინო არაფერი მაქვს (მათემატიკა დაწერილი მაქვს, რუსულს, ინგლისურსა და სამოქალაქოს კი არაფერი მოუცია. ბიოლოგიის მასწავლებელი არ იყო.) გადავწყვიტე დავრჩენილიყავი. თავიდან ვინანე, რადგანაც არავინ არ დარჩა, არც ინგლისურზე. ყველა წავიდა. მარტო მე და ჩემი კლასელი და 25 წუთი გაკვეთილის დაწყებამდე. გაკვეთილამდე მოვასწარი 3 ზეფირის ჭამა 😀 აი-პოდზე ფეხბურთის თამაში და ძლივს ავედი მეოთხე სართულზე, თანაც დაგვიანებით.

დღეს მასწავლებელს წიგნი დარჩა და აბიტურიენტების წიგნიდან ლოგიკურ ამოვაცანებს ვაკეტებდით, კიდე ვენის დიაგრამებზე და საოლიმპიადოებს. ძალიან მარტივი ყოფილა, უბრალოდ დანახვა უნდა ❤

კიდევ მათემატიკოსებზე, ფიზიკოსებზე, მათემატიკასა და ფიზიკაზე გველაპარაკა და როგორც იქნა გავიგე რა არის ფაქტორიალი (x!) მაგარი დღე იყო… მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში დავრჩი 5 საათამდე. ❤

დღეს და ეს კვირა.

დღეს

დადგა პარასკევი და თავისუფალი დროც გამოჩნდა, გინდა დასასვენებლად გინდა აქ შემოსასვლელად. რამდენიმე დღეა არაფერი დამიწერია, დღეს კი შემიძლია როგორც ყოველთვის გვიან დავწვე, მაგრამ ხვალ რვის ნახევარზე ადგომა არ მომიწევს და საკაიფოდ გამოვიძინებ.

ბოლო დროს ძილის ნაკლებობა მაწუხებს, ყოველდღე ჩემ თავს ვეუბნები, რომ ადრე დავწვები, მაგრამ ეს მხოლოდ შეუსრულებელ დაპირებად რჩება. დღეს სამოქალაქოზე იყო პირობის დადებაზე და შემდეგ მის შესრულებაზე საუბარი და მაშინვე ეს გამახსენდა, მაგრამ მე ხომ არ მიყვარს შეპირება, მხოლოდ ჩემ თავს ვპირდები რაღაცებს. უკვე 1 კვირაა ვგეგმავ დირექტორთან ასვლას და საიტთან და ფეისბუქი გვერდთან დაკავშირების რჩევების მიცემას, მაგრამ მავიწყდება. დღესაც დამავიწყდა. თუმცა დღეს ადრე დაწოლას არ ვაპირებ, ძალიანაც არ გავწელავ.

დღეს მათემატიკაზეც დავრჩი და Call of Duty: Zombies-ც ვითამაშე ქსელში ძმაკაცთან. მაგრად გაასწორა, უბრალოდ მხოლოდ პარასკევობით ვახერხებთ თამაშს, კლასელები აი-პოდებისადმი დამოკიდებულების გამო.

მარშრუტკაში (პატარების) კიდევ ერთხელ მომიშალეს ნერვები. მე-3 და მე-4 კლასელები რამ გააუზრდელა და უფრო პატარებიც, ისე ხმამაღლა ყვიროდნენ ისეთ ცუდ სიტყვებს რო…

სამეცადინე მარტო ინგლისურიღა დამრჩა.

კვირა

 

სიახლეებით დატვირთული კვირა იყო, მაგრამ ეს ალბათ მხოლოდ ჩემთვის. ახალი მაკბუკები გამოვიდა (Pro). ახლა ისინი უფრო სწრაფები, მსუბუქები და მაგრები არიან. როგორც ყოველთვის.

2 მარტს iPad 2 გამოდის, უკვე ოფიციალურია, Apple-მა მოსაწვევებიც კი გააგზავნა, რომლებიც ასე გამოიყურება:

Apple ისევ თავის სტიქიაშია და ცდილობს ყველაფერი დაამთხვიოს ერთმანეთს. 2 მარტი. მეორე აი-პედი.

ცუდი ისაა, რომ რაც არ უნდა ახალი მაკი ან რამე აი-ნივთი იყიდო, დაახლოებით ერთ წელიწადში ან ოდნავ მეტში კიდევ ახალი გამოვა, ახალი შესაძლებლობებით, რომელიც შენ ძველ მოდელს არ ექნება და რა თქმა უნდა მოგინდება უფრო ახალი იყიდო, რომელიც 12-14 თვეში დაძველდება და მას კიდევ უფრო ახალი მოდელი ჩაენაცვლება.

მალე ახალი აი-პოდ თაჩები და აი-ფონებიც გამოვა და მეოთხე თაობაც წარსულს ჩაბარდება, ამას მოყვება iOS 5-იც. Apple არასოდეს არ წყვეტს ახალი მოდელების გამოშვებას. :/

 

ამ კვირაში თითქოს მანდატურები უნდა მოსულიყვნენ, მაგრამ არ მოსულან.

ხუთშაბათს დამატებითი ქართული გაგვიცდა. დაგვადეს და მასწავლებელების მარშრუტკით მოგვიწია წამოსვლა. გარეთ რომ გავედით ყველა წასული იყო და ძალიან მაგარი სიჩუმე იდგა. არ ისმოდა არც მანქანების და არც ბავშვების. თან პატარების მარშრუტკაში წამოსვლასაც გადავრჩი, ნაკლები ვიმეცადინე და დავისვენე.

მეტი არაფერი.

 

:ოფფ:

 

%d bloggers like this: