ახალი წლები

წელს მე-16 თუ მე-17 ახალი წელი დადგება ჩემ ცხოვრებაში და ყოველ წელს განსხვავებულად ვხვდები ხოლმე აი ძალიან, არა იმ მხრივ კი არა რომ ზოგჯერ სახლში, ზოგჯერ სადმე საზღვარგარეთ, რაც თავი მახსოვს განწყობა ყოველთვის სხვადასხვანაირი მქონდა.

რაც უფრო ვიზრდები ნელ-ნელა კარგავს ეს დღე იმ ძალას რომელიც აქამდე ჰქონდა ხოლმე, სულ ადრე მეძინა და დილით საჩუქრები რომ მხვდებოდა მიხაროდა, მერე ვიცოდი რომ საჩუქრები თავისით არ ჩნდებოდა და მთელ სახლში ვეძებდი, მერე მე თვითონ ვუკვეთავდი იმას რაც მინდოდა, კიდევ მერე მაღაზიაშიც ჩემით მივდიოდი ან თან მივყავდი ხოლმე, ახლა კი საჩუქრებს აღარ ველოდები, რას უნდა ველოდო?  ვიცი, რომ ისინი თავისით არ გაჩნდებიან, რაც მინდა ისევ ჩემი საყიდელია, არც მთელ სახლში არ ვეძებ იმას რაც მერე ჯადოსნურად ნაძვის ხის ქვეშ უნდა დამხვდეს.

2011 არ იყო ცუდი წელი, მეტიც კარგი, მაგრამ როგორც ყველაფერი კარგი ისიც რჩება და ბოლოში მოახერხა ჩაჯმა, თანაც ისე რომ ამას მხოლოდ ახალი წლის საოცრება უშველის  თუ ასეთი არსებობს და ახლა მინდა მჯეროდეს რომ არსებობს და რადგანაც ადამიანი თავის გონებით ჰქმნის ყველაფერს მეც ვიჯერებ რომ არსებობს და რომ როგორც კი საათი 12-ს ჩამოჰკრავს რამე სასწაული მოხდება, მაგრამ რომელი საათი? აქაური თუ იქაური?

2011 კარგი იმიტომ იყო ბევრი სურვილი ამისრულდა, ვიშლისთსი გადახედვას აზრი არ აქ, იქ ისეთი სურვილებია ან რომ აღარ მინდა ან რომ ვერასდროს ვერ ავიხდენ, მაგრამ 2011 კი იყო სურვილების და ოცნებების ასრულების წელი, ახლა რასაც ჩამოვთვლი ყველა ოცნება და სურვილი არ ყოფილა, მაგრამ მნიშვნელოვანია. ჩემთვის. მოკლედ

  • მუშაობა დავიწყე აქ teentv.ge
  • ბევრი ვინმე გავიცანი და ეს მიხარია

დავწერე 2011 კარგი იყო და ბოლოში ჩააჯვა-თქო, დიახ ასეც ქნა. ზოგჯერ გგონია რომ იპოვი რაღაცას და მერე შენივე სისულელის გამო დაკარგავ, მაგრამ ეს ისევ შენი ბრალია.

2012 მინდა დაიწყოს იმით რომ ის საახალწლო სასწაული რომელიც ოდნავ ზემოთ ვიწამე ასრულდეს, მოხდეს, ამუშავდეს, რაც უნდა ის ქნას და როგორმე გამოასწოროს 2011-ის ჩაჯმული, მიუხედავად ამისა ანუ ამ ბოლო ცუდი დღისა, რომელმაც რაღაც სიმართლე მოჰფინა კიდევ ბევრ რამეს და მათქმევინა ის რასაც არ ვამბობ ხოლმე, ჰოდა მაინც კარგი იყო 2011 ბევრჯერ ვიყავი ბედნიერი და ა.შ. და დიდი მადლობა იმათ ვის გამოც მე ეს ყველაფერი განვიცადე.

2012 იყოს კარგი, არ მიყვარს ხოლმე ასეთი რაღაცეების თქმა, მაგრამ კარგი წელი ახლა ნადმვილად მჭირდება.

ჰოდა გილოცავთ წინასწარ და რავი, წავედი. სად? არსად აქ ვარ ისევ უბრალოდ აღარაფერი დამრჩა დასაწერი.

Advertisements

ტრადიციული პოსტი საახალწლოდ

ახალი წელი მოდის და ერთ კვირაში, ნუ ცოტა მეტში აქ იქნება და თავიდან მომიწევს იმასთან შეგუება რომ ყოველდღე და ყოველთვის სადაც თარიღი მექნება დასაწერი 2012 ან .12 მივაწერო და არა .11   – ხელის მისაჩვევად 1-2 კვირა მაინც დამჭირდება. მერე 13.

არ მახსოვს შარშან ამ დროს როგორი განწყობა მქონდა, პოსტის მოძებნა მეზარება და არც მახსოვს მიწერია თუ არა მაგრამ წელს ის უბრალოდ არ არის, არ ვიცი რისი ბრალია იმისი რომ თოვლი არ დევს და შესაბამისად გუნდა არ კეთდება თუ ის მოვა მაშინ როდესაც ახალ წლამდე რამდენიმე დღე იქნება დარჩენილი.

თბილის უკვე დიდი ხანია მოირთო საახალწლოდ, ნაძვის ხეც დადგეს პარლამენტთან როგორც ყოველთვის და ის ჩემ მიერ ასე ძალიან შეძულებული ჭაღებიც ჩამოკიდეს რუსთაველზე – გაივლი გამოივლი და გგონია რომ ახლა თავზე დაგეცემა ან რომელიმე მაღალი მანქანა აარტყავს და კვლავაც ჩამოაგდებს, საახალწლო განათებები ზოგადად არ ასწორებს წელს თბილისში აი არ უხდება ახალ წელს და არც განწყობას არ ქმნის.

დღეს ბოლო გამოცდა დავწერე და ასე თუ ისე უკვე ვიგრძენი მოახლოებული არდადეგების სურნელი, რამდენიმე დღე დამრჩა როდესაც დილით ადრე მომიწევს ადგომა და მერე თავისუფლად შემეძლება ძილს მივცე ცხოვრების ზედმეტი 2 საათი. ყოველდღიურად.

მიუხედავად იმისა რომ განწყობა არ მაქვს, არანაირი ასე კარგად დიდი ხანია არ ვყოფილვარ, მოახლოებული არდადეგების ბრალია თუ რისი არვიცი მარა ასწორებს.

რამდენ ინფორმაციას ვქმნით?

თუკი სოციალურ ქსელებში დიდ დროს ატარებთ ალბათ შეამჩნევდით, რომ დღეს ადამიანები უზარმაზარი მოცულობის ინფორმაციას ვქმნით. მაგრამ რადგანაც ნებისმიერი ციფრული ინფორმაცია ერთებისა და ნულების კოლექცია ძნელია ინფორმაციის ვიზუალიზაციაა.

მაგრამ შესაძლებელია ამ რაოდენობისთვის რიცხვითი მნიშვნელობის მისადაგება – 1,8 ზეტაბაიტი, რომელიც შეიქმნება და დაკოპირდება მხოლოდ 2011 წელს. ეს რიცხვი ორმაგდება ყოველ 2 წელიწადში. მაგრამ რამდენია ეს რეალურად? რიცხვები იმდენად იზრდება, რომ მათი წარმოსახვა არარეალური ხდება.

მაგ, მთელი ამ ინფორმაციის დატევა შესაძლებელი იქნება 57,5 მილიარდ 32 გიგაბაიტიან iPad-ზე. მაგრამ რამდენია ეს? დაახლოებით $ 34.4 ტრილიონი. ეს არის აშშ-ს, იაპონიის, ჩინეთის, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთად აღებული. აი ამ მოცულობის ინფორმაციას შევქმნით და შევინახავთ 2011 წელს.

ვორდპრესის 8 წელიწადი

2003 წლის 27 მაისს, ღია კოდის მქონდე პირველი პროექტი გახდა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი, პროექტი სახელად WordPress.

დღეს ვორდპრესი აღარ არის მხოლოდ ბლოგინგის პლატფორმა, ეს არის გზა შესწვდე უზარმაზარ აუდიტორიას.

დღეს ვორდპრესის მხარდაჭერით მუშაობს 45 მილიონზე მეტი ვებ-გვერდი.

მე არც თუ ისე დიდი ხანია ვხმარობ ამ პლატფორმას (იანვრიდან) მაგრამ თამამამ შემიძლია ვთქვა, რომ ის ყველა სხვა დანარჩენს სჯობს. მანამდე წელიწადნახევრის განმავლობაში ბლოგერის მომხმარებელი ვიყავი, შემდეგ გადავწყვიტე გადმოვბარგულიყავი და ვთვლი, რომ არჩევანი საუკეთესო პლატფორმაზე შევაჩერე. მიუხედავად რამდენიმე ნაკლისი (არ აქვს ფლეშის მხარდაჭერა) ის მაინც რჩება მსოფლიოს უმსხვილეს პლატფორმად და დღევანდელ HTML5 სამყაროში, სადაც ფლეში მალე არ იქნება საჭირო, ვორდპრესი გახდება ბლოგინგ პლატფორმებს შორის გამოკვეთილი ლიდერი.

მეტს, მაიკს და კიდევ სხვა ასობით მოხალისეს ვულოცავ ვორდპრესის დაბადების დღეს და მადლობას ვუხდი მათი სამუშაოსთვის! 🙂

P.S. ეს არის მე-300 პოსტი ^_^

ვორდპრესი – 2003 წლიდან დღემდე

This slideshow requires JavaScript.

Like ღილაკის პირველი დაბადების დღე

გაშვებიდან ზუსტად 1 წელიწადში, ფეისბუქის ლაიქ ღილაკმა დაიპყროინტერნეტი და ყოველდღიურად ის ათასობით ახალ ვებ გვერდზე ყენდება.

ფეისბუქმა ლაიქ ღილაკი პირველად თავის F8 კონფერენციაზე წარადგინა, Facebook Open Graph-სა და წამიერ პერსონალიზაციასთან ერთად. ამ ეპიკური ღილაკის გამოყენებით ფეისბუქმა თავისი კვალი დატოვა სრულიად ინტერნეტში. პირველ კვირაში ღილაკი დაყენდა 50, 000 გვერდზე, ხოლო ერთ თვეზე ნაკლებ დროში ამ რიცხვმა 100,000 მიაღწია.

და მას შემდეგ არც შეუჩერებია ზრდა. ხუთშაბათს ანუ გუშინ ფეისბუქმა განაცხადა, რომ ყოველდღიურად 10,000-ზე მეტ ვებ გვერდზე ყენდება ღილაკი, იგივე თქვა ფეისბუქიის COO-მ ოქტომბერში (თუ არ იცი რას ნიშნავს COO ნახე ეს). ანუ ლაიქ ღილაკს ზრდა არ შეუჩერებია 6 თვის განმავლობაში. ფეისბუქმა განაცხადა, რომ 2.5 მილიონზე მეტმა ვებ გვერდმა მოახდინა მასთან (ფეისბუქთან) ინტეგრაცია.

ფეისბუქის ამ წარმატებას უკვალოდ არ ჩაუვლია. სულ ცოტა ხნის წინ Google-მა გაუშვა “+1” ანუ თავისი პასუხი ფეისბუქს,  ასევე Eventbrite-ის მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ ერთი “ლაიქი” ერთ “ტვიტზე” უფრო ძვირია ანუ უფრო მომგებიანია.

რას ფიქრობ შენ ლაიქ ღილაკზე? მან ხომ მნიშვნელოვნად შეცვალა ვებ-სერფინგის ჩვევები?

გილოცავთ ახალ 2011 წელს!!!

ასე გვილოცავს Google

მოკლედ კიდევ ერთხელ გილოცავთ, ამ პოსტს ახლა 11 საათზე ვწერ მაგრამ ის ზუსტად 12 საათზე გამოქვეყნდება.

გისურვებთ ყველაფერს კარგს და საუკეთესოს, ჩემ თავსაც იმავეს.

ჩემს ბლოგს კი მკითხველებს.

გილოცავთ, იმედია ეს წელი 2010 წელზე უკეთესი იქნება ან მისნაირი მაინც.

ჩემთვის ეს კარგი წელი იყო.

P.S. ყველა სურვილი აგსრულებოდეთ.

ჩემი 2010 წელი

ყველამ დაწერა ეს პოსტი და მეც დავწერ.

მთლიანობაში პროდუქტიული და კარგისმომტანი აღმოჩნდა ეს წელი ჩემთვის. ვრცლად წერის თავი არ მაქ და კნუტისავით ჩამოვთვლი:

  • ისევ წავედი ბანაკში (Buckswood Summer School)
  • განათლების სამინისტრომ დამაფინანსა და ახლა კერძო სკოლაში უფასოდ ვსწავლობ.
  • კარგი ნიშნებისთვის ისევ და ისევ განათლების სამინისტრომ დამასაჩუქრა ლეპტოპით (პატარა ASUS-ით არა)
  • ტრეფიკინგის საწინააღმდეგო კონფერენციაზე ვიყავი წყნეთში, კოპალაში 5 დღე. World Vision-ის ორგანიზებული იყო.
სულ ეს იყო, კიდევ ბანაკსა და კონფერენციაზე ძალიან ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე, თან კარგი მეგობრები, ვხვდები ხოლმე.
რავი მეტი არაფერი “ისეთი” არ მომხდარა. 
სულ ეს იყო ჩემი 2010 წელი.
P.S. ვფიქრობ უაზროდ არ გასულა ეს წელი, იმედია 2011-იც ამის მსგავსი თუ არა უკეთესი იქნება.

საახალწლო მზადება ანუ რა გავაკეთე დღეს

დღეს 31 დეკემბერია, ძალიან სწრაფად მოვიდა და არ მიხარია, რომ ასე სწრაფად გავიდა ერთი წელი.

ყველას გვიყვარს ქართული(შოთის) პური და ამიტომაც ყოველ ახალ წელს მიწევს რიგში დგომა, იმისათვის რომ ვიყიდო ზემოთხსენებული პურის სახეობა.

წელს ჩემ სახლთან არსებული თონე დახურული დამხვდა, ამიტომაც მომიწია პეკინზე გასვლა. იქ რიგში 1 საათი ვიდექი და როდესაც ჩემი რიგი მოვიდა თქვეს:”პურს ნახევარი საათი დააგვიანდება”.

მომიწია  იქ კიდევ ნახევარი საათი ყურყუტი, მაგრამ ღირდა იქ დგომა.

პური სახლში მოვიტანე და ტატიშვილში წავედი წამლის წამოსაღებად და უკან როდესაც მოვდიოდი იმხელა რიგი იდგა თონესთან რო რავიცი… :დ დაახლოებით 25 კაცი(ეგ სადაც მე ვიყიდე) და სხვა თონესთან ბახტრიონის ქუჩის დასაწყისში აი ამხელა რიგი იდგა:

 

 

და ამაზე ორჯერ დიდი რიგი იდგა პეკინზე, თეთრი თონე რომ არის იქ.

მოკლედ პურის შეძენა უკვე დაგვიანებულია, მგონი. თუმცა “დილის” პურს ურიგოდ ყიდიან.

არანაირი საახალწლო განწყობა

არანაირი განწყობა არ მაქვს, საახალწლო. რატომ? არ ვიცი. ბოლო 2 წელია არ მიხარია ახალი წელი, არც ამის მიზეზი ვიცი.

თან წელს ძალიან სწრაფად მოვიდა, ჯერ ხო წელი ძალიან სწრაფად გავიდა და 30 დეკემბერიც ძალიან სწრაფად მოვიდა, მე კიდე სახლიდან ვარ გასასვლელი და კიდე ჩემი 3 კლასელის ოლიმპიადის მოსაწვევი მაქ და დროზე წაიღინ დღეს დავურეკავ.

ისე შემომტენეს ეს მოსაწვევები, თითქოს შევთავაზე მე ავიღებ-თქო. შორს წასვლას არ ვაპირებ, მოვიდნენ სახლთან(ჩემ სახლთან) და წაიღონ, ისედაც ნერვები მომიშალა დამრიგებელმა მე რომ შემომტენა, დავურეკეო და იმას მიეციო მითხრეს.

მოკლედ არანაირი საახალწლო განწყობა, ნაძვის ხე 24 დეკემბრიდან დგას, მაგრამ მაინც.

სკოლა იწყება!! დლნ-დლნ(ზარის ხმა)

სულ რამოდენიმე დღეში სკოლათა უმრავლსეობაში იწყება კიდევ ერთი ახალი სასწავლო წელი.

ნუ მე ორშაბათს მეწყება და ისე 15 სექტემბერს საჯაროდ.

სავარაუდოდ იქნება სიახლეებით დახუნძლული სასწავლო წელი. ერთიანი წიგნები, და გავრცელდა ინფორმაცია გამოცდების შესახებ, თუ როგორი იქნება ისინი წელს 12-კლასდამთავრებულთათვის.

ძალიან გავრცლებული ინფორმაცია არ არის და ამიტომაც ჯერ არ ვწერ.

თუ ეს პოსტი დააგროვებს მინიმუმ 5 კომენტარს დაიწერება.

ეს ინფორმაცია მგონი ჯერ არსად გამოქვეყნებულა.

წყარო სანდოა.

%d bloggers like this: