არა, შენ არ ტოვებ ფეისბუქს

ძვირფასო სოციალური ქსელის მომხმარებლებო,

ფბ-ს ახალმა ცვლილებებმა, განსაკუთრებით კი თაიმლაინმა ბევრ თქვენგანს გადააწყვეტინა სოციალური ქსელის დატოვება და ანგარიშების გაუქმება რადგანაც ყელში ამოვიდა ამდენი ცვლილება.

რა თქმა უნდა მარკს ჰქონია პრობლემები მომხმარებელთა უკმაყოფილებასთან – თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ცვლილების დრო – მაგრამ ამჯერად, უკვე ზედმეტი მოუვიდათ.

ფბ-ს უკანასკნელი ცვლილებები, თაიმლაინი და ახალი Open Graph ყველაზე რადიკალურია არსებულ ცვლილებათა სიაში. ეს არ არის მხოლოდ ახალი ნიუსფიდის ან თიქერის გამო. ეს ცვლილებები შენს მიერ ოდესმე დაშეარებულ კონტენტს სხვებისთვის უფრო ხელმისაწვდომს ქმნის ვიდრე ოდესმე.

თაიმლაინი ძალიან ლამაზია, ნამდვილად, მაგრამ ის ცოტა უცნაურიცაა. ადამიანებს, რომლებიც დავიმეგობრე წლების განმავლობაში, ახლა აქვთ უმარტივესი გზა ჩემი ადრინდელი პოსტების, ფოტოების, კავშირების ნახვის. როგორც კი თაიმლაინი ყველასთვის ჩაირთვება და ეს სავარაუდოდ 30 სექტემბერს მოხდება შენ მეგობრებს შეეძლებათ თვალი გადაავლონ შენ ციფრულ ცხოვრებას, ვის ხვდებოდი, სად მუშაობდი, ვის უმეგობრდებოდი. მათ ასევე ხელი მიუწვდებათ შენ საეჭვო მუსიკალურ გემოვნებასა და საყვარელ ჟურნალებზე, კინოებსა და გადაცემებზე (ჰმ, პროფილი! მართლა? :O ).

ეს იმდენად არაკომფორტულია, რომ ზოგიერთი თქვენგანი ამბობს, რომ თუკი თაიმლაინის ჩართვა არ იქნება ნებაყოფლობითი – დატოვებს ფბ-ს. ვის სჭირდება ფეისბუქი, როდესაც Google+ არსებობს? თან მას სითივილიც აქვს.

2011 წელს ფბ-ს მიტოვება იგივეა რაც 2008 წელს MySpace-ის. მაგარი, ქული საქმეა გასაკეთებლად (it’s the cool thing to do), მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ შენ არ დატოვებ ფბ-ს, მარკის ქმნილებას. ჯერ არავის დაუტოვებია ის ცვლილებების გამო, გაივლის 1-2 კვირა და შენც აღფრთოვანებული იქნები ამ ცვლილებებით.

Christina Warren [mashable] და ცოტა მე

 

This slideshow requires JavaScript.

ნუ გეშინია ცვლილებების!

ცვლილებები ყოველთვის ხდებოდა, ხდება და იმედია მოხდება… (c) ალბათ იტყოდა ამას ვინმე 😀

მოკლედ ვერ მოვიფიქრე როგორ დამეწყო და პირდაპირ ვიტყვი სათქმელს.

რატომ ეშინია ხალხს ცვლილებების?

თან ისეთების რომლებიც მათ ცხოვრებაზე უმნიშვნელოვანეს გავლენას არ ახდენენ? ნუ ფბ ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი კი არის მაგრამ მაინც.

ცვლილება ხშირ შემთხვევაში უკეთესისკენ სწრაფვას, გაუმჯობესებასა და გამარტივებას ითვალისწინებს.

კაინოტოფობია  – ეს არის სიახლის, ცვლილების შიში.

ზემოთხსენებული ფობია მგონი ფბ-ს ქართველ მომხმარებელთა 90 პროცენტს აქვს, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო გულის ფანცქალით ელოდა f8-ს რათა გაეგო რას უპირებდა მარკი პროფილებს, აპლიკაციებს და ა.შ. ფბ-ზე შემდეგნაირი სტატუსები მრავლობდა:

აღარ მინდა დიზაინის შეცვლა.

ტვინი წაიღო უკვე ცუკერბერგმა.

დააბრუნეთ ძველი ფეისბუქი და ა.შ.

მაგრამ პროფილის ახალი დიზაინი არ არის ცუდი, მეტიც ის ძალიან კარგია და ძალიან მომწონს. ეს არის პროფილი, მოფიქრებული თავიდან – არანაირი გადმონაშთები უკანასკნელი წლების დიზაინებიდან. ყველაფერი ახალი.

ბევრი თქვენგანი ალბათ ფიქრობს აუ, ახლა ამას რა შეეჩვევა? ვერაფერი ვერ გავუგე :/ აქ რა ხდება? ფეიჯიც კი შეიქმნა ზუქერბერგმა უკვე ძაან ტვინი მოტ*ნა და ა.შ. მაგრამ დამიჯერეთ, როდესაც 30 სექტემბერს ყველასთან ახალი პროფილი, უკაცრავად თაიმლაინი ჩაირთვება მიხვდებით, რომ ტყუილად წუწუნებდით.

ცვლილება არის კარგი, ბედნიერების მომტანი. ახლა შეგიძლიათ იხილოთ მთელი თქვენი აქტივობა, ყველა სტატუსი და ფოტო თქვენს პირველ დღემდე ფეისბუქზე, მეტიც თქვენ დაბადებამდე. დღეს ჩავათვალიერე და ისე მესიამოვნა ძველი სტატუსებისა და ვოლპოსტების ნახვა რო აწწ ❤

მოკლედ, ნუ გეშინიათ ცვლილებების, სანამ თქვენ მათ იხილავთ მათ ჩემნაირი (earlyadopterდარამე) ხალხი ტესტავს.

ახლა თაიმლაინი developer-preview-ში არის ხელმისაწვდომი მხოლოდ, თუ გინდა დღესვე გააქტიურო, იხილე გიორგის პოსტი.

ესეც ჩემი განახლებული თაიმლაინი

ფეისბუქმა ვიდეოჩატი ჩართო

20110706-221604.jpg

რამდენიმე წუთის წინ ჩვეულებისამბრ დავარეფრეშე ფბ და ვნახე ფეისბუქისვე პოსტი ვიდეოჩატის შესახებ, რომელიც რამდენიმე კვირაში გაეშვება, მანამდე კი ბეტა ან მგონი ალფა ტესტშიც კია.

სრულიად განახლდა ჩატი, სულ მალე შესაძლებელი იქნება ჯგუფური ჩატიც.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე და კნუტი ერთ-ერთი არა თუ სულ პირველები ვიყავით საქართველოში, ვინც ეს სერვისი გამოიყენა.

ამ პოსტს ახლა ჩემი აიპოდიდან ვწერ, ლეპტოპი უკვე ამახიეს.

რატომ არის გუგლი უკან?

დღეს, როდესაც ჩვენ ცხოვრებაში უდიდესი ადგილი უჭირავს სოციალურ მედიასა და სოციალურ ქსელებს, ნებისმიერი დიდი კომპანია ეძებს ამ ბაზარზე თავის ადგილს.

რა თქმა უნდა, დღეს მსოფლიოში უპირობო ლიდერია ფეისბუქი, მას მოყვება ტვიტერი.

დღეს სოციალური ქსელი აღარ არის უბრალოდ მეგობრებთან საურთიერთო ადგილი, ეს არის სარეკლამა პლატფორმა და საკმაოდ კარგი საძიებო სისტემა.

როგორ ფიქრობთ, როდესაც მე მაინტერესებს რამდენად კარგია ნოკიას ახალი ტელეფონი ხმარებაში ვის უფრო ვენდობი? რომელიმე ფორუმელს, რომელსაც შეიძლება კარგ მიმოხილვაში ფული გადაუხადეს თუ ჩემ მეგობარს, რომელიც არ დამიმალავს ტელეფონის მინუსებს? – რა თქმა უნდა ყოველი ადამიანი თავის მეგობარს უფრო ენდობა.

ინტერნეტ-გიგანტი Google წლების განმავლობაში იყო ყველაზე ხშირად მოხმარებადი სერვისი, საძიებო სისტემა, უნიკალური, მინიმალისტური, ყოველთვის ახალი იდეებით გამორჩეული, მაგრამ მას შემდეგ რაც 2004 წელს ბაზარზე ახალგაზრდა მარკის ქმნილება (ფბ) გამოჩნდა ყველაფერი შეიცვალა.

დღეს ფეისბუქი გუგლის სერიოზული კონკურენტია და ამიტომაც ცდილობს გუგლი თავისი სოციალური ქსელში შექმნას, უკვე მეორედ.

პირველი იყო Google Wave რომლის დანიშნულებაც დღემდე გაურკვეველია, ის უბრალოდ არსებობს.

გუშინ კი კომპანიამ თავისი ახალი სოციალური “ქსელი” Google+ დაანონსა, რომელიც ფბ-ს კონკურენტი უნდა გახდეს, მაგრამ ის ჯერჯერობით მხოლოდ მომხმარებელტა გარკვეული ჯგუფისთვის არის ხელმისაწვდომი და სულ მალე გაეშვება.

გუგლს ხელს თითქოს არაფერი არ უნდა უშლიდეს, მინიმალისტური დიზაინი, კარგი პიარი. მას ყველაფერი აქვს ახალი პროდუქტის პოპულარიზაციისთვის, მაგრამ საქმე იმაშია, რომ დღეს ფეისბუქზე იმდენად ბევრი ადამიანი არის დარეგისტრირებული, რომ მათი გადაყვანა პლიუსზე თითქმის შეუძლებელია, თან განა ყველას აქვს Gmail?

ვინ დარეგისტრირდება გუგლის ახალ სერვისში? იქ ხომ ვერ ვიპოვით 10 მეგობარზე მეტს და ისევ ფბ-ს დავუბრუნდებით.

გუგლს ძალიან ბევრი საინტერესო, სახალისო და სასარგებლო პროექტი აქვს, მაგრამ მის სოციალურ საქმიანობაში რაღაც არასწორად მიდის. რაღაც მუდმივად ხელს უშლის.

P.S.

წელს გუგლის თანამშრომელთა პრემიები სოციალურ სფეროში წარმატებაზე იქნება დამოკიდებული.

გთხოვთ აქვე უპასუხოთ გამოკითხვას

10 ფაქტი ფბ-ს მომხმარებლების შესახებ

ფბ-ზე გამოკითხვის ჩატარება საშუალებას გაძლებს ერთბაშად შესწვდე უზარმაზარ მასას, იმის გათვალისწინებით რომ სოციალურ ქსელს 600 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, ჩატარებული კვლევები არა მარტო სახალისოა, არამედ 21-ე საუკუნის ადამიანის სოციალურ ჩვევებზეც საკმაოდ ბევრს გვეუვნება.

1. ამერიკელების 56% არასწორედ მიიჩნევს უფროსის დამეგობრებას

2010 წლის თებერვალში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამერიკელთა უმრავლესობა უფროსის სოციალურ ქსელში დამეგობრებას სოციალურად მიუღებლად მიიჩნევს.

2. ლინკები რომლების ეხება სექსს უფრო ხშირად შეარდება

ფბ ადასტურებს: სექსი იყიდება, ყველგან და ყოველთვის. 2010 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით, სოციალური მედიის მეცნიერმა დენ ზარელამ ჩაატარა კვლევა, მიღებული შედეგი ასეთია: ლინკები, რომლებიც სექსთან კავშირშია 90%-ით უფრო ხშირად შეარდება.

ასევე უფრო ხშირად შეარდება პოზიტიური ინფორმაციის მატარებელი ლინკები.

3. In a Relationship უფრო ბედნიერია ვიდრე Single

2010 წლის თებერვალში, ფბ-მ ვალენტინობა ასე “აღნიშნა”: შეადარე მარტოხელა ხალხის ბედნიერება კავშირში მყოფებისას, პირველნი უფრო ბედნიერები არიან, ასევე უფრო ბედნიერნი არიან დაქორწინებულები და დანიშნულები, ოდნავ.

4. მომხმარებელტა 21% შეწყვეტდა ურთიერთობას ფბ-ზე

5. ქალთა 85% შეწუხებულია მეგობრების მიერ ფბ-ზე

6. ექანუნთიან დასახლებებს ჰკიდიათ Privacy Settings

7. მშობელთა 48% იმეგობრებს შვილებს ფბ-ზე

მშობლების 48% შვილების დამეგობრებას სწორად მიიჩნევს, მაგრამ არამგონია შვილებიც ამაზე აზრზე იყვნენ. მე არ ვფიქრობ, რომ ეს სწორია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ. და რას ფიქრობ შენ? 🙂 დაწერე კომენტარში 🙂

8. 47%-ს აქვს შეურაცხმყოფელი სიტყვები კედელზე

მომხმარებელთა დაახლოებით ნახევარი ეგუება გინებას სოციალურ ქსელში, ყველაზე პოპულარული სიტყვა, რა თქმა უნდა არის – fuck

9. ადამიანთა 48% ამბობს, რომ ხშირად სტუმრობს თავისი “ყოფილის” გვერდს

10. 35 წელს ქვემოთ მომხმარებელთა 36% სტუმრობს ფბ-ს, ტვიტერს ან ამოწმებს SMS-ებს სექსის შემდეგ

ეს უკანასკნელი ფაქტი გვიჩვენებს იმას, რომ ადამიანები არასოდეს რთავენ თავის ელექტრონულ მოწყობილობებს, ყველაზე დელიკატურ სიტუაციებშიც კი.

მაგრამ მთლიანობაში ადამიანი ინარჩუნებს თავის ძველ ჩვევებს: აფასებს პირად ცხოვრებას, თვალს ადევნებს ბავშვებს, უყვარს სექსი და ყველაფერი რაც მას ეხება, მის შემდეგ კი თავისი “ყოფილის” გვერდს სტუმრობს ფბ-ზე.

Google – სოციალური წარუმატებლობა


მას შემდეგ რაც Google-ის პირველი სერვერი ლეგოებისგან აგებულ კეისში მოთავსდა დიდმა ხანმა განვლო და დღეს გუგლი აღარ არის მხოლოდ საძიებო სისტემა. ამას კომპანიაში დიდი ხნის წინ მიხვდნენ და ძებნით გამომუშავებული ფულით დაიწყეს სხვადასხვა სერვისების შეძენა, მათი სერვისების გამოყენება და/ან თავიან სერვისებში ინტეგრაცია, რითაც გუგლის ყველა პროდუქტი ხდებოდა საუკეთესო ბაზარზე, მაგალითად როდესაც გუგლმა 2006 წლის 9 ოქტომბერს შეიძინა ვიდეო-სერვისი YouTube, ეს სარისკო საქმე იყო, რადგანაც შეძენილი სერვისი სავსე იყო არალიცენზირებული კონტენტით, როგორც დღეს მაივიდეო.ჯი და ამას შეეძლო მილიონობით დანაკარგი მოეტანა გუგლისთვის. მაგრამ შენაძენი სწორი აღმოჩნდა და დღეს ამ შენაძენს გუგლისთვის ყოველ წელიწადს მილიონობით შემოსავალი მოაქვს, ასევე ერთ-ერთი წარმატებული პროექტია Blogger, Picasa, Google Docs  და ა.შ. მაგრამ ბოლო დროს გუგლს მაიკროსოფტი დაემართა ანუ ყოველი ახლად წამოწყებული პროექტი 1-2 წელიწადში ან ნაკლებში იხურებოდა. ასეთ პროექტებს შორისაა Google Wave რომლის ბედი დღესაც გაურკვეველია, ის ამჟამად Open Source-ში არის ხელმისაწვდომი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მისი დანიშნულებაც უცნობია ჩემთვის. თავიდან ის მზადდებოდა როგორც გუგლის სოციალური ქსელი, მაგრამ დღეს ეს არის წიპა Google Docs. ასევე ჩავარდა Google Video-ს ამ სერვისით გახსნით გუგლი ერთდროულად გახდა ორი ვიდეო-საიტის მფლობელი, თანაც პროექტი გაეშვა იმ დროს როდესაც YouTube უკვე პოპულარობით სარგებლობდა, გუგლ ვიდეოები იხურება, ყველა ვიდეო იშლება ასე, რომ თუ გაქვს ამ სერვისზე რამე ვიდეოები ატვირთული გირჩევთ YouTube-ზე გაუკეთოთ ექსპორტი, თუმცა მგონი უკვე დაიხურა კიდევაც. ასევე Google Nexus One და Google Answers.

დღევანდელ სოციალური ქსელებით სავსე სამყაროში უბრალოდ ძებნა არაფერია, რადგანაც როდესაც შენ ეძებ ვის ენდობი მეტად უცნობ ადამიანს, რომელსაც დადებითი კომენტარის დაწერაში შეიძლება 10 ცენტი გადაუხადეს თუ შენს მეგობარს, რომელიც თავის მეგობრებს ურჩევს ამ მომსახურებას? რა თქმა უნდა ყოველი ადამიანი მიენდობა თავისი მეგობრის რჩევას, სწორედ ამიტომ მიაღწია facebook-მა ასეთ წარმატებას და სწორედ ამიტომ ეძებს გუგლი ახალ შთაგონებას, რაც ახალი CEO-ს დანიშნვაშიც. გუგლი ეძებს რაღაც ახალს, სოციალურს რადგან იგი ხვდება, რომ მომავალი სოციალური ქსელებისაა.

Google’s last attempt

Google-ის უკანასკნელი ცდა ძებნის სოციალიზებისა იყო და არის “+1” ღილაკი. შენ ეძებ კაფეს? იპოვე? მოგეწონა? დააპლიუსერთე და გაუადვილე ძებნა სხვას. “+1”-ები ჯერ-ჯერობით არ მოქმედებს საიტის რანკზე, მაგრამ გუგლში არ უარყოფენ, რომ უახლოეს მომავალში +1-ების რაოდენობა განსაზღვრავს საიტის პოზიციას ძებნის შედეგებში. თუ ეს მართლაც ასე იქნება მაგრად დაერხევათ ე.წ. “სეოშნიკებს” და “კონტენტ-ფარმების” მფლობელებს, რომელთაც აქვთ უამრავი უაზროდ ჩაყრილი სიტყვა საიტზე და ამის ხარჯზე რეიტინგში მაღლა დგანან.

+1 ღილაკზე თბილისში გამართულ Google TechTalk-ზეც ითქვა რამდენიმე სიტყვა.

გუგლის ახალმა იდეამ გაასწორა, ის აშკარად ლეგენდარული ლაიქ-ღილაკის კონკურენტია, მაგრამ სად მიდის ჩვენი +1-ები?

საქმე იმაშია რომ არსად. ისინი ჯერ არ მოქმედებენ ძებნის შედეგებზე, მათ ჯერ ვერ ხედავენ ჩვენი მეგობრები, მათ საერთოდ ვერავინ ვერ ხედავს ჩვენს გარდა ამასთან ერთად ეს ღილაკი ჯერ მხოლოდ ექსპერიმენტულია და Google Labs-იდან ანუ გუგლის ექსპერიმენტული ნაწილიდან არის ხელმისაწვდომი და ეს მაშინ როდესაც მთელი ინტერნეტი ლაიქებითაა სავსე, ყველას ეს სიტყვა აკერია პირზე, ეს ღილაკი ყველგანაა შენ კი კიდევ აყოვნებ შენი პროდუქტის ჩაშვებას.

საქმე იმაშია, რომ გუგლმა საკმაოდ ბევრი წარუმატებლობა იწვნია და ახლა ძალიან ცდილობს პოზიციების გამოსწორებას, მას არაერთი მცდელობა ჰქონდა შეესყიდა Groupon, რომელიც ჯგუფური შესყიდვების უმსხვილესი სერვისია ამერიკაში, გუგლი ფასს ყოველ უარზე წევდა ზემოთ, ყველაფერი 6 მილიარდ აშშ დოლარზე და Groupon-ის საბოლოო უარზე დამთავრდა, ამის შემდეგ კი გუგლმა გადაწყვიტა ამ სახის თავისი სერვისის გაშვება, რომელიც ნორმალურად დღემდე ვერ ამუშავდა, facebook-მა კი უკვე გაუშვა Deals.

ჩემი აზრით, +1 ღილაკი გაშვება ნაადრებია რადგანაც გუგლს ჯერ არ აქვს ბაზა სადაც ყველა +1 გროვდება და არ ჰყავს მომხმარებელი, რომელიც ამ +1-ებს ნახავს. გუგლს არ აქვს სოციალური პლატფორმა, სადაც ადამიანები შევლენ სალაპარაკოდ, სურათების დასადებად და ა.შ. გუგლს აქვს ყველაფერი ცალ-ცალკე(Google Talk, Picasa, YouTube და ა.შ.) რისი ერთ პროდუქტად გაერთიანებაც ჯერ არ გამოსდის.

კონკურენცია სოციალურ ქსელსა და ძებნის გიგანტს შორის აშკარად იგრძნობა, თანაც ქსელმა ცოტა ხნის წინ დაიქირავა პიარ კომპანია გუგლის წინააღმდეგ სამუშაოდ. ამის შესახებ დაწვრილებით შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

Google მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიაა, რომელსაც აქვს არაჩვეულებრივი პოტენციალი და ინტერნეტის მომავლის ხედვა, მაგრამ არა მის სოციალურ ნაწილში.

რამდენიმე დღის წინ გუგლმა ოფიციალურად დაანონსა Google Chrome OS-ის უკანასკნელი ვერსია და Google Chromeboook-ები. გუგლის ოპერაციული სისტემა არსებულთაგან ყველაზე სწრაფია, მის სამუშაო მდგომარეობაში მოყვანას მხოლოდ 10 წამი სჭირდება და ის უშუალოდ ინტერნეტ-მომხმარებლებზეა გათვლილი, ხოლო Chromebook-ებზე გათვალისწინებულია მხოლოდ 16GB ხარდ-დრაივი.

ჩემი აზრით გუგლმა უნდა შეაჩეროს სოციალური კამპანია მანამ სანამ არ მოიფიქრებს რაიმე რეალურად კარგს, სხვათაშორის წელს სოციალური კამპანიები გუგლის მთავარი პრიორიტეტია, რადგანაც 2011 წელს გუგლის თანამშრომელთა პრემიები სწორედ სოციალურ ტექნოლოგიათა სფეროში წარმატებით განისაზღვრება.

გარისკავდი შენს ვირტუალურ სიცოცხლეს რუსულ რულეტკაში?

გარისკავდი შენი ფეისბუქის პროფილს რუსეთში ერთკვირიანი მოგზაურობის სანაცვლოდ?

ეს არის რუსული ფეისბუქ რულეტკის იდეა, რომელიც ერთ-ერთი არყის სარეკლამო კამპანიისთვის შეიქმნა მაიამის სარეკლამო სკოლის მიერ, ბერლინში.

სტუდენტებმა წარმოიდგინეს ვებგვერდი სადაც ოთხი მეგობარი თამაშობს რუსულ რულეტკას, ისინი საიტს გადასცემენ თავის ელფოსტასა და პაროლს და შემდეგ იწყებენ თამაშს. ერთი წაგებული მოთამაშის პროფილი სამუდამოდ იშლება ხოლო დანარჩენი სამი შედის გათამაშებაში, რომლის პრიზია ერთი კვირა რუსეთში.

მიუხედავად იმისა, რომ ეს კონცეპტია, წარმოიდგინეთ თამაშის ნამდვილი ვერსია, ეს ხომ ნამდვილი აზარტი იქნებოდა, თანაც ჩვენი ვირტუალური ცხოვრება რეალურზე არანაკლებ მნიშვნელოვანი გახდა ჩვენთვის.

მაგრამ შემდეგ ხომ უამრავი fake პროფილი შეიქმნებოდა, მაგრამ მეგობრებთან თუ თამაშობ მაშინ არ გაჭრიდა.

[Mashable!]

დღეს უბრალოდ ძალიან ბევრი კარგი სტატია ვნახე ზემოთხსენებულ ვებგვერდზე და თავი ვერ შევიკავე გადმოთარგმნისაგან.

ფეისბუქის შავი პიარი. არ მოველოდი მარკისგან

ფეისბუქმა დაადასტურა, რომ მან დაიქირავა PR სააგენტო, რათა აემაღლებინა საზოგადოების ცოდნა გუგლის საქმიანობაზე. კამპანიის შესახებ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც პიარ სააგენტოს აგენტი ცდილობდა ერთ-ერთ ბლოგერთან შეთანხმებას, რათა მას გუგლის რამდენიმე სერვისის შესახებ პოსტი დაეწერა.

პიარ სააგენტო არის “ბარსონ-მარშტელერი”. ბლოგერი არის კრის სოღოიანი (Chris Soghoian). სააგენტოს აგენტს სურდა კრისს დაეწერა პოსტი გუგლის სოციალური წრის შესახებ, რომელსაც ის იყენებს ძიების შედეგების გასაუმჯობესებლად.  ამავე შეთავაზებით აგენტი დაუკავშირდა სხვა მედია საშუალებებს, მათ შორის USA Today-ს.

სოღოიანმა უარი თქვა შემოთავაზებაზე და ამის ნაცვლად გადაწყვიტა აგენტის ელწერილების გამოქვეყნება. (წერილები ხელმისაწვდომია აქ)

თავის წერილში აგენტი გუგლს აღწერს როგორც პირადი ინფორმაციის შეგროვების საშუალებას და მილიონობით მომხმარებელზე დოსიეს შექმნას.

როდესაც სოღოიანმა სცადა გაეგო თუ ვინ აფინანსებდა კამპანიას, სააგენტოს წარმომადგენელმა უარი განაცხადა კლიენტის ვინაობის დასახელებაზე. ფეისბუქის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მან მართლაც დაიქირავა სააგენტო რადგანაც 1. გუგლი მართლაც ეწევა საქმიანობას რომელიც ეჭვებს ღძრავს 2. ფბ-ს არ უნდა გუგლმა გამოიყენოს  მისი ინფორმაცია თავის სოციალურ ქსელში.

ასეთი “ბრძოლები” გიგანტ კომპანიებს შორის არც თუ ისე იშვიათია, მაგრამ პიარ აგენტის დაქირავება და ბლოგერებისთვის ანტი-რეკლამის შეკვეთა კონკურენტების საწინააღმდეგოდ ნადმვილ კატასტროფად იქცა.

[Mashable!]

ობამამ მოკლა ოსამა

დღეს დილით გამოსაფხიზლებლად ფბ-ზე შესულს დამხვდა ერთი სტატუს აფდეითი, რომ ოსამა მკვდარია, ხომ ის ოსამა 11 სექტემბრის ტერაქტი რომ მოაწყო, ზუსტად ის.

არ დავიჯერე, ვიფიქრე ვინმე კაიფობსთქო, მაგრამ მერე კურიერშიც თქვეს და მართალი აღმოჩნდა, ოსამა მართლაც კვდარია, ამის შესახებ განცხადება პირდაპირ ეთერში ბარაკ ობამამაც გააკეთა, თან მანამდე ტვიტერზე დატვიტა ნაციისთვის განცხადება მაქვს და ლაივსტრიმზე მიყურეთო.

ყოველი ადამიანის სიკვდილი ცუდია, მაგრამ არამგონია ბევრს დაწყვეტოდა გული ოსამას სიკვდილის გამო, ალბათ მსოფლიოში ოდნავ მეტი წესრიგი დაისადგურებს და მშვიდება, იმ შემთხვევაში თუ მისი მომხრეები შურის ძიებას არ აპირებენ… :ბოროტისმაილი:

ასევე გავრცელდა მკვდარი ობამას ფოტო, რომელიც არც თუ ისე სასიამოვნო სანახავია, აქ არ დავდებ, მაგრამ თუ ნახვა გინდა დააკლიკე ქვემოთა ლინკს.

ლინკი სურათზე

კონკურსები ფბ-ზე და სპამი

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ თი-ბი-სი ბანკმა გაიგო, რომ თურმე ფეისბუქზე კონკურსების ჩატარება შეიძლება, რომ უამრავ ამერიკულ კომპანიას აქვს ამის გამოცდილება და თავადაც გადაწყვიტა ასეთი კონკურსის ჩატარება, ყველაფერი სწორედ მაშინ დაიწყო, 2010 წლის მიწურულს.

მას შემდეგ უმრავმა კონკურსმა ჩავლო, თავიდან ყველაფერი ძალიან კარგად იყო, ვაუ აზრზე ხარ თი-ბი-სი iPad-ს ათამაშებს, iPod-საც და iPhone 4-საც. აუ რა მაგარია… დამილაიქე რა…

მაგრამ პირველ კონკურსს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და ა.შ.

შემდეგ ამ შეჯიბრებაში საქართველოს ბანკიც ჩაერთო დაახლოებით ამავე სახის კონკურსებით, შემდეგ კი ყველა კომპანია, თითქმის ყველა. ცეესკოც კი, რომელიც სხვათაშორის ფოტოკონკურსს ატარებს.

ძირითადად იკვეთება 5 კონკურსების სახეობა

  1. ფოტო
  2. ვიდეო
  3. მეგობრების მოწვევა
  4. ტრივია ანუ კითხვაზე პასუხის სწრაფი გაცემა
  5. და TBC Game

1. ფოტო კონკურსები

როგორც წესი ცდილობენ სხვადასხვა თემატიკა აირჩიონ, მაგრამ ბოლოს ყველაფერი საყვარელი ბავშვების ან დზერსკი გოგოების სურათებით მთავრდება ან კიდევ გუგლში ამ თემაზე მოძებნილი პირველი გვერდის სურათებით. ზოგიერთი ჭკვიანი კი სპეციალურად დაასქროლებს ხოლმე ქვემოთ და დაახლოები მე-10 მე-15 გვერდების სურათებს იღებს. რომ არა სხვა პატიოსან მონაწილეთა აღშფოთება, კონკურსის მომწყობები ამას ალბათ უყურადღებოდაც დატოვედნენ.

ხშირია “ნი პრიჩёმ” სურათები, ისე პროსტა.

მაგ: საქართველოს ბანკის უკანასკნელ ფოტო კონკურსში (Best of Georgia) იყო რამდენიმე კატეგორია Future of Georgia, Taste of Georgia, Strength of Georgia, Treasure of Georgia და Spirit of Georgia

Future of Georgia – ბავშვები, ბავშვები და კიდევ ერთხელ პატარა ჩასაყლაპი ბავშვები

Taste of Georgia – ხინკალი, მწვადი, ღვინო, სუფრა, პატარა ბავშვები თონის პურით ხელში და ერთი “ნი პრიჩёმ” სურათი

Strength of Georgia – ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები, რაგბისტები, ბავშვები, რამდენიმე ადამიანი.

Treasure of Georgia – თვითონ ნახეთ 🙂

Spirit of Georgia

2. ვიდეო კონკურსები      

ვიდეო კონკურსები ფოტო კონკურსებისგან განსხვავებით არც ისე დიდი პოპულარობით სარგებლობს თუმცა რამდენიმე ასეთიც იყო. “საქართველოს ბანკის” love.bog.ge ალბათ ყველასათვის ნაცნობია, ასევე ამავე ბანკის “ინტერნეტ-ნიჭიერი” და კიდევ ერთი ევროვიზიის One More Day რომელიც არც თუ ისე დიდი პოპულარობით სარგებლობს და მგონი სულ რამდენიმე ვიდეო არის ატვირთული.

3. მეგობრების მოწვევა

ასე პირდაპირ მეგობრების მოწვევას არავინ გთხოვს, მაგრამ ასეთებიც ყოფილა. ძირითად მეგობრების მოწვევა ხდება აპლიკაციების მეშვეობით რათა გახსნა “ბარათი” ან მოიმატო კვერცხების რაოდენობა. მაგრამ coupon.ge-ს ჰქონდა გათამაშება, რომელშიც მეგობრების მოსაწვევად მათ გვერდზე ელფოსტა და სახელი უნდა დაგეწერა, მოკლედ სპამერების სამოთხე შექმნეს.

4. ტრივია ანუ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემა, თანაც სწრაფად

თავიდან ასეთი კონკურსები მხოლოდ მრგვალი ლაიქების აღსანიშნავად იმართებოდა (1000, 5000 და ა.შ.), ახლა კი ყოველდღიურად იმართება 6 ან 9 საათზე, ზოგჯერ 5-ზე და 7-ზე. კონკურსების ეს ტიპი ყველაზე სამართლიანად მიმაჩნია, რადგანაც აქ არ მოსულა სპამერობა და მეგობრობა, მხოლოდ ცოდნა ან ჭეშმარიტი დაგუგლვა შველის საქმეს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ წინასწარაც სცოდნია ვინმეს კითხვა და შესაბამისად პასუხიც.

5. TBC Game

ამ იდეით ბევრად უკეთესი თამაშის გაკეთება იყო შესაძლებელი, მაგრამ ბოლოს მაინც ჩაა&ვეს ყველაფერში და ყველა უკმაყოფილო დარჩა. ამ თამაშზე საკმაოდ ვრცელი პოსტი მაქვს დაწერილი, ასე რომ შეგიძლიათ ის წაიკითხოთ აქ.


წაიკითხე ეს ყველაფერი, იმედია წაიკითხე და ფიქრობ: “რა არის ამაში ცუდი?” ეს ხომ უბრალოდ PR-ია, რეკლამა, უბრალოდ რეკლამა, მაგრამ არც ეს პოსტი დაიწერებოდა, რომ არა სპამინგი რომელიც ამ კონკურსების დროს დათარეშობს, ხარობს. ალბათ არავინ არის ისეთი, ვისაც ერთხელ მაინც არ მოსვლია მეგობრის წერილი ასეთი შემცველობით:

დამილაიქე რა, ძალიან მჭირდება, წინასწარ მადლობაა….

ან

მიიღე რა ჩემი მოთხოვნა იმაში კვერცხებში.

ეს უკვე აუტანელი გახდა, რადგანაც ყოველი მეორე ნოთიფიქეიშენი ამდაგვარი მოთხოვნა იყო, ამ შემთხვევაში კვერცხების მიღებაზე, მაგრამ ეს მანამ სანამ არ დავბლოკე. :ბოროტისიცილი:


წესების დარღვევა

ამავდროულად ფეისბუქზე კონკურსის ჩამტარებელი ყველა ქართული კომპანია არღვევს ფეისბუქის ოფიციალურ წესებს გათამაშებებთან დაკავშირებით.
მაგალითად, აკრძალულია გათამაშების გამარჯვებულის სახელის გამოცხადება სტატუსში, შეტყობინებასა და სხვა, რასაც ყველა ქართული კომპანია აკეთებს.

წესების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ


ასე და ამგვარად გრძელდება დღესაც, წესებს კვლავაც არავინ არ იცავს კედელი, მეილი და ნოტიფიქეიშნები ისპამება.

მგონი არც ერთი სახეობა არ გამომრჩენია, თუ გამომრჩა შეგიძლიათ კომენტარებში დაასახელოთ ის.

%d bloggers like this: