ტელეფონი “ტელეფონში”

ალბათ იცით რამდენი ხანი ვცდილობდი მეპოვა ტელეფონი, რომელიც მომეწონებოდა დიზაინითაც და ფუნქციებითაც. ბოლო დროს არჩევანი სამსუნგზე შევაჩერე, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ თითქმის ყველა სოციალური ქსელი ინტეგრირებული აქვს თითქმის ყველა ტელეფონს, ყველაზე იაფსაც კი, მეორე სამსუნგის მოდელები შედარებით იაფია და ნოკიასგან განსხვავებით ოპერაციული სისტემა არ ჭედავს, ყოველ შემთხვევაში ჯერ.

პატარა შენიშვნა

საინტერესოა, რომ ნოკიაში მხოლოდ პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობს იმდენი ადამიანი, რამდენიც Apple-ში ყველაფერზე ერთად, მგონი ამით ყველაფერი ნათქვამია. როგორც ჩანს ფინელებმა სიმბიანს ვერაფერი მოუხერხეს და ახლა მაიკრსოფტთან ერთად სურთ ახალი ცხოვრების შთაბერვა თავიანთ ტელეფონებში, სავარაუდოდ Windows 7.

გუშინ წინ კვლავ ვხეტიალობდი ინტერნეტის გვერდებზე ტელეფონის ძიებაში და შემთხვევით გადავაწყდი სამსუნგის რამდენიმე ტელეფონს.

Samsung Champ!

 

პირველი იყო სამსუნგ Champ! ალბათ ყველას ნანახი გაქვთ ამ ტელეფონის რეკლამები ქალაქში, ვაჟაზე მაინც, თუ არა და გეტყვით, რომ ეს საკმაოდ პატარა, მარტივი და მოსახერხებელი ტელეფონია, სულ რაღაც 200 ლარი ღირს და კარგადაც გამოიყურება…

 

 

 

 

 

Samsung S3370 aka Corby 3G aka Acton

მაგრამ მეორე იყო  სამსუნგ S3370 იგივე Corby 3G და იგივე Acton. საქმე იმაშია, რომ ეს მოდელი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელითაა ცნობილი და მე ის მომეწონა… მისი ფორმები, ოდნავ გამოწეული ქვედა ნაწილი… ხო მე ტელეფონზე ვლაპარაკობ…

გუშინ წავედი სანახავად, მაგრამ ვარდისფერი და თეთრი იყო მხოლოდ, ნანატრი შავი, რომელიც ყველა საიტზე იდო აღარ ჰქონდათ…

გუშინ საღამოს გადავწყვიტე, რომ ეს ტელეფონი ძალიან მომწონდა და უნდა მეყიდა, დავიწყე ისტერიული რეკვა მაღაზიებში ნუ “ტელეფონში”, რათა გამეგო სად იყო შავი ვარიანტი ამ ტელეფონისა… აღმოჩნდა რომ ერთი ცალი იყოს დარჩენელი აღმაშენებლის ფილიალში, დარეკვის მომენტისთვის 8-ის ნახევარი იყო, ისინი 8-ზე უხურებიან… გადადება ვთხოვე, მაგრამ ვერაფერს შემპირდა, მხოლოდ ეცდებოდა არ გაეყიდა…

და არ გაყიდა… დღეს დილით 10 საათზე მაღაზიის კართან ვიყავი “დარჭობილი”… რომ შევედი ახალი მოსულები იყვნენ… მოდელის არჩევანსა და ხმაზე მიცნეს… ტელეფონი იქვე შემიმოწმეს, ჩართეს და “ჯეოსელის” ოქროს ნომერიც შემომთავაზეს, მაგრამ

1. პირადობა არ მქონდა.

2. ჩემი ძველი “მაგთის” ნომრით სულ ცოტა ხნის წინ გავაკეთე პორტირება და არ მინდა ახალი ნომერი.

3. ინდექსი იყო 857 და არც ნომრები იყო ძალიან “ოქრო”, ერთადერთი მომეწონა 857 91 69 96

მაღაზიიდან ბედნიერებით აღსავსე გამოვედი, მარშრუტკაში არა სამარშრუტო ტაქსში ავფოფხდი და ვაკისკენ გავუყევი გზას…

თმა შევიჭერი როგორც იქნა…

რამდენიმე დღე მოვიხმარ ტელეფონს და ვიდეო და ჩვეულებრივ მიმოხილვას გავაკეთებ, ჯერ უბრალოდ კარგად არ ვიცი ტელეფონის ავან-ჩავანნი…

ტელეფონს საბოლოოდ დაემართა რაღაც

ჩემი ნარინჯისფერი ნოკია 6151 უკვე 3-5 წელია რაც მაქ, ზუსტად არ მახსოვს… ძალიან კარგი ტელეფონია, მუშა, გამძლე (რამდენჯერ დამვარდნია ბეტონზე, მდინარეშიც კი ჩამივარდა ამ ზაფხულს), 1.3 მეგაპიქსელი, თუმცა ჩემი კამერა მეტმეგაპიქსელიანებს სჯობია კიდევაც. ვიდეოს ცუდად იღებს, მაგრამ შევეჩვიე უკვე. ხმა მაღალი აქ, დიდ ჩიპზე არ ჭედავს, თუმცა აღარც ვუსმენ მუსიკას ტელეფონში… ისე ავღწერე, თითქოს მისი გაყიდვა მინდა, მართლა კარგი ტელეფონია და თანაც ნარინჯისფერი… ჩემნაირი ტელეფონი მხოლოდ ერთი მაქვს ნანახი, ისიც შავი.

ერთადერთი რაც ჩემ ტელეფონში არ მომწონს ისაა, რომ ელემენტის სიცოცხლის ხანგძლივობა რამდენიმე ზარს გაუტოლდა, ყოველდღე თუ არ დავტენე სკოლაში მეთიშება  და გარე სამყაროს მოწყვეტილი ვრჩები თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ჩემი სკოლა ლისის ტბაზეა. :/

არადა თან მინდა და თან არ მინდა სხვა ტელეფონი, ამას იმდენად მივეჩვიე, რომ არ მინდა მისი გვერდზე გადადება… ელემენტზე უნდა ვქნა რამე, მაგრამ შარშან შემოდგომაზე ახალი ელემენტი ვიყიდე და 1 კვირაში ისევ იგივე დაეწყო.. ნოკიას სერვის ცენტრში მეუბნებიან, რომ ელემენტია გამოსაცვლელი, უნდა მივუტანო და შეამოწმონ წესიერად.

მანამდე კი ახალი ტელეფონის ყიდვაზე ვფიქრობ, მაგრამ ვერ მოვძებნე. რამდენიმე თვისებას ჩამოვთვლი, რომელიც მინდა, რომ ჩემ პოტენციურ ტელეფონს ჰქონდეს.

  • მოზრდილი ეკრანი
  • კამერა საშუალო/კარგი ხარისხის ფოტო/ვიდეოს გადასაღებად
  • არ ჭედავდეს
  • გაჩავდეს რამდენიმე დღეს
  • ჰქონდეს 3G ან Wi-Fi თუმცა ესენი არ არის აუცილებელი
  • მოსახერხებელი კლავიატურა, სენსორული არა-iPhone-ები არ მიზიდავს, ამ უკანასკნელის ფული არ მაქ და თან ჩვენთან ძალიან ძვირია და მაინც არ ვიყიდდი.

მგონი სულ ესაა, რაც მინდა. თუ კი რაიმე მოდელის დაწერეს გადაწყვეტთ, გთხოვთ ეს არ იყოს ფანრიანი ნოკია 🙂

ცუდი სიტყვები “მობი”-ს კომენტარებში

უკვე ძალიან დიდი ხანია ვეძებ ტელეფონს და ამიტომაც ხშირად მიწევს მობი-ს საიტზე. გარდა ტექნიკური მონაცემებისა ხშირად ვკითხულობ კომენტარებს და ძალიან ხშირად კომენტარებს ურევია სიტყვა “ბლ&%დ”, თითქოს შეუძლებელია შენი აზრი ტელეფონის შესახებ ისე გამოთქვა, რომ ბოლოს ეს სიტყვა არ მოაყოლო. ნერვების მომშლელია უბრალოდ.

კითხულობ შენთვის კომენტარს და ყოველ მეორე კომენტარში აწყდები ამ სიტყვას.

აი რამდენიმე მაგალითი 😀

 

და ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი ტელეფონის მაგალითზე(მოდელს შეგნებულად არ ვასახელებ). ყველა სხვა კომენტარი კი სცილდება ჩემი Snapshot-ებისა და ფიზიკური შესაძლებლობის ფარგლებს.

 

შენიშვნა: 3 სურათი ერთად ამ სახით აიტვირთა. სურათის სანახავად დააწკაპუნეთ მასზე. 🙂

ტელეფონი მირჩიეთ რა

ესე იგი გადავწყვიტე ახალი ტელეფონის ყიდვა და ვერ ავარჩიე. თავიდან მინდოდა რამე კლასიკური ნოკია, მაგრამ რაც მომწონს არ არის აქ და მაგაზე უფრო კარგები კიდე ძალიან ძვირია. 😐

ხოდა ახლა ვფიქრობ სამსუნგზე.

მინდა ჰქონდეს:

  • სენსორი
  • Google Android-ზე იყოს სასურველია
  • ნორმალური კამერა, სასურველია განათებით, მაგრამ არაა აუცილებელი.
  • სენსორი იყოს ნორმალური და არა ზოგიერთი ნოკიის ნაირი, აი მიწოლა რომ უნდა.
  • Wi-Fi is welcome.
  • fuck 3G

iPhone 4 შეცდომები, პრობლემები, გადაწყვეტა, გაფრთხილება.

   მოგეხსენებათ სულ ახლახან ყველასათვის საყვარელმა კომპანია Apple-მა გამოუშვა ყველასათვის საყვარელი სმარტფონის ახალი მე-4 ვერსია. ამერიკაში იყო შანსი მისი ადრევე მიღების, წინასწარ შეკვეთით. ხალხმა ის მიიღო, მაგრამ ბევრი ამბობდა თითქოს ჭედავსო და სიგნალს კარგავს. ეს გამოწვეული იყო იმით რომ მას არ აქ ანტენა. ანტენის ნაცვლად კი იგი თავის კორპუსს იყენებს, ასე ამბობდნენ თითქოს ზოგჯერ ეკრანი ყვითელი ხდება და იჭედებაო. თუმცა ეს ყველასთან არ ხდებოდა.

   მეორე დღესვე სტივ ჯობსმა გააკეთა განცხადება რომ არანაირი პრობლემა არ არის და არც ყოფილა, უბრალოდ არ უნდა დავიჭიროთ ტელეფონი ისე. ანუ იქ არ უნდა დავადოთ თითი საიდანაც გადის სიგნალი და პრობლემა მოგვარებულია.
   მაგრამ ასევე პრობლემა იყო პროგრამულ უზრუნველყოფასთან რაც ახლო მომავალში გადაიჭრება. iOS 4.1 ვერსია შესაძლებელია ამ კვირის ბოლოსაც გამოვიდეს რომელშიც ყველა პრობლემა გადაჭრილი იქნება.

მოგმართავთ ამ ტელეფონის 3G და 3GS მოდელის და ასევე iPod Touch-ების  მფლობელებს. არ გააკეთოთ აფდეითი, რადგანაც ის მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითად აისახება თქვენი ტელეფონის მუშაობაზე.

%d bloggers like this: