ჰარი პოტერი ქართულად

 

გუშინ საღამოდან ფრაპეს დალევის იდეა მაწუხებდა, მას შემდეგ რაც პირველად გავსინჯე, ვცდილობ უფრო ხშირად ვესტუმრო საყვარელ სანაყინეს და დავლიო ბანანის ფრაპე (არავის არ დაუჯეროთ, ბანანის ყველაზე კარგია).

მაგრამ ფრაპეს დალევის ნაცვლად კინოში აღმოვჩნდი, ჰარი პოტერზე, უკვე მეორედ ❤

პრემიერის დღიდან ანუ პირველი წასვლიდან მინდოდა მეორედ ნახვა.

სეანსი გასაკვირად თავის დროზე დაიწყო, ჩვენც მოვკალათდით ამჯერად ნორმალურ სკამებში, მოვირგეთ 3D სათვალე და დავიწყეთ ყურება, მაგრამ რამხელა იყო ჩვენი გაკვირვება, როდესაც ლუნა ქართულად ალაპარაკდა. მაშინვე მივხვდით, რომ ფილმის სერიოზულად ყურება არ გაეწყობოდა, ქართული გახმოვანების გამო 😀

სხვათაშორის საქართველოში გახმოვანების კულტურამ წინ წაიწია, თან საკაიფოდ წინ, მაგრამ რუსულამდე ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აკლია.

თავიდან ხმა ემთხვეოდა მსახიობების ტუჩების მოძრაობას, მაგრამ  მომენტებში ირეოდა და ასევე მომენტებში ისმოდა ინგლისური  ლაპარაკიც. ასევე ხმაში არ იდო არანაირი ემოცია, ის ნაწილი  რომელიც რუსულ თარგმნაში ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე  ემოციური იყო (აი ლუპინი რომ ამბობს ჩვენი შვილი გაიგებს, რომ  მისი მშობლები ტყუილად არ მომკვდარანო) დღეს სრულიად  უემოციო იყო და ვერც ვერაფერი ვიგრძენი :შ

ზოგადად ყველა სფელი თუ შელოცვა, როგორც გინდათ იყო  დამახინჯებული და უემოციოდ ნათქვამი, გრინგოტსში ჰერმიონი ისე  ამბობდა რედუქტო-ს თითქოს რონს ყავის მოდუღებას სთხოვდა (ც)  ნინი ❤

იმპერიოს ნაცვლად თქვეს იმპერიუმ, ხოლო სიტყვა ჰორკრუქსი  (Horcrux) ატრიალეს ყველანაირად ჰორკრაქსი, ჰორკრიქსი და ა.შ. 😀

ასევე აშკარად ეტყობოდა გახმოვანებას, რომ ქართული ტექსტის  ავტორს არათუ ჰარი პოტერი აქვს წაკითხული არამედ ინგლისური ვერსიაც კი არ აქვს ნანახი, რადგანაც Death Eater ქართულ თარგმანში არის სიკვდილის მხვრელი ფილმში კი სიკვდილის მჭამელებად თარგმნეს Oo

ფილმზე, მის ხარისხსა და წიგნთან სიახლოვეზე არაფერს დავწერ, არც პრემიერის შემდეგ დამიწერია, რამდენი პოტერომანიცაა იმდენი აზრიცაა ყოველ ჰარის ფილმზე.

 

უკანასკნელი დღეები

ბლოგიდან გაქრობის პერიოდები თითქმის არ მაქვს ხოლმე, ძალიან იშვიათად ვტოვებ დღეს ახალი პოსტის გარეშე, მაგრამ შიგადაშიგ მეც მაქვს ეს პერიოდები.

შევამჩნიე, რომ წერა ძირითადად მინდება მაშინ როდესაც ცუდ ან ჩვეულებრივ ხასიათზე ვარ, როგორც წესი ვერ ვწერ პოსტს როდესაც ძალიან ბედნიერი ვარ 😀

აგერ უკვე 5 დღეა არ დამიწერია ახალი პოსტი, დრაფტებში პოსტების რეკორდული რაოდენობა დამიგროვდა – 12, ნაგავსაყრელზე – 5.

ასე მგონი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ უამრავი პოსტის წერა მაქვს დაწყებული და შუაში მიტოვებული, იმედი მაქვს ოდესმე დავამთავრებ იმათაც, მაგრამ ისინი მხოლოდ დაწერის დღეებში იყვნენ აქტუალურნი, რამდენიმე კარგი პოსტის აღმოვაჩინე ახლა მაგრამ კვლავინდებურად მეზარება.

თან ბოლო 5-6 დღეა რაც ერთის გავლენით ( 😀 ) პოტერის კითხვა  დავიწყე და კომპიუტერთან გატარებულ თითქმის მთელ დროს  ჰარის ვუთმობ, შუალედებში ვიხედები ფორუმზე და ფბ-ზეც, ამ  შუალედებში პოსტის დაწერა კი შეუძლებელია.

ჰარის კითხვით უუდიდეს სიამოვნებას ვიღებ, თანაც  ჰარისავით არც-ერთი წიგნი არ იკითხება ❤

ვფიქრობდი დამეწერა თუ არა პოსტი სიკვდილის საჩუქრების  მეორე ნაწილზე, მაგრამ გადავწყვიტე არ დამეწერა, უბრალოდ  აქ მოკელდ ვიტყვი, რომ კარგად გადაღებული ფილმია  მიუხედავად ამოღებული სცენებისა. ემოციური, შთამბეჭდავი,  სასაცილო და სატირალიც კი 😀

ხო გუშინ კიდევ ერთი ფოტოგრაფის გამოფენაზე ვიყავი  ამირანში, თამბლრზე აშკარად უკეთესი სურათები იდო, მაგრამ მაინც გაასწორა, თანაც უფასო კრეკერები, მიწისთხილი და მინერალური წყალი იყო. ჩემს მიერ ერთადერთ ნაჭამ კრეკერს სოკოს გემო ჰქონდა, მარა მიწის თხილმა გაასწორა 😀 გამოფენა გუშინ გაიხსნა და 30 ივლისამდე გასტანს, თუმცა ის კი არ ვიცი ბოლო დღემდე იქნება კრეკერები თუ არა Oo

გამოფენიდან კიდევ ერთ ადგილას წავედით, მელიქიშვილზე ღვინის ქარხანაში, სადაც ივლისის კოკისპირული წვიმის გამო ჩაშლილი Future Shorts-ის მუსიკალური ლაინ-აფი უნდა გამართულიყო, 8 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ზუსტად დროზე მისულებს იქ დაახლოებით 30 კაცი დაგვხვდა, იქ კიდევ 1 საათი ვიდექით, ბოლოს ნაყინების საჭმელად წავედით და რომ დავბრუნდით ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული, სულ 50 კაცამდე იქნებოდა, არადა ეთენდინგი 1000-მდე ადამიანს ჰქონდა მიცემული 😀

ახლა, სულ რამდენიმე წუთის წინ დავასრულე ჰარის პირველი ნაწილი და ალბათ სულ მალე დავიწყებ მეორეს. 😀

ჰარი

ჰარი – წაიკითხე სათაური და პირველი რა მოგივიდა თავში? რა თქმა უნდა დაასრულე …პოტერი. შემდეგ მოგაგონდა რონი, ჰერმიონი, სნეიპი, დამბლდორი, ვოლდემორი და რა თქმა უნდა როულინგი.

ჰარი პოტერი არის და ყოველთვის იქნება მსოფლიო ფენომენი, ზოგისთვის ეს უბრალოდ საბავშვო ზღაპარია, ხშირ შემთხვევაში ამ ზოგს არც წაკითხული და არც ნანახი არ აქვს არც ერთი ნაწილი.

დანარჩენებისთვის კი პოტერი არ არის უბრალოდ წიგნი ან ფილმი, უბრალოდ გამოგონილი ისტორია, ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფი, ეს არის მთლიანი, თავიდან ბოლომდე უმცირეს დეტალებამდე გაწერილი სამყარო, რომელიც იმდენად რეალურია, რომ მასში მოხვედრისას გგონია რომ იქ ხარ, უკან წამოსვლა აღარ გინდა, გიჩნდება სურვილი სამუდამოდ იმ სახიფათო, მაგრამ ამავდროულად საინტერესო და ჯადოსნურ სამყაროში დარჩე.

ჰარი პოტერის სამყარო იმდენად მიმზიდველია, რომ მას ნებისმიერი ასაკის მკითხველი ყავს, დაწყებული პატარა ბავშვებით და დამთავრებული საშუალო ასაკის ადამიანებით.

როდესაც პირველი ფილმი ვნახე 6-7 წლის ვიყავი, ჰარი 11-ის, იმ დღის შემდეგ მე ჰარისთან და მის მეგობრეთან ერთად ვიზრდებოდი, ვგრძნობდი და განვიცდიდი იმავეს რასაც ისინი, მათთან ერთად ვთამაშობდი უზარმაზარ ჭადრაკს, ჰარისთან ერთად გავანადგურე ტომ რედლის დღიური, მისი ყოველი წელიწადი სკოლაში მასთან ერთად გავატარე.

ყოველთვის ვოცნებობდი მეც ჰოგვორთსისნაირ სკოლაში მევლო, მეც მისნაირი მასწავლებლები მყოლოდა, ჩემი სკოლაც დიდი ციხესიმაგრე ყოფილიყო, მეც მქონოდა ჯადოსნური ჯოხი.

14-ში პოტერიადა მთავრდება, ბოლო ფილმის პრემიერაა, ბოლო წიგნი უკვე დიდი ხანია რაც გამოვიდა :/ მიუხედავად იმისა, რომ ჰარის, მისი მეგობრების და მთლიანად ამ ჯადოსნური სამყაროს ისტორია დამთავრდება ის მუდამ იცხოვრებს ჩვენში – მათში ვისაც უყვარს ჰარი და მისი ჯადოსნური სამყარო.

ყველა არსებული ფილმი, ლეპტოპში მაქვს, დღეს ვუყურე სიკვდილის საჩუქრების პირველ ნაწილს.

ზოგადად როდესაც ჰარის ვკითხულობ/ვუყურებ რაღაცნაირი გრძნობა მეუფლება, მეც ჩემდა უნებურად იმ სამყაროში გადავდივარ ❤

რატომ მიყვარს ჰარი პოტერი

მართლაც ერის დასასრული

მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარული პოტერიადიდან მხოლოდ 3 წიგნი მაქვს წაკითხული (3,4,7) თავი მაინც მომაქვს პოტერომანად, სულ ვგეგმავ წავიკითხო ის წიგნები, რომლებიც არ მაქვს წაკითხული, მაგრამ ვერა და ვერ მოვაბი თავი, იმედი მაქვს ზაფხულში მაინც ჩავუჯდები და ყველას წავიკითხავ.

ხშირად “მიტყდება” “ნადმვილ” პოტერომანებთან საუბარი, განსაკუთრებით იმის აღიარება, რომ ყველა წიგნი არ მაქვს წაკითხული, რადგან მათ გარდა იმისა რომ ყველა აქვს წაკითხული, გადაკითხულიც აქვთ რამდენიმეჯერ.

მაშ რატომ მიყვარს ჰარი პოტერი?

ალბათ იმიტომ, რომ მე ჰარისთან, რონთან და ჰერმიონასთან ერთად გავიზარდე, მეც გამოვიარე ის რაც გამოიარეს მათ (არ ვგულისხმობ უზარმაზარ ჭადრაკს, დიდი გველის მოკვლას და ა.შ.).

მე 6-7 წლის წინ ვიყავი როდესაც პირველი ფილმი ვნახე, როგორ მახსოვს ის შეგრძნება, ჯერ რომ აზრზე არ ვიყავი რა ხდებოდა, მშვენივრად მახსოვს როგორც ირჩევდა ჰარი ოლივანდერთან ჯოხს, როგორ აფრინდა პირველად შემთხვევით, პირველად როგორ წაეკინკლავა დრაკოს, როგორ დაიჭირა პირველი სნიტჩი, როგორ ცდილობდა რონი “ვინგარდიუმ ლევიოსას” დაუფლებას….

ყველაფერი მახსოვს, თანან ძალიან კარგად…

“ჰარი პოტერი” არ არის უბრალოდ წიგნი, ეს არის ფენომენი, რომელმაც შეცვალა ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება და მათი დამოკიდებულება სწორედ ამ შეცვლილი ცხოვრებისადმი, ეს არის წიგნი რომელმაც აღზარდა 2 თაობა და მე იმედი მაქვს რომ კიდევ ბევრს აღზრდის, ეს არის წიგნი მეგობრობაზე, სიყვარულზე, სიკეთესა და ბოროტებაზე… ეს არის წიგნი სადაც მთავარ გმირს ყველაფერი იოლად არ გამოსდის…

და ბოლოს და ბოლოს ეს არ არის უბრალოდ მოგონილი ამბავი, მწერალმა შექმნა მთელი სამყარო, მაგიური სამყარო, აქ არ არის ალალ-ბედზე შერჩეული პერსონაჟები, სახელები, ადგილები და ა.შ. აქ ყველაფერი განსაზღვრულია, კანონზომიერებას ემორჩილება, აქ ყველაფერი მაგიურია…

ყოველი შელოცვის სახელი ლათინურ რაიმე შესაბამისს ნიშნავს, მაგალითად: Avada Kedavra ნიშნავს “რაც გაკეთებულია, უკან ვერ დააბრუნებ” (What is done, won’t be undone).

წიგნის ყოველი დეტალი, არა ამ სამყაროს, ამ ჯადოსნური სამყაროს ყოველი დეტალო ისეთი სიზუსტითაა გაწერილი, რომ თავი მართლაც იქ, იმ სამყაროში გგონია სადაც ერთადერთი ბანკია გრინგოტსი, სადაც ვოლდემორტი ძალას იკრებს სადაც ნახევარი სამინისტრო სიკვდილის მხვრელია…

მე მიყვარს ჰარი პოტერი და ყველაფერი მასთან ასოცირებული და მე გული შემტკივა იმაზე, რომ 93 დღეში ყველაფერი ზემოთაღწერილი დამთავრდება და მე ალბათ დარბაზში ჯდომისას, დასასრულისას ცრემლს ვერ შევიკავებ, მაშინ როდესაც უკვე ასაკში შესული ჰარი, რონი, ჰერმიონი, ჯინი და მალფოი თავიანთ შვილებს მოიყვანენ პლატფორმა 9 3/4-ზე…

მე ვამაყობ, რომ ვარ იმ თაობის ნაწილი, რომელიც ერთ-ერთი პირველია იმათგან ვინც ეზიარება გენიოსი ადამიანის ჯოან კეტლინ როულინგის ამ გენიალურ ქმნილებას, რომელმაც მსოფლიო შეცვალა.

მე, ჯადოსნური ჯოხით ხელში…

დღეს დამესიზმრა, რომ ვიყავი ჰოგვორთსში, პროფესორ მაკგონაგალს მივყვებოდი, აი ხიდი რომ არის ხო იცით დაღუნული სკოლაში? იქ. ბნელოდა და ლუმოს მაქსიმას გავიძახოდი სულ. პროფესორმა მითხრა გინდა კოღოებმა დაგვკბინონო და ამიტომაც ყველა ერთად ჩავაქრე, მერე ავანთე, მერე ისევ ჩავაქრე და ავანთე.

პროფესორმა ის გამომხედა მივხვდი, ჯობდა ისევ ჩამექრო.

მივედით. ჰერმიონი იყო, მალფოი, მე და პროფესორი. მალფოის რაღაცის აღება უნდოდა, მე მინდოდა ხელი შემეშალა. გადავაგდე. რაღაც მრგვალი იყო. მისწვდა.

ლუმოს მაქსიმა.

გაანათა, მაგრამ მალფოი მაინც მიდიოდა იმ რაღაცასთან.

ინკანტემ.

ის რაღაცა ჰაერში ავიდა.

აკციო.

ის ჩემს ხელთაა.

ჰერმიონამ მკითხა: “დაამუღამე ხო აკციო? ოღონდ ასსიო უნდა თქვა”

მეთქი კაი.

ამაზე დასრულდა ჩემი ჯადოქრობა, იმ მომენტში ძალიან ბედნიერი ვიყავი.

იმედია ამაღამაც ასეთი რამ დამესიზმრება.

ჰარი პოტერი – პრიკველი [წაკითხვა][ქართულად]

ეს წიგნი ჯოან როულინგმა საქველმოქმედო აუკციონისთვის დაწერა, ის გვიყვება ისტორიას ჰარის დაბადებამდე. ეს სცენა თითქოს მოწყვეტილია სიუჟეტს, მაგრამ მაინც ბევრს გვიყვება სირიუსისა და ჯეიმსის ცხოვრებაზე.

მგონი პირველად დაიდება აქ ქართულ ენაზე, რადგანაც ვეძებე და ვერ ვიპოვე.

Harry Potter. Prequel.

წიგნი შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე PDF ფორმატში.

სხვა საიტზე გადატანის შემთხვევაში გთხოვთ მიუთითოთ წყარო, რადგანაც პირადად ჩემი ნათარგმნია.

ქართულის ოლიმპიადაზე ^^)

დღეს იყო ბოლო ოლიმპიადა [ჩემთვის], ქართულის.

ისევ სალომესთან ერთად წავედი და ისევ ადრე ვიყავი 161-ე სკოლასთან. ჩვენ გარდა არავინ იყო, ამიტომაც შიგნით შევედით, შემდეგ დაიწყო კდიევ ხალხმა შემოსვლა. 9 საათზე კი მანდა[ტურებმა] გადით გარეთო, რას შემოდიოდით. რას გვიშვებდნენ ადრე თუ მაინც ისევ გარეთ უნდა გავეყარეთ? :/ გავედით გარეთ და ისევ შემოვედით. ვიპოვე აუდიოტრია, მაგრამ ჩემი შენობის ერთ ბოლოში იყო[სადაც მე-9 და მე-10 კლასელები წერდნენ] ხოლო სალომესი[სადაც მე-11 და მე12-ები წერდნენ] შენობის მეორე ბოლოში, ამიტომაც დავდიოდი აქეთ იქით. სამჯერ შემხვდა ერთი და იგივე მანდა[ტური] და მკითხა აუდიტორის თუ მქონდა ნაპოვნი, კი-მეთქი და მკითხა რას დაბოდიალობო?! O.o აბა 10 საათამდე კლასში ხომ არ დავჯდებოდი.

დამკვირვებელი შემხვდა “გადასარევი”. ეგრევე მითხრა ტელეფონები მაგიდაზე დამიწყეთო, მეთქი კიდე 1 საათია დარჩენილი და კაია.

10-ის ნახევარზე შეგვყარა ოთახში, დაგვრიგა რვეულები, დაგვიკრა შტრიხკოდები და წაგვიკითხა წესები. ამასობაში ნახევარი საათის გავიდა.

2 საკითხისგან შედგებოდა ოლიმპიადა:

1. იყო მოცემული ორი მოკლე ტექსტი[ს ნაწყვეტი] და ერთ-ერთის ანალიზი უნდა დაგეწერა.

2. “მწერალი და სინამდვილე”

იყო ილიას სიტყვები რომ მწერალმა არ უნდა დაივიწყოს ხალხი, ანუ რეალობა და ვალერიან გაფრინდაშვილის სიტყვები რომ პოეზია სულ სხვა ქვაბში იხარშება.

არც ერთს არ დავეთანხმა, შუალედი დავიჭირე. მეთქი მუზა, შთაგონება მოდის რეალობიდან და მწერალი კიდევ ამატებს მხატვრულობას და ა.შ.

მაგალითებიც მოვიყვანე მათ შორის ლოსთი და ჰარი პოტერი და სხვები.

რავი მგონი კარგად დავწერე, იმის და გამო რომ წვრილად ვწერ 1 გვერდზე ოდნავ ნაკლები გამომივიდა ორივე, მაგრამ მე ხომ წვრილად ვწერ ^^)

პასუხები მალე იყოს რა >_>

 

%d bloggers like this: