ბრძოლა ღრუბლისათვის

ბოლო დროს სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება მსუბუქი, თხელი მოწყობილობები, რომელთაც აქვთ ინტერნეტისადმი წვდომის ორი მაინც საშუალება, რაც მთავარია უკაბელო.

 

 

 

 

მომხმარებელთა ამ მოთხოვნილების ფონზე იქმნება უამრავი პლანშეტი, სხვადასხვა მწარმოებლებისგან, მაგრამ ძირითადად ორი ოპერაციული სისტემით:

  1. Apple-ის iOS რომელიც მართლაც, რომ ერთ-ერთი ყველა დახვეწილი მობილური ოპერაციული სისტემაა მსოფლიოში, რომლის პლატფორმაზეც არსებობს უმრავი აპლიკაცია.
  2. და მეორემხრივ Google თავისი შედარებით ახალგაზრდა Android-ით, რომელიც ახლა იმკვიდრებს თავს და უკვე საკმაოდ კარგად მოედო ყველა პლანშეტს გარდა Apple-ის iPad-ისა.

რა თქმა უნდა დღეს ადამიანები უფრო მეტს მოგზაურობენ, მოძრაობენ ერთი ადგილიდან მეორისკენ, დიდი და მძიმე ლეპტოპის ყველგან ტარება გარკვეულწილად მოუხერხებელია, პლანშეტი ჯერ კიდევ ვერ აკეთებს ყველაფერ იმას რასაც ტრადიციული კომპიუტერი, ამიტომაც გაჩნდა ღრუბლის საჭიროება.

ღრუბელი (Cloud) გულისხმობს ადამიანის, მომხმარებლის მონაცემთა შენახვას ღრუბელში, არა მის კომპიუტერზე, არამედ ამა თუ იმ კომპანიის დატაცენტრში, ხოლო ამ ინფორმაციისადმი წვდომის საშუალება ადამიანს აქვს ნებისმიერი კომპიუტერიდან, რომელიც მიერთებულია კომპიუტერზე უბრალოდ თავისი სახელისა და პაროლის შეყვანით.

ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელიც მომხმარებლებს ღრუბელში სივრცეს სთავაზობდა იყო iCloud, 3 გიგაბაიტი იყო და არის უფასო, ხოლო მეტში ყოველწლიურად იხდი ფულს, ბრაუზერში გაქვს დესკტოპი, ფაილ მენეჯერი, ფლეიერი,სხვა ბრაუზერი და ყველაფერი ის რასაც მიჩვეულები ვართ ჩვეულებრივ კომპიუტერზე.

მაგრამ ის იყო ერთადერთი, უკონკურენტო, მაგრამ დღეს თითქმის ყველა დიდი კომპანია იბრძვის სივრცისთვის ღრუბელში, სურთ იქ ყველაფრის (მუსიკის, წიგნების, დოკუმენტების და სხვა სახის ფაილების) განთავსება.

რამდენიმე დღის წინ გაეშვა Amazon Cloud Player – მუსიკა ონლაინში, შენი პირადი კოლექცია, ასევე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს Google Docs, რომელიც გარდა ყველა სახის ფაილის შენახვის შესაძლებლობისა ასევე გვიადვილებს პროექტზე ჯგუფურ მუშაობას, დოკუმენტის ავტორების დამატებით.

ცნობილია, რომ კომპანია Microsoft-ის ოპერაციული სისტემის შემდეგ ვერსიას (სავარაუდოდ Windows 8) იქნება Live ID-ს მხარდაჭერა რაც ღრუბელს პირდაპირ კომპიუტერში ჩამოიყვანს, სხვა ბრაუზერების გამოყენების გარეშე.

უკვე ლაპარაკობენ იმაზეც, რომ Apple ქმნის საკუთარ ღრუბელს, სადაც განთავსდება მათი მობილური მოწყობილობების მომხმარებელთა ფაილები, მეილები და ა.შ. ამგვარი სისტემა უკვე არსებობს, MobileMe მაგრამ ის ჯერ კიდევ დასახვეწია.

 

ღრუბლისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ დიდხანს არ დასრულდება, მისი აგებაც და დახვეწაც დიდ ხანს გაგრძელდება, მაგრამ რას ფიქრობ შენ?

მზად ხარ დათმო შენი პერსონალური კომპიუტერი პლანშეტის სანაცვლოდ, რომელიც ფუნქციებით გაუტოლდება შენს ამჟამინდელ მეგობარს? მზად ხარ მთელი შენი ინფორმაცია გადაიტანო ღრუბელში?

let me know in the comments

მაცნობეთ კომენტარებში 🙂

Advertisements

ელექტრონული წიგნები…ჩვენთან

დღესდღეობით ძალიან ბევრი ელექტრონული წიგნის წასაკითხი მოწყობილება არსებობს, დაწყებული შავ-თეთრი რიდერებით, რომლებიც ტელე-მარკეტებში იყიდება და დამთავრებული ამაზონის Kindle-ით, რომელიც სხვათაშორის ამაზონის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტია.

თუმცა ჩვენთან ამ ტექნოლოგიას სერიოზულად არ აღიქვამენ, რატომღაც და ეს მაშინ როდესაც ამერიკაში კოლეჯის წიგნები არსებობს აი-პედისთვის და საერთოდ სპეციალური პლანშეტების გამოყენებას აპირებენ წიგნების ნაცვლად… ჩემი აზრით ეს კარგი იდეაა, რადგანაც აღარ მოგვიწევს მძიმე და სქელი წიგნების ჩანთით ტარება, თანაც პლანშეტებს ის აქვთ კარგი, რომ ისინი ეკრანის სიკაშკაშეს გარემო პირობებიდან გამომდინარე არეგულირებენ და კითხვა მზის ქვეშაც შესაძლებელი ხდება.

სკოლაში რუსულის მასწავლებელი კვირაში ერთ გაკვეთილს ლიტერატურას, ამჟამად პუშკინს უთმობს, რაც კარგია, მაგრამ ამისთვის უნდა ვატაროთ სქელი წიგნები, თუმცა მარტივი გამოსავალი ვიპოვე. გადმოვიწერე აი-პოდში ელ. წიგნების წამკითხავი, ვიპოვე პუშკინის საჭირო ნაწარმოები. ზოგიერთი ნაწარმები უკვე მზად არის წასაკითხად ანუ არის სპეციალურ ფორმატში, დაყოფილია თავები და ა.შ. მაგრამ შეგიძლია შენთვითონაც გააკეთო, უბრალოდ სასურველი ტექსტი .pdf ფორმატში უნდა გადაიყვანო, რადგანაც ელ. წიგნების წამკითხველთა უმრავლესობა ამ ფორმატს აღიქვამს.

ხოდა როდესაც გაკვეთილზე წიგნის ნაცვლად აი-პოდი დავიდე წინ და ვაშტერდებოდი, პრინციპში ვკიტხულობდი, მასწავლელებლმა გამოწვევით მითხრა, აბა გააგრძელეო და თან გაეცინა, მაგრამ не тут-то было როდესაც მართლაც გავაგრძელე ძალიან გაუკვირდა… ძალიან… მითხრა რომ ასე კითხვა არ არის კომფორტული და უკუაგდო ყველა ტექნიკური მიღწევა.

რაც სპეციალიზირებულ რიდერებს შეეხება ჩვენთან გაყიდვაში გამოტანილი არ მინახავს, ვისაც აქვს როგორც წესი Amazon Kindle აქვთ, ამაზონიდან გამოწერილი. სხვათაშორის არც ისე ძვირი ჯდება, მოყვება USB კაბელი დასატენად და წიგნების გადმოსაწერად, აქვს Wi-Fi არის მოდელები, რომლებსაც 3G-ს მხარდაჭერაც აქვთ, მაგრამ დამატებითი მოდემის გამო ისინი უფრო ძვირია…

უბრალოდ მაინტერესებს ხმარობენ თუ არა ელექტრონულ წიგნებს ჩვენთან, ამიტომაც დაჰყავით ამ გვერდზე კიდევ 15 წამი, ჩადით ოდნავ ქვემოთ და უპასუხეთ კითხვას. 🙂

როგორ გამოვიწეროთ პარფიუმერია ამაზონიდან იაფად[guide]

ამის გასაკეთებლად არსებობს ძალიან მარტივი გზა.

1. შევდივართ ამაზონზე და ძიებაში ჩავწერთ სასურველი პარფიუმერიის დასახელებას.

2. დასახელებას ვაწერთ ერთ-ერთს ამ სიტყვებიდან:

tester ან unboxed

unboxed – აკლდება დაახლოებით 20 დოლარი, რადგანაც გადაზიდვისას დაზიანებულია ორიგინალური კოლოფი. პარფიუმი ჩამოვა კოლოფში, მაგრამ არაორიგინალურში.

tester – ეს ვარიანტი რა თქმა უნდა დაჩუქრისთვის არ გამოდგება, რადგანაც ხშირ შემთხვევაში ან კოლოფს ან თვითონ ბოთლს აწერია “tester”. რამდენიმე დღის წინ გამოვიწერე ნინა რიჩის “პრემიერ ჟური” ორჯერ ნაკლებ ფასად(ტესტერი). ტესტერი როგორც წესი ორჯერ ნაკლები ღირს.

%d bloggers like this: