ნიჭიერი [07.03.11]

ზუსტად ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ ნიჭიერს ველოდებოდი, მეგონა რომ წინა ორშაბათიდან უნდა დაწყებულიყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დღეს იწყება.

წელს ნაკლებ პრიკოლს, ღადაობას და უნამუსობას ველოდი, რადგანაც როგორც გახსოვთ მანამ სანამ ქასტინგზე მიგიწვევდნენ უნდა გაგეგზავნა რუსთავი 2-სთვის შენი “ნიჭის” მოკლე აღწერა. ეს წინდახედულობა ოდნავ შეეტყო კონკურსს, რადგანაც 33 წუთში 1100 ბრუნის შემსრულებელი ქალი ან ძალიან დასაცინად ან შემთხვევით მოიყვანეს ანაც ის უბრალოდ ქასტინგზე მოვიდა და ისე უბრალოდ შეუშვეს, თანაც ამ ქალის შემთხვევაში ნიჭი არაფერ შუაშია, უბრალოდ მას ვესტიბულარული აპარატი ან არ აქვს თანდაყოლილად ან მისი ფუნქციონირება გაუარესებულია, მაგრამ მგონი ერთხელ კინაღამ წაიქვა.

სულ სულ პირველი ქალი მიშელ ჯექსონზე რომ ცეკვავდა ის, არც ისე ცუდად ცეკვავდა მაგრამ სიმღერა რომ დაიწყო ერთ-ერთ მასწავლებელსაც კი გადააჭარბა ისე ამატკია ყურები.

მთელი ნიჭიერის განმავლობაში სულ ვტვიტავდი და ვტვიტავდი და გამიჩნდა იდეა, რატომ არ შეგვექმნა ჰეშტეგი “#ნიჭიერი”

ყველაზე მაგარი კაცი და თანაც დასამახსოვრებელი იყო დაკი, არ მახსოვს რა ჰქვია, მაგრამ მაგარი კაცია, ცეკვავს კარგად და თანაც დონალდივით ლაპარაკობს ხმის მორფინგის გარეშე.

ერთერთი ყველაზე კარგად დადგმული ნომერი იყო “მატრიცა”. სინქრონი იყო კარგად გაკეთებული და კიდე იდეა იყო ძალიან მაგარი, მაგრამ მგონია, რომ სადღაც ინტერნეტში ნახეს ეს იდეა, თაც მგონი მომესმა, რომ ვიდეოდან გადმოიღეს. მგონი.

ყველაზე სახალისო იყო კვინტეტი, ძმების. თანაც კარგად უკრავდნენ და საერთოდ ეგენიც “დაქივით” მაგარი კაცები არიან, მხიარულები. შეიძლება ჩემი სიმპათია ამ კვინტეტის მიმართ არ იყოს ობიექტური რადგანაც ძალიან მიყვარს ჩასაბერი ინსტურმენტები

შემდეგი იყო მათემატიკოსი ბიჭი, რომელიც გეგას თქმისა არ იყოს “ჯაან მაგარ ხმაზე იყოო…” გეგამ “მაგრად” თქვა ეგ 😀 შეიძლება ძალიან ჭკვიანია და ციფრებსაც სწრაფად ამრავლებს ერთმანეთზე, პირველი ფორმატში არ ჯდება და მეორე ჩემი ძმაკაცი სანდრო 1 კლასიდან ამრავლებდა სხვადასხვა ორნიშნა და სამნიშნა რიცხვებს ერთმანეთზე, ასე რომ… თან “და სწორი პასუხია….” ეს ალბათ წამყვანებს უნდა ეთქვათ ანდაც ის ძალიან იყო დარწყმუნებული თავის სისწორეში…

შემდეგი იყო 30-კაციანი ჩირ ლიდერთა ანსამბლი. მერე რა რომ იმ გოგოს ცეკვის და ანსამბლის სახელი აერია ერთმანეთში, არ იყო ცუდი უბრალოდ ძალიან ბევრნი არიან და რამე რომ მოიგონ ვის შეხვდება პრიზი? უეჭველი ხელმძღვანელს.

ის ტიპი ხელით, რომ რაღაცებს წვავდა და შემდეგ მთელი დარბაზის გათიშვას იმუქრებოდა რავი… თან როდესაც გადიოდა ხელს იშვერდა ისევ ხალხისკენ… ემშვიობებოდა თუ?

ამის მეტი ყურადღებით არ მიყურებია, თუმცა მაკას მიერ რეკომენდირებულ ნიცას ვუყურე და მართლაც ძალიან მომეწონა… კარგად ცეკვავს და ძალიან სასაცილო და საყვარელი გოგოა… ❤ თან პატარაა და კარგად ცეკვავს უკვე… იდეა ცეკვის და დადგმა კარგი იყო და მუსიკა ერთმანეთში კარგად გადადიოდა. თან ეს ბავშვი სულ რაღაც 8 წლისაა.

შემდეგ კვირას ვიხილავთ მოტეხილ ხელ-ფეხს და თუ გაგვიმართლა კისერსაც… კიდევ 2 საათი ვიხოხებთ სიცილისგან და მოვუსმენთ რაღაც კარგ სიმღერას.