Flash Mob შოუ – შთაბეჭდილებები

გუშინ იმედზე ახალი გადაცემა გავიდა, რომელსაც უკვე ერთ კვირაზე მეტია არეკლამებენ მგონი ტვ-ში მაგრამ მათი გვერდი ფბ-ზე ვერ ვნახე, პოსტერი მაინც რომ დამედო სურათად და არც მათი რეკლამა შემხვედრის სადმე იმედს გარეთ.

ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ფლეშმობები, რომლებიც ძირითადად უბრალოდ ადამიანების მიერ არის ხოლმე ორგანიზებული სოც. ქსელების საშუალებით. მართლა იმდენად მოხშირდა, რომ სადმე თუ რამე უცნაური შეამჩნიე ეგრევე ხედავ ერთსა და იმავე ხალხს (მართლა ერთი და იგივე ხალხი მონაწილეობს ამ ფლეშმობებში და ორგანიზატორებიც იშვიათადად იცვლებიან) რომელიც რაღაცას აკეთებს და წვავ – კიდევ ერთი ფლეშმობი. ზოგჯერ ისეც ხდება რომ ერთი ფლეშისთვის შეიკრიბებიან და კიდევ რამდენიმეს მოაყოლებენ ხოლმე.

მაგრამ დავუბრუნდეთ ახალ გადაცემას, რომელსაც Flash Mob შოუ ჰქვია. ის პირველად ეთერში გუშინ ღამით გავიდა, არ ვაპირებდი ყურებას, მაგრამ ფბ-ზე ისეთი სტატუსები იდებოდა დღეს თუ არა ხვალ მაინც ვნახავ მეთქი ვიფიქრე.

ტვ-ს ვებგვერდზე შოუ ასე არის აღწერილი

ნოვაცია ქართულ სატელევიზიო სივრცეში. “იმედი” ახალ პროექტს იწყებს. 24 სექტემბრიდან ყველაზე ენერგიულები, ყოველ შაბათს, ზუსტად 23 საათზე “იმედის” სტუდიაში შეიკრიბებიან და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მათი უცნაური საქციელით მაყურებელი გააოცონ.

ყოველ კვირას 4 უნივერსიტიტეტის სტუდენტები მოდიან იმედში, დგამენ ფლეშმობს და ბედნიერები არიან იმით, რომ კრეატიულობა გამოიჩინეს.

მაგრამ სანამ მონაწილეებზე გადავად გადაცემის წამყვანებს შევეხები ოდნავ.

Read more of this post

რა გვასწავლა გუშინდელმა ღამემ?

ყველა გოგოს საყურადღებოდ! ერთი წლის წინ თითქმის ყველა გერმანელ გოგონას სტატუსად ერთ–ერთი ფერი ეწერა. ყველას, განსაკუთრებით კი ბიჭებს აინტერესებდათ, რატომ წერდა ყველა გოგო სტატუსად მაგ: „შავი“ ან „წითელი“. ეს ყველაფერი იქამდე გაგრძელდა, სანამ ამაზე ტელევიზიაში არ გაკეტდა რეპორტაჟი. საქმე კი იმაშია, რომ ყველა გოგოს უნდა დაეწერა თავის კედელზე ის ფერი, რა ფერის ლიფიც აცვია. ჩვენც დავპოსტოთ ფერები…

ეს არის ის შეტყობინება, რომლის გამოც გუშინ მთელი ნიუს ფიდი ვერბალურად აჭრელდა და რომელმაც უამრავი კითხვა გამოიწვია. როდესაც პირველი სტატუსი ვნახე ყურადღება არ მივაქციე, მეორე და მესამე – ახლა დავსკრინავ და კედელზე დავუდებ იმ სამ კაცს, მაგრამ 1 წუთში მთელი კედელი სხვადასხვა ფრით იყო სავსე, თანაც რომ დავაკვირდი მხოლოდ გოგოები წერდნენ, 3 გოგოს მივწერე თუ 4-ს სამივემ არ გეტყვიო, მაგრამ ბოლოს ერთ-ერთმა მთლიანად ეს წერილი დამიკოპირა.

მაშ ასე, რა გვასწავლა გუშინდელმა ღამემ?

  • ყველაზე პოპულარული ფერებია: შავი, თეთრი და ვარდისფერი
  • საღამოობით ძუძუებს თავისუფლება ენიჭებათ
  • მიუხედავად წინასწარ შეთანხმებისა არ გათქმის შესახებ, 10 წუთში ყველამ ყველაფერი იცოდი, არადა კარგი გამოვიდოდა რომ არ გაბაზრებულიყო ეგრევე.
სკრინებისთვის მადლობა ადოს

სამსახური რომ მქონდეს…

დაფიქრდი, პირადად შენ რამდენჯერ გიოცნებია გქონოდა სამსახური?

ყოველთვის როდესაც სადღაც მივდივარ, რა თქმა უნდა მჭირდება ფული, რომლის ჩემი პირადი წყაროც არ მაქვს, შესაბამისად უნდა ვთხოვო მშობლებს, ყველაზე მეტად კი ეს პროცესი მძულს, ვერ ვიტან მშობლებისთვის ფულის გამორთმევას, ამიტომაც ვცდილობ ჩემი ისევ ჩემი “მარაგების” გამოყენებას, მაგრამ ისინიც ილევა და გზა ფულამდე კვლავ მშობელზე გადის.

რამდენჯერ მიოცნებია მქონოდა სამსახური, part-time სამსახური, ხშირად შორსაც წავსულვარ ოცნებებში, მაგრამ გამხსენებია, რომ ყველაფერი მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფია და უკან ვბრუნდებოდი.

15 წლის ადამიანისთვის სამსახურის მოძებნა შესაძლებელია, მაგრამ საკმაოდ ძნელია. საქმე იმაშია, რომ არ არსებობს ნახევარდღიანი სამუშაო, ისე რომ იმუშაო არა 9 ან 12 საათი, არამედ 4-5.

მაკდონალდსში მუშაობა ალბათ არ ღირს, თვეში 300-400 ლარი და არანორმალური სამუშაო გრაფიკი, ხელფასი ნორმალურია, მაგრამ გაწეული შრომის სანაცვლოდ მიზერული, თანაც 18 წლამდე არ ღებულობენ სამუშაოდ. წელს ვნახე კარგი ადგილი, ტექნიკის მაღაზია ვაკეში, არდადეგებზე უნდა დამეწყო მუშაობა, მაგრამ აქაც 12 საათიანი სამუშაო დღეა 9-დან 9-მდე, მაგრამ კარგი იხდიან. უბრალოდ ქალაქში მუდმივად ყოფნა და მოცლილობა არ გამომივიდა, თორემ სიამოვნებით. აა ხო ტექნიკაში უნდა ერკვეოდეთ, ისე არა.

რამდენ რამეს ვიზამდი სამსახური და ნუ თავისთავად ხელფასი რომ მქონოდა, პირველ რიგში ალბათ Kindle-ს ვიყიდი (ქინდლი ელ. წიგნების წამკითხავია, რიდერი) და წავიკითხავდი ყველფერს რისი წაკითხვაც მინდა.

ახლა არ მახსენდება კიდევ რას შევიძენდი სამსახურის ქონის შემთხვევაში, მაგრამ საბოლოოდ ამოიძირკვებოდა ჩემს მიერ ასე ძლიერ შეძულებული მშობლებისთვის ფულის გამორთმევის შემთხვევები.

that’all!

ევროვიზია. პირველი ნახევარფინალი

ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელთან, ჯგუფ “ელდრაინთან”  დაკავშირიებული გაუგებრობისა და სოლისტთან დაკავშირებული პრობლემების შემდეგ დიდმა ხანმა განვლო და აი უკვე დაიწყო ის მუსიკალური კონკურსი, რომელზედაც მთელი ევროპა ლაპარაკობს და უახლოესი 1 კვირა კიდევ ილაპარაკებს. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ევროვიზია ერთ-ერთი ყველაზე მეტად პოლიტიზირებული კონკურსია და მასში იმარჯვებს ის ვინც უნდა გაიმარჯვოს და არა ვისაც სინამდვილეში ეკუთვნის გამარჯვება, თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება.

წელს არის პირველი შემთხვევა როდესაც მე მომწონს საქართველოს წარმომადგენელი, მომწონს სიმღერა, ჟანრი, დადგმა, საერთოდ ყველაფერი. ძლივს ნორმალური სიმღერა, როკი, ალტერნატივა და არა ნიჟარაძის Shine, არც ის იყო ცუდი სიმღერა ალბათ, მაგრამ მე არ მომეწონა.

გუშინ საღამოს 11 საათზე ტელევიზორი ჩავრთე, პირველი არხი სხვათაშორის, მგონი მარტო დილაობით ვუყურებ ხოლმე იმიტომ, რომ როდესაც სხვაგან მულტფილმებია იქ არ არის. სხვათაშორის ზუსტად 11 საათზე დაიწყო, გერმანელების ხელი დაეტყო ევროვიზიას, ვიცოდი, რომ საქართველო მეცხრე ნომრად გამოდიოდა და ამიტომაც 1-1,5 საათიანი TV-მარათონისთვის მოვემზადე, მაგრამ ჩემდა გასაკვირად ყველაფერი გასაოცრად წავიდა, დაახლოებით 23:45 წუთზე საქართველოს გამოსვლა უკვე დასრულებული ჰქონდა და მეც დასაძინებლად წავედი, იმ იმედით, რომ გამოვიძინებდი, მაგრამ ვერა. დღეს მაინც უნდა გამოვიძინო.

პირველ ნახევარფინალში 19 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, რომელთაგან მხოლოდ 10 გადადიოდა ფინალში ასე რომ კონკურენცია საკმაოდ მაღალი იყო.

რა თქმა უნდა ყურადებას გავამახვილებ საქართველოს წარმომადნეგლზე, ჯგუფ ელდრაინზე და მის ახალ სოლისტზე, რომელზედაც ამბობდნენ, რომ ის ლაივში ვერ მღერის.

ძალიან მომეწონა დადგმა, კოსტუმები და განსაკუთრებით გრიმი, განსაკუთრებით ბიჭების ძალიან მაგარი იყო, ჯგუფში კი გამოვყოფდი აი ორჯერ რომ იყვირა რაღაც (ვერ გავიგე რა) ის ტიპი, ძალიან მაგარი კაცია 😀 მთლიანობაში შესრულება იყო მგონი ძალიან ეფექტური და სოფომ კარგადაც იმღერა.

ასევე კარგი დადგმა ჰქონდა რუსეთს, მანათობელი კეტები და ზურგები, სიმღერაც კარგი იყო და ხმაც კარგი ჰქონდა მგონი ალექსეის, არ მახსოვს მაგრამ ბოლოს გამარჯვების დღე რომ მოგვილოცა თურმე წესების დარღვევა ყოფილა >.< რატო? :დ

პირველი 9 მონაწილიდან თითქმის ყველამ რატომღაც ჩახლეჩილი ხმის შთაბეჭდილება დატოვა, საქართველოს გარდა ასევე მომეწონა შვეიცარია, სომხეთი (სიმღერა, ხმა აშკარად ჩახლეჩილი ჰქონდა იმიტომ, რომ Rehearsel-ები ნანახი მაქ და იქ აშკარად უკეთესად იმღერა).

პირველი ნახევარფინალი ღამის 2 საათზე დამთავრდა ამიტომაც ბოლომდე არ მიყურებია, საქართველოს მერე დავიძინე, მაგრამ საქართველო ფინალია და 14 მაისს, შაბათს გამოვა 25 ნომრით და დახურავს ევროვიზიას, იმედია დახურვა არა მხოლოდ რიგითი, ფიზიკური არამედ მეორეაზროვანიც იქნება, რადგანაც ჩემი აზრით წელს მართლაც გვაქვს მოგების თუ არა პირველ ხუთეულში მოხვედრის შანსი მაინც ან სამეულში.

მგონი მეორე ნახევარფინალი დღეს გაიმართება, მაგრამ ყურებას ნამდვილად არ ვაპირებ, ისედაც ორი დღის გამოუძინარი ვარ და ხვალაც ადრე წასასვლელი.

როგორ დავწეროთ სიტყვა “ელ.- ფოსტა”

მანამ სანამ შეიქმნებოდა ინტერნეტი და გაიგზავნებოდა პირველი ელექტორნული წერილი ან შეიქმნებოდა პირველი ინტერნეტ-გვერდი (ასე დავარქმევ ამ ეტაპზე) არავინ ხმარობდა სიტყვა ელექტრონულ ფოსტას, მისი ხმარება უბრალოდ არ იყო საჭირო და შესაბამისად არც იყო ამ ორი სიტყვის შემოკლება საჭირო.

მაგრამ დღეს ელექტრონული ფოსტა ალბათ უმსხვილესი საფოსტო კომპანია იქნებოდა, თუკი ყველა მეილ კლიენტს გააერთიანებდი, რეალურად ჩვეულებრივი ფოსტით აღარავინ სარგებლობს, თითქმის აღარავინ.

მაგრამ როგორ უნდა შევამოკლოთ “ელექტრონული ფოსტა” ?

მცირე background

ინგლისურად ელექტრონული ფოსტა არის electronic mail, მას ადრე შემდეგნაირად ამოკლებდნენ e-mail, e mail, e.mail, email და შეიძლება კიდევ ბევრნაირადაც, მაგრამ რამდენიმე თვის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება ამ სიტყვის მართლწერასთან დაკავშირებით და იმ დღიდან სწორი ფორმა ასე გამოიყურება: email იგივე იქნეს ვებგვერდს, რომლის სწორი ფორმაა website და არანაიტი ტირე, დატოვებული ადგილი (aka პრობელი) და ა.შ.

ვიცი რომ ძალიან სულელურ და უმნიშვნელო რაღაცს ვწერ, მაგრამ საქართველოში “ელექტრონულ ფოსტას” ასე “ელ.ფოსტა” და ვებგვერდს ასე “ვებ-გვერდი” ამოკლებენ, მაშინ როდესაც ეს უკვე ჩამოყალიბებული სიტყვებია და არა მხოლოდ ორი შეერთებული სიტყვა და ხომ არ სჯობს, რომ ვწეროთ ასე: ელფოსტა, ვებგვერდი?

საქართველო 1:0 ხორვატია, მაგრამ პეგასი?

მთლიანი თამაში დაძაბულად მიმდინარეობდა და 89-90 წუთზე კობიაშვილმა გაიტანა გოლი ანუ რეალური შანსი შეგვექმნა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის.

თამაშზე წასვლაზე უარი ვთქვი, სიმართლე გითხრათ მოგების იმედია არც მქონდა, მაქსიმუმ ფრეს ვვარაუდობდი, მაგრამ მოხდა საოცრება და 71-ე ადგილზე მყოფმა გუნდმა მოუგო თუ არ ვცდები მე-17 ადგილზე მყოფ გუნდს.

მართლა გამიხარდა.

მაგრამ ალბათ ყველამ იცით მაღაზია “პეგასის” აქციის შესახებ, რომელიც უკან გიბრუნებთ ფულს თუ საქართველო ევრო-2010 გავა.

ხოდა ახლა რეალური შანსი შეგვქმნა გასვლის და ალბათ აქციასაც მოხსნიან… 😀

გილოცავთ!!!

 

მიწისძვრით გამოწვეული ძებნები

ჩემი ბლოგის და ვფიქრობ ყველა ბლოგის, რომელზეც მიწისძვრაზე რაიმე მასალა მოიპოვება ან უბრალოდ ეს სიტყვაა ნახსენები, Search Terms-ს დაერტყო მიწისძვრის “არსებობა”. დღეს ბლოგზე მოხვედრილთა უმეტესობა სწორედ მიწისძვრაზე ეძებდა ინფორმაციას, ვიღაცა “2012“-საც კი ეძებდა, მიწისძვრააო და მსოფლიო ინგრევაო, დღეს მთელ ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში შეინიშნება სეისმური აქტივობა.

ზედმეტი სიტყვების გარეშე გთავაზობთ დღევენდელი ძებნების snapshot-ს

 

 

ნუ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პასუხების შედეგებსაც ეძებენ.

მიწისძვრა თბილისში[updated]

დაახლოებით 10-15 წუთის მიწისძვრა არ იყო? საბურთალოზე იგრძნობოდა. ჭაღები დადიოდნენ აქეთ-იქით. დადიოდნენ ცოტა გაზვიადებულია მაგრამ მოძრაობდნენ.

არა?

[Update]

ერთმა მეგობარმა დაწერა facebook-ზე შემდეგი რამ:

მაგნიტუდა = 5.8M. ქალაქი ვანი – სამხრეთ-აღმოსავლეთი – 18კმ.

[Update 2]

მიწისძვრა იგრძნობოდა ზუგდიდშიც, თანაც გაცილებით უფრო მეტად ვიდრე თბილისში. პანიკაც იყოო.

ზოგადად დასავლეთში უფრო მეტად იგრძნობოდა.

[update 3]

ქუთაისიდან 30 კმ სამხრეთით.

ზუგდიდან 85 კმ სამხრეთ-აღმოსავლეთით.

ამერიკული საიტი[არ მახსოვს მისამართი] წერს რომ მაგნიტუდა იყო 5.3

%d bloggers like this: