ჩემი (ამერიკული) ოცნება

იბადები სადმე პატარა ქალაქში, კანონმორჩილი, მშრომელი ადამიანების ოჯახში, რომლებიც შენ დაბადებამდე დიდ ქალაქში ცხოვრობდნენ ახლა კი როდესაც ცხოვრება აიწყეს და შვილი ეყოლათ იმ დიდი ქალაქისგან ოდნავ მოშორებით მყოფ პატარა ქალაქში გადასახლდნენ.

ცხოვრობ საკუთარ სახლში, რომლის ეზოშიც აუცილებლადაა აღმართული ამერიკის დროშა, ყოველ შაბათს ან კვირას ოჯახის მეგობრები მოდიან სტუმრად.

“უბანში” ბევრი შენხელა ბავშვია, ყველას გყავთ ველოსიპედები, ერთად მოძრაობთ ხოლმე, გევასებათ ერთნაირი ფილმები, კომიქსები, მულწიკები და ა.შ. მოკლედ ერთნაირი სასტავი ხართ რა.

სკოლაში სწავლობ, მაგრამ თავს არ იკლავ, მეტს არც არავინ არ გთხოვს.

ხარ 15 წლის გაქვს სამუშაო, დღეში სულ რამდენიმე საათს მუშაობ, მაგრამ შენ მუშაობაც გყოფნის და ფულიც. ამ ფულს აგროვებ, ცოტა ხანში პირველ მანქანას ყიდულობ და გგონია რომ უკვე ყველაფერი გაქვს რაც გინდოდა.

ამთავრებ სკოლას, აბარებ კოლეჯში/უნივერსტიტეტში, თანაც საკმაოდ კარგში, იქაც გყავს მანქანა ოღონდ უკეთესი, ცხოვრობ ცალკე, მეგობართან ერთად ან კოლეჯის საერთო საცხოვრებელში, მოკლედ მშობლების გარეშე. არავინ არ გაწუხებს, აკეთებ იმას რასაც გინდა, მიდიხარ-მოდიხარ როდესაც გინდა, არავინ არაფერზე არ გედავება.

კოლეჯში ძალიან მაგარ დროს ატარებ, ერთობი და თან სწავლობ.

ამთავრებ კოლეჯს, მიდიხარ დიდ ქალაქში შენი მიზნების მისაღწევად.

იწყებ სამუშაოს, შემთხვევით ხვდები შენს ბავშვობის მეგობარს და მეგობრობა თავიდან იწყება.

პარალელურად ან ძირითადად ხარ ჟურნალისტი, მუშაობ ინტერნეტ მედიაში, გაქვს შენი ბლოგიც. წერ ყველაფერზე რაზეც მოგესურვება, რედაქტორი არაფერს არ “გისწორებს”. პროფესიიდან გამომდინარე ბევრს მოგზაურობ.

გადის დრო და ხდები იმ ინტერნეტ მედია კომპანიის დირექტორი, ქმნი ოჯახს.

ყველაფერი კარგადაა, შენ აგრძელებ მუშაობას, კვლავ წერ სტატიებს, იღებ სიუჟეტებს.

ცხოვრობ სადმე ქალაქგარეთ, არ კარგავ ცხოვრების ხალისს, გიჩნდება შვილი, მაგრამ შენც გაქვს ამერიკის დროშიანი სახლი.

როდესაც მოდის დრო მიდიხარ სახლში, მაგრამ მაინც აგრძელებ წერას, თუნდაც შენ ბლოგზე, იმიტომ რომ შენი საქმე გიყვარს, ის არ მოგბეზრებია ამდენი წლის განმავლობაში, შენ სიამოვნებით აკეთებ მას.

გადის დრო და შენ უბრალოდ მიდიხარ, მაგრამ შენივე ნებით, კმაყოფილი იმით რაც გაგიკეთებია, ისე რომ არაფერს არ ნანობ.

Advertisements

მე და ჩემი ბლოგი (ერთმანეთისთვის)

პირველი ბლოგი და მასთან ერთად პირველი პოსტი დაახლოებით 1 წლის წინ შევქმენი, მისი მისამართი ახლა არ მახსოვს, მაგრამ ის მალევე წაიშალა, რადგანაც არ მომწონდა მისამართი. დაახლოებით 5-8 ბლოგი მაქვს შექმნილი, რომელთა უმრავლესობა დღეს წაშლილია…

ვშლიდი იმიტომ, რომ არ მომწონდა, მეზარებოდა და მბეზრდებოდა.

შემდეგ შევქმენი კიდევ ერთი ბლოგი, ბლოგსპოტზე (მოგეხსენებათ ადრე იქ ვიყავი), რომელზედაც აქტიურად ვპოსტავდი, საკმაოდ ბევრს და პოსტების სოლიდური რაოდენობაც კი დამიგროვდა, როდესაც ისევ დამეზარა, არ მომეწონა და მომბეზრდა მაუსი არ ამეწია წასაშლელად… რამდენიმე თვის ნამუშავარი შემეცოდა, შემდეგ ისევ მომინდა და დავუბრუნდი ბლოგს.

გამოვიარე ქართულად და ინგლისურად პოსტვის პერიოდი… ინგლისურად იმიტომ ვპოსტავდი, რომ მინდოდა უფრო მეტი ადამიანის მოზიდვა, რადგანაც მისამართი გამოვცვალე (ბლოგსპოტს აქვს ასეთი ფუნქცია) და ყველაფერი წყალში ჩამეყარა… ბლოგი გაქრა საძიებო სისტემებიდან და ა.შ.

სანამ ამ ბლოგს შევქმნიდი მქონდა ვორდპრესსზე გამოცდილება, მაგრამ ვერაფერი გავუგე და ისევ მარტივ, ლამაზ, ფერად და ინტუიციურ ბლოგსპოტს დავუბრუნდი.

კონკრეტულად ეს ბლოგი იანვრის თვეში შეიქმნა, მაგრამ აქ დევს ძველი ბლოგიდან გადმოტანილი პოსტებიც, რომლებიც 6-8 თვეს ითვლიან.

მაგრამ რა არის ჩემი ბლოგი ჩემთვის?

  • აზრის გამოხატვის საშუალება. ბლოგი არის ადგილი სადაც შემიძლია ვწერო რაზეც მინდა, როდესაც მინდა და რა ფორმითაც მინდა. შეგიძლია გავაკრიტიკო ყველა და ყველაფერი, ვწერო იმ თემებზე რომლებზეც ლაპარაკისგან საზოგადოება თავს იკავებს, რომლებზეც არ ვლაპარაკობ მეგობრებთან და ნაცნობებთან. სადაც ჩემ აზრს ვაფრქვევ თავისუფლად (არ ბლოგის გარეთ ვიკავებ ხოლმე თავს) და სადაც (ზოგჯერ) ვერთვები დისკუსიებში თუ ვინმე კომენტარს მიტოვებს.
  • აზარტი. როდესაც ძილის წინ ბლოგის სტატისტიკას ვამოწმებ და ვხედავ, რომ მნახველთა რაოდენობა დიდია მსიამოვნებს. როდესაც დავარეფრეშებ და კიდევ უფრო გაზრდილი მხვდება ზემოთხსენებული რიცხვი, უფრო მეტად მიხარია, როდესაც ბოლო ცისფერი სვეტი ბოლოსწინაზე უფრო მაღლა ადის ეს უფრო მიხარია, როდესაც კომენტარების დადასტურებას მთხოვს ვორდპრესი კიდევ უფრო მეტად. ყოველდღიური გამოწვევა, გახადო ბლოგი უკეთესი ვიდრე ის არის, დაწერო უფრო საინტერესო პოსტი, უფრო ინფორმატიული, უფრო საინტერესო, უფრო მიმზიდველი, ცდილობ აწიო იგი “ტოპ პოსტების” პირველ ველებში, ფიქრობ ახალ პოსტებზე, ახალ იდეებს აყალიბებ მთელი დღის განმავლობაში, მომავალი პოსტის პატარა მონახაზს აკეთებ, სახავ გეგმებს. ბლოგი ჩემთვის არის როგორც არსება რომელსაც უნდა მოუარო, გაასუფთავო, გაახარო (ახალი პოსტებით) და ისიც იმავეს გიბრუნებს უკან, ამ ყველაფრის სანაცვლოდ გეხმარება. რამდენჯერ დამხმარებია ბლოგის ქონა…
  • ბლოგი არის საშუალება გაიგო რას ფიქრობენ ადამიანები იმაზე თუ რა ხდება ჩვენს ირგვლივ, ეს არის მნიშვნელოვანი უკუკავშირი, ინფორმაცია პირდაპირ ხელიდან ხელში, პირდაპირ, დამახინჯებისა და ინტერპრეტაციების გარეშე… ინფორმაცია და აზრი ისეთი ადამიანისა როგორიც ხარ შენ, მე და ის.
  • დასვენება. როდესაც ბლოგზე შემოვდივარ და ზემოთ ნახსნები ხერხებით სიამოვნებას ვიღებ – მე ვისვენებ, მე მავიწყდება ყველაფერი, იმ წუთას მხოლოდ ბლოგით ვცხოვრობ, ისევე როგორც ახლა და როგორც ნებისმიერი პოსტის წერისას.

ბლოგი და ბლოგერი დამოკდებულნი არიან ერთმანეთზე, თანაარსებობის გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ არ შეუძლიათ ერთმანეთის გარეშე, ისინი ერთ მთლიანად იქცევიან, ეზრდებიან ერთმანეთს, ბლოგი და ბლოგერი განუყოფელნი ხდებიან.

როდესაც ჩემი ბლოგის/პოსტის ლინკს წავაწყდები სადმე, რომელიმე სოციალურ ქსელში ან რომელიმე სხვა ბლოგზე თბება, გაზაფხულდება და ისევ ის სიამოვნება მენიჭება.

ჩემი ბლოგი დღეს ჩემთვის ისაა რაც ზემოთ ჩამოვთვალე…

მე მომწონს ჩემი ბლოგის დიზაინი. მინიმალისტური, თეთრი, სწორი ხაზებით…

აქ იდილია სუფევს, ჩემი იდილია, აქ ჩემი ადგილის, ჩემი სივრცე, რომელიც პირადად მე მეკუთვნის, ტყუილად კი არ არის ბლოგის მისამართი konspace, ის ასე იშიფრება kon’s space ანუ ჩემი სივრცე, სადაც ყველაფერი ისე ხდება როგორც მე მინდა, ბლოგი ჩემი პატარა სამფლობელოა…

მე მიყვარს ჩემი ბლოგი…

P.S. ვთაგავ კნუტს.

წიგნ(ი) რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა…

კარგი წიგნის კითხვა მიყვარს, მაგრამ არც თუ ისე ხშირად ვპოულობ ჩემი გადმოსახედიდან კარგ წიგნს, რომელიც მე მომეწონება და წაკითხვის შემდეგ მომინდება არ მქონდეს წაკითხული და კიდევ ერთხელ წავიკითხე, მომინდეს რომ ის არ მთავრდებოდეს. ასეთი შეგრძნება მხოლოდ რამდენიმე წიგნის წაკითხვისას გამჩენია. როდესაც წიგნში თავს კომფორტულად გრძნობ, როდესაც ძალით არ კითხულობ, როდესაც შენ პერსონაჟის ცხოვრებით ცხოვრობა, მასთან ერთად სუნთქავ, მხოლოდ მაშინ გეუფლება ასეთი გრძნობა, როდესაც შენი ნებით აიღე წიგნი და კითხვა დაიწყე და არა ვიღაცამ დაგავალა, მაგრამ იშვიათი გამონაკლიებიც ხდება, როდესაც დავალებული წიგნი მომწონებია, მაგალითად: წიგნი არაა, მაგრამ წიგნად ღირს, ერნესტ ჰემინგუეის “მოხუცი და ზღვა” ან ფრანკ კაფკას “წერილი მამას”.

ახლა რომ დავფიქრდი, რამდენიმეზე მეტი წიგნის ჩამოთვლა შემიძლია, რომლებმაც ჩემი ცხოვრება ერთი კვირით მაინც შეცვალეს, მაგრამ მაინც შემიძლია გამოვარჩიო რამდენიმე.

1. მექანიკური ფორთოხალი – ენტონი ბარჯესი

პირველი წიგნი რომელიც წავიკითხე და მართლა მომეწონა იყო “მექანიკური ფორთოხალი” და დღემდე ის ჩემ ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ წიგნად რჩება. ამ წიგნის შესახებ ვერც კი გავიგებდი, რომ არა ერთ-ერთი ფორუმი და იქ ამ წიგნის აქტიური განხილვა, თავიდან ვერც მივხვდი, რომ წიგნზე ჰქონდათ საუბარი, მაგრამ დაგუგლვამ ყველაფერი გამოასწორა. წიგნი საკმაოდ პატარაა, მაგრამ მე პატარა წიგნებსაც დიდ ხანს ვკითხულობ ხოლმე, ეს კი რამდენიმე დღეში წავიკითხე და ძალიან ვისიამოვნე… ეს რამდენიმე დღე მე ვცხოვრობდი ამ წიგნით… ვიყავი რძის ბარშიც, მწერლის სახლშიც, თეთრ ციხეშიც და საშინელ კინოთეატრშიც და ამბოხებულთა ბინაში… მეც ვუყურებდი დანაშაულის ამსახველ სცენებს ბეთჰოვენის თანხლებით, მეც გადმოვვარდი ფანჯრიდან და მეც გადავიღე სურათი მინისტრთან…

წიგნი არის გასაოცრად ჩამრთრევი, ვკითხულობდი ყველგან სახლში, გზაში, სკოლაში და დირექტორის მოსაცდელშიც კი.

ტრაგიზმით სავსე წიგნია, რომელიც იმ ტოტალიტარული მომავლისთვის გზამზადებს, რომელიც სუ ლ მალე დადგება. თვალთვალი, ყველგან თვალთვალი. ფუტურისტული სატირა არის, ხო, ახლა გამახსენდა, მაგრამ მასში დიდი დოზით არის ტრაგედიაც და დაახლოებით ასეთივე დოზით იუმორი.

2. თამაში ჭვავის ყანაში – ჯერომ სელინჯერი

მგონი ამ წიგნზე არ ღირს ბევრის დაწერა, რადგან ის ყველასთვის კარგად ნაცნობია, მეც, ალბათ როგორც ყველამ ვინც ის წაიკითხა, ჩემი თავი ვიპოვე ამ წიგნში, ჰოლდენს ჩემი ჩვევები შევატყვე. იმან უფრო მეტად გამაოცა, რომ ეს წიგნი დიდი ხნის წინ არის დაწერილი, მაგრამ დღესაც აქტუალურია, იმ მხრივ რომ დღესაც პოულობენ მკითხველები ჰოლდენთან საერთოს. ამ წიგნმა მასწავლა, თუ როგორ უნდა დალიო ვისკი უფასოდ, მგონი ამ წიგნში იყო ეს, ახლა ზუსტად ვერ ვიხსენებ. ეს წიგნიც უჩვეულად სწრაფად წავიკითხე, 3-4 დღეში მგონი, ნაკლებშიც და მეც მაინტერესებდა, სად ქრებოდნენ პარკიდან ზამთრობით ჩიტები.

 

 

 

 

3. დორიან გრეის პორტრეტი – ოსკარ უაილდი

ამ წიგნზე კინოც გადაიღეს, მაგრამ არ მომეწონა, ქერა დორიანი შავგრემანი გახადეს, უნამუსო იყო რეჟისორი/სცენარისტი აშკარად.

წიგნი რომელიც ყოველი ადამიანის დაუფიქრებელ სურვილს აღწერს, რა მოხდებოდა თუ იქნებოდი ცოცხალი. ცხოვრება ადამიანზე თავის კვალს ტოვებს, ყოველი ჩადენილი ცოდვა იარას ადამიანის სახესა და სულზე. დორიანი კი წლებთან ერთად არ იცვლებოდა, ყველაფერი მის პორტრეტზე გადადიოდა, რომელიც საშინლად გამოიყურებოდა, თავად კი სრულყოფილებას წარმოადგენდა ყველაფერში, მაგრამ ადამიანი არ არის შექმნილი იმისთვის, რომ მუდმივად იცხოვროს…

მეტს აღარ ჩამოვწერ დავიღალე, 1 საათია ვწერ. შევამჩნიე, რომ პატარა წიგნები მიყვარს, რომლებიც სწრაფად იკითხება, საინტერესოა…. არ მიყვარს წიგნი, რომელშიც დიდი თავებია, სჯობს იყოს ბევრი პატარა ვიდრე ცოტა დიდი თავი…. ამიტომ მიყვარს ელექტრონული წიგნები, პროგრესი ყოველთვის შენს წინაა, იცი რამდენი პროცენტი წაიკითხე უკვე….

the tech I can’t live without…

ერთი ტექნოლოგია, რომლის გარეშეც ვერ ვცხოვრობ, ნუ ვერ ვცხოვრობ რა, ახლა არ ვკვდები მაგის გარეშე, მაგრამ ის ცხოვრებას უფრო ბედნიერს  მიხდის. ის ჩემი iPod-ია.

მხოლოდ იმიტომ არ მიყვარს, რომ მუსიკას ვუსმენ, პირიქით მუსიკის მოსასმენად ყველაზე ნაკლებ დროს ვხარჯავ ალბათ.

ჩემი სიძულვილის სიყვარულის 9 მიზეზი:

  1. თავისთავად ვუსმენ მუსიკას.
  2. ვუყურებ კინოებს და ა.შ.
  3. ვთამაშობ.
  4. ვხატავ.
  5. ვუკრავ გიტარაზე და სხვა ინსტრუმენტებზე.
  6. ნებისმიერ ადგილას მაქვს წვდომა ინტერნეტისადმი.
  7. naec.ge-ს ვამოწმებ სხვისი შეწუხების გარეშე. 😀 თვითონ არ იციან მგონი როდის იქნება პასუხები, თვის ბოლოსო, მაქსიმუმ თებერვლის დასაწყისშიო.
  8. ვიწერ Note-ებს.
  9. facebook

საღამოს…

არ ვიცი რას მოელოდებოდით ამ პოსტიდან, მაგრამ აშკარად ის არაა რასაც ელოდით.

ამ პოსტის დაწერა პაწუკას ამ პოსტმა “შთამაგონა”. ის წერს, რომ მისი დილა სხვების დილისგან განსხვავებით ძალიან წყნარია.

იგივე დილა მაქ მე და საღამოც.

სკოლა ჯერ ბოლომდე არ დაწყებულა და ზოგადად ამ პოსტში დაწერილი ვარიაციას განიცდის, ყოველდღიურად.

საღამოს 8 საათზე(თუ მანამდე ვამთავრებ მეცადინეობას) Top Gear-ს ვუყურებ. ძალიან მაგარი გადაცემაა… ძალიან ასწორებს… ამ რამდენიმე მიზეზის გამო:

1. კარგ მანქანებს აჩვენებენ. თანაც ახლებს.

2. კარგი იუმორი ურევია.

3. კარგი წამყვანები არიან.

ერთი საათის განმავლობაში(ანუ 8-დან 9-მდე წასული ვარ, თითქმის) Top Gear-ს ვუყურებ და შემდეგ კომპიუტერთან ვჯდები, facebook-ზე ან კიდევ სხვა რამეს ვუყურებ დისქავერიზე ან რომელიმე სხვა არხზე.

10 საათზე ვიწყებ ძილისთვის მომზადებას, ყოველდღე მინდა ადრე დავწვე, რომ ერთხელ მაინც გამოვიძინო, მაგრამ ყოველდღე ჩემი ცდა კრახით სრულდება, უბრალოდ იმ მარტივი მიზეზის რომ ვწელავ დროს. არა სპეციალურად არა, უბრალოდ თავისით იწელება, ხან რისი გაკეთება მომინდება ხან რისი.

მაგალითად შაბათს უკვე დასაძინებლად მივდიოდი, როდესაც რუსთავი 2-ზე ჰაუსი შემხვდა და უნდა ვუყურო-მეთქი და კიდევ ერთი საათი გავატარე ტელევიზორის წინ.

დღე როგორც წესი facebook -ზე და/ან  mashable-ზე იწყება და მთავრდება. ძილის წინ უკვე iPod-დან ვსტუმრობ სოციალურ ქსელებსა და ზემოთხსენებულ მეორე ვებ-გვერდს.

უკვე 12 საათია, როდესაც მახსენდება, რომ დილით ადრე ვარ ასადგომი და სკოლაში წასასვლელი.

რა კარგი, რომ დღეს პარასკევია. შემიძლია გვიან დავიძინო დღეს და გვიან გავიღვიძო ხვალ. ^^

ჩემი 2010 წელი

ყველამ დაწერა ეს პოსტი და მეც დავწერ.

მთლიანობაში პროდუქტიული და კარგისმომტანი აღმოჩნდა ეს წელი ჩემთვის. ვრცლად წერის თავი არ მაქ და კნუტისავით ჩამოვთვლი:

  • ისევ წავედი ბანაკში (Buckswood Summer School)
  • განათლების სამინისტრომ დამაფინანსა და ახლა კერძო სკოლაში უფასოდ ვსწავლობ.
  • კარგი ნიშნებისთვის ისევ და ისევ განათლების სამინისტრომ დამასაჩუქრა ლეპტოპით (პატარა ASUS-ით არა)
  • ტრეფიკინგის საწინააღმდეგო კონფერენციაზე ვიყავი წყნეთში, კოპალაში 5 დღე. World Vision-ის ორგანიზებული იყო.
სულ ეს იყო, კიდევ ბანაკსა და კონფერენციაზე ძალიან ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე, თან კარგი მეგობრები, ვხვდები ხოლმე.
რავი მეტი არაფერი “ისეთი” არ მომხდარა. 
სულ ეს იყო ჩემი 2010 წელი.
P.S. ვფიქრობ უაზროდ არ გასულა ეს წელი, იმედია 2011-იც ამის მსგავსი თუ არა უკეთესი იქნება.
%d bloggers like this: