ფიფა 2010. დასრულდა. მიესალმეთ ახალ ჩემპიონს.

ბოლოსწინა პოსტია ამ თემაზე წელს და ალბათ კიდევ 4 უახლოეს წელიწადში.
დივანზე ვიჯექი, უკვე მეძინებოდა, ეკრანს ვეღარც ვხედავდი ნორმალურად და კომენტატორმა “გოლიო” და ეგრევე გამოვფხიზლდი.
კი ესპანეთი ჩემპიონია, მოუგო ჰოლანდიას. კი.
116-ე წუთზე გაიტანა გოლი კი.
მსოფლიომ გაიგო ახალი მსოფლიოს ჩემპიონის სახელი. ესპანელებმა პირველად მოიგოს მსოფლიო ჩემპიონატი.
ესპანეთში დიდი ზეიმი გაიმართა და თბილისშიც. 
თასი კაპიტანმა იგერ კასილასმა აწია.
ბოლომდე წაკითხვაში იხილეთ ფოტოები და ესპანელთა გოლი 3D-ში.

აი ფოტოებიც:
ერთ-ერთ ფანს სურდა თასის “მოპარვა” მას შემდეგ რაც ფაბიო კანავარომ ის მინდორზე გამოიტანა.
ეს კი ფაბიო კანავარო, რომელიც ემშვიდობება თასს.
ეს კი ესპანელთა გოლი 3D-ში.
ვიდეო და ფოტო მასალისათვის მადლობა: Rambler.ru
ესპანეთი ღირსეული ჩემპიონია.
Advertisements

FIFA 2010

             ტა-რა-ტიმ-ტამ-ტა-რაი-ტამ

მოკლედ მსოფლიო თასის შესახებ.

გუშინ გაიმართა მესამე ადგილისთვის ბრძოლა ურუგვაისა და გერმანიას შორის რომელიც დაასრულდა ანგარიშით 2:3 გერმანიის სასარგებლოდ.

დღეს კი მოხდება ის რასაც მთელი 1 თვეა ველოდებით.

დიდი ფინალი ჰოლანდია ესპანეთი


ისე რა სწრაფად გავიდა ეს ერთი თვე და ნახევარი ზაფხული. კიდე ერთი ამდენი და ისევ სკოლა.

FIFA 2010

გუშინ გაიმართა ბოლო ნახევარფინალური შეხვედრა გერმანიასა და ესპანეთს შორის რომელიც დასრულდა ანგარიშით 0:1 ესპანეთის სასარგებლოდ.

გამართლდა ჩემი მოლოდინი, ვარაუდი და სურვილი. დაბადების დღეზეც მასიამოვნა ესპანეთმა.

ამ ჩემპიონატზე ჩასატარებელი დარჩა ორი შეხვედრა, ფინალური და მესამე ადგილისთვის.

მესამე ადგილისთვის გაიმართება თამაში

ურუგვაი-გერმანია 10 ივლისი 22:30(თბილისის დროით)

ფინალური შეხვედრა მსოფლიოს თასის მფლობელისთვის

ჰოლანდია-ესპანეთი 11 ივლისი 22:30(თბილისის დროით)

FIFA 2010

გუშინ გაიმართა ბოლო ორი 1/4 ფინალური შეხვედრა.

არგენტინა   0:4   გერმანია
პარაგვაი      0:1   ესპანეთი

შეგახსენებთ რომ 1/2 ფინალური შეხვედრები გაიმართება 6 და 7 ივლისს.

ჰოლანდია – ურუგვაი           6 ივლისი 22:30
ესპანეთი   –  გერმანია          7 ივლისი 22:30

P.S. 7 ივლისს ჩემი დაბადების დღეა და იმედია მოიგებს ესპანეთი, თუ არა და გერმანია ჩემპიონია.

მითი დამსხვრეულია

მითი ბრაზილიის დაუმარცხებლობის შესახებ დაიმსხვრა დღეს 1/4 ფინალური მატჩის დროს ბრაზილიასა და ჰოლანდიას შორის რომელიც დასრულდა ანგარიშით 2:1 ჰოლანდიის სასარგებლოდ.

წარმომიდგენია რამდენმა ადამიანმა წააგო ფული ამ თამაშზე, პირადად მეც მეგონა რომ მოიგებდა ბრაზილია. მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ ბრაზილიის ფანებო მომავალი ჩემპიონატი ბრაზილიაშია(უაზრო დაწყნარება). თუმცა მე გამისწროდა ესპანეთს კონკურენტი გუნდი მოაკლდა ამ ჩემპიონატზე…

ბრაზილია დღეიდან თამაშ გარეა….

ესპანეთი წიიიინ….

FIFA 2010

 

და 2 დღიანი პაუზის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატი ბრუნდება. დღეს გაიმართება ორი 1/4 ფინალური შეხვედრა.

ბრაზულია-ჰოლანდია      18:00 (თბილისის დროით) 
ურუგვაი-განა                      22:30 (თბილისის დროით)

ხვალ(ან დღეს გვიან საღამოს) ტრადიციულად შემოგთავაზებთ ამ მატჩების შედეგებს.

ფიფა 2010

ფიფა 2010

უკვე ტრადიციულად გასული დღის საფეხბურთო მატჩების ანგარიშები. შეგახსენებთ რომ გუშინდელი დღით დასრულდა 1/8 ფინალური მატჩები. 1/4 ფინალური მატჩები დაიწყება 2 ივლისს 18 საათზე, ტრადიციულად პირველი არხის ეთერში;

ახლა კი გუშინდელი ანგარიშები:

პარაგვაი 0:0 იაპონია თამაში გადავიდა დამატებით დროში მაგრამ უშედეგოდ. დაინიშნა პენალტების სერია რომელიც დასრულდა პარაგვაისამარჯვებით(5:3)

ესპანეთი 1:0 პორტუგალია

დ. ვილიას გატანილი გოლი.

იოზეფ ბლატერმა ბოდიში მოუხადა ინგლისისა და მექსიკის ნაკრებ გუნდებს

იოზეფ ბლატერმა ბოდიში მოუხადა ინგლისისა და მექსიკის ნაკრებ გუნდებს

ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა ოფიციალური ბოდიში მოიხადა ინგლისისა და მექსიკის ნაკრები გუნდების წინაშე. რომლებიც 1/8 ფინალური მატჩების დროს დაზარალდნენ მსაჯების რეზულტატიური შეცდომების გამო.
 შეგახსენებთ რომ გერმანია-ინგლისის(4:1) შეხვედრის დროს არ იქნა ჩათვლილი ფრენკ ლამპარდის გოლი, როდესაც ამ უკანასკნელის დარტყმის შედეგად ბურთმა გადაკვეთა საგოლე ხაზი. არგენტინა-მექსიკის(3:1) შეხვედრის დროს კი მსაჯმა შეცდომით ვერ დააფიქსირა კარლოს ტევესის “თამაშ გარე” მდგომარეობა, რომელმაც გასნა ანგარიში.
   “ჩვენ ვწუხვართ, რომ მსაჯების შეცდომები ასეთი ნათელია ყველასთვის. საჭიროა განიხილოს ცვლილებათა შეტანის საკითხი რათა მსგვასი სიტუაციები არ განმეორდეს”, – განაცხადა ბლატერმა.
    ფიფა აპირებს განიხილოს ვიდეოგამეორებების შემოტანის საკითხი ივლისში, ორგანიზაციის მორიგ სხდომაზე, რომელიც გაიმერთება უელსში. ბლატერმა ასევე განაცხადა, რომ ამა წლის ნოემბრამდე შემუშავებული იქნება პროგრამა რომელიც მოემსახურება მსაჯების დონის ამაღლებას.

ფიფა 2010

დღეიდან ყოველდღიურად შევეცდები შემოგთავაზოთ წინა დღის თამაშების ანგარიშები.

ჰოლანდია     2:1     სლოვაკეთი

ბრაზილია     3:0     ჩილე

დღევანდელი მატჩები(თბილისის დროით)

პარაგვაი-იაპონია   29 ივნისი, 18:00
ესპანეთი-პორტუგალია  29 ივნისი. 22:30

ამ ორი მატჩით დასრულდება 1/8 ფინალური ეტაპი.

სადავო ეპიზოდების გამეორება 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე აიკრძალა

   ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციამ(ფიფამ) აკრძალა სადავო მომენტების ვიდეო-გამეორება სტადიონის დიდ ეკრანებზე მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ აფრიკაში.
ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა მას შემდეგ რაც 27 ივნისს, 1/8 ფინალური მატჩების ტრანსლაციის დროს სტადიონის დიდ ეკრანზე(ტაბლოზე) ნაჩვენები იყო მსაჯის ორი შეცდომა, იტყობინება Associated Press .


   
    კვირას გერმანია-ინგლისის(4:1) შეხვედრის დროს, ურუგვაელმა მსაჯმა ხორხე ლარიონდამ არ ჩათვალა ინგლისელის, ფრენკ ლამპარდის გატანილი გოლი, მიუხედავად იმისა რომ ლამპარდის დარტყმის შემდეგ ბურთმა გადაკვეთა საგოლე ხაზი. მოგვიანებით არგენტინა-მექსიკის(3:1) თამაშის დროს იტალიელმა რეფერიმ, რობერტო როზეტიმ ჩათვალა არგენტინელის, კარლოს ტევესის გოლი, რომელიც იმყოფებოდა “თამაშ გარე” მდგომარეობაში.

    28 ივნისს ფიფას პრესს-სამსახურის თანამშრომელმა ნიკოლა მენიომ განაცხადა, რომ ისეთი სიტუაციები როგორიც იყო არგენტინა-მექსიკის მატჩში აღარ უნდა განმეორდეს. ფიფას თანამშრომლები უფრო მკაცრად გააკონტროლებენ ვიდეო-გამეორებებს რომლებიც გამოჩნდება სტადიონის დიდ ეკრანზე(ტაბლოზე), სადავო და მსაჯის შეცდომასთან დაკავშირებული ეპიზოდები კი არ იქნება ნაჩვენები.

წყარო: Rambler.ru

%d bloggers like this: