ალიანტე – ✔

ბოლო 2 კვირაა რაც სერიოზულად ჩავუჯექი “ალიანტეს”, მანამდე ვფიქრობი, რომ ჯერ კიდევ უამრავი დრო გვქონდა და თავს დიდად არ ვიწუხებდი, მაგრამ როდესაც 2 კვირა იყო დარჩენილი დედ ლაინამდე შინაგანი ღელვა დამეწყო და შიში იმისა, რომ ვერ მოვასწრებდით. ამიტომაც უახლოეს შაბათს შევიკრიბეთ ჩემ გუნდელთან და დავიწყეთ კითხვებზე პასუხის გაცემა, მანამდე კი უკვე მოპოვებული გვქონდა წყაროები.

დაახლოებით 2 საათში მხოლოდ 6-7 კითხვა დავწერეთ და აქ დაიმსხვა ჩემი ილუზიები, მეგონა, რომ იმ 2 საათში კითხვათა ნახევარს მაინც დავწერდით, მაგრამ….

სახლში მოვედი და ისევ კითხვების წერა დავიწყე…

უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ალიანტეს გარდა არაფერი მიკეთებია, არც ბლოგზე დამიპოსტია და არც ფბ-ზე გამიტარებია დიდი ხანი. სამაგიეროდ გავიგე, რომ ნატო-ში არ მიიღებენ ისეთ ქვეყანას, რომელსაც აქვს რაიმე მოქმედი კონფლიქტი და ა.შ. ეს ადრეც მქონდა გაგებული, მაგრამ ახლა უფრო მეტად დავრწყმუნდი ასე, რომ სანამ საბოლოოდ არ დავკარგავთ ან არ დავიბრუნებთ სადაო მიწებს მანამდე მგონი არაფერი გამოვა…

ასე თუ ისე ბოლო დღეებამდე მივიწყვანე (არადა საშინლად არ მიყვარს) და გუშინ დასამთავრებელი იყო 3-4.

სკოლაში ფეხბურთის ჩემპიონატი დაიწყო და მე, კი კი მე მოთამაშეების არ ყოლის გამო დამაყენეს დაცვაში. პირველივე თამაში 7:2 წავაგეთ, მეორე 3:3 მაგრამ ვერ გავედით, ქულებიც დათვალეს :@ ვერ ვიტყვი, რომ მეწყინა თავიდანვე ვთქვი: “მოდი ნუ გავართულებთ ცხოვრებას, წავაგოთ და გავვარდეთ”

ამ “ჩემპიონატს” ალბათ შემდეგ ცალკე პოსტს მივუძღვნი, მაგრამ სწორედ ამ “ჩემპიონატის” გამო მომიხდა გუშინ, გადამწყვეტ დღეს სკოლაში დარჩენა.

მაგრამ გუშინ დავწერეთ ყველა კითხვა, გავაერთიანედ ერთ ფაილად, წარმოიდგინეთ Copy/Paste 35-ჯერ >.< ამოვბეჭდეთ (სურათების გარდა) და დღეს მივიტანეთ.

ფერადი ბეჭდვა თურმე 1,5 ლარი ღირს 1 გვერდი, კიდევ კაი ფული გვქონდა 1 ლარზე მეტი არ მეგონა, ნუთუ ასე ძვირია კარტირიჯი?

ალბათ არ იცით, რომ საქართველოში ალიანტეს კოორდინატორი ორგანიზაცია არის “ახალი თაობა-ახალი ინიციატივა”, რომელმაც სულ ახლახან შეიცვალა მისამართი, ახლა სადღაც ტატიშვილის ქუჩაზე არიან.

2-ჯერ ავედი ამ ტატიშვილის ქუჩაზე ბოლომდე, მაგრამ ვერანაირი აბრა/დროში ან რაიმე სხვა ემბლემა ვერ შევნიშნე, მეტიც იქ გამვლელმა ხალხმა არ იცოდა, რომ ის ქუჩა ტატიშვილის იყო ან სად იყო ამ ორგანიზაციის ოფისი. ბოლოს ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველმა გვიშველა, რომელმაც იმწამსვე ერთ-ერთ სახლზე მიგვანიშნა, მაგრამ სახლს არ ჰქონდა კარი.

ფანჯარაში კი დავინახეთ მათი ბუკლეტები, მაგრამ შესასვლელი ვერ ვნახეთ, ბოლოს გავიარეთ ორი ჭიშკარი, აღმოვჩნდით სულ სხვა ქუჩაზე და იქ ოფისის ფანჯრებიდან გვანახეს შესასვლელი, რომელიც თურმე სადარბაზოდან იყო 😀

ასე ძნელად ჯერ არაფრისთვის მიმიგნია.

ტატიშვილზე გზამკვლევობისთვის დიიდ მადლობას ვუხდი ჩემ მეგობარ გურამს, რომელიც სულ შემთხვევით ავტობუსში შემხვდა, რომ არა ის ალბათ ორჯერ მეტს ვიბოდიალებდი.

მითი თითქოს იქ რაღაც უნდა შეგიმოწმონ ჩაბარებისას მართლაც მითია, შეგვავსებინეს თავფურცელი და გამოგვიშვეს, წარმატებაც კი არ უსურვებიათ.

თუ შენ ხვალ აპირებ პასუხების მიტანას წარმატებას გისურვებ, უბრალოდ იმისთვის, რომ მოახერხო ჩაბარება, ამბობენ ბოლო დღეს ძალიან ბევრი ხალხიაო.

Advertisements

ნეიტრალური სიახლენი

ნეიტრალური სახე

ერთი ორი დღეა ახალი პოსტი არ დამიწერია, რაც ჩემთვის და ჩემი ბლოგისთვის საკმაოდ დიდი “ჩავარდნაა” რადგან არის პერიოდი როდესაც დღეში რამდენიმე პოსტს ვაქვეყნებ.

ახლა რა ხდება…

ძირითადად არაფერი ახალი, გარდა იმისა რომ ფლექსში წელსაც ვერ გავიმარჯვე ანუ არ დამირეკეს, დამიკიდეს და ა.შ. შარშანდელთან შედარებით ძალიან მარტივად, ადვილად, “უმტკივნეულოდ” 😀 და დაკიდებულად გადავიტანე, ალბათ იმიტომ, რომ ყველაფერი უეცარი იყო, არც მოველოდი რომ უნდა დაერეკათ და ამიტომ… ძალიანაც კარგი 🙂 კარგი არა მაგრამ არც ცუდი…

ახლა “ალიანტეზე” “ვჩალიჩობ” რაღაცას, მაგრამ მეორე ტურში რას ვიზამ აზრზე არ ვარ, დროის უქონლობის გამო.

დღეს ჩემი ძველი მეგობარი ჩამოვიდა ისრაელიდან და შაბათ-კვირას ვნახავ ალბათ.

კიდე ქართულის მასწავლებელმა გამიჭედა დღეს თემის ხმამაღლა წაკითხვაზე, სადმე წერია, რომ მოსწავლე ვალდებულია თემა კლასში ხმამაღლა წაიკითხოს? ჰა? წერია? არამგონია.

ისევ და ისევ უამრავი პროექტი, გეოგრაფია და ინგლისური დავამთავრეთ, დარჩა ქიმია და ისტორია, ეს უკანასკნელი პრაქტიკულად მზად გვაქვს, ქიმიაზე “ვმუშაობთ”.

 

გვაღირსეთ ბატონო

სამი დღის წინ გამოცდების ეროვნული ცენტრი შეგვპირდა ოლიმპიადის პასუხებს და 7 თებერვალი დაასახელა გამოქვეყნების თარიღად, მაგრა ჩემი ფეხები!

ღამის 12 საათზე შევედი ნაეკზე პირველად. არაფერი დამხვდა. დღეს დილით – არაფერი.

მთელი დღე შევდიოდი და არაფერი მხვდებოდა.

დაახლოებით ხუთჯერ დავრეკე იმ ცენტრში და თავიდან მითხრეს რომ დღის განმავლობაში დაიდებაო მერე 7 საათამდე დაიდებაო.

რა თქმა უნდა მოიშორეს, თავად ხომ 6-მდე მუშაობენ.

გვაღირსეთ ბატონო ეს პასუხები დავიღალე მთელი დღე თქვენ საიტზე შესვლით.

მოგი$&%ნთ პუნქტუალურობა…

ეროვნული ოლიმპიადის პასუხები

გამოცდების ეროვნულმა ცენტრა თავის გვედზე გამოაქვეყნა შემდეგი რამ:

გაცნობებთ, რომ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის შედეგები გამოქვეყნდება  ორშაბათს, 7 თებერვალს,  ასევე იხილავთ ტესტებს და სწორ პასუხებს.

უკვე მეშინია… სჯობდა არ დაედოთ ესეც :/

ოლიმპიადის შედეგები გადაწიეს. ისევ :/

როგორც ამ პოსტიდან შეგეძლოთ გაგეგოთ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პასუხები თვის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში უნდა ყოფილიყო, მაგრამ დღეს დავრეკე გამოცდების ეროვნულ ცენრში და მითხრეს, რომ პასუხები 10 დღეში დაიდებოდა.

ეს არის სრული უნამუსობა მათი მხსრიდან. :დ – ნერვებდაწყვეტილი მოსწავლის ფიქრები. :დ

ჩემს გადასვლაში არც ვარ დარწყმუნებული ასე რომ ველოდები და რამე, მაგრამ დამაწყდა ნერვები ყოველდღე მათ საიტზე შესვლით… :/

 

 

ოლიმპიადის შედეგების თარიღი გადაწიეს :/

როგორც ერთ-ერთ წინა პოსტში შეგეძლოთ წაგეკითხათ, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგები დაწერიდან 2 კვირის შემდეგ უნდა გამხდარიყო ცნობილი[მეგობარმა დარეკა naec-ში]. ორშაბათს (ანუ გუშინწინ) მეც დავრეკე გამოცდების ეროვნულ ცენტრში და მითხრეს, რომ 2-3 კვირაში იქნება შედეგები, მანამდე არაო.

გუშინ კი მეგობარმა მითხრა, რომ მას უთრეს, რომ შედეგები 1 თვეში იქნებოდა.

 

აზრი: ის მაინც თქვან დაზუსტებით, როდის იქნება პასუხები, რათა მათ გვერდზე არ შეხვიდე დღეში ერთხელ მაინც და “გულისფანცქალით” არ ელოდო მის ბოლომდე ჩატვირთვას.

 

:/

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა 2011[პასუხების თარიღი]

ნუ აღელდებით პასუხები ჯერ არ არის.

უბრალოდ მეგობარმა დღეს გამოცდების ეროვნულ ცენტრში დარეკა და უთხრეს რომ პასუხები 2 კვირაში დაიდება მათსავე საიტზე.

ქართულის ოლიმპიადაზე ^^)

დღეს იყო ბოლო ოლიმპიადა [ჩემთვის], ქართულის.

ისევ სალომესთან ერთად წავედი და ისევ ადრე ვიყავი 161-ე სკოლასთან. ჩვენ გარდა არავინ იყო, ამიტომაც შიგნით შევედით, შემდეგ დაიწყო კდიევ ხალხმა შემოსვლა. 9 საათზე კი მანდა[ტურებმა] გადით გარეთო, რას შემოდიოდით. რას გვიშვებდნენ ადრე თუ მაინც ისევ გარეთ უნდა გავეყარეთ? :/ გავედით გარეთ და ისევ შემოვედით. ვიპოვე აუდიოტრია, მაგრამ ჩემი შენობის ერთ ბოლოში იყო[სადაც მე-9 და მე-10 კლასელები წერდნენ] ხოლო სალომესი[სადაც მე-11 და მე12-ები წერდნენ] შენობის მეორე ბოლოში, ამიტომაც დავდიოდი აქეთ იქით. სამჯერ შემხვდა ერთი და იგივე მანდა[ტური] და მკითხა აუდიტორის თუ მქონდა ნაპოვნი, კი-მეთქი და მკითხა რას დაბოდიალობო?! O.o აბა 10 საათამდე კლასში ხომ არ დავჯდებოდი.

დამკვირვებელი შემხვდა “გადასარევი”. ეგრევე მითხრა ტელეფონები მაგიდაზე დამიწყეთო, მეთქი კიდე 1 საათია დარჩენილი და კაია.

10-ის ნახევარზე შეგვყარა ოთახში, დაგვრიგა რვეულები, დაგვიკრა შტრიხკოდები და წაგვიკითხა წესები. ამასობაში ნახევარი საათის გავიდა.

2 საკითხისგან შედგებოდა ოლიმპიადა:

1. იყო მოცემული ორი მოკლე ტექსტი[ს ნაწყვეტი] და ერთ-ერთის ანალიზი უნდა დაგეწერა.

2. “მწერალი და სინამდვილე”

იყო ილიას სიტყვები რომ მწერალმა არ უნდა დაივიწყოს ხალხი, ანუ რეალობა და ვალერიან გაფრინდაშვილის სიტყვები რომ პოეზია სულ სხვა ქვაბში იხარშება.

არც ერთს არ დავეთანხმა, შუალედი დავიჭირე. მეთქი მუზა, შთაგონება მოდის რეალობიდან და მწერალი კიდევ ამატებს მხატვრულობას და ა.შ.

მაგალითებიც მოვიყვანე მათ შორის ლოსთი და ჰარი პოტერი და სხვები.

რავი მგონი კარგად დავწერე, იმის და გამო რომ წვრილად ვწერ 1 გვერდზე ოდნავ ნაკლები გამომივიდა ორივე, მაგრამ მე ხომ წვრილად ვწერ ^^)

პასუხები მალე იყოს რა >_>

 

ისტორიის ოლიმპიადა :D

მეგონა რომ საჭირო დროს მივიდოდი, მაგრამ ისევ ადრე მომივიდა და მომიწია იქ 40 წუთის[და არა ერთი საათის] განმავლობაში ყურყუტი.

როგორც იქნა დაგვირიგეს “რვეულები”, მაგრამ წერა არ დაგვაწყებინეს. ჯერ ადრეაო.

მერე ის ქალი “კურიოზებს” ყვებოდა, შემდეგ თქვა გუშინ მათემატიკაში ბავშვებს 4 საათი არ ეყოთო და კიდევ ერთი “კურიოზი” მოყვა. არ უსმენდი, მაგრამ თვითონ კი იცინოდა. კიდე ვიღაც გოგოს გამოელაპარაკა[პირველ მერხზე რომელიც იჯდა იმას].

დაიწყეთო წერა და რომ გადავშალე გამეცინა, გამეცინა არა იმიტომ რომ მარტივი იყო, არა, სულ სხვა მიზეზის გამო. მივხვდი რომ ტყუილად ვიყავი მოსული. 😀

ქრონოლოგია მგონი სულ არასწორი მაქვს, მწერლები და ეგენიც. და დროშების შემსწავლელად “სფლაგისტიკა” დავწერე :/ არა “ვექსილოლოგია” ყოფილა. :რამგამომაშტერა:

ტესტებში ძირითად სწორი მაქ, მაგრამ გადასვლის იმედი არ მაქ.

მაინც ისე პროსტა წავედი ისტორიაზე.

ინგლისურზე მანერვიულებს :/

 

დღეს ინგლისურის ოლიმპიადაზე :/

როგორც წესი ოლიმპიადებზე მარტო დავდივარ ხოლმე, მაგრამ გუშინ სალომემ მითხრა ერთად წავიდეთო და დავთანხმდი, ისედაც ვიცოდი რომ ბევრი ჩემი სკოლელი იქნებოდა, კიდე ბანაკელები და ა.შ. ესეც აღმოჩნდა ძალიან ბევრი ნაცნობი ვნახე.

მიუხედავად იმისა რომ 9 საათზე დაგვიბარეს, წერა მხოლოდ 10 საათზე დაიწყო. ერთი საათის განმავლობაში[უფრო მეტიც, რადგანაც უმრავლესობა 9 საათზე ადრეც მოვიდა] მოგვიწია იქ სიცივეში ყურყუტი.

როგორც იქნა დაგვირიგეს “რვეულები”, შევავსეთ პირადი ინფორმაცია, მიგვიკრეს შტრიხკოდები და დაიწყო.

პირველივე წინადადებაზე გავჭედე. გამოტოვებული იყო ადგილები და ოთხი სავარაუდო ვარიანტიდან ერთი უნდა ამოგერჩია.

მოკლედ თითქმის ბოლო წუთამდე ვიჯექი და წამოვედი. ჩემი აუდიტორია ნახევრად ცარიელი იყო, ამიტომაც გამოგვატანეს ცარიელი ტესტები.

იქ ვიდექი და მერე კლასელთან და ყოფილ კლასელთან ერთად ნიკალაში წავედით და ვიჯექით 2 საათი.

სახლში როგორც კი მოვედი ინგლისურის მასწავლებელს დავურეკე. როგორც აღმოჩნდა 2 შეცდომა უეჭველი მაქ, შეიძლება სამიც.

მესამე ტურში მხოლოდ 100 საუკეთესო მოსწავლე გადავა, იმედია იმ ასეულში მეც მოვხვდები და იმედია უშეცდომოდ არავის დაუწერია.

იმ იმედით რომ გადავალ, მივდივარ “ტრფობა წამებულის” წასაკითხად. ყელშია უკვე. ვიკიპედიაზეც კი ვერ ვნახე მაგის მოკლე შინაარსი :/

მოკლედ საუკეთესო განწყობა არ მაქვს, გამოცდების ეროვნულ ცენტრში თქვეს, რომ არ იციან როდის იქნება პასუხები.

Off

%d bloggers like this: