Dislike Button Scam

სოციალურ ქსელზე ახალი სკამია (scam) რომელიც სპამივით (spam) ვრცელდება და ამჯერად ის არ გვთვაზობს იმის ნახვას, თუ ვინ მოინახულა ჩვენი პროფილი, არა ის გვთავაზობს ყველას მიერ ასე ნანატრ dislike ღილაკის აქტივაციას.

თავიდან მოდი ყველაფერი თავის ადგილას დავაყენოთ. დღეს dislike ღილაკი არ არსებობს, ფბ-მ შეიძლება მომავალში შექმნას ის, მაგრამ დღეს ის უბრალოდ არ არსებობს, მისი კოდის არ არის ალბათ დაწერილი ან არის რომელიმე ინჟინრის მიერ. და თანაც თუ ღილაკი ოფიციალური იქნებოდა, არ დაგჭირდებოდათ მისი ინსტალაცია, ის თავისი დაემატებოდა.

თუ თქვენ იხილავთ ასეთ შეტყობინებას, თანაც სხვადასხვა მოწყობილობიდან (device) დაპოსტილს, ნუ ეცემით და ნუ დაკლიკავთ, რადგანაც თუ დაგლიკავთ

ან

გადაგიყვანთ რომელიმე საიტზე და შეგავსებინებთ გამოკითხვას

ან

მოგთხოვთ აპლიკაციის გაშვების უფლებას

ან

ჯავასკრიპტ კოდის დაკოპირებას და მის ადრეს ბარში (address bar) ჩასმას, რაც გააქტიურებს კომპიუტერისთვის სახიფათო კოდს.

შეტყობინება გამოიყურება ასე

რა თქმა უნდა გირჩევთ არ დააკლიკოთ ლინკებს, რომლებიც არარეალურ რაღაცეებს გთავაზობთ. არავის გადასცეთ თქვენი პირადი ინფორმაცია სანამ არ დარწყმუნდებით თუ ვის და რატომ გადასცემთ მას. თუკი დააკლიკეთ და გახდით პროგრამის მსხვერპლი მაშინ წაშალეთ აპლიკაცია და ყველა პოსტი რომელშიც არის ლინკი აპლიკაციაზე.

Advertisements
%d bloggers like this: