ჰარი პოტერი ქართულად

 

გუშინ საღამოდან ფრაპეს დალევის იდეა მაწუხებდა, მას შემდეგ რაც პირველად გავსინჯე, ვცდილობ უფრო ხშირად ვესტუმრო საყვარელ სანაყინეს და დავლიო ბანანის ფრაპე (არავის არ დაუჯეროთ, ბანანის ყველაზე კარგია).

მაგრამ ფრაპეს დალევის ნაცვლად კინოში აღმოვჩნდი, ჰარი პოტერზე, უკვე მეორედ ❤

პრემიერის დღიდან ანუ პირველი წასვლიდან მინდოდა მეორედ ნახვა.

სეანსი გასაკვირად თავის დროზე დაიწყო, ჩვენც მოვკალათდით ამჯერად ნორმალურ სკამებში, მოვირგეთ 3D სათვალე და დავიწყეთ ყურება, მაგრამ რამხელა იყო ჩვენი გაკვირვება, როდესაც ლუნა ქართულად ალაპარაკდა. მაშინვე მივხვდით, რომ ფილმის სერიოზულად ყურება არ გაეწყობოდა, ქართული გახმოვანების გამო 😀

სხვათაშორის საქართველოში გახმოვანების კულტურამ წინ წაიწია, თან საკაიფოდ წინ, მაგრამ რუსულამდე ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აკლია.

თავიდან ხმა ემთხვეოდა მსახიობების ტუჩების მოძრაობას, მაგრამ  მომენტებში ირეოდა და ასევე მომენტებში ისმოდა ინგლისური  ლაპარაკიც. ასევე ხმაში არ იდო არანაირი ემოცია, ის ნაწილი  რომელიც რუსულ თარგმნაში ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე  ემოციური იყო (აი ლუპინი რომ ამბობს ჩვენი შვილი გაიგებს, რომ  მისი მშობლები ტყუილად არ მომკვდარანო) დღეს სრულიად  უემოციო იყო და ვერც ვერაფერი ვიგრძენი :შ

ზოგადად ყველა სფელი თუ შელოცვა, როგორც გინდათ იყო  დამახინჯებული და უემოციოდ ნათქვამი, გრინგოტსში ჰერმიონი ისე  ამბობდა რედუქტო-ს თითქოს რონს ყავის მოდუღებას სთხოვდა (ც)  ნინი ❤

იმპერიოს ნაცვლად თქვეს იმპერიუმ, ხოლო სიტყვა ჰორკრუქსი  (Horcrux) ატრიალეს ყველანაირად ჰორკრაქსი, ჰორკრიქსი და ა.შ. 😀

ასევე აშკარად ეტყობოდა გახმოვანებას, რომ ქართული ტექსტის  ავტორს არათუ ჰარი პოტერი აქვს წაკითხული არამედ ინგლისური ვერსიაც კი არ აქვს ნანახი, რადგანაც Death Eater ქართულ თარგმანში არის სიკვდილის მხვრელი ფილმში კი სიკვდილის მჭამელებად თარგმნეს Oo

ფილმზე, მის ხარისხსა და წიგნთან სიახლოვეზე არაფერს დავწერ, არც პრემიერის შემდეგ დამიწერია, რამდენი პოტერომანიცაა იმდენი აზრიცაა ყოველ ჰარის ფილმზე.

 

Advertisements

უკანასკნელი დღეები

ბლოგიდან გაქრობის პერიოდები თითქმის არ მაქვს ხოლმე, ძალიან იშვიათად ვტოვებ დღეს ახალი პოსტის გარეშე, მაგრამ შიგადაშიგ მეც მაქვს ეს პერიოდები.

შევამჩნიე, რომ წერა ძირითადად მინდება მაშინ როდესაც ცუდ ან ჩვეულებრივ ხასიათზე ვარ, როგორც წესი ვერ ვწერ პოსტს როდესაც ძალიან ბედნიერი ვარ 😀

აგერ უკვე 5 დღეა არ დამიწერია ახალი პოსტი, დრაფტებში პოსტების რეკორდული რაოდენობა დამიგროვდა – 12, ნაგავსაყრელზე – 5.

ასე მგონი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ უამრავი პოსტის წერა მაქვს დაწყებული და შუაში მიტოვებული, იმედი მაქვს ოდესმე დავამთავრებ იმათაც, მაგრამ ისინი მხოლოდ დაწერის დღეებში იყვნენ აქტუალურნი, რამდენიმე კარგი პოსტის აღმოვაჩინე ახლა მაგრამ კვლავინდებურად მეზარება.

თან ბოლო 5-6 დღეა რაც ერთის გავლენით ( 😀 ) პოტერის კითხვა  დავიწყე და კომპიუტერთან გატარებულ თითქმის მთელ დროს  ჰარის ვუთმობ, შუალედებში ვიხედები ფორუმზე და ფბ-ზეც, ამ  შუალედებში პოსტის დაწერა კი შეუძლებელია.

ჰარის კითხვით უუდიდეს სიამოვნებას ვიღებ, თანაც  ჰარისავით არც-ერთი წიგნი არ იკითხება ❤

ვფიქრობდი დამეწერა თუ არა პოსტი სიკვდილის საჩუქრების  მეორე ნაწილზე, მაგრამ გადავწყვიტე არ დამეწერა, უბრალოდ  აქ მოკელდ ვიტყვი, რომ კარგად გადაღებული ფილმია  მიუხედავად ამოღებული სცენებისა. ემოციური, შთამბეჭდავი,  სასაცილო და სატირალიც კი 😀

ხო გუშინ კიდევ ერთი ფოტოგრაფის გამოფენაზე ვიყავი  ამირანში, თამბლრზე აშკარად უკეთესი სურათები იდო, მაგრამ მაინც გაასწორა, თანაც უფასო კრეკერები, მიწისთხილი და მინერალური წყალი იყო. ჩემს მიერ ერთადერთ ნაჭამ კრეკერს სოკოს გემო ჰქონდა, მარა მიწის თხილმა გაასწორა 😀 გამოფენა გუშინ გაიხსნა და 30 ივლისამდე გასტანს, თუმცა ის კი არ ვიცი ბოლო დღემდე იქნება კრეკერები თუ არა Oo

გამოფენიდან კიდევ ერთ ადგილას წავედით, მელიქიშვილზე ღვინის ქარხანაში, სადაც ივლისის კოკისპირული წვიმის გამო ჩაშლილი Future Shorts-ის მუსიკალური ლაინ-აფი უნდა გამართულიყო, 8 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ზუსტად დროზე მისულებს იქ დაახლოებით 30 კაცი დაგვხვდა, იქ კიდევ 1 საათი ვიდექით, ბოლოს ნაყინების საჭმელად წავედით და რომ დავბრუნდით ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული, სულ 50 კაცამდე იქნებოდა, არადა ეთენდინგი 1000-მდე ადამიანს ჰქონდა მიცემული 😀

ახლა, სულ რამდენიმე წუთის წინ დავასრულე ჰარის პირველი ნაწილი და ალბათ სულ მალე დავიწყებ მეორეს. 😀

უბრალოდ ნიჭიერის პირველ ნახევარფინალზე

თითქოს სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო “ნიჭიერის” მეორე სეზონი და მიშელ ჯექსონზეც ცოტა ხნის წინ ცეკვავდა სოფრომაძე და აგერ გუშინ უკვე პირველი Live ნახევარფინალი გაიმართა.

გუშინ შანსი მქონდა იქ ფილარმონიაში დავსწრებოდი სანახაობას, მაგრამ მარტო წასვლა დამეზარა, კი ნახევარი ბლოგოსფერო მანდ იყო, მაგრამ ვინმე მინდოდა ვისაც ვიცნობდი 😛

10-ის ნახევარიდან ტელევიზორთან ვიყავი და თან ვთამაშობდი, თან სანახაობას ველოდი.

ნახევარფინალები ყოველთვის ნაკლებას საინტერესოა ღადაობის მხრივ, რადგანაც კონკურსანტები გაფილტრულია და ახლა უკვე არავინ გამოვა საცანცაროდ, ყველა სერიოზულად ემზადება და ა.შ.

“ნიჭიერის” დაწყებამ 15-20 წუთით დააგვიანა, უფრო სწორედ “კურიერმა” დააგვიანებინა, სხვათაშორის ყოველთვის ასე ხდება, სულ იწელება ეს უკანასკველი.

კარგი ყველაფერს თავს ვანებებ და უშუალოდ კონკურსანტებს მივედ-მოვედები.

1. დრამის ბიჭები 15,8 %

ჩემი აზრით ამ ჯგუფმა თავისი თავი ამოწურა, რაც მათ რეიტინგზეც აისახა, ძირითადად ყველაფერი იგივე დარჩა, შეძახილები, სწრაფი რიტმი ერთადერთი რაც დაამატეს იყო ცეკვა, მაგრამ მაინც არ მომეწონა, არა ალბათ უფრო ნეიტრალური დავრჩი, წიპა “მაგრად უკრავენ, მაგრამ ვერ გადავლენ”.

2. ბახვა წერედიანი 5,5 %

ამ კონკურსანტის არ-გადასვლა მართლა არ გამიხარდა, რადგანაც მას კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეეძლო, შეეძლო ემღერებინა სოფო და ანდრეა (ბოჩელი), მოეყანა რომელიმე თავისი მეგობარი მსახიობი (მარიონეტების თეატრიდან) და კარგი შოუ დაედგა, მაგრამ როგორც ჩანს ჟიურიმ და მაყურებელმა ის არაპერსპექტიულ კონკურსანტად მიიჩნია და ფინალ გარეთ დატოვა.

3. თემო და ანა 4,7 %

ამ მონაწილეებისგან კვლავ რაიმე მხიარულ, ახალგაზრდულ და სწრაფ ცეკვას მოველოდი, პირველი გამოსვლის სტილში, მაგრამ სანაცვლოდ მგონი მიუზიკლ “ჩიკაგოდან” ამოღებულ სიმღერაზე შესრულებული ცეკვა მივიღე, რომელიც სხვათაშორის კარგად იყო დადგმული და შესრულებული, მაგრამ მუსიკა… მას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, პირადად მე რაიმე მხიარული მე მერჩივნა.

4. დავით დავითიანი 1,6 %

მატყუარა! მატყუარა! მატყუარა! ის ისეთ სანახაობას გვპირდებოდა რომელიც ჯერ ვერავის წარმოედგინა და შესაბამისად არავის ჰქონდა გაკეთებული, რეალურად კი საკმაოდ რეალური და ჩვეულებრივი რამ გააკეთა: კანატზე ძრომისას იმერულ ღვინოს სვამდა შემდეგ კი გირა-დაკიდებული სახტუნაოთი დახტოდა. დიდი ვერაფერი, არც სიურპრიზი არც სანახაობა და არც წარმოდგენის გაფართოება. პოლნი პიზდეც! უბრალოდ არაფერი. თან სცენიდან როგორ გავიდა… ცალ ფახზე ხტუნაობით და მარჯვენა ხელით გირას წევდა პროცესში.

5. თათია დონაძე 7,5 %

თათია დონაძეს პირველივე გამოსვლის შემდეგ ველოდები, ნუ უბრალოდ ველოდები. კარგად მომზადებული ნომერი ჰქონდა, მაგრამ როგორც ჩანს არც ხალხს მოეწონა და არც ჟიურის, შეიძლება ხალხს მოეწონა, მაგრამ არა ხმის მისაცემად. მაგრამ თათიასიც გაწელილი იყო, მაგრამ კარგი. მეგონა, რომ გადავიდოდა.

6. ნატალი ვეფხვაძე 28,5 %

აშკარად მეორე გულნაზი გოლეთიანი, გამოვიდა, მოყვა სევდიანი ისტორია (ალბათ), იმღერა სევდიანი, პატრიოტული, სოფოსა და ერის გულის ამაჩუყებელი სიმღერა და გავიდა ფინალში. უნამუსობა ხალხო! უნამუსობა! რატომ? რატომ? არ აქვს გადასარევი ხმა ან რომც ჰქონდეს უფრო მეტად საინტერესო და სახალისო გამოსვლებიც იყო. რა უნდა ქნას შემდეგ ტურში? კიდევ ერთი სევდიანი სიმღერა? კიდევ სოფოსა და ერის ცრემლები? კიდევ ხმათა 28,5 % და მეტი? არ გინდათ ფინალში რაიმე საინტერესო ნახოთ? რამე ისეთი რაც აქამდე არ გინახავთ? ასეთ “მომღერალს” ხომ ყოველ მეორე ნაბიჯზე ნახავთ, ყველას გვაქვს რაღაც “სევდიანი” ისტორია და მომავალ წელს მე რომ გავიდე სევდიანი ისტორიით, სევდიანი პატრიოტული სიმღერით, მეც გადამიყვანენ და მომაგებინებენ. ამ თემაზე “კომედი შოუში” იყო მშვენიერი სკეტჩი სულ რამდენიმე კვირის წინ.

როგორ გავიმარჯვო “ნიჭიერში”?

  • იყავი ან ძალიან პატარა <10 ან საშუალო ასაკის და მეტი >30 
  • გაიხსენე შენი ცხოვრების ყველაზე სევდიანი ისტორია
  • დაამუღამე და ჩაწერე რაიმე გულის ამაჩუყებელი პატრიოტული სიმღერა
  • ქასტინგზე შენთვის ჩუმად დაჯექი და მიიქციე წამყვანების ყურადღება
  • მოუყევი შენი ყველაზე სევდიანი ისტორია მთელ ქვეყანას
  • გადი სცენაზე და აატირე სოფო ან მაია ან ჟიურის რომელიმე სხვა მდედრი მგრძნობიარე წევრი, მამრები გააღიმე და ცხოვრებაზე დააფიქრე
  • გაიარე ყველა ეტაპი წარმატებულად და მოიგე “ნიჭიერი”

ასე იგიბენ “ნიჭიერს”. ნიჭს კი არა საცოდაობას აწვებიან. ტფუი…

7. Water Lily 1,7 %

ჯგუფი რომელზეც საკმაოდ დიდ იმედებს ვამყარებდი, რადგანაც იყო ალტერნატივა, მაგრამ პირველი გამოსვლისგან განსხვავებით, მგონი სოლისტს ძალით ამღერებდნენ და ნამეტანი “ტოპობდნენ”. მოკლედ არ დამევასა.

8. ჰერელი გოგონები 5,7 %

გააფუჭეს ის რაც ჰქონდათ! მშვენივრად გადააბეს “აბბას” რამდენიმე სიმღერა ერთმანეთზე, მართლა გაასწორა და გუშინ რა იყო? რაღაც ქართული (მგონი) სიმღერები იმღერეს, ვერ გავიგე რაზე ან ქართულად იყო საერთოდ? არამგონია გადასვლის ღირსები ყოფილიყვნენ, მართლა მგონი ისევ რაიმე შესარჩევისნაირი უნდა მოეფიქრებინათ.

9. ნიცა ნიცა ნიცა 6,2 %

აი შესარჩევზე ბევრად უკეთესი დადგმა, შესრულება იდეა. ნიცა კარგად ცეკვავს, ალბათ იმიტომ, რომ პატარაა ანუ მოქნილია. იდეაც კარგი იყო და ორ სხვადასხვა სიმღერაზე, ორი სხვადასხვა ადამიანი ძალიან მაგრად აცეკვა, ნიცას მოძრაობები უფრო ქაოტურ ხელების ქნევას ჰგავს, მაგრამ რომ დაუკვირდე მიხვდები, რომ ეს ასე არ არის. რამდენადაც ვიცი ნიცა რომელიღაც სტუდიაში დადის, კი ის არ არის თვითნასწავლი, არ აქვს სევდიანი ისტორია სამაგიეროდ ის ნიჭს აწვება, მხოლოდ მას და ნუ იმასაც რომ პატარაა, მაგრამ უფრო ალბათ ნიჭს, რადგანაც ასაკმა ჟიურისთან არ უშველა. საბედნიეროდ ის საქართველოს ბანკის ფავოტირი გახდა და კიდევ აქვს ფინალში მოხვედრის შანსი, ყველაფერს კი ფბ-ს მომხმარებელი გადაწყვეტს. (ხმის მიცემა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ფბ გვერდზე)

10. Acro Style 22,9 %

ის, რომ საქართველოში ცირკი დიდი ხანია არ არსებობს, ალბათ ისედაც იცით. საქმე იმაშია, რომ ეს არის წმინდად საცირკო ნომერი, რომელსაც შეასრულებს ნებისმიერი ცირკის აკრობატი. კარგი შესრულება და დადგმაა, მაგრამ არაფერი ისეთი რაც ბავშვობაში ცირკში არ მაქვს ნანახი. თუმცა სხვა კონკურსანტების ფონზე გადასვლას მაინც იმსახურებდნენ, ნიცასა და თათიას შემდეგ.

იმედია “ნიჭიერი” ოდესმე გახდება ნიჭის ზეიმი სადაც გამარჯვებულს არ ავლენს გულაჩუყებული ხალხი, რომელსაც შორი ახლოს მობილური ტელეფონი აღმოაჩნდა, ნიცას კი წარმატებებს ვუსურვებ, ისევე როგორც სხვა მონაწილეებს, ნიცას განსაკუთრებით იმიტომ, რომ მისი (არ)გადასვლა ჯერ არ არის გადაწყვეტილი.

შუა დღის შოუ

სააღდმომო არდადეგებს ტყუილუბრალოდ არ ჩაუვლიათ და მე ვუყურე ტელევიზორს, უფრო სწორად რეკლამას და შემდეგ მაივიდეოზე ახალ შოუს, რომელსაც “შუა დღის შოუ” ჰქვია.

დასახელებაზეც კი ეტყობა, რომ ეს ახალი შოუ “იმედის” “დღის შოუს” კონკურენტია, საეთერო დროც მსგავსი აქვთ, მაგრამ აშკარად სჯობია უკანასკნელს, რადგანაც ახალი შოუ არ მიყავს 3-4 ქალს, რომელიც გაუჩერებლად ლაპარაკობს, ჭორაობს და ნერვებს მიშლის.

მიუხედავად იმისა, რომ რუსთავი2-სეულ ვერსიაშიც ლაპარაკობენ აქ წამყვანებს შორის არ ორი კაცი, რომელიც ასე თუ ისე არეგულირებს ლაპარაკს.

მოლოდინი

პრომოდან გამომდინარე, არ მეგონა თუ გადაცემა სტუდიური ტიპის იქნებოდა, რადგან მთელი პრომო ქუჩაში არის გადაღებული და მეგონა, რომ გადაცემა პირდაპირ ეთერში თბილისის ქუჩებიდან გავიდოდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ის სტუდიურია, თუმცა წამყვანები არ ზიან მაგიდასთან, ზიან დივანზე.

მეგონა, რომ გადაცემა იქნებოდა რაიმე საინტერესო თემებზე და არა უკვე ათასჯერ დაღეჭილზე.

პირველ გადაცემას არ ვუყურე, რათა უკვე “შეჩვეულები” მენახა წამყვანები, მეორე ვნახე, თემა იყო კრიტიკა, ბლოგები, ფორუმები და სტუმრად ყავდათ მაია ასათიანი, მოკლედ ნანუკამ რო მაია მოიყვანა და ბლოგერებსა და მსგავსებზე ალაპარაკა თითქმის ის პონტი გამოვიდა.

რა ხდება სინამდვილეში

შექმნილი აქვთ ე.წ. შინაურული გარემო, დივანი, წიგნის თაროები, მაგიდა რომელზეც დევს MacBook, რომელიც სხვათაშორის მთელი გადაცემის განმავლობაში გამორთული იყო, ეს არ მომწონს ყველაზე მეტად, როდესაც რაღაცა დევს “ვიდისთვის” (-1 ქულა ჩემგან ამის გამო).

ზიან, ლაპარაკობენ საჭირბოროტო საკითხებზე, საჭიროების შემთხვევაში დგებიან, დადიან, დარბიან და ა.შ.

წამყვანები არის ოთხი და კიდევ რამდენიმე ემატება ხოლმე, მარტო დიმა ობოლაძე დამამხსოვრდა სიმართლე გითხრათ, მაგარი კაცია, კიდე ორი ქალია და ერთი კაცი მსახიობი.(ეს “სია” გადაცემის ფბ გვერდზე ვნახე: აჩიკო, ბაია, დიმა, ლიკა და თაკო!) (რ2-ის საიტზე ჯერ საერთოდ არაა ეს გადაცემა გადაცემათა ჩამონათვალში, ალბათ კიდევ ერთი – მარკეტინგის ჯგუფს ან ვინც საიტზეა პასუხისმგებელი).

+ აქვთ რუსთავი2-ისეული, დილა მშვიდობისა საქართველოსისეული ინტერაქტივები.

დასკვნა

მთლიანობაში ცუდი გადაცემა არ უნდა იყოს, თუ ისაუბრებენ საინტერესო თემებზე, მოიწვევენ კარგ სტუმრებს და ჩართავენ MacBook-ს შეფასება იქნება ალბათ 8-9/10

ამ მომენტისათვის კი ალბათ და დაახლოებით 7/10 . 🙂

ნიჭიერი თუ უნიჭ…? გადაცემა

მას შემდეგ რაც დიდი შემართებით შევქმენი ბლოგზე კატეგორია “ნიჭიერი” და ასეთივე შემარტებით დავწერე პირველი გადაცემის მიმოხილვა, მხოლოდ ერთი პოსტი დავწერე ამ თემაზედ. როგორც ყოველთვის რამდენიმე მიზეზი მქონდა ამისთვის, პირველი ისაა, რომ თითქმის არც ერთი გადაცემა არ მაქვს ნანახი მთლიანად, პირველის გარდა და თანაც კარგი მიმოხილვის დაწერას დრო უნდა და არა მხოლოდ შთაბეჭდილებების გადმოყრა/გადმოთნხევა.

კი მე “ორიგინალში” არ მომისმენია “ნუ გაიკეთებ წამალს”, მისი არსებობის შესახებ მეგობრების წანამღერებიდან და ფბ-ს სტატუსებიდან შევიტყვე, გუშინაც კი მხოლოდ “ილუზიონისტებს” ვუყურე, რეკლამის დასრულების ლოდინი კი დამეზარა, ავდექი და დავიძინე.

საერთოდ წლევანდელი “ნიჭიერი” განსხვავებულია შარშანდელისგან, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არც-ერთი გადაცემა არ მაქვს ნანახი თავიდან ბოლომდე, მიმოხილვებისა და სტატუსების კითხვის შემდეგაც კი ვერ გამოვკვეთე “ნიჭიერი” რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა და რომელიც მართლაც ნიჭიერია.

აქვე მინდა გავავლო ერთი პარალელი:

ალბათ ყველას გახსოვთ გულნაზი გოლეთიანი, რომელიც როგორც მახსოვს რომელიღაც ადგილს დაეუფლა ფინალისტებს შორის. ის იყო ერთი ჩვეულებრივი ქალი, რომელსაც ჰყავდა(ს) ოჯახი, მეურნეობა აქვს, უვლის ქათმებს და ასე ატარებს დღეებს, ოჯახისგან თავისუფალ დროს კი მღერის, ალბათ გახსოვთ მისი პირველი გამოსვლა სცენაზე – მან დარბაზი, ჟიური და მაყურებელი აატირა. შარშან სოფიკოს ნაცვლად მაიკო გვყავდა თუმცა არც ამ უკანასკნელს დაუკლია ცრემლი.

წელს დაახლოებით იგივე მოხდა, ოღონდ წელს ის კაცია. ერთი უბრალო ადამიანი, ობოლი და მღერის საქეიფო სიმღერებს… ის მართლაც ძალიან უბრალოდ, მაგრამ მისმა ფრაზებმა უკვე ფრთები აისხეს, მაგალითად:

– შემდეგ ტურში “სვეცკი” სიმღერა უნდა ვიმღერო, “სვეცკი”

– უკეთესი….უ-კე-თე-სი…

ალბათ დღეს საქართველოში ვერ მონახავთ ტელემაყურებელს, რომელსაც ეს ფრაზები არ სმენია.

ზოგადად შარშანდელი “ნიჭიერი” უფრო მომეწონა, უფრო მეტი და მრავალფეროვანი ნიჭი იყო, წელსაც არიან კონკურსანტები, რომელთა ხილვას ვისურვებდი ნახევარფინალისტებს შორის:

  • მატრიცული პანტომიმა
  • მოქეიფეების მომღერალი კაცი… აა… სოსო ნარიმანიძე, ძლივს გამახსენდა, მაინტერესებს რა სიმღერას იმღერებს
  • გუგლიკო და ზაკო
  • რომელიმე ილუზიონისტი
  • და ბით-ბოქსი, თუმცა წელს შარშანდელთან შედარებით სუსტები არიან.
  • მოშაირე ქალი
  • ტანმოვარჯიშე გოგო, უბრალოდ იმიტომ რო ყურება მსიამოვნებს 😉

სამწუხაროდ მაივიდეოდან ვიდეოს, ჩასმა შეუძლებელია ასე, რომ პოსტი რჩება ვიდეოს გარეშე!

გუგლიკო და ზაკო

მოშაირე ქალი

სექსუალური მოდელი და ტანმოვარჯიშე

რუსთავი 2-ის არაპროფესიონალიზმი და მოტყუებული მაყურებელი

როგორც ჩემი ერთ-ერთი წინა პოსტიდან შეგეძლოთ შეგეტყოთ მარკ ცუკერბერგის ოფიციალური fan page გატეხეს. ამას mashable-იც წერს.

თუმცა დღეს “დილის კურიერში” და ბაგრატიონ-დავითაშვილის ჩართვაშიც, ასევე მორბენალ სტრიქონშიც რამდენიმეჯერ იქნა ნახსენები, რომ მარკ ცუკერბერგს facebook-ის პირადი გვერდი გაუტეხეს, არადა ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

მარკისთვის “რაღაც-რაღაც” ჩანაწერები არ გაუტეხავთ, უბრალოდ ერთი Wall Post დაუტოვეს, რომელიც ზემოთნახსენებ პოსტში შეგიძლიათ იხილოთ.

ეს კი ბაგრატიონ-დავითაშვილის ჩართვა, რომელშიც ის ამბობს, რომ მარკს პირადი გვერდი გაუტეხეს:

ლინკი ჩართვაზე[myvideo.ge]

რუსთავი 2-ის შეცდომაში პირადად შეგიძლიათ დარწყმუნდეთ.

მარკის facebook fan page-ის პროფილის სურათი და მარკის პირადი გვერდის სურათი განსხვავებულია.

facebook fan page. გატეხილ გვერდზე ჰაკერის მიერ განთავსებული პოსტი. დააკვირდით სურათს.

ხოლო ჩართვაში აჩვენებ მარკის პირად გვერდს, რომელზედაც სურათი როგორც ხედავთ განსხვავებულია და არის ეს:

მარკის პირადი გვერდის პროფილის სურათი

არ ვიცი საიდან მოიტანა რუსთავი 2-მა რომ მარკს პირადი გვერდი გაუტეხეს O.o

მარკის პირადი გვერდი

%d bloggers like this: