ამერიკული განათლება

ამერიკული სკოლა ბევრისთვის ულევ გართობასთან ასოცირდება, ალბათ ამ თემაზე გადაღებული უამრავი ჰოლივუდური ფილმის გამო, მაგრამ რეალურად ამერიკული სკოლა კარგ განათლებას იძლევა ნებისმიერ დისციპლინაში, როგორც მეცნიერებებში ისე ლინგვისტიკაში, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელები ცნობილნი არიან როგორც მხოლოდ ერთი ენის მცოდნე ერი.

ამერიკულ სკოლაში შეგიძლია შენ თვითონ დაინახო ყველა ფიზიკური მოვლენა, ჩაიხედო მიკროსკოპში დ თვალი ადევნო უჯრედის დაყოფას და ა.შ. ყველა სკოლა, როგორც საჯარო ისე კერძო იძლევა ნებისმიერი საგნის ღრმად შესწავლის საშუალებას.

ამერიკულ სკოლაში ან უნივერსტიტეტში სწავლა შეიძლება შორეულ პერსპექტივად ჩანდეს, მაგრამ ყოველწლიურად ამერიკული სკოლების წარმომადგენლები ატარებენ გაცნობით ტურებს მსურველთათვის ან უბრალოდ დაინტერესებულთათვის, შარშან ლინდენის სკოლა-პანსიონატთა ტურების კომიტეტმა თბილისში პირველი ასეთი გაცნობითი სახის ღონისძიება ჩაატარა, წელს ლინდენი 26 აპრილს, თბილისი-მარიოტის მისაღებ დარბაზში ბრუნდება ზუსტად 4 საათზე.

26 აპრილს თბილისში ჩამოვლენ ამერიკული სკოლების წარმომადგენლები, რომლებიც გააცნობენ დაინტერესებულებს ინფორმაციას სწავლებისა და სკოლების შესახებ ამერიკაში. ძირითადად წარმოდგენილნი იქნებიან სკოლა-პანსიონატები ანუ ისეთი სკოლები რომლებიც თავის მოსწავლეებს საცხოვრებლითად უზრუნველყოფენ.

თუ დაინტერესდი და გინდა ამ ღონისძიებაზე დასწრება გაიარე რეგისტრაცია ქვემოთ მოცემულ ლინკზე, ამ ლინკზე ასევე შეგიძლიათ მოიპოვოთ მეტი ინფორმაცია ლინდენზე და ამერიკულ სკოლებზე.

რეგისტრაცია

Advertisements

2 კვირა სკოლის დაწყებიდან

უკვე ზუსტად  2 კვირა გავიდა რაც ახალი სასწავლო წელი დაიწყო :ცუდისიტყვები: და უკვე 2 კვირაა ნელ-ნელა ყელში ამომდის სკოლა :ცუდისიტყვები:

მაგრამ დღეს ბოლო წვეთიც იყო, როდესაც ისტორიის წიგნი გადავშალე და ვიფიქრე რა ჩემ ფეხებად ვსწავლობ ამას? ან ქიმიას ან ფიზიკას რატომ ვსწავლობ? ან მათემატიკას ასე ღრმად? ცხოვრებაში როდის დამჭირდება ეს დამპალი ინდუქცია

მაინც ვერ ვიგებ ნორმალურად :/

საატესტატოების შემდეგ ხო აღარ გავიხსნებ არც იონებს არც ოქსიდებს არც ჯოულ-ლენცის კანონს :/

ქართველი რომანტიკოსი მწერლებიც, მუდმივად თვალცრემლიანები, ძველ დროს რომ მისტირიან და აწმყოში ტრაკს არ ანძრევენ რაიმეს შესაცვლელად – ეგენიც. მაგათი პესიმისტური ლექსების კითხვა, მათი ანალიზი წერა და ოგიერთის ზოგიერთი სტროფის უაზროდ დაზეპირებაც შემზიზღდა უკვე. ეს მაღალფარდოვანი ეროვნული მოწოდებებიც, ყველა რომ ამბობს კი კი ასე უნდა იყოს, თავზე ბევრი წასმული ვაზელინით – ეგეც.

ბიოლოგია ასწორებს მარტო. ქართულიც თუ ამ პოეტებს გავსცდებით და რაიმე სხვაზე ვილაპრაკებთ, მაგრამ უიშვიათესი მოვლენაა ეს :/

დღეს პარასკევია ❤

მაგრამ ეს ორი დღეს ისე სწრაფად გაივლის ვერაფერს მოვასწრებ და შევამჩნევ და მერე ისევ თავიდან.

ინგლისურის ახალი მასწავლებელი ყველაზე “მაგარი” ქალია, გული მიგრძნობს ცალკე პოსტი მიეძღვნება მას ცოტა ხანში :ევილ: და უნდა დავტროლო კიდე :დ

შემოდგომა მოვიდა წითელ-ყვითელ ფერებით… – fuck!

უკვე 3 სექტემბერია, შემოდგომა უკვე 3 დღეა აქ არის, კარს მომდგარა კი არა შიგნით შემოვიდა და 3 დღეა სახლში მიზის.

ყოველთვის მიყვარდა შემოდგომა, იმიტომ  რომ არ ცხელა, არ ცივა, წვიმს, გაცვია არც თხლად და არც სქლად – მოკლედ კაია. მოღრუბლული ამინდები, ქარი, შიგადაშიგ წვიმა, ცოტა ცივა კიდევაც.

მაგრამ შემოდგომა მანამდე მსიამოვნებდა სანამ სკოლა შემზიღდებოდა, შემძულდებოდა და ყოველი იქ მისვლა ტანჯვად არ მექცეოდა.

ყოველთვის მიყვარდა სკოლა, მართლა ძალიან მიყვარდა, კლასელებიც ძირითადად მევასებოდნენ, ვინც მიყვარდა იმათთან ახლაც ძალიან კარგად ვარ (ბავშვობის მეგობრები და რამე) ვინც არ მევასებოდა კიდე ახლა თითქმის მძულს, ვინც მევასებოდა კი ნაწილი აღარ მევასება.

მოკლედ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და აგერ უკვე მეორე წელია შემოდგომა და შესაბამისად სექტემბერი სკოლასთან და შესაბამისად ყოველდღიურ უსიამოვნო შეგრძნებებთან არის დაკავშირებული.

სკოლა არ შემძულებია მასწავლებლების ან საგნების გამო, იმათ მოუხერხებ რამეს – უბრალოდ შეიცვალა ის გარემო რომელშიც წელიწადში 8 თვეს ვატარებ – არ ვიცი ის ჩემთვის უინტერესო გახდა, მომაბეზრებელი თუ გამაღიზინებელი მაგრამ მაშინაც კი როდესაც ამ გარემოს სკოლის წითელი კედლების გარეთ ვნახულობ მაინც ვგრძნობ დისკომფორტს.

ზაფხული თითქოს ახლახანს დაიწყო, უფრო სწორად არდადეგები, 3 თვიანი – თითქოს ძალიან დიდხნიანი თავისუფლება მაგრამ სულ რაღაც 2 კვირაში დაიწყება სკოლა, 9 თვიანი – უფრო დიდ ხნიანი, ყოველდღიური დისკომფორტი.

უკვე ვეღარ ვიუსაქმურებ ამდენს, ვერც კომპიუტერთან ვიჯდები ამდენს, ვერც სადაც მინდა წავალ და ვერც რასაც მინდა ვიზამ ამდენს.

არადა როგორ მიყვარდა შემოდგომა, წვიმა, ქარი, გამხმარი ფოთლების ხმა როდესაც დააბიჯებ…

ხო სამწერტილიანი და ცოტა რაღაცნაირი დასასრული, მაგრამ არა. ~ მინდა მოვიდეს შემოდგომა აგრილდეს, ყველაფერი ისე მოხდეს როგორც უნდა იყოს მაგრამ სკოლა არ დაიწყოს რა. ჯერ.

3 დღე სამხედრო ბაზაზე

”ალიანტე” არის 15-დან 19 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისგან შემდგარი 2-წევრიანი გუნდების კონკურსი. მისი მიზანია სტუდენტების ცნობიერების ამაღლება უპირველეს ყოვლისა უსაფრთხოების საკითხებისა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შესახებ, ასევე ისტორიაში, გეოგრაფიაში, პოლიტიკაში. ამ სფეროებში უფრო ღრმა ცოდნა საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს, უკეთესად გაერკვნენ აქტუალურ საკითხებში და უფრო ადვილად აღიქვან კავშირები მოვლენებს შორის. მაგრამ ”ალიანტეს” უნიკალური კონცეფცია საშუალებას აძლევთ მათ, გამოსცადონ საკუთარი ფიზიკური ძალები და გამძლეობა მძიმე პირობებში, შეხვდნენ მსგავსი ინეტერესების მქონე თანატოლებს სხვა ქვეყნებიდან და დატკბნენ დაუვიწყარი მოგზაურობით.

წელს პირველად ვცადე ბედი ამ კონკურსში და პირველივე ცდაზე მივაღწიე ეროვნულ ფინალამდე, რომელიც საჩხერეში, სამთო მომზადების სკოლაში უნდა გამართულიყო და გაიმართა კიდეც.

გასაოცარი ფიზიკური შესაძლებლობებით არასოდეს არ გამოვირჩეოდი, მაგრამ სამთო მომზადების სკოლაში გატარებული სამი დღის შემდეგ აღარ მეშინია სიმაღლის, ტალახის, აღმართების, დაღმართების, კლდეების, ნაკაწრებისა და მავთულხლართის ქვეშ ხოხვის.

წასვლა ძალიან არ მინდოდა და გზაში, ტელეფონების წართმევამდე დაახლოებით 20 წუთით ადრე დავპოსტე შემდეგი რამ 😀

მაგრამ ჩამოსული უკვე მზად ვიყავი უკან დავბრუნებულიყავი

დღე 1

გასვლა დილის 9 საათისთვის იყო დაგეგმილი. დილით ყველაფერი ჩალაგებული მქონდა, პირადობის ასლი გადაღებული და მშობლის ნებართვა დაწერილი. 8:45 წუთზე უკვე რესპუბლიკის მოედანზე ვიყავი და სულ ბოლო მომენტში აღმოვაჩინე, რომ პირადობის ასლიცა და მშობლის ნებართვაც სახლში მქონდა დარჩენილი. მომიწია უკან სახლში დაბრუნება.

ყველაფერი მოვასწარი და 9 საათისთვის უკვე ავტობუსში ვიჯექი.

წარმოდგენა არ მქონდა სად მივდიოდი და რა უნდა მეკეთებინა ბაზაზე.

გზა – გრძელი

მძღოლი – არანორმალური. მოსახვევებში ბოთლი უვარდებოდა და ასაღებად იხრებოდა ხოლმე

განწყობა – ცუდი

დრო – გაწელილი

განწყობა უფრო მეტად მაშინ გაფუჭდა, როდესაც ტრასიდან გადავუხვიეთ და გზის გარშემო იყო ერთი რამ – ტყე.

მძღოლს ბოთლი კიდევ რამდენიმეჯერ დაუვარდა და ჩვენც რამდენიმეჯერ მოვიკიხეთ ის, ვინც მას პრავა მისცა.

ერთხელ არეული გზის შემდეგ როგორც იქნა მივადექით სამხედრო ნაწილის შესასვლელს.

ჩაკეტილ სივრცეში ყოფნისას მივხვდი, თუ რამდენად სწრაფად ვრცელდება ჭორები.

იქვე შესასვლელში დაიწყეს საუბარი იმის შესახებ, რომ ტელეფონებს გვართმევდნენ. მართლაც ასე იყო.

გუნდის ნომრის მიხედვით გვიძახებდნენ, გვატოვებინებდნენ ნებისმიერ ტექნიკას (ტელეფონი, კამერა და ა.შ.) და გვიშვებდნენ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე.

პირველ დღეს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ჩასვლისას ეგრევე გვასადილეს და გვაწერინეს ტესტი, რომლისთვისაც ორი საათი გამოგვიყეს და რომელიც 20 წუთში დავწერეთ და რომელშიც ყველაზე მაღალი ქულა მივიღეთ :yes:

აგვიხსნეს წესები და დღინ განრიგი

06:00 – გაღვიძება

07:00 – 08:00 – საუზმე

13:00 – 14:00 – სადილი

18:00-17:00 – ვახშამი

10:00 – ძილი (შუქის ჩაქრობა და ოთახებში ჩუმად ყოფნა)

შუალედებში გვქონდა ვარჯიში ან დავალებები.

საღამოს 10 საათის მერე სასტუმროდან გასვლა იკრძალებოდა, რადგანაც ტერიტორიაზე პატრულირებას ახორციელებდა პატრული, რომელიც პაროლის არცოდნის შემთხვევაში კარგს არაფერს გიშვებოდა.

დღე 2

დილის 6 საათზე “არხოტოთი” გაგვაღვიძეს და სავარჯიშოდ წაგვიყვანეს, აღმართშიც გვარდენინეს, თანაც რივოკით. შემდეგ ინსტრუქტორმა დაიყვირა: ბომბი ჩამოვარდება აქ და იმ ადგილზე მიუთითა სადაც ვიდექით, თვითონ კი გაიქცა. ჩვენც გავიქეცით, მიუხედავად იმისა, რომ არც დავიჯერე ბომბის ჩამოვარდნის ამბავი, მაგრამ თავიდან ყველა გაიქცა ანუ თავიდან ყველამ დაიჯერა, მათ შორის მეც.

სირბილისას ინსტრუქტორი ყვიროდა – მოტივაცია!

პასუხი არის ძლიერი

მოტივაცია არის ძლიერი!

ქანცგაწყვეტილებს ხელები დაგვაბანინეს და სასადილოში შეგვიყვანეს.

არასოდეს სცადოთ ჭამა დამღლელი ვარჯიშის შემდეგ, მაინც ვერ შეჭამთ

საუზმის შემდეგ დასასვენებლად დაახლოებით 1 საათი მოგვცეს.

ვარჯიშის შემდეგ დაღლილებს ყველას გვინდოდა სასადილოში დიდი ხნით დაჯდომა, ნელა ჭამა, “ჩაის სმით კაიფი” მაგრამ ერთ-ერთმა როგორც მახსოვს სერჟანტმა შემდეგი რამ მოგვახსენა

ჩაისა და ყავის სმით კი არ უნდა იკაიფოთ, სწრაფად უნდა ჭამოთ და გამოხვიდეთ! არ არის ამის დრო, რაც შეიძლება დიდ ხანს უნდა ივარჯიშოთ, რომ ქვეყანას გამოადგეთ საჭირო როცა იქნება. აი ჩვენი ბიჭები ადრე საშინელ პირობებში ვიყავით, წვერს გუბეში ვიპარსავდით, ცალ ფეხზე ჩუსტი გვეცვა, ცალზე გახეული ბოტასი და ისე ვვარჯიშობდით იმიტომ, რომ რაღაცაში გვინდა გამოვადგეთ ამ ქვეყანას.

სერჯანტის შენიშვნა საკმაოდ სწორი იყო, რადგანაც რამდენიმე ადამიანი მართლსაც გასაოცრად დიდი დროის განმავლობაში მიირთმევდა საკვებს, წესდების თანახმად კი სასადილოში ერთად შევდიოდით და ერთად გამოვდიოდით.

1 საათის შემდეგ 1 კამაზით და ორი ლენდ-კრუზერით ხელოვნურ “ტყეში” წაგვიყვანეს, სადაც 16 მეტრიდან უნდა დავშვებულიყავით, ავსტრალიურ კედელსა და კლდეზე ავსულიყავით.

კლდეზე ვერ ავძვერი, ავტრალიურ კედელზე საშუალოდ, მაგრამ 16 მეტრიდან დაშვება ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა.

ყველაზე ძნელი იყო გადმობიჯება და შემდეგ ხელ-ფეხის გაშვება და დაკიდება, დანარჩენი რაღაც თავისით მოხდა, მე უბრალოდ კვანძს ვუჭერდი ოდნავ. დასვებისას სურათებს გვიღებდნენ და ძალიან მაინტერესებს როგორი სახე მქონდა >.>

სადილამდე იქ ვიყავით, სადილის შემდეგ კი სასროლ პოლიგონზე წაგვიყვანეს.

გზაში საშინლად გაწვიმდა და ნახევარი საათი ველოდებოდით მოსაცდელი კარვის გაშლას.

იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი გუნდი 21-ე იყო მე 42-ეს უნდა მესროლა.

ვისროდით M4-დან, დაწოლილ მდგომარეობაში. გასროლის ხმა უფრო მაღალი აღმოჩნდა ვიდრე მეგონა, მაგრამ როდესაც შენ თვითონ ახორციელებ გასროლას, არ გესმის შენი იარაღის ხმა, მხოლოდ სხვისი.

3 საკონტროლო გასროლიდან ორი მიზანში მოვახვედრე.

როდესაც ყველა მორჩა სროლას უკან მანქანებში შეგვალაგეს და ნაწილში დაგვაბრუნეს.

საღამოს სრული უსაქმურობა სუფევდა.

ღამე 10 საათზე ოთახებში შეგვიყვანეს, მაგრამ არავის ეძინებოდა.

დღე 3

მესამე დღე ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო იყო. დილით კვლავაც გვავარჯიშეს, საუზმის შემდეგ კი წინააღდმეგობებიტ სავსე 700 მეტრიანი კროსი გველოდა.

სტარტი მდინარის ხეობაში იყო.

უნდა გევლო მდინარეში, გაძვრალიყავი მდინარეზე გადადებული მავთულხლართის ქვეშ, ასულიყავი ჩანჩქერზე გადმოკიდებული კიბით, ასულიყავი აღმართზე კანატის დახმარებით, გაგევლო მორზე, ასულიყავი ფიცრებზე, საკაცით წაგეგო 25 კილოგრამი ქვიშა და მოგეტანა უკან, შემოგერბინა ტბის გარშემო და გაქცეულიყავი უკან ბაზაზე.

ამ წინააღმდეგობების გავლისასაც გვიღებდნენ სურათებს და იმედია მალე ვიხილავ >.>

დისტანცია, როგორც გვითხრეს საშუალო დროში დავფარეთ.

ბაზაზე თავიდან ბოლომდე სველი და ტალახიანი დავბრუნდი.

საღამოს იმავე კამაზით კინოში წაგვიყვანეს საჩხერეში, “აგვისტოს 5 დღეზე”.

კინოთეატრთან ვიხილეთ ორი საჩხერელი კაი ბიჭი

კინოში ბილეთი, საღამოს სეანსზე 4 ლარი ღირს, პოპ-კორნი 1 ლარი, ხოლო სასმელი 1,5 ლარი. რატომაა თბილისში ყველაფერი 3-ჯერ ძვირი? O.o

გზაში (კინოში და კინოდან) ვმღეროდით “ჩვენ ვართ ქართული არმია…

ძლივს ამ სიმღერის ტექსტი თავიდან ბოლომდე გავიგე. მისწორებს ეს სიმღერა.

ბოლოს ღამეს თითქმის არ გვიძინია, ზოგადად ძალიან ცოტა გვეძინა ხოლმე, მაგრამ დილის 6 საათზე გაღვიძებას საკმაოდ იოლად ვახერხებდი, ალბათ 20 ან მეტი ბუქნის შიშით.

და ბოლოს

მიუხედავად იმისა, რომ ვერ გავიმარჯვე საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში გატარებული სამი დღე ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო სამი დღეა ჩემ ცხოვრებაში. ამ სამი დღის განმავლობაში გავაკეთე ძალიან ბევრი ისეთი რამ, რასაც ალბათ არასდროს არ გავაკეთებდი ჩემი სურვილით.

ამ სამი დღის განმავლობაში მივხვდი, რომ ადამიანს მართლაც ყველაფრის გაკეთება შეუძლია და რომ მეც შემიძლია თუ მოვინდომე.

გავიცანი 4-5 ჰარი პოტერის მოყვარული ბიჭი და 1 კიტკატის მოყვარული გოგო ❤ ასევე ადამიანი რომელიც ჩემზე მეტს ლაპარაკობს (მისი გაცნობის შემდეგ წარმოდგენა შემეცვალა ბევრ ლაპარაკზე), ადამიანი რომელიც მთელი ბაზის ლეგენდად და ისტორიად იქცა. სამწუხაროდ მან ვერ გაიმარჯვა, მაგრამ ეროვნულ ფინალში მოხვედრაც უკვე გამარჯვებაა.

ექსკურსია

როგორც ყოველთვის სკოლის დამთავრებადმე ერთი თვით ადრე ავყაყანდით ექსკურსიაზე, რასაც დამრიგებლის უარი მოჰყვა, მიზეზად კი ჩვენი საქციელი დაედო. მაგრამ ორი კვირის შემდეგ თავად დასვა კითხვას, თუ რას ვაპირებდით. ცოტა ვიფიქრეთ და ორ დღიან ექსკურსიაზე დაგავწყვიტეთ წასვლა, რომელიც უკვე რამდენი წელია აუხდენელ ოცნებად გვექცა.

ექსკურსია ქუთაისში, კლასელს სახლი სამტრედიაში, ღამე იქ – ერთ ოთახში, სასმელით ❤

მაგრამ ვერა… წამომსვლელი მშობლების ნაკლებობის გამო, ორ დღიანი ექსკურსია გაუქმდა.

ისევ ცოტა ვიფიქრეთ და ყაზბეგში გადავწყვიტეთ წასვლა, მაგრამ სამი დღით ადრე ისე წვიმდა, რომ ყაზბეგამდე მისასვლელი გზები გადარეცხა.

ფული აკრეფილი, მარშრუტკა დაქირავებული, მაგრამ წასასვლელი ადგილი არ გვქონდა.

ამჯერად საერთოდ არ გვიფიქრია, გეოგრაფიის მასწავლებელმა შემოგვთავაზა ბორჯომი და მისი შემოგარენი, ჩვენ ისეთ ხასიათზე ვიყავით, რომ მცხეთაშიც კი წავიდოდით, ოღონდ სადმე წავსულიყავით.

შევთანხმდით ბორჯომზე, დაასახელეს საკმაოდ ბევრი სანახავი ადგილი, მათ შორის რომანოვების, სტალინის და შემდეგ მე-4 სამმართველოს ყოფილი და პრეზიდენტის ამჟამინდელი რეზიდენცია, რომელშიც არ შეგვიშვეს – არადა ამბობენ, რომ ძალიან ლამაზი ადგილია.

მთლიანობაში მხოლოდ ტიმოთეს უბანში ვნახეთ ერთი ეკლესია და მწვანე მონასტრამდე ვიარეთ ფეხით, იქვე მწვანე მონასტრის გზაზე გავჩერდით უკანა გზაზე და დავრჩით.

როგორც აღმოჩნდა მწვანე მონასტრის გზაზე ძალიან კარგი სამწვადე ადგილებია.

მწვანე მონასტრეში ასევე ვნახეთ მე-16 საუკუნეში თურქების მიერ დახოცილი ბერების თავის ქალები. (სურათები გადავიღეთ და თუ ვნახე დავდებ)

ნამდვილი თავის ქალის ნახვა –   ✔

ცეცხლის დანთებას 3 კაცი შევუდეგით, 2 დამცინავად გვიყურებდა და საქმის მათთვის გადაბარებას გვირჩევდა, მაგრამ ჩვენ ცეხლიც დავანთეთ და კიდევ ერთის დახმარებით მწვადის შევწვი!!! განსაკუთრებული მადლობა მძღოლს, რომელიც მთელი შეწვის პროცესში ჩვენს გვერდით იდგა და გვეხმარებოდა. 🙂

ვსვამდით კოლას, გრადუსიან ფორთოხლის წვენს და სვამდნენ ღვინოს.

უკანა გზაზე ყველა ძალიან კარგ ხასიათზე მოვდიოდით, ისეთ ხასიათზე ვიყავი, რომ “მგზავრების” სიმღერებს სიამოვნებით ვუსმენდი და ვიმღერებდი ტექსტი რომ მცოდნოდა, სამაგიეროდ მთელი გზა ამას ვმღეროდი:

დათვალიერებული ადგილების მიხედვით ალბათ ყველაზე ცუდი, მაგრამ გატარებული დროის მიხედვით ყველაზე კარგი ექსკურსია იყო. ❤

დაშლა რა თქმა უნდა არავის არ უნდოდა…

 

ზაფხული, კლასელები, არდადეგები

მიიწურა გაზაფხული კი არადა დღეს უკვე პირველი ივნისია, ზაფხულის პირველი და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე.

სკოლის დამთავრებამდე და მთელი წლის ნანატრ არდადეგებამდე ზუსტად 13 დღე დარჩა, მაგრამ ასე ძლიერ სასურველი არდადეგები აღარ არის ისე სასურველი, სკოლაში დავდივართ, არაფერს არ ვაკეთებთ (პროგრამა ყველაფერში დავამთავრეთ), ვერთობით და ვართ კარგად.

თუ წლის დასაწყისში ყველა ერთმანეთს შეუჩვეველი იყო ახლა ყველაფერი პირიქითაა, იდეალურად და სწორედ ამიტომ მიყვარს წლის ბოლო, ყველა მშვიდადაა, ბოლო წერები იწერება, გაკვეთილები აღარ ტარდება, წიგნები დამთავრებულია. მაგრამ ამიტომაც არ მიყვარს წლის ბოლო, როდესაც ტოვებ იმას, რაც კარგია, როდესაც ტოვებ იდეალურს.

წლის ბოლოს ყოველთვის მიყვარს სკოლაში მოსვლა. თუ წლის დასაწყისში ან შუაში გაცდენილი დღე ბედნიერებაა, წლის ბოლოში არც თუ ისე სასიამოვნო მოვლენაა.

წლის ბოლოს ხვდები, რომ არც თუ ისე ცუდი კლასელები გყოლია, რომ მათთან თავს კარგად გრძნობ.

ერთადერთი რაც ყველაფერს აფუჭებს არის სიცხე, საშინელი სიცხე. წელს ძალიან სწრაფად დაცხა.

მოკლედ არ მინდა ზაფხული, მინდა მუდმივად სკოლის ბოლოს ორი კვირა იყოს.

თანაც არ მინდა ზაფხული, ჯერ კიდევ დიდ გაურკვევლობაში ვარ, არ ვიცი სად და როდის მივდივარ. 😦 მალე ყველაც დაიშლება, მე კიდე მგონი მიყვარს ჩემი კლასელები ❤

მგონი ნოსტალგია მეწყება 😀 არადა ხომ ვიცი, რომ სექტემბრიდან ისევ ნერვებს მოვუშლით ერთმანეთს, არადა სკოის დამთავრებამდე სულ 2 წელი დარჩა და მინდა, რომ ეს ორი წელი საუკეთესო იყოს სკოლის წლებს შორის >.>

რაც მაღიზიანებს!

ბოლო დროს ძალიან ბევრი რამ დამიგროვდა რაც მაღიზიანებს, რაც მიშლის ნერვებს და რასაც ვერ ვიტან.

მეგობრები

  1. ბევრია თავგამოდებული მეგობარი რომელიც ამბობს, რომ ძალიან უყვარს, მთელ დღეებს შენთან ატარებს, გელაპარაკება ყველაფერზე, გიყვება ზუსტად იმდენს ანუ ყველაფერს, თვითონაც ყველაფერს გეკითხება, მაგრამ ეს მხოლოდ მანამ სანამ შენ თვითონ სჭირდები მას, არ აქვს მნიშვნელობა რატომ და რისთვის, მაგრამ როდესაც თავის “პრობლემებს” გადაჭრის, ყველაფერს მოაგვარებს, ახალ მეგობარს გაიჩენს, შენკენ აღარც გამოიხედავს, დაგიკიდებს…
  2. როდესაც ადამიანს სჭირდები მხოლოდ მაშინ როდესაც ახლოვდება მონიტორინგი (საკონტროლო) ან გამოცდა, დროის დანარჩენ პერიოდში ის ან არ ურთიერთობს შენთან ან კარგად არ ურთიერთობს, მხოლოდ საჭირო მომენტში ახსენდები და ამ საჭირო მომენტში შენ ვერ ეუბნები უარს, რადგანაც ის ასე თუ ისე მეგობარია. ამ მომენტში მაგრად არ მევასება ჩემი თავი, რადგან არ მძალუძს ვთქვა – არა.

ბავშვები

გუშინ ჩვეულებისამებრ ქართულიდან მოვდიოდი, როდესაც “მარშრუტკაში” ერთ-ერთმა გოგომ ამოიღო ჯერ ჩიფსები, შემდეგ, ორცხობილები, შემდეგ კი მარილიანი ჩხირები. მის გარშემო უმალ შეიქმნა კოალიცია, რომელიც მიირთმევდა ყველაფერ ზემოთხსენებულს, ყველაზე მეტად გამაღიზიანა დასვრილმა, გამოწვდილმა ხელებმა, მხოლოდ ერთი ბიჭი იჯდა თავისთვის და Demi Lovato-ს This is Me-ს თან უსმენდა და თან მღეროდა, ყველაზე მეტად კი იმან გამაღიზიანა, როდესაც მთელი ამ ავლა-დიდების პატრონმა გოგომ თქვა: “ვინაა ჩემი მეგობარი, ხელი აიწიოს!” და ყველამ ხელი აიწია… რატომ ცდილობს ის მეგობრების “ყიდვას”, არა ეს არ არის საჭირო სიტყვა, უფრო ჭმევას, შემდეგ ბავშვები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეს ყველა მოიტანდა რაღაცას, თითქოს არაფერი რაც გაღიზიანებად ღირდეს, მაგრამ ერთ-ერთი ბიჭის ფრაზამ ყველაფერი შეცვალა: “მოვატყუოთ ვითომ ზეიმია და მოვიტანოთ რაღაცები”.

ტ%#!ში შეძრომა

გულში ყველას ეზიზღება “ვეფხისტყაოსანი”, საპროგრამო, ზეპირად სასწავლი, მაგრამ როდესაც ამაზე მასწავლებელთან მიდგება საუბარი და ვამბობ, რომ ზეპირად სწავლა არის დროის ხარჯვა, ყველა ის ვინც “ჩუმად” ვერ იტანს პოემას იწყებს მტკიცებას, რომ ზეპირად სწავლა აუცილებელია და ა.შ. ვერ ვიტან ხალხს, რომელიც პოზიციას იცვლის სიტუაციიდან გამომდინარე, თუ არ გევასება მაშინ ბოლომდე არ გევასებოდეს, კლასელებშიც და მასწავლებელთან.

ე.წ. ვაზელინები. სიმღერა ვაზელინებზე

ვიცი რომ დედამიწაზე უფრო მეტი და სხვა გამაღიზიანებელი რამაა, მაგრამ მე ამ წუთას კონკრეტულად ზემოთხსენებული ამბები მაღიზიანებს.

როგორ დავიძინო ადრე? >..<

ბოლო დროს დილის პრობლემამ ძალიან შემაწუხა, მას შემდეგ რაც დილით ადრე ადგომა მიჭირს და ყოველ ადგომას მთელ ტანში ტკივილი მოყვება, ყოველდღე ვფიქრობ იმაზე, რომ საღამოს დასაძინებლად ადრე წავალ, რომ კარგად გამოვიძინებ და რომ დილით მშვენიერი ხასიათზე ავდგები.

მაგრამ ეს ჩემი “რეზოლუცია” ყოველთვის შეუსრულებელი რჩება, სხვადსხვა მიზეზების გამო.

1. ორშაბათი

ორშაბათი საკმაოდ გადატვირთული დღეა, საშინელი ცხრილი, შემდეგ კიდევ ქართული, უამრავი სამეცადინო, რაც იწვევს იმას, რომ დავალების კეთება დაახლოებით 8-9 საათზე მთავრდება, შესაბამისად ადრე დაძინება აღარ გამოდის, რადგანაც მინდა შევიდე ფეისბუქზე, ბლოგზე, ფორუმზე ან უბრალოდ დავისვენო, არაფერი არ ვაკეთო და ვიუსაქმურო. + საღამოს “ნიჭიერია” და მისი ყურებაც მინდა, ასე რომ ღამის 12-მდე დაძინება არ გამოდის.

2. სამშაბათი

სამშაბათი სკოლისა და გაკვეთილების მხრივ მსუბუქი დღეა, მაგრამ სახლში ინგლისური, შესაბამისად ისევ დაახლოებით 8 საათამდე ან 9-ის ნახევრამდე მეცადინეობა, შემდეგ ისევ თავისუფალი დროის ნაკლებობა. სამშაბათს “ნანუკას შოუ” გადის და ჩემ თავის გადამკიდე შევყვები ხოლმე ყურებას 😀 ვამბობ, რომ 5 წუთში წავალ დავიძინებ, 10 წუთში ავდგები კომპიუტერიდან მაგრამ მაინც, სანამ ძალიან არ შემოღამდება და არ გამახსენდება, რომ დილით 8-ის ნახევარზე ვარ ასადგომი, დასაძინებლად არ მივდივარ.

3. ოთხშაბათი

ოთხშაბათი სკოლის მხრივ დატვრითული, მაგრამ ყველაფერი დანარჩენის მხრივ მსუბუქი დღეა, არ მაქ არ ინგლისური, არც რაიმე დამატებითი, არც რაიმე გადაცემა გადის საღამოს, რომლის ყურებასაც შევყვები, მაგრამ მაინც არ ვიძინებ ადრე. სავარაუდოდ ოთხშაბათ საღამოს კომპიუტერთან ვატარებ ან თუ ამაყენებენ iPod-თან და ისევ ვითხრი თვალებს.

4. ხუთშაბათი

ხუთშაბათს 3 ქართული მაქვს+დამატებითი, ეს იმას ნიშნავს, რომ “ვეფხისტყაოსნის” მინიმუმ 3 თავი მაქვს მოცემული, საღამოს გვიან მოვდივარ, სიზარმაცის გადამკიდე ნელა ვმეცადინეობ, დრო იპარება, ისევ 8 საათია, ისევ თავისუფალი დროის ნაკლებობა, საღამოს “პროფილი”, მაიას გადაცემებს კარგად უნდა გავეცნო, მალე ალბათ შევხვდები და რამეზე ხომ უნდა ველაპარაკო.

5. პარასკევი

პარასკევს სკოლაში მათემატიკა (დამატებითი), სალხში ინგლისური, მაგრამ შაბათს ადრე ხომ არ ვარ ასადგომი, ამიტომაც პარასკევი არ ითვლება.

6. შაბათი

არც შაბათი ითვლება, კვირას დილით არსად არ ვარ წასასვლელი.

7. კვირა

კვირაც საღამოს გერმანული, შემდეგ ამავე გერმანული მეცადინეობა, კომედი შოუს ყურებისა და კომპიუტერთან კიდევ “5” წუთის გატარების სურვილი. ეს მთავრდება ისევ და ისევ ღამის დაახლოებით 12 საათზე დაძინებით.და ასე გრძელდება დღიდან დღემდე და კვირიდან კვირამდე. საბედნიეროდ მხოლოდ ეს წელია რაც ასე ვარ 😀
ახლა ალბათ ფირობთ აქ რომ ზიხარ და პოსტს წერ არ სჯობს წახვიდე და დაიძინოო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ საღამოს, ძილის წინ, არ ვარ ისე დაღლილი როგორც დილით ადგომისას, ნეტა ვიყო, თან ახლა ფეხბურთია, მაგრამ გადაწყვეტილია დავწერ და წავალ დავიძინებ.
ალბათ უკვე არა ერთხელ მითქვამს ეს, მაგრამ დღეიდან უნდა შევეცადო კომპიუტერთან რაც შეიძლება ნაკლები დრო გავატარო, რადგანაც თვალები მაქ თუ ვერნილაკის H რომელიღაც ფერი, წითელი არ ყოფილა რეკლამაში.

როდემდე?

როდემდე? ასეთი პატარა ლექსისპონტშიც არსებობს.

როდემდე უნდა დავიბანო პირი ყოველდღე? ყოველდღე დილით უნდა ავდგე როდემდე? როდემდე უნდა….

მეტი აღარ მახსოვს, მაგრამ ლექსში კი არა და რაც არის იმაში საკმაოდ დიდი აზრი დევს, მაგრამ დღეს კიდევ ერთი პროექტი დაგვავალეს, ამჯერად რუსულში და თან ყველა 1 კვირაში ითხოვს და სად დედის მონაქაჩიდან უნდა მოვასწრო ეს ყველაფერი?

  • როდემდე უნდა ვიმეცადინო საღამოს 8-9 საათამდე, ისე რომ არაფერზე დრო არ დამრჩეს?
  • როდემდე უნდა ავდგე დილით 8-ის ნახევარზე?
  • როდემდე უნდა ვიჭყლიტო ოთხშაბათობით მარშრტუკაში?
  • როდემდე უნდა ავიტანო ჩემი კლასელების უკბილო ხუმრობები?
  • როდემდე უნდა ვსწავლობდე იმას რაც არ მიყვარს?
  • როდემდე უნდა ვუსმინო კლასში ხმაურს და მას მოყოლილ მასწავლებლის ყვირილს?
  • როდემდე უნდა ვისწავლო “ვეფხისტყაოსანი”, ვწერო მისი მოკლე შინაარსი, ტვინი ვიჭყლიტო და შემდეგ კიდევ მასწავლებელი ამბობდეს, რომ ზერელედ ვსწავლობთ? ვსწავლობთ იმიტომ, რომ ყელშია. ყელშია “ვეფხისტყაოსანიც”, სინუსიც, კოსინუსიც, ტანგენსიც, ფუნქციაც, ისტორიაც, გეოგრაფიაც, აზოტიც და ვერცხლიც, დილით ადგომაც, გამოუძინებლობაც და დავალებების კეთებაც, თანაც უაზროების.

ისტორია, ქიმია, რუსული – ეს იმ საგნების სიაა რომლებშიც პროექტი მაქვს გასაკეთებელი 😀

კარგად ჟღერს არა? არა. ყელშია.

დღეს (მარშრუტკაში)

დილით

დღეს საეჭვოდ ადრე მოვიდა ჩვენი სამარშრუტო ტაქსი, ასე იმიტომ დავწერო, რომ იმის ბრჭყალებში ჩასმა დამეზარა. ავედი და რაღაც სპირტიანის სუნმა დამარტყა ცხვირში, მაგრამ ვიფიქრე, რომ მომეჩვენა.

საეჭვოდ სწრაფად მივდიოდით, ჩვეულებისამებრ დამგვიანებლებს არ დაველოდეთ და გზა გავაგრძელეთ.

შემდეგ ნუცუბიძეზე საჭირო ასახვევს ავცდით და მოგვიწია ძალიან შემოვლითი გზით წასვლა, ამ შემოვლითმა გზამ ორ “პასაჟირს” აგვაცდინა, მოგვიწია უკან დაბრუნება, მათი “აყვანა” და ისევ სკოლაში. კიდევ სხვა გზით წავედით, ერთი-ორმა თავიც მიარტყა, მაგრამ ჩემდა გასაკვირად სკოლაში მაინც ზუსტად 10-ის ნახევარზე ვიყავით, მთელი პლატო შემოვიარეთ და მაინც… :/

საღამოს

საშინელი ჭედვა, დღეს ქართულზე უნდა დავრჩენილიყავი, მაგრამ არ დავრჩით და მომიწია… მიუხედავად, რომ ადგილი რბილად რომ ვთქვა უნამუსოდ ამეხა მაინც მოვახერხე დადგომა, მაგრამ 5 კაცი თავზე მედგა, როგორც იქნა ჩავიდნენ.

ტელეფონი შევარჩიე, Samsung S3370 უახლოეს მომავალში შევიძენ ალბათ, სანახავად წასვლა დამეზარა.

%d bloggers like this: