პოკერი. სიღნაღი. ბლოგერები – სამი რამ რაც უნდა გასინჯო ერთად

მას შემდეგ რაც ჟურნალისტიკის <a title=”ინტერნიუსი სემინარი დავამთავრე არაფერი გამიკეთებია, სახლიდან თითქმის არ გავდიოდი (სიცხის გამო) – მოკლედ ვუსაქმურობდი. რამდენიმე დღინ წინ კი “ევროპა-ბეთიდან” დამირეკეს და სიღნაღში, “პოკერ რინგის” ფინალის ჩაწერაზე წამოსვლა შემომთავაზეს. დიდ ხანს არ მიფიქრია, რადგანაც სიყვარულის ქალაქში წასვლას და იქ გართობას მთავაზობნენ, სხვა 10 ბლოგერთან ერთად.

გასვლა დღის 4 საათზე დავგეგმეთ და ჩემდა გასაკვირად ზუსტად 4 საათზე დავიძარით, ზუსტად 4-ზე, წუთი წუთში, მაინცეს ბლოგერები პუნქტუალური ხალხი ვართ 😀

ვიმგზავრეთ სწრაფად და შეძლებისდაგვარად მხიარულად, 6 საათისთვის უკვე სიღნაღში ვიყავით, კაზინო “ევროპას” რესტორან-სარდაფში, სადაც ვჭამეთ. რაღაცნაირი ადგილი იყო, ჩანგალი ან არ გქონდა ან გქონდა ორი. ოღონდ ცხელი 😀 მაგრამ მთლიანობაში კარგი იყო, რესტორნიდან ეგრევე კაზინოს დარბაზში ავედით.

Read more of this post

3 დღე სამხედრო ბაზაზე

”ალიანტე” არის 15-დან 19 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისგან შემდგარი 2-წევრიანი გუნდების კონკურსი. მისი მიზანია სტუდენტების ცნობიერების ამაღლება უპირველეს ყოვლისა უსაფრთხოების საკითხებისა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შესახებ, ასევე ისტორიაში, გეოგრაფიაში, პოლიტიკაში. ამ სფეროებში უფრო ღრმა ცოდნა საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს, უკეთესად გაერკვნენ აქტუალურ საკითხებში და უფრო ადვილად აღიქვან კავშირები მოვლენებს შორის. მაგრამ ”ალიანტეს” უნიკალური კონცეფცია საშუალებას აძლევთ მათ, გამოსცადონ საკუთარი ფიზიკური ძალები და გამძლეობა მძიმე პირობებში, შეხვდნენ მსგავსი ინეტერესების მქონე თანატოლებს სხვა ქვეყნებიდან და დატკბნენ დაუვიწყარი მოგზაურობით.

წელს პირველად ვცადე ბედი ამ კონკურსში და პირველივე ცდაზე მივაღწიე ეროვნულ ფინალამდე, რომელიც საჩხერეში, სამთო მომზადების სკოლაში უნდა გამართულიყო და გაიმართა კიდეც.

გასაოცარი ფიზიკური შესაძლებლობებით არასოდეს არ გამოვირჩეოდი, მაგრამ სამთო მომზადების სკოლაში გატარებული სამი დღის შემდეგ აღარ მეშინია სიმაღლის, ტალახის, აღმართების, დაღმართების, კლდეების, ნაკაწრებისა და მავთულხლართის ქვეშ ხოხვის.

წასვლა ძალიან არ მინდოდა და გზაში, ტელეფონების წართმევამდე დაახლოებით 20 წუთით ადრე დავპოსტე შემდეგი რამ 😀

მაგრამ ჩამოსული უკვე მზად ვიყავი უკან დავბრუნებულიყავი

დღე 1

გასვლა დილის 9 საათისთვის იყო დაგეგმილი. დილით ყველაფერი ჩალაგებული მქონდა, პირადობის ასლი გადაღებული და მშობლის ნებართვა დაწერილი. 8:45 წუთზე უკვე რესპუბლიკის მოედანზე ვიყავი და სულ ბოლო მომენტში აღმოვაჩინე, რომ პირადობის ასლიცა და მშობლის ნებართვაც სახლში მქონდა დარჩენილი. მომიწია უკან სახლში დაბრუნება.

ყველაფერი მოვასწარი და 9 საათისთვის უკვე ავტობუსში ვიჯექი.

წარმოდგენა არ მქონდა სად მივდიოდი და რა უნდა მეკეთებინა ბაზაზე.

გზა – გრძელი

მძღოლი – არანორმალური. მოსახვევებში ბოთლი უვარდებოდა და ასაღებად იხრებოდა ხოლმე

განწყობა – ცუდი

დრო – გაწელილი

განწყობა უფრო მეტად მაშინ გაფუჭდა, როდესაც ტრასიდან გადავუხვიეთ და გზის გარშემო იყო ერთი რამ – ტყე.

მძღოლს ბოთლი კიდევ რამდენიმეჯერ დაუვარდა და ჩვენც რამდენიმეჯერ მოვიკიხეთ ის, ვინც მას პრავა მისცა.

ერთხელ არეული გზის შემდეგ როგორც იქნა მივადექით სამხედრო ნაწილის შესასვლელს.

ჩაკეტილ სივრცეში ყოფნისას მივხვდი, თუ რამდენად სწრაფად ვრცელდება ჭორები.

იქვე შესასვლელში დაიწყეს საუბარი იმის შესახებ, რომ ტელეფონებს გვართმევდნენ. მართლაც ასე იყო.

გუნდის ნომრის მიხედვით გვიძახებდნენ, გვატოვებინებდნენ ნებისმიერ ტექნიკას (ტელეფონი, კამერა და ა.შ.) და გვიშვებდნენ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე.

პირველ დღეს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ჩასვლისას ეგრევე გვასადილეს და გვაწერინეს ტესტი, რომლისთვისაც ორი საათი გამოგვიყეს და რომელიც 20 წუთში დავწერეთ და რომელშიც ყველაზე მაღალი ქულა მივიღეთ :yes:

აგვიხსნეს წესები და დღინ განრიგი

06:00 – გაღვიძება

07:00 – 08:00 – საუზმე

13:00 – 14:00 – სადილი

18:00-17:00 – ვახშამი

10:00 – ძილი (შუქის ჩაქრობა და ოთახებში ჩუმად ყოფნა)

შუალედებში გვქონდა ვარჯიში ან დავალებები.

საღამოს 10 საათის მერე სასტუმროდან გასვლა იკრძალებოდა, რადგანაც ტერიტორიაზე პატრულირებას ახორციელებდა პატრული, რომელიც პაროლის არცოდნის შემთხვევაში კარგს არაფერს გიშვებოდა.

დღე 2

დილის 6 საათზე “არხოტოთი” გაგვაღვიძეს და სავარჯიშოდ წაგვიყვანეს, აღმართშიც გვარდენინეს, თანაც რივოკით. შემდეგ ინსტრუქტორმა დაიყვირა: ბომბი ჩამოვარდება აქ და იმ ადგილზე მიუთითა სადაც ვიდექით, თვითონ კი გაიქცა. ჩვენც გავიქეცით, მიუხედავად იმისა, რომ არც დავიჯერე ბომბის ჩამოვარდნის ამბავი, მაგრამ თავიდან ყველა გაიქცა ანუ თავიდან ყველამ დაიჯერა, მათ შორის მეც.

სირბილისას ინსტრუქტორი ყვიროდა – მოტივაცია!

პასუხი არის ძლიერი

მოტივაცია არის ძლიერი!

ქანცგაწყვეტილებს ხელები დაგვაბანინეს და სასადილოში შეგვიყვანეს.

არასოდეს სცადოთ ჭამა დამღლელი ვარჯიშის შემდეგ, მაინც ვერ შეჭამთ

საუზმის შემდეგ დასასვენებლად დაახლოებით 1 საათი მოგვცეს.

ვარჯიშის შემდეგ დაღლილებს ყველას გვინდოდა სასადილოში დიდი ხნით დაჯდომა, ნელა ჭამა, “ჩაის სმით კაიფი” მაგრამ ერთ-ერთმა როგორც მახსოვს სერჟანტმა შემდეგი რამ მოგვახსენა

ჩაისა და ყავის სმით კი არ უნდა იკაიფოთ, სწრაფად უნდა ჭამოთ და გამოხვიდეთ! არ არის ამის დრო, რაც შეიძლება დიდ ხანს უნდა ივარჯიშოთ, რომ ქვეყანას გამოადგეთ საჭირო როცა იქნება. აი ჩვენი ბიჭები ადრე საშინელ პირობებში ვიყავით, წვერს გუბეში ვიპარსავდით, ცალ ფეხზე ჩუსტი გვეცვა, ცალზე გახეული ბოტასი და ისე ვვარჯიშობდით იმიტომ, რომ რაღაცაში გვინდა გამოვადგეთ ამ ქვეყანას.

სერჯანტის შენიშვნა საკმაოდ სწორი იყო, რადგანაც რამდენიმე ადამიანი მართლსაც გასაოცრად დიდი დროის განმავლობაში მიირთმევდა საკვებს, წესდების თანახმად კი სასადილოში ერთად შევდიოდით და ერთად გამოვდიოდით.

1 საათის შემდეგ 1 კამაზით და ორი ლენდ-კრუზერით ხელოვნურ “ტყეში” წაგვიყვანეს, სადაც 16 მეტრიდან უნდა დავშვებულიყავით, ავსტრალიურ კედელსა და კლდეზე ავსულიყავით.

კლდეზე ვერ ავძვერი, ავტრალიურ კედელზე საშუალოდ, მაგრამ 16 მეტრიდან დაშვება ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა.

ყველაზე ძნელი იყო გადმობიჯება და შემდეგ ხელ-ფეხის გაშვება და დაკიდება, დანარჩენი რაღაც თავისით მოხდა, მე უბრალოდ კვანძს ვუჭერდი ოდნავ. დასვებისას სურათებს გვიღებდნენ და ძალიან მაინტერესებს როგორი სახე მქონდა >.>

სადილამდე იქ ვიყავით, სადილის შემდეგ კი სასროლ პოლიგონზე წაგვიყვანეს.

გზაში საშინლად გაწვიმდა და ნახევარი საათი ველოდებოდით მოსაცდელი კარვის გაშლას.

იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი გუნდი 21-ე იყო მე 42-ეს უნდა მესროლა.

ვისროდით M4-დან, დაწოლილ მდგომარეობაში. გასროლის ხმა უფრო მაღალი აღმოჩნდა ვიდრე მეგონა, მაგრამ როდესაც შენ თვითონ ახორციელებ გასროლას, არ გესმის შენი იარაღის ხმა, მხოლოდ სხვისი.

3 საკონტროლო გასროლიდან ორი მიზანში მოვახვედრე.

როდესაც ყველა მორჩა სროლას უკან მანქანებში შეგვალაგეს და ნაწილში დაგვაბრუნეს.

საღამოს სრული უსაქმურობა სუფევდა.

ღამე 10 საათზე ოთახებში შეგვიყვანეს, მაგრამ არავის ეძინებოდა.

დღე 3

მესამე დღე ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო იყო. დილით კვლავაც გვავარჯიშეს, საუზმის შემდეგ კი წინააღდმეგობებიტ სავსე 700 მეტრიანი კროსი გველოდა.

სტარტი მდინარის ხეობაში იყო.

უნდა გევლო მდინარეში, გაძვრალიყავი მდინარეზე გადადებული მავთულხლართის ქვეშ, ასულიყავი ჩანჩქერზე გადმოკიდებული კიბით, ასულიყავი აღმართზე კანატის დახმარებით, გაგევლო მორზე, ასულიყავი ფიცრებზე, საკაცით წაგეგო 25 კილოგრამი ქვიშა და მოგეტანა უკან, შემოგერბინა ტბის გარშემო და გაქცეულიყავი უკან ბაზაზე.

ამ წინააღმდეგობების გავლისასაც გვიღებდნენ სურათებს და იმედია მალე ვიხილავ >.>

დისტანცია, როგორც გვითხრეს საშუალო დროში დავფარეთ.

ბაზაზე თავიდან ბოლომდე სველი და ტალახიანი დავბრუნდი.

საღამოს იმავე კამაზით კინოში წაგვიყვანეს საჩხერეში, “აგვისტოს 5 დღეზე”.

კინოთეატრთან ვიხილეთ ორი საჩხერელი კაი ბიჭი

კინოში ბილეთი, საღამოს სეანსზე 4 ლარი ღირს, პოპ-კორნი 1 ლარი, ხოლო სასმელი 1,5 ლარი. რატომაა თბილისში ყველაფერი 3-ჯერ ძვირი? O.o

გზაში (კინოში და კინოდან) ვმღეროდით “ჩვენ ვართ ქართული არმია…

ძლივს ამ სიმღერის ტექსტი თავიდან ბოლომდე გავიგე. მისწორებს ეს სიმღერა.

ბოლოს ღამეს თითქმის არ გვიძინია, ზოგადად ძალიან ცოტა გვეძინა ხოლმე, მაგრამ დილის 6 საათზე გაღვიძებას საკმაოდ იოლად ვახერხებდი, ალბათ 20 ან მეტი ბუქნის შიშით.

და ბოლოს

მიუხედავად იმისა, რომ ვერ გავიმარჯვე საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში გატარებული სამი დღე ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო სამი დღეა ჩემ ცხოვრებაში. ამ სამი დღის განმავლობაში გავაკეთე ძალიან ბევრი ისეთი რამ, რასაც ალბათ არასდროს არ გავაკეთებდი ჩემი სურვილით.

ამ სამი დღის განმავლობაში მივხვდი, რომ ადამიანს მართლაც ყველაფრის გაკეთება შეუძლია და რომ მეც შემიძლია თუ მოვინდომე.

გავიცანი 4-5 ჰარი პოტერის მოყვარული ბიჭი და 1 კიტკატის მოყვარული გოგო ❤ ასევე ადამიანი რომელიც ჩემზე მეტს ლაპარაკობს (მისი გაცნობის შემდეგ წარმოდგენა შემეცვალა ბევრ ლაპარაკზე), ადამიანი რომელიც მთელი ბაზის ლეგენდად და ისტორიად იქცა. სამწუხაროდ მან ვერ გაიმარჯვა, მაგრამ ეროვნულ ფინალში მოხვედრაც უკვე გამარჯვებაა.

ევროვიზია. პირველი ნახევარფინალი

ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელთან, ჯგუფ “ელდრაინთან”  დაკავშირიებული გაუგებრობისა და სოლისტთან დაკავშირებული პრობლემების შემდეგ დიდმა ხანმა განვლო და აი უკვე დაიწყო ის მუსიკალური კონკურსი, რომელზედაც მთელი ევროპა ლაპარაკობს და უახლოესი 1 კვირა კიდევ ილაპარაკებს. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ევროვიზია ერთ-ერთი ყველაზე მეტად პოლიტიზირებული კონკურსია და მასში იმარჯვებს ის ვინც უნდა გაიმარჯვოს და არა ვისაც სინამდვილეში ეკუთვნის გამარჯვება, თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება.

წელს არის პირველი შემთხვევა როდესაც მე მომწონს საქართველოს წარმომადგენელი, მომწონს სიმღერა, ჟანრი, დადგმა, საერთოდ ყველაფერი. ძლივს ნორმალური სიმღერა, როკი, ალტერნატივა და არა ნიჟარაძის Shine, არც ის იყო ცუდი სიმღერა ალბათ, მაგრამ მე არ მომეწონა.

გუშინ საღამოს 11 საათზე ტელევიზორი ჩავრთე, პირველი არხი სხვათაშორის, მგონი მარტო დილაობით ვუყურებ ხოლმე იმიტომ, რომ როდესაც სხვაგან მულტფილმებია იქ არ არის. სხვათაშორის ზუსტად 11 საათზე დაიწყო, გერმანელების ხელი დაეტყო ევროვიზიას, ვიცოდი, რომ საქართველო მეცხრე ნომრად გამოდიოდა და ამიტომაც 1-1,5 საათიანი TV-მარათონისთვის მოვემზადე, მაგრამ ჩემდა გასაკვირად ყველაფერი გასაოცრად წავიდა, დაახლოებით 23:45 წუთზე საქართველოს გამოსვლა უკვე დასრულებული ჰქონდა და მეც დასაძინებლად წავედი, იმ იმედით, რომ გამოვიძინებდი, მაგრამ ვერა. დღეს მაინც უნდა გამოვიძინო.

პირველ ნახევარფინალში 19 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, რომელთაგან მხოლოდ 10 გადადიოდა ფინალში ასე რომ კონკურენცია საკმაოდ მაღალი იყო.

რა თქმა უნდა ყურადებას გავამახვილებ საქართველოს წარმომადნეგლზე, ჯგუფ ელდრაინზე და მის ახალ სოლისტზე, რომელზედაც ამბობდნენ, რომ ის ლაივში ვერ მღერის.

ძალიან მომეწონა დადგმა, კოსტუმები და განსაკუთრებით გრიმი, განსაკუთრებით ბიჭების ძალიან მაგარი იყო, ჯგუფში კი გამოვყოფდი აი ორჯერ რომ იყვირა რაღაც (ვერ გავიგე რა) ის ტიპი, ძალიან მაგარი კაცია 😀 მთლიანობაში შესრულება იყო მგონი ძალიან ეფექტური და სოფომ კარგადაც იმღერა.

ასევე კარგი დადგმა ჰქონდა რუსეთს, მანათობელი კეტები და ზურგები, სიმღერაც კარგი იყო და ხმაც კარგი ჰქონდა მგონი ალექსეის, არ მახსოვს მაგრამ ბოლოს გამარჯვების დღე რომ მოგვილოცა თურმე წესების დარღვევა ყოფილა >.< რატო? :დ

პირველი 9 მონაწილიდან თითქმის ყველამ რატომღაც ჩახლეჩილი ხმის შთაბეჭდილება დატოვა, საქართველოს გარდა ასევე მომეწონა შვეიცარია, სომხეთი (სიმღერა, ხმა აშკარად ჩახლეჩილი ჰქონდა იმიტომ, რომ Rehearsel-ები ნანახი მაქ და იქ აშკარად უკეთესად იმღერა).

პირველი ნახევარფინალი ღამის 2 საათზე დამთავრდა ამიტომაც ბოლომდე არ მიყურებია, საქართველოს მერე დავიძინე, მაგრამ საქართველო ფინალია და 14 მაისს, შაბათს გამოვა 25 ნომრით და დახურავს ევროვიზიას, იმედია დახურვა არა მხოლოდ რიგითი, ფიზიკური არამედ მეორეაზროვანიც იქნება, რადგანაც ჩემი აზრით წელს მართლაც გვაქვს მოგების თუ არა პირველ ხუთეულში მოხვედრის შანსი მაინც ან სამეულში.

მგონი მეორე ნახევარფინალი დღეს გაიმართება, მაგრამ ყურებას ნამდვილად არ ვაპირებ, ისედაც ორი დღის გამოუძინარი ვარ და ხვალაც ადრე წასასვლელი.

ფიფა 2010. დასრულდა. მიესალმეთ ახალ ჩემპიონს.

ბოლოსწინა პოსტია ამ თემაზე წელს და ალბათ კიდევ 4 უახლოეს წელიწადში.
დივანზე ვიჯექი, უკვე მეძინებოდა, ეკრანს ვეღარც ვხედავდი ნორმალურად და კომენტატორმა “გოლიო” და ეგრევე გამოვფხიზლდი.
კი ესპანეთი ჩემპიონია, მოუგო ჰოლანდიას. კი.
116-ე წუთზე გაიტანა გოლი კი.
მსოფლიომ გაიგო ახალი მსოფლიოს ჩემპიონის სახელი. ესპანელებმა პირველად მოიგოს მსოფლიო ჩემპიონატი.
ესპანეთში დიდი ზეიმი გაიმართა და თბილისშიც. 
თასი კაპიტანმა იგერ კასილასმა აწია.
ბოლომდე წაკითხვაში იხილეთ ფოტოები და ესპანელთა გოლი 3D-ში.

აი ფოტოებიც:
ერთ-ერთ ფანს სურდა თასის “მოპარვა” მას შემდეგ რაც ფაბიო კანავარომ ის მინდორზე გამოიტანა.
ეს კი ფაბიო კანავარო, რომელიც ემშვიდობება თასს.
ეს კი ესპანელთა გოლი 3D-ში.
ვიდეო და ფოტო მასალისათვის მადლობა: Rambler.ru
ესპანეთი ღირსეული ჩემპიონია.

FIFA 2010

             ტა-რა-ტიმ-ტამ-ტა-რაი-ტამ

მოკლედ მსოფლიო თასის შესახებ.

გუშინ გაიმართა მესამე ადგილისთვის ბრძოლა ურუგვაისა და გერმანიას შორის რომელიც დაასრულდა ანგარიშით 2:3 გერმანიის სასარგებლოდ.

დღეს კი მოხდება ის რასაც მთელი 1 თვეა ველოდებით.

დიდი ფინალი ჰოლანდია ესპანეთი


ისე რა სწრაფად გავიდა ეს ერთი თვე და ნახევარი ზაფხული. კიდე ერთი ამდენი და ისევ სკოლა.

FIFA 2010

გუშინ გაიმართა ბოლო ნახევარფინალური შეხვედრა გერმანიასა და ესპანეთს შორის რომელიც დასრულდა ანგარიშით 0:1 ესპანეთის სასარგებლოდ.

გამართლდა ჩემი მოლოდინი, ვარაუდი და სურვილი. დაბადების დღეზეც მასიამოვნა ესპანეთმა.

ამ ჩემპიონატზე ჩასატარებელი დარჩა ორი შეხვედრა, ფინალური და მესამე ადგილისთვის.

მესამე ადგილისთვის გაიმართება თამაში

ურუგვაი-გერმანია 10 ივლისი 22:30(თბილისის დროით)

ფინალური შეხვედრა მსოფლიოს თასის მფლობელისთვის

ჰოლანდია-ესპანეთი 11 ივლისი 22:30(თბილისის დროით)

FIFA 2010

 

და 2 დღიანი პაუზის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატი ბრუნდება. დღეს გაიმართება ორი 1/4 ფინალური შეხვედრა.

ბრაზულია-ჰოლანდია      18:00 (თბილისის დროით) 
ურუგვაი-განა                      22:30 (თბილისის დროით)

ხვალ(ან დღეს გვიან საღამოს) ტრადიციულად შემოგთავაზებთ ამ მატჩების შედეგებს.

ფიფა 2010

ფიფა 2010

უკვე ტრადიციულად გასული დღის საფეხბურთო მატჩების ანგარიშები. შეგახსენებთ რომ გუშინდელი დღით დასრულდა 1/8 ფინალური მატჩები. 1/4 ფინალური მატჩები დაიწყება 2 ივლისს 18 საათზე, ტრადიციულად პირველი არხის ეთერში;

ახლა კი გუშინდელი ანგარიშები:

პარაგვაი 0:0 იაპონია თამაში გადავიდა დამატებით დროში მაგრამ უშედეგოდ. დაინიშნა პენალტების სერია რომელიც დასრულდა პარაგვაისამარჯვებით(5:3)

ესპანეთი 1:0 პორტუგალია

დ. ვილიას გატანილი გოლი.

ფიფა 2010

დღეიდან ყოველდღიურად შევეცდები შემოგთავაზოთ წინა დღის თამაშების ანგარიშები.

ჰოლანდია     2:1     სლოვაკეთი

ბრაზილია     3:0     ჩილე

დღევანდელი მატჩები(თბილისის დროით)

პარაგვაი-იაპონია   29 ივნისი, 18:00
ესპანეთი-პორტუგალია  29 ივნისი. 22:30

ამ ორი მატჩით დასრულდება 1/8 ფინალური ეტაპი.

%d bloggers like this: