3+1 მუშკეტერი

ბოლო ორი კვირა კლასში:

– წავიდეთ რა მუშკეტერებზე რა!

მე:

– თუ წავალ “შუა ღამე პარიზშიზე” წავალ, არ მინდა ეს მუშკეტერები.

მაგრამ დღეს 5-ის ნახევარზე სახლიდან მოვრბოდი, ცალი ხელით ჩემ დას მოვათრევდი მეორით კი ბილეთების არსებობას ვამოწმებდი ჩანთაში.

  არვიცი რატომ, მაგრამ ჩემმა დამ მოისურვა 3 მუშკეტერის ნახვა, ბოლოს გადაწყდა რომ დედაჩემი, ჩემი და მე წავიდოდით, მაგრამ დედა მოიწამლა და 3 ბილეთი შემრჩა ხელში, არავის ეცალა და ამიტომაც მხოლოდ მე და ჩემი და წავედით. 1 ბილეთი ვერ გავასაღე. უფასოდ. ხო ბილეთს ვერ ჩააბარებ ჩეკი თუ არ გაქ :/

ავტობუსის გაჩერებაზე ჩემ დას გაახსენდა, რომ სათვალე დარჩა სახლში ამიტომ ისევ სახლში გავბრუნდით და ისევ უკან გამოვბრუნდით.

ფილმის დასაწყისის ნახვის იმედი აღარც კი მქონდა, მაგრამ ზუსტად დროზე შევედით, არც რეკლამების ყურება მომიწია, არც ტრეილერების და არც იმის თქვა რომ ამ ფილმზე უეჭველი უნდა მოვიდე, როცა გამოვა.

თუ ფილმისგან წიგნის ადაპტაციას მოელით, მაშინ ის თქვენთვის არ არის. წიგნიდან მხოლოდ პერსონაჟების სახელები არის შემორჩენელი და ძირითადი სცენარი, ყველაფერი სხვა სცენარისტების უცნაური ფანტაზიის ნაყოფია.

Read more of this post

მეტი ვიდრე სექსი [review]

თავიდან ძალიან, ძალიან, ძალიან ცუდად ვიყავი განწყობილი ამ ფილმის მიმართ, რამდენიმე მიზეზის გამო:

1. სახლიდან გასვლა მეზარებოდა.

2. თითქმის ძალით მივყავდი ძმაკაცს

3. გარეთ ციოდა.

მოკლე აღწერა

ფილმი “მეტი ვიდრე სექსი” (ინგ. No Strings Attached) სვავს ასეთ კითხვას: “შეიძლება თუ არა ორ ადამიანს ჰქონდეს სექსი შეყვარების რისკის გარეშე?” და პასუხი არის კი. ადამი (ეშტონ კატჩერი) და ემმა (ნატალი პორტმანი) ერთმანეთს 6 წლიდან იცნობენ, ბოლოს მათ ერთმანეთი საზაფხულო ბანაკში ნახეს სადაც ადამი გამოიქცა რათა თავიდან აეცილებინა მშობლების გაყრით გამოწვეული ტკივილი… მამამისი ერთ-ერთ პოპულარულ კომედიულ სერიალში მთავარ როლს თამაშობს და მას ყველა იცნობს… ბანაკში ემმა და ადამი სკამზე ზიან… ადამს ცრემლები წამოუვა… ემმა მას ხელს მოჰხვევს და ეტყვის, რომ ადამი მისგან სინანულს არასოდეს მიიღებს, ადამი კი ეკითხება:

-ხელს მომაკიდინებ?

– არა.

-კაი.

შემდეგ ისინი კოლეჯში ერთ-ერთ წვეულებაზე შეხვდებიან, ერთმანეთს გაიხსენებენ და სწორედ აქ დაიწყება მათი ურთიერთობა.

ადამი იაფი სერიალის გადაღებებზე მუშაობს ასისტენტად, თავისთვის წერს სცენარებს, მაგრამ არავის აჩვენებს მათ. ემმა სამედიცინოზე სწავლობს და ერთ-ერთ კლინიკაში პრაქტიკას გადის. დაკავებული ხალხი. ადამი ვანესას ხვდება, ის ძალიან სექსუალური და მიმზიდველია, ემმა კი თავის ცხოვრებას მარტო ატარებს და ექიმობისთვის ემზადება, კვირაში 80 საათს მუშაობს, 36 საათიანი ცვლები აქვს.

ერთ დღესაც ადამი აღმოაჩენს, რომ ვანესამ მას მამამისთან უღალატა და დაიწყებს დალევას… დილით ის იღვიძებს ემასთან სახლში, სადაც ხვდება რამდენიმე ადამიანი… ადამი დარწყმუნებულია, რომ მას იმ ხალხთან სექსი ჰქონდა… ისინი მას ატყუებენ… შემდეგ გამოდის ემმა და აწყნარებს მას… მას არ ჰქონია სექსი ქალიშვილ ინდუსთან, ქერა გოგოსთან და გეისთან, რომელმაც იმ წუთს აღმოაჩინა, რომ გეია, როდესაც ადამმა მის წინ შიშველმა ჩაიარა.

იმავე დილას ადამს და ემმას სექსი ექნებათ, რამდენიმე ჯერის შემდეგ კი გადაწყვეტენ ჰქონდეთ სექსი, მხოლოდ სექსი, დღეღამის ნებისმიერ დროს, როდესაც ეს ემმას დასჭირდება თანაც რაიმე პასუხისმგებლობის გარეშე. ეს ორივე მათგანს აწყობს, მაგრამ იმ პირობით, რომ მათ ერთმანეთი არ შეუყვარდებათ.

ჩემი შთაბეჭდილებები

ბილეთები დაჯავშნული გვქონდა, ამიტომაც 1 საათი იქ ყურყუტი მოგვიწია, თანაც გარეთ ციოდა, წვიმდა და ქარი ქროდა. ვიყიდეთ სასმელი, პოპ-კორნი არ მინდოდა და ავედით ზემოთ. ყველა ორში სათამაშო აპარატი გათიშული იყო, მაგრამ ეს იმის მერე აღმოვაჩინეთ რაც “ჟეტონები” ვიყიდეთ… “ჟეტონი” უბრალოდ ახალი 50-თეთრიანი იყო, მაგრამ ერთადერთ ჩართულ აპარატში არ ჩაეტია, ამიტომაც თავი დავანებეთ.

ხალხმა შესვლა დაიწყო და ჩვენც ჩავდექით რიგში. მესამე დარბაზში გადიოდა, საკმაოდ პატარა დარბაზში.

თავიდან კინო კარგად დაიწყო, იყო ბევრი ღადაობა, თანაც საკმაოდ კარგი და ეს ყველაფერი დაახლოებით შუამდე გაგრძელდა, ადამ სენდლერის და რასსელ ბრენდის სტილში რადაობდნენ ანუ dirty jokes და ვხოხავდი… მაგრამ ბოლოსკენ როდესაც უკვე რომანტიკა წავიდა… მონატრება, ზარები, ავტომოპასუხეები…. ძალიან გაწელეს… კი დრამატულ სცენებს უხდება გაწელვა, მაგრამ ასე ძალიან არა…

საბოლოო ჯამში კარგი ფილმი გამოვიდა. კომედიის, ეროტიკისა და რომანტიკის ნარევი… ნახევრად შიშველი ნატალი პორტმანი… ბედნიერი, კმაყოფილი, ნატირალი და კექსებში გასვრილი… მთლიანად შიშველი ეშტონ კატჩერი კმაყოფილი და სიყვარულით შეწუხებული.

ყველაზე მეტად ის მომენტი მომეწონა, როდესაც ადამმა ემმას დისკზე “მენტრუალური ნაკრები” ჩაუწერა… keep bleeding, keep keep bleeding love… 😀

ტრეილერი

X-Men: First Class ტრეილერი

 

გიყვართ კომიქსები? გიყვართ ექშენები? გიყვართ ფილმები ცივ ომზე? მაშინ ეს ფილმი მოგეწონებათ.

დიდი ხანია რაც ველოდები(თ) მარველის ახალ ნამუშევარს, X-Men: First Class, თუმცა მის პრემიერამდე საკმაოდ დიდი დრო დარჩა, მაინც შეგვიძლია ვნახოთ, თუ როგორი იქნება ფილმი, მცირე ტრეილერში რომელიც რამდენიმე დღეა რაც YouTube-ის ჰიტად იქცა.

როგორც ტრეილერის თანმხლები ტექსტიდან ჩანს, ეს ფილმი იქნება დასაწყისის ჩვენება, იმის საიდანაც ყველაფერი დაიწყო, ეს ფილმი გაგვიმხელს ისტორიის საიდუმლოებებს.

სანამ მუტანტები თავის თავს წარუდგენდნენ მსოფლიოს და სანამ ჩარლზ ხავიერი და ერიკ ლენშერი პროფესორ იქსად და მაგნეტოდ იქცეოდნენ, იყო ორი ახალგარზდა, რომელიც თავის ძალებს იკვლევდა. მტრები არა, უახლოესი მეგობრები, ერთად მუშაობდნენ სხვა მუტანტებთან ერთად (ზოგ ნაცნობთან, ზოგ ახალთან), რათა აღეკვეთათ ატომური არმაგედონი. ამის დროს მათ შორის რღვევა მოხდა, რომელმაც დაიწყო დაპირისპირება მაგნეტოს საძმოსა და პროფესორ იქსის იქს-მენებს შორის.

ფილმი, რომელიც დიდ ეკრანებზე 2011 წლის 3 ივნისამდე არ გამოჩნდება, როგორც ჩანს არის პრიკველი ძირითადი სამი ფილმისთვის, როგორც ახალი ტრილოგიის დასაწყისი.

X-Men: First Class Crew Members

პროდიუსერი: ბრაიან სინგერი

რეჟისორი: მათიუ ვაუნი

ახალგაზრდა პროფესორ იქსის როლს ჯეიმს მაკავოი, ხოლო ერიკ ლენშერის როლს კი მაიკლ ფასბენდერი თამაშობს, რომელიც შემდგომში მაგნეტო გახდება; კევინ ბეკონი როგორც სებასტიან შოუ; და ჯენუარი ჯონსი როგორც ემა ფროსტი. გადაღებების ძირითადი ნაწილი ლონდონში მიმდინარებოდა.

X-Men: First Class მეხუთე ფილმია X-Men-ების სერიიდან, რომელიც მოიცავს შემდეგ ფილმებს: X-Men, X2, X-Men: The Last Stand და X-Men Origins: Wolverine.

აპირებთ X-Men: First Class-ის დიდ ეკრანებზე ნახვას?


 

Harry Potter and the Deathly Hallows – ძირითადი ტრეილერი

მოგესალმები მკითხველო და თუ ამ პოსტს კითხულობ ანუ ჰარი პოტერიც მოგწონს.

ერთი ძალიან კარგი ამბავი მაქვს, რამოდენიმე დღის წინ გამოვიდა Harry Potter and the Deathly Hallows პირველი ნაწილის ოფიციალური, მთლიანი ტრეილერი.


ბევრს არ ვიბოდიალებ და აი ისიც:

თანაც HD ხარისხში

http://www.youtube.com/v/Su1LOpjvdZ4?fs=1&hl=en_US



Harry Potter and the Deathly Hallows – Trailer (HD 1080p)

ყველასათვის საყვარელი გმირის თავგადასავლის რიგით მე-7 ფილმი გამოვა ორ ნაწილად, რადგანაც წიგნი საკმაოდ დიდია(თუმცა წაკითხული არ მაქვს).  ალბათ ავტორებმა გადაწყვიტეს, რომ არ გამოეტოვებინათ რამე და გადაწყვიტეს ორ ნაწილად გამოშვება, რაც მე პირადად ძალიან მახარებს, რადგანაც კიდევ ორჯერ ვიხილავ მას დიდ ეკრანზე რადგანაც ამბობენ თითქოს ამით დამთავრდება მისი ისტორია. ამას ხელმარცხნივ მდებარე პოსტერიც ამტკიცებს კერძოდ კი მის ზედა ნაწილში მდებარე წარწერა.

პირველი ნაწილი დიდ ეკრანებზე გამოვა 2010 წლის 19 ნოემბერს, ხოლო მეორე ნაწილი კი 2011 წლის 15 ივლისს. ფილმის ორივე ნაწილი ნაჩვენები იქნება როგორც 2D ასევე 3D ფორმატებში. ფილმი გადაღებული იქნება Warner Bros. Pictures-ის მიერ. და ეს იქნება მათი პირველი პროექტი, რომელიც გადაღებული იქნება მთლიანად სამ განზომილებაში.

ეს კი პირველი ნაწილის ტრეილერი:

%d bloggers like this: