ვსწავლობთ Java-ს +დღეს

Google TechTalk-ზე დასწრების, ინჟინრების ხილვისა და Google-ის შესახებ დიდი რაოდენობით ინფორმაციის მიღების შემდეგ, თუ რა კარგია იქ მუშაობა და ა.შ. გამიჩნდა სურვილი მეც მესწავლა პროგრამირება.

ლექციის დასრულების შემდეგ ერთ-ერთ პოლონელ ინჟინერთან მივედი და ვკითხე თუ საიდან დამეწყო და რა ენები მესწავლა, მან მითხრა მესწავლა Java და C++.

ამიტომაც დიდი ენთუზიაზმით შევუდექი… ორი დღე ვიწერ სხვადასხვა პროგრამებს, დეველოპერებისთვის განკუთვნილ ინტეგრირებულ სფეროებს… თან ვეძებ რაიმე წიგნს ან რაიმე სასწავლო კურსს რომელიც ძირითად საკითხებს შემასწავლის… ახლა თითქოს ვიპოვე რაღაც საიტი, მაგრამ ჯერ არ ვიცი რამდენად სასარგებლოა…

კლასელი მამა პროგრამისტია და მგონი აქვს სახლში ჯავა-ს წიგნი და უნდა ვითხოვო, ახლაც ამ ინტეგრირებულ სფეროს ვიწერ, მაგრამ უკვე მეძინება.

P.S. რაიმე კარგ ჯავას წიგნს ვერ მირჩევთ?

დღეს

მეგონა, რომ “ვეფხისტყაოსანი” დავამთავრეთ, მაგრამ მგონი ახლა ვიწყებთ, დღეს უკვე ორი თემა გვქონდა

1. მიჯნურობა ვეფხისტყაოსანში

2. მეგობრობა ვეფხისტყაოსანში

პირველი ერთ გვერდზე ოდნავ მეტი გამომივიდა, მეორე ნახევარ გვერდზე ოდნავ.

რატომ? მითხარით რატომ ვაკლავთ თავს?

არ დამავიწყდეს

წასაკითხი მაქვს:

  1. რომეო და ჯულიეტა (მაჩაბლის თარგმანი სასურველია)
  2. ანა ფრანკის დღიური

წიგნ(ი) რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა…

კარგი წიგნის კითხვა მიყვარს, მაგრამ არც თუ ისე ხშირად ვპოულობ ჩემი გადმოსახედიდან კარგ წიგნს, რომელიც მე მომეწონება და წაკითხვის შემდეგ მომინდება არ მქონდეს წაკითხული და კიდევ ერთხელ წავიკითხე, მომინდეს რომ ის არ მთავრდებოდეს. ასეთი შეგრძნება მხოლოდ რამდენიმე წიგნის წაკითხვისას გამჩენია. როდესაც წიგნში თავს კომფორტულად გრძნობ, როდესაც ძალით არ კითხულობ, როდესაც შენ პერსონაჟის ცხოვრებით ცხოვრობა, მასთან ერთად სუნთქავ, მხოლოდ მაშინ გეუფლება ასეთი გრძნობა, როდესაც შენი ნებით აიღე წიგნი და კითხვა დაიწყე და არა ვიღაცამ დაგავალა, მაგრამ იშვიათი გამონაკლიებიც ხდება, როდესაც დავალებული წიგნი მომწონებია, მაგალითად: წიგნი არაა, მაგრამ წიგნად ღირს, ერნესტ ჰემინგუეის “მოხუცი და ზღვა” ან ფრანკ კაფკას “წერილი მამას”.

ახლა რომ დავფიქრდი, რამდენიმეზე მეტი წიგნის ჩამოთვლა შემიძლია, რომლებმაც ჩემი ცხოვრება ერთი კვირით მაინც შეცვალეს, მაგრამ მაინც შემიძლია გამოვარჩიო რამდენიმე.

1. მექანიკური ფორთოხალი – ენტონი ბარჯესი

პირველი წიგნი რომელიც წავიკითხე და მართლა მომეწონა იყო “მექანიკური ფორთოხალი” და დღემდე ის ჩემ ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ წიგნად რჩება. ამ წიგნის შესახებ ვერც კი გავიგებდი, რომ არა ერთ-ერთი ფორუმი და იქ ამ წიგნის აქტიური განხილვა, თავიდან ვერც მივხვდი, რომ წიგნზე ჰქონდათ საუბარი, მაგრამ დაგუგლვამ ყველაფერი გამოასწორა. წიგნი საკმაოდ პატარაა, მაგრამ მე პატარა წიგნებსაც დიდ ხანს ვკითხულობ ხოლმე, ეს კი რამდენიმე დღეში წავიკითხე და ძალიან ვისიამოვნე… ეს რამდენიმე დღე მე ვცხოვრობდი ამ წიგნით… ვიყავი რძის ბარშიც, მწერლის სახლშიც, თეთრ ციხეშიც და საშინელ კინოთეატრშიც და ამბოხებულთა ბინაში… მეც ვუყურებდი დანაშაულის ამსახველ სცენებს ბეთჰოვენის თანხლებით, მეც გადმოვვარდი ფანჯრიდან და მეც გადავიღე სურათი მინისტრთან…

წიგნი არის გასაოცრად ჩამრთრევი, ვკითხულობდი ყველგან სახლში, გზაში, სკოლაში და დირექტორის მოსაცდელშიც კი.

ტრაგიზმით სავსე წიგნია, რომელიც იმ ტოტალიტარული მომავლისთვის გზამზადებს, რომელიც სუ ლ მალე დადგება. თვალთვალი, ყველგან თვალთვალი. ფუტურისტული სატირა არის, ხო, ახლა გამახსენდა, მაგრამ მასში დიდი დოზით არის ტრაგედიაც და დაახლოებით ასეთივე დოზით იუმორი.

2. თამაში ჭვავის ყანაში – ჯერომ სელინჯერი

მგონი ამ წიგნზე არ ღირს ბევრის დაწერა, რადგან ის ყველასთვის კარგად ნაცნობია, მეც, ალბათ როგორც ყველამ ვინც ის წაიკითხა, ჩემი თავი ვიპოვე ამ წიგნში, ჰოლდენს ჩემი ჩვევები შევატყვე. იმან უფრო მეტად გამაოცა, რომ ეს წიგნი დიდი ხნის წინ არის დაწერილი, მაგრამ დღესაც აქტუალურია, იმ მხრივ რომ დღესაც პოულობენ მკითხველები ჰოლდენთან საერთოს. ამ წიგნმა მასწავლა, თუ როგორ უნდა დალიო ვისკი უფასოდ, მგონი ამ წიგნში იყო ეს, ახლა ზუსტად ვერ ვიხსენებ. ეს წიგნიც უჩვეულად სწრაფად წავიკითხე, 3-4 დღეში მგონი, ნაკლებშიც და მეც მაინტერესებდა, სად ქრებოდნენ პარკიდან ზამთრობით ჩიტები.

 

 

 

 

3. დორიან გრეის პორტრეტი – ოსკარ უაილდი

ამ წიგნზე კინოც გადაიღეს, მაგრამ არ მომეწონა, ქერა დორიანი შავგრემანი გახადეს, უნამუსო იყო რეჟისორი/სცენარისტი აშკარად.

წიგნი რომელიც ყოველი ადამიანის დაუფიქრებელ სურვილს აღწერს, რა მოხდებოდა თუ იქნებოდი ცოცხალი. ცხოვრება ადამიანზე თავის კვალს ტოვებს, ყოველი ჩადენილი ცოდვა იარას ადამიანის სახესა და სულზე. დორიანი კი წლებთან ერთად არ იცვლებოდა, ყველაფერი მის პორტრეტზე გადადიოდა, რომელიც საშინლად გამოიყურებოდა, თავად კი სრულყოფილებას წარმოადგენდა ყველაფერში, მაგრამ ადამიანი არ არის შექმნილი იმისთვის, რომ მუდმივად იცხოვროს…

მეტს აღარ ჩამოვწერ დავიღალე, 1 საათია ვწერ. შევამჩნიე, რომ პატარა წიგნები მიყვარს, რომლებიც სწრაფად იკითხება, საინტერესოა…. არ მიყვარს წიგნი, რომელშიც დიდი თავებია, სჯობს იყოს ბევრი პატარა ვიდრე ცოტა დიდი თავი…. ამიტომ მიყვარს ელექტრონული წიგნები, პროგრესი ყოველთვის შენს წინაა, იცი რამდენი პროცენტი წაიკითხე უკვე….

უსაქმურობა დასრულდა

უსაქმურობა რომელზედაც ვწუწუნებდი, დღეს, 12 საათზე, დასრულდა. გერმანული განვაახლე და ვასილ ბარნოვის “ტრფობა წამებულიც” ვითხოვე, ასე რომ უკვე საქმე გამომიჩნდა.

გერმანული უკვე ვიმეცადინე, მაგრამ 300-ზე მეტი გვერდი მაქ წასაკითხი, წამებული ტრფობის, რომელიც საერთოდ არ მაინტერესებს. :/

ერთის მხრივ ცუდია, მაგრამ თვალები მაინც აღარ დამიწითლდება იმიტომ რომ კომპიუტერთან ამდენ ხანს აღარ გავატარებ[იმედია].

საშინლად მეზარება წიგნის დაწყება, მაგრამ უნდა დავიწყო.

:/

რა მაწუწუნებდა უსაქმურობაზე? ჰაა..? ახლა ხო გამომიჩნდა საქმე.. :/

მოკლედ იმედია წიგნი ოდნავ მაინც მომეწონება და ტანჯვად არ მექცევა ეს 300-ზე მეტი გვერდი.

დეას წიგნს ვერ ვუბრუნებ!! >.<

უკვე 2 კვირაა ვცდილობ დეას წიგნი დავუბრუნო[თამაში ჭვავის ყანაში] და ვერ დამიბრუნებია.

31 დეკებერს როდესაც უნდა შევხვდედროდი მომწერე რამე აეროპორტი გავათენეო და ვერ შეგხვდებიო, დრესაც მივწერე დღეს დაგიბრუნებ-თქო მაგრამ არ მოუწერია.

 

დეა ნახე რა ეს პოსტი და მომწერე რა! გთხოვ, დაიბრუნე შენი წიგნი.

ცოტაოდენი უსაქმურობა

უკვე 2 კვირაა რაც არდადეგები მაქვს და უკვე 1 კვირაა ვუსაქმურობ. მათემატიკის 100-ზე მეტი ნომერი(101 გავაკეთე) დაწერილია, ინგლისურიც დამთავრებული – და ეს უკვე ახალ წლამდე. ახლა მარტო ვასილ ბარნოვის “ტრფობა წამებული” დამრჩა წასაკითხი, რომელიც არ მაქვს. 9 იანვარს უნდა მათხოვონ და მანამდე ვუსაქმურობ.

დღეებს ტელევიზორის, კომპიუტერის ან აი-პოდის ეკრანთან ვატარებ, გარეთ გავდივარ მხოლოდ მაღაზიაში(რამდენიმეჯერმე გავედი მეგობრებთან) და კიდე მძინავს.

კარგია უსაქმურობა მაგრამ ის მაწვალებს რომ “ტრფობა წამებული” მაქვს წასაკითხი, არადა ლიბ.ge-ზე 3-ჯერ დავიწყე კითხვა და 3-ჯერვე დავანებე თავი. ძალიან მძიმედ წერდა ეს ვასილ ბარნოვი.

წიგნიც ვერ ვიშოვე, უმრავლესობამ მითხრა, რომ არც სმენიათ ვასილ ბარნოვი.

წიგნი მხოლოდ ერთს აქვს, რომელიც ახლა წასულია და რომლის გამოც ვუსაქმურობ არადა ყოველდღე გულში, ოღონდ ჩუმად, მადლობას ვუხდი.

წიგნის დაბრუნება[განახლებული]

ამას წინათ კნუტმა მათხოვა “ვეფხისტყაოსანი” ნათაძის განმარტებებით, სკოლისთვის და მერე ახალი ვიყიდე და არ დამიბრუნებია, ხოდა დაახლოებით ნახევარ საათში ვუბრუნებ ^^.

ეს რა მოსატანი იყო არა? უბრალოდ არ მიყვარს წიგნს რომ არ აბრუნებენ.

ახლაც მიდევს მეგობრის “თამაში ჭვავის ყანაში “, ისიც დღეს უნდა დამებრუნებინა, მაგრამ მომწერა გუშინ მთელი ღამე აეროპორტში გავათიეო და ახალი წლის მერე მომეციო, ახალი წლის მერე კი არა და ახალ წელს ან შემდეგ წელს უნდა ეთქვა ალბათ.

მოკლედ, დღევანდელ დღეს “წიგნების დაბრუნების საერთაშორისო დღედ” ვაცხადებ, ასეთი დღე მგონი არ არსებობს, ასე რომ

© Kon Mu




29 დეკემბერი




წიგნის დაბრუნების საერთაშორისო დღე




P.S. კნუტს დაბუბრუნე წიგნი. ^^

%d bloggers like this: