ჰარი პოტერი ქართულად
ივლისი 22, 2011 5 Comments
გუშინ საღამოდან ფრაპეს დალევის იდეა მაწუხებდა, მას შემდეგ რაც პირველად გავსინჯე, ვცდილობ უფრო ხშირად ვესტუმრო საყვარელ სანაყინეს და დავლიო ბანანის ფრაპე (არავის არ დაუჯეროთ, ბანანის ყველაზე კარგია).
მაგრამ ფრაპეს დალევის ნაცვლად კინოში აღმოვჩნდი, ჰარი პოტერზე, უკვე მეორედ ❤
პრემიერის დღიდან ანუ პირველი წასვლიდან მინდოდა მეორედ ნახვა.
სეანსი გასაკვირად თავის დროზე დაიწყო, ჩვენც მოვკალათდით ამჯერად ნორმალურ სკამებში, მოვირგეთ 3D სათვალე და დავიწყეთ ყურება, მაგრამ რამხელა იყო ჩვენი გაკვირვება, როდესაც ლუნა ქართულად ალაპარაკდა. მაშინვე მივხვდით, რომ ფილმის სერიოზულად ყურება არ გაეწყობოდა, ქართული გახმოვანების გამო 😀
სხვათაშორის საქართველოში გახმოვანების კულტურამ წინ წაიწია, თან საკაიფოდ წინ, მაგრამ რუსულამდე ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აკლია.
თავიდან ხმა ემთხვეოდა მსახიობების ტუჩების მოძრაობას, მაგრამ მომენტებში ირეოდა და ასევე მომენტებში ისმოდა ინგლისური ლაპარაკიც. ასევე ხმაში არ იდო არანაირი ემოცია, ის ნაწილი რომელიც რუსულ თარგმნაში ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური იყო (აი ლუპინი რომ ამბობს ჩვენი შვილი გაიგებს, რომ მისი მშობლები ტყუილად არ მომკვდარანო) დღეს სრულიად უემოციო იყო და ვერც ვერაფერი ვიგრძენი :შ
ზოგადად ყველა სფელი თუ შელოცვა, როგორც გინდათ იყო დამახინჯებული და უემოციოდ ნათქვამი, გრინგოტსში ჰერმიონი ისე ამბობდა რედუქტო-ს თითქოს რონს ყავის მოდუღებას სთხოვდა (ც) ნინი ❤
იმპერიოს ნაცვლად თქვეს იმპერიუმ, ხოლო სიტყვა ჰორკრუქსი (Horcrux) ატრიალეს ყველანაირად ჰორკრაქსი, ჰორკრიქსი და ა.შ. 😀
ასევე აშკარად ეტყობოდა გახმოვანებას, რომ ქართული ტექსტის ავტორს არათუ ჰარი პოტერი აქვს წაკითხული არამედ ინგლისური ვერსიაც კი არ აქვს ნანახი, რადგანაც Death Eater ქართულ თარგმანში არის სიკვდილის მხვრელი ფილმში კი სიკვდილის მჭამელებად თარგმნეს Oo
ფილმზე, მის ხარისხსა და წიგნთან სიახლოვეზე არაფერს დავწერ, არც პრემიერის შემდეგ დამიწერია, რამდენი პოტერომანიცაა იმდენი აზრიცაა ყოველ ჰარის ფილმზე.