სტივ ჯობსი გარდაიცვალა

დილით გავიღვიძე და ვიფიქრე სჯობდა არ გამეღვიძა. ეს ყველგან იყო მაილზე, ფეისბუქზე – ყველგან. სტივ ჯობსი გარდაიცვალა, 56 წლის ასაკში. დღეს აღმოვაჩინე, რომ ჯერ კიდევ შემძლებია ტირილი, რადგან 10 წუთი ვტიროდი.

რაც არ უნდა თქვათ ამ ადამიანის მიერ, რომელმაც თავიდან ბოლომდე ააშენა თავისი კომპანია (Apple) ეს იყო ადამიანი რომელსაც ჰქონდა ხედვა. ეს იყო ადამიანი რომელიც აკეთებდა ახალ პროდუქტს და რომელსაც ჭეშმარიტად ესმოდა ახალი პროდუქტის მიერ მოტანილი ბედნიერების. მას ესმოდა როგორ შეეძლო ერთიანებისა და ნულიანების თანმიმდევრობას მომხმარებლისათვის ბედნიერების მოტანა.

სტივ ჯობსი არ იყო მხოლოდ კარგი მენეჯერი ან დიზაინერი, მას უნივერსტიტეტში მხოლოდ 1 სემესტრი ჰქონდა დამთავრებული, მაგრამ ყოველთვის ყავდა გარშემო პროფესიონალები.

სტივ ჯობში იყო სამაგალითო, ხატი ყველაფერში. მისი სცენაზე გამოსვლა ყოველთვის ოვაციებს იწვევდა, ისიც ყურებამდე გაღიმებული ცოტა ხანს ჩუმად იდგა – შემდეგ კი ლაპარაკს იწყებდა და კიდევ ერთხელ ცვლიდა ყველაფერს.

ზოგჯერ ის თითქმის წავიდოდა სცენიდან, მაგრამ შემდეგ იტყოდა თავის სამარკო ფრაზას: “და კიდევ ერთი რამ” (One More Thing), ჯიბიდან ამოიღებდა ახალ პროდუქტს და შეცვლიდა ყველაფერს.

სტივ ჯობსს არც გასაოცარი ხმა ჰქონდა და არც გარეგნობა, მაგრამ მან ზუსტად იცოდა როდის აეწია ტონი, რაზე გაეკეთებინა აქცენტი ლაპარაკისას და როდის გაჩუმებულიყო.

სტივ ჯობსმა ასწავლა ინდუსტრიას, რომ პროდუქტი არც იწყება და მთავრდება კომპანიის ოფისში, მან ასწავლა ინდისუტრიას, რომ პროდუქტი იწყება მასთან ერთად სცენაზე, გრძელდება მაღაზიაში და მთავრდება მომხმარებლის სახლში, როდესაც ის ყუთს გახსნის. ალბათ ყველას გინახავთ Unboxing ვიდეობი, ისინი ხომ სტივის გამო შეიქმნა.

სტივს უყვარდა თავისი პროდუქტი, როდესაც მან მეორე აიფედი წარმოადგინა ის ყურიდან ყურამდე იღიმოდა, ბედნიერი იყო რომ კიდევ ერთხელ ცვლიდა ყველაფერს.

ჯობსი გარდაიცვალა 24 საათის შემდეგ რაც ახალმა CEO-მა ტიმ ქუქმა (Tim Cook) ახალი iPhone 4S წარმოადგინა, თუ კი მან იცოდა თუ რა ელოდა სტივს 24 საათის შემდეგ მაშინ გასაგებია მისი ხასიათი პრეზენტაციის დღეს.

Apple-ის პროდუქტებში ყოველთვის იგრძნობოდა სტივის კვალი, მისი ხედვა, მინიმალისტური და ამავდროულად საუკეთესო დიზაინი კონკურენტებში შორის.

ამ დღეებში ძალიან ბევრს ილაპარაკებენ სტივის და Apple-ის მომავლის შესახებ.

ჩემი აზრით, ეფლი მაშინ შეიცვალა, მაშინ დამთავრდა სტივ ჯობსის ერა როდესაც მან CEO-ს თანამდებოდა დატოვა.

სანამ ის თავის პოზიციას დატოვებდა მან თქვა

როდესაცმოვა დრო როცა მე აღარ შემეძლება გავუძღვე კომპანიას, პირველი ვიქნები ვინც ამას იტყვის. სამწუხაროდ ეს დრო მოვიდა.

ბრძოლა ღრუბლისათვის

ბოლო დროს სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება მსუბუქი, თხელი მოწყობილობები, რომელთაც აქვთ ინტერნეტისადმი წვდომის ორი მაინც საშუალება, რაც მთავარია უკაბელო.

 

 

 

 

მომხმარებელთა ამ მოთხოვნილების ფონზე იქმნება უამრავი პლანშეტი, სხვადასხვა მწარმოებლებისგან, მაგრამ ძირითადად ორი ოპერაციული სისტემით:

  1. Apple-ის iOS რომელიც მართლაც, რომ ერთ-ერთი ყველა დახვეწილი მობილური ოპერაციული სისტემაა მსოფლიოში, რომლის პლატფორმაზეც არსებობს უმრავი აპლიკაცია.
  2. და მეორემხრივ Google თავისი შედარებით ახალგაზრდა Android-ით, რომელიც ახლა იმკვიდრებს თავს და უკვე საკმაოდ კარგად მოედო ყველა პლანშეტს გარდა Apple-ის iPad-ისა.

რა თქმა უნდა დღეს ადამიანები უფრო მეტს მოგზაურობენ, მოძრაობენ ერთი ადგილიდან მეორისკენ, დიდი და მძიმე ლეპტოპის ყველგან ტარება გარკვეულწილად მოუხერხებელია, პლანშეტი ჯერ კიდევ ვერ აკეთებს ყველაფერ იმას რასაც ტრადიციული კომპიუტერი, ამიტომაც გაჩნდა ღრუბლის საჭიროება.

ღრუბელი (Cloud) გულისხმობს ადამიანის, მომხმარებლის მონაცემთა შენახვას ღრუბელში, არა მის კომპიუტერზე, არამედ ამა თუ იმ კომპანიის დატაცენტრში, ხოლო ამ ინფორმაციისადმი წვდომის საშუალება ადამიანს აქვს ნებისმიერი კომპიუტერიდან, რომელიც მიერთებულია კომპიუტერზე უბრალოდ თავისი სახელისა და პაროლის შეყვანით.

ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელიც მომხმარებლებს ღრუბელში სივრცეს სთავაზობდა იყო iCloud, 3 გიგაბაიტი იყო და არის უფასო, ხოლო მეტში ყოველწლიურად იხდი ფულს, ბრაუზერში გაქვს დესკტოპი, ფაილ მენეჯერი, ფლეიერი,სხვა ბრაუზერი და ყველაფერი ის რასაც მიჩვეულები ვართ ჩვეულებრივ კომპიუტერზე.

მაგრამ ის იყო ერთადერთი, უკონკურენტო, მაგრამ დღეს თითქმის ყველა დიდი კომპანია იბრძვის სივრცისთვის ღრუბელში, სურთ იქ ყველაფრის (მუსიკის, წიგნების, დოკუმენტების და სხვა სახის ფაილების) განთავსება.

რამდენიმე დღის წინ გაეშვა Amazon Cloud Player – მუსიკა ონლაინში, შენი პირადი კოლექცია, ასევე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს Google Docs, რომელიც გარდა ყველა სახის ფაილის შენახვის შესაძლებლობისა ასევე გვიადვილებს პროექტზე ჯგუფურ მუშაობას, დოკუმენტის ავტორების დამატებით.

ცნობილია, რომ კომპანია Microsoft-ის ოპერაციული სისტემის შემდეგ ვერსიას (სავარაუდოდ Windows 8) იქნება Live ID-ს მხარდაჭერა რაც ღრუბელს პირდაპირ კომპიუტერში ჩამოიყვანს, სხვა ბრაუზერების გამოყენების გარეშე.

უკვე ლაპარაკობენ იმაზეც, რომ Apple ქმნის საკუთარ ღრუბელს, სადაც განთავსდება მათი მობილური მოწყობილობების მომხმარებელთა ფაილები, მეილები და ა.შ. ამგვარი სისტემა უკვე არსებობს, MobileMe მაგრამ ის ჯერ კიდევ დასახვეწია.

 

ღრუბლისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ დიდხანს არ დასრულდება, მისი აგებაც და დახვეწაც დიდ ხანს გაგრძელდება, მაგრამ რას ფიქრობ შენ?

მზად ხარ დათმო შენი პერსონალური კომპიუტერი პლანშეტის სანაცვლოდ, რომელიც ფუნქციებით გაუტოლდება შენს ამჟამინდელ მეგობარს? მზად ხარ მთელი შენი ინფორმაცია გადაიტანო ღრუბელში?

let me know in the comments

მაცნობეთ კომენტარებში 🙂

დღეს, პირველი აპრილია!

მიყვარს ეს დღე! უპირველეს ყოვლისა ენდი ლარკინის გამო, მისთვის ხომ ყოველი დღე პირველი აპრილი იყო, ყოველი დღე სავსე იყო ფრენქებით და ათასგვარი სისულელეებით.

წელსაც ველოდი ამ დღეს, მეგონა, რომ ჩემ მიმართ წამოსული ტყუილი დიდი რაოდენობის იქნებოდა, რომ ვინმე ძალიან ცუდ, რამდენიმე წუთში მოფიქრებულ ტყუილს მესროდა, ზოგიც კი კარგად დაგეგმილს.

მაგრამ ჩემი ვარაუდი და მოლოდინი არ გამართლდა… ერთი კარგი ტყუილი კი არა არც ერთი არ მომხვედრია… ტყუილი არ ასცდა “ზურგზე რაღაც გაქ”-ის ფარგლებს, სამწუხაროდ.

მე პირადად ვაპირებდი რამის გაკეთებას, მაგრამ დროის უქონლობის გამო ვერ მოვიფიქრე ვერაფერი, ვერ მოვასწარი. სახლში ვაპირებდი მაუსებზე სკოჩის აკვრას, მაგრამ შემდეგ შემეცოდნენ ჩემები და თავი დავანებე… 😀

მაგრამ პირველი აპრილი არ დავიწყებიათ ინტერნეტ-გიგანტებს.

1. YouTube. უკან 1911-ში

საპირველაპრილო ხუმრობები YouTube-მა დაიწყო. მან დაგვაბრუნა 100 წლით უკან და გვაჩვენა თუ როგორი იქნებოდა საიტი და ტოპ-ვიდეოები 100 წლის წინ. დიდი ვერაფერი, წინა წლებში უკეთესი იყო (მაშინ საიტი უკუღმდა იდგა მთელი პირველი აპრილი). მაგრამ მაინც აი ვიდეოც

2. Google Autocompleter&Gmail Motion

Autocompleter

Google არ ღალატობს ტრადიციებს და კვლავ საინტერესო საპირველაპრილო ხუმრობებს გვთავაზობს. ერთ-ერთი მათგანია ვაკანსია, რომელიც მართლაც დაიდო, ვაკანსია autocompleter-ზე ანუ ადამიანზე რომელიც გაასწორებს ძებნის დროს დაშვებულ შეცდომებს, შემოგთავაზებთ უკეთეს ვარიანტს და გააკეთებს იმას რასაც Google აკეთებს მაშინ როდესაც თქვენ ეძებთ.

 

Gmail Motion

თქვენ აღარ გჭირდებათ კლავიატურა, მაუსი და ათასი ამდაგვარი მოძველებული მოწყობილება წერილის დასაწერად. Google წარმოადგენს Gmail Motion-ს, სპეციალურ ალგორითმს რომელიც თქვენ მოძრაობებს ასოებად, სიტყვებათ და ფრაზებად გარდაქმნის. წარმოიდგინეთ, ეს ხომ ჯადოსნური გზა წერილების დასაწერად.

3. ThinkGeek  – ჩემი აზრით საუკეთესო

წელს განსაკუთრებით კარგი გამოუვიდდათ, მათ Apple Store-ის მოდელის რეკლამა გააკეთეს, რომელიც ნადვილად ღირს ყურებად და თუ თქვენ ნადმვილი ფანი (მოყვარული) ხართ აუცილებლად შეიძენთ დამატებით ელემენტს. “რიგს”

აუცილებლად ნახეთ:

დღეს და ეს კვირა.

დღეს

დადგა პარასკევი და თავისუფალი დროც გამოჩნდა, გინდა დასასვენებლად გინდა აქ შემოსასვლელად. რამდენიმე დღეა არაფერი დამიწერია, დღეს კი შემიძლია როგორც ყოველთვის გვიან დავწვე, მაგრამ ხვალ რვის ნახევარზე ადგომა არ მომიწევს და საკაიფოდ გამოვიძინებ.

ბოლო დროს ძილის ნაკლებობა მაწუხებს, ყოველდღე ჩემ თავს ვეუბნები, რომ ადრე დავწვები, მაგრამ ეს მხოლოდ შეუსრულებელ დაპირებად რჩება. დღეს სამოქალაქოზე იყო პირობის დადებაზე და შემდეგ მის შესრულებაზე საუბარი და მაშინვე ეს გამახსენდა, მაგრამ მე ხომ არ მიყვარს შეპირება, მხოლოდ ჩემ თავს ვპირდები რაღაცებს. უკვე 1 კვირაა ვგეგმავ დირექტორთან ასვლას და საიტთან და ფეისბუქი გვერდთან დაკავშირების რჩევების მიცემას, მაგრამ მავიწყდება. დღესაც დამავიწყდა. თუმცა დღეს ადრე დაწოლას არ ვაპირებ, ძალიანაც არ გავწელავ.

დღეს მათემატიკაზეც დავრჩი და Call of Duty: Zombies-ც ვითამაშე ქსელში ძმაკაცთან. მაგრად გაასწორა, უბრალოდ მხოლოდ პარასკევობით ვახერხებთ თამაშს, კლასელები აი-პოდებისადმი დამოკიდებულების გამო.

მარშრუტკაში (პატარების) კიდევ ერთხელ მომიშალეს ნერვები. მე-3 და მე-4 კლასელები რამ გააუზრდელა და უფრო პატარებიც, ისე ხმამაღლა ყვიროდნენ ისეთ ცუდ სიტყვებს რო…

სამეცადინე მარტო ინგლისურიღა დამრჩა.

კვირა

 

სიახლეებით დატვირთული კვირა იყო, მაგრამ ეს ალბათ მხოლოდ ჩემთვის. ახალი მაკბუკები გამოვიდა (Pro). ახლა ისინი უფრო სწრაფები, მსუბუქები და მაგრები არიან. როგორც ყოველთვის.

2 მარტს iPad 2 გამოდის, უკვე ოფიციალურია, Apple-მა მოსაწვევებიც კი გააგზავნა, რომლებიც ასე გამოიყურება:

Apple ისევ თავის სტიქიაშია და ცდილობს ყველაფერი დაამთხვიოს ერთმანეთს. 2 მარტი. მეორე აი-პედი.

ცუდი ისაა, რომ რაც არ უნდა ახალი მაკი ან რამე აი-ნივთი იყიდო, დაახლოებით ერთ წელიწადში ან ოდნავ მეტში კიდევ ახალი გამოვა, ახალი შესაძლებლობებით, რომელიც შენ ძველ მოდელს არ ექნება და რა თქმა უნდა მოგინდება უფრო ახალი იყიდო, რომელიც 12-14 თვეში დაძველდება და მას კიდევ უფრო ახალი მოდელი ჩაენაცვლება.

მალე ახალი აი-პოდ თაჩები და აი-ფონებიც გამოვა და მეოთხე თაობაც წარსულს ჩაბარდება, ამას მოყვება iOS 5-იც. Apple არასოდეს არ წყვეტს ახალი მოდელების გამოშვებას. :/

 

ამ კვირაში თითქოს მანდატურები უნდა მოსულიყვნენ, მაგრამ არ მოსულან.

ხუთშაბათს დამატებითი ქართული გაგვიცდა. დაგვადეს და მასწავლებელების მარშრუტკით მოგვიწია წამოსვლა. გარეთ რომ გავედით ყველა წასული იყო და ძალიან მაგარი სიჩუმე იდგა. არ ისმოდა არც მანქანების და არც ბავშვების. თან პატარების მარშრუტკაში წამოსვლასაც გადავრჩი, ნაკლები ვიმეცადინე და დავისვენე.

მეტი არაფერი.

 

:ოფფ:

 

ელექტრონული წიგნები…ჩვენთან

დღესდღეობით ძალიან ბევრი ელექტრონული წიგნის წასაკითხი მოწყობილება არსებობს, დაწყებული შავ-თეთრი რიდერებით, რომლებიც ტელე-მარკეტებში იყიდება და დამთავრებული ამაზონის Kindle-ით, რომელიც სხვათაშორის ამაზონის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტია.

თუმცა ჩვენთან ამ ტექნოლოგიას სერიოზულად არ აღიქვამენ, რატომღაც და ეს მაშინ როდესაც ამერიკაში კოლეჯის წიგნები არსებობს აი-პედისთვის და საერთოდ სპეციალური პლანშეტების გამოყენებას აპირებენ წიგნების ნაცვლად… ჩემი აზრით ეს კარგი იდეაა, რადგანაც აღარ მოგვიწევს მძიმე და სქელი წიგნების ჩანთით ტარება, თანაც პლანშეტებს ის აქვთ კარგი, რომ ისინი ეკრანის სიკაშკაშეს გარემო პირობებიდან გამომდინარე არეგულირებენ და კითხვა მზის ქვეშაც შესაძლებელი ხდება.

სკოლაში რუსულის მასწავლებელი კვირაში ერთ გაკვეთილს ლიტერატურას, ამჟამად პუშკინს უთმობს, რაც კარგია, მაგრამ ამისთვის უნდა ვატაროთ სქელი წიგნები, თუმცა მარტივი გამოსავალი ვიპოვე. გადმოვიწერე აი-პოდში ელ. წიგნების წამკითხავი, ვიპოვე პუშკინის საჭირო ნაწარმოები. ზოგიერთი ნაწარმები უკვე მზად არის წასაკითხად ანუ არის სპეციალურ ფორმატში, დაყოფილია თავები და ა.შ. მაგრამ შეგიძლია შენთვითონაც გააკეთო, უბრალოდ სასურველი ტექსტი .pdf ფორმატში უნდა გადაიყვანო, რადგანაც ელ. წიგნების წამკითხველთა უმრავლესობა ამ ფორმატს აღიქვამს.

ხოდა როდესაც გაკვეთილზე წიგნის ნაცვლად აი-პოდი დავიდე წინ და ვაშტერდებოდი, პრინციპში ვკიტხულობდი, მასწავლელებლმა გამოწვევით მითხრა, აბა გააგრძელეო და თან გაეცინა, მაგრამ не тут-то было როდესაც მართლაც გავაგრძელე ძალიან გაუკვირდა… ძალიან… მითხრა რომ ასე კითხვა არ არის კომფორტული და უკუაგდო ყველა ტექნიკური მიღწევა.

რაც სპეციალიზირებულ რიდერებს შეეხება ჩვენთან გაყიდვაში გამოტანილი არ მინახავს, ვისაც აქვს როგორც წესი Amazon Kindle აქვთ, ამაზონიდან გამოწერილი. სხვათაშორის არც ისე ძვირი ჯდება, მოყვება USB კაბელი დასატენად და წიგნების გადმოსაწერად, აქვს Wi-Fi არის მოდელები, რომლებსაც 3G-ს მხარდაჭერაც აქვთ, მაგრამ დამატებითი მოდემის გამო ისინი უფრო ძვირია…

უბრალოდ მაინტერესებს ხმარობენ თუ არა ელექტრონულ წიგნებს ჩვენთან, ამიტომაც დაჰყავით ამ გვერდზე კიდევ 15 წამი, ჩადით ოდნავ ქვემოთ და უპასუხეთ კითხვას. 🙂

MacBook Air ჰაერში კიდია… პირდაპირი მნიშვნელობით

Apple-ის მარკეტინგი ყოველთვის გასაოცარია. ისინი უკვე გამოვიდნენ ტელევიზიისა და ინტერნეტის ფარგლებს გარეთ.

ქვემოთ მოცემული ვიდეო არის გადაღებული Apple-ის ერთ-ერთ მაღაზიაში, როგორც ჩანს ის პიქსარის Up-ით არის შთაგონებული.

MacBook Air რომელიც გამოირჩევა ძალიან მცირე წონით (დაახლოებით 3/4 ფუნტი=0.34 კგ. კი მეც გამიკვირდა, მაგრამ Google-მა ასე გადაიყვანა.) პირდაპირი მნიშვნელობით ჩამოკიდებული არის ბუშტზე. (შეიძლება ეს მხოლოდ მუყაოსგან დამზადებული რეპლიკაა, მაგრამ ის ნამდვლიად ამბობს თავის სათქმელს)

[Mashable]

the tech I can’t live without…

ერთი ტექნოლოგია, რომლის გარეშეც ვერ ვცხოვრობ, ნუ ვერ ვცხოვრობ რა, ახლა არ ვკვდები მაგის გარეშე, მაგრამ ის ცხოვრებას უფრო ბედნიერს  მიხდის. ის ჩემი iPod-ია.

მხოლოდ იმიტომ არ მიყვარს, რომ მუსიკას ვუსმენ, პირიქით მუსიკის მოსასმენად ყველაზე ნაკლებ დროს ვხარჯავ ალბათ.

ჩემი სიძულვილის სიყვარულის 9 მიზეზი:

  1. თავისთავად ვუსმენ მუსიკას.
  2. ვუყურებ კინოებს და ა.შ.
  3. ვთამაშობ.
  4. ვხატავ.
  5. ვუკრავ გიტარაზე და სხვა ინსტრუმენტებზე.
  6. ნებისმიერ ადგილას მაქვს წვდომა ინტერნეტისადმი.
  7. naec.ge-ს ვამოწმებ სხვისი შეწუხების გარეშე. 😀 თვითონ არ იციან მგონი როდის იქნება პასუხები, თვის ბოლოსო, მაქსიმუმ თებერვლის დასაწყისშიო.
  8. ვიწერ Note-ებს.
  9. facebook

iPhone 5 სტივ ჯობსის გარეშე?

Apple-ს 2011 წელს როგორც ჩანს საკმაოდ ბევრი სიახლე აქვს დაგეგმილი. უკვე დაახლოებით 1-2 თვეა რაც ხმები დადის iPhone 5-სა და  iPad 2-ზე. ასევე ხმები დადის იმაზე თუ რა სიახლეები ექნებათ ახალ ვერსიებს. ამბობენ რომ იქნება ახალი გრაფიკა, ახალი პროცესორები, ჩიპები და ა.შ.

სავარაუდოა რომ ერთ-ერთის პრეზენტაცია აპრილში გაიმართება.

ყველასათვის ცნობილია, რომ Apple-ის CEO(Chief Executive Officer) სტივ ჯობსი ყოველთვის თვითონ ატარებს ყველა ახალი მოდელის პრეზენტაციას, მაგრამ შეიძლება იგი ვერ დაესწროს iPhone 5-ის პრეზენტაციას, რადგანაც მან გუშინ დატოვა კომპანია, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. თავის კოლეგებს კი ეს წერილი მისწერა:

კოლეგებო,

ჩემი მოთხოვნით, დირექტორთა საბჭომ, მომცა უფლება დამეტოვებინა ჩემი სამსახური რათა ფოკუსირება მოვახდინო ჩემ ჯანმრთელობაზე. მე არ ვტოვებ CEO-ს პოზოციას და განვაგრძობ ჩართულობას კომპანიის მნიშნვნელოვან სტრატეგიულ საქმეებში.

ტიმ ქუქი იქნება პასუხისმგებელი ყოველდღიურ ოპერაციებზე. დაწყმუნებული ვარ რომ ტიმი და მენეჯმენტის მთლიანი გუნდი კარგ სამუშაოს გაწევენ 2011 წლის გეგმების დასასრულებლად(რაღაც მაგდაგვარი წერია.)

მე ძალიან მიყვარს Apple და ისე სწრაფად დავბრუნდები როგორც კი შევძლებ. ამასობაში მე და ჩემი ოჯახი ღრმად ვაფასებთ ჩვენი პირადი ცხოვრების კონფიდენციალურობას.

სტივი.

 

ტიმ ქუქმა “გადმოიბარა” კომპანიის მმართველობა 2009 წელსაც, როდესაც სტივ ჯობსმა დატოვა კომპანია იმავე მიზეზების გამო.

იმედია სტივი ახალ პრეზენტაციებამდე გამოკეთდება, რადგან იგი ცნობილია თავისი Keynote-ებით.

 

წერილის წყარო: Mashable

 

სტივ ჯობსისეული ეპითეტები

მოგეხსენებათ სტივ ჯობსი (Apple CEO) ყოველთვის თავად მარტავს ყოველი ახალი პროდუქტის პრეზენტაციას, რომელსაც მისი კომპანია უშვებს.

როგორც ამ ვიდეოში ნახავთ მას ძალიან უყვარს შემდეგი სიტყვების გამოყენება.

დაკვრის სიამოვნება ჩემნაირებისთვის ანუ მუსიკალური პროგრამები iნივთებისთვის

ძალიან დიდი ხანია მინდა რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის სწავლა, იქნება ეს ფორტეპიანო თუ გიტარა. სულ ერთია, მაგრამ არც დრო მაქ ამის და არც თავი რომ დიდი ხანი ვეჯდე.

1. FingerPiano

დაახლოებით ერთი თვის წინ პარალელური კლასელის iPhone-ში წავაწყდი მშვენიერ პროგრამას FingerPiano[iTunes ლინკი].

თქვენ უბრალოდ უშვებთ ამ პროგრამას, ირჩევთ კომპოზიციას(პრაქტიკულად ყველა კლასიკური ნაწარმოებია შესული) და მორჩა. თქვენი iნივთის ეკრანზე ჩანს ფორტეპიანოს ანთებული კლავიშები, რომლებსაც თანმიმდევრობით აჭერთ და უკრავთ.

არსებობს ზოგიერთი კომპოზიციის მარტივი და რთული ვერსია.

თუ ხართ დაჯეილბრეიქებული iნივთის მფლობელი, მაშინ შეგიძლიათ რომელიმე ტორენტიდან გადმოწეროთ ან შეიძინოთ 99 ცენტად iTunes-ის მაღაზიაში.

2. Air Guitar

Air Guitar[iTunes ლინკი]-ის მეშვეობით შეგიძლიათ დაუკრათ ელექტრონულ გიტარაზე, ისე რომ არანაირი მუსიკალური განათლება საჭირო არ არის. ეს პროგრამა უბრალოდ იყენებს თქვენ iნივთში ჩაშენებულ აქსელერომეტრს. ერთადერთი რამ რაც უნდა დააკეთოთ: დაადეთ თითი ეკრანს და “აქანავეთ” ხელი ისე თითქოს წარმოსახვით გიტარაზე უკრავთ.                                                                                                                                                                

3. Baby Accordéon

Baby Accordéon[iTunes ლინკი ] არის პროგრამა რომელიც არის მინი აკორდეონის ანალოგი. სიმართლე გითხრათ ნამდვილ აკორდეონთან შეხება არასოდეს მქონია ამიტომაც კარგად ვერ გავუგე ამ პროგრამას.

4. iBone

iBone[iTunes ლინკი] ტრომბონის შემცვლელია, აქვს რამოდენიმე მელოდის რომლებიც შეგიძლიად დაუკრათ, ასევე თუკი დაკვრა იცით, შეგიძლიათ თქვენ თვითონ დაუკრათ, რადგანაც უკანა ფონზე ჩანს ნოტები(თუ აკორდები, არ ვიცი ზუსტად)

5. Drums

Drum-ის ძალიან ბევრი პროგრამა არსებობს, მე არც ერთი არ მაქ, ასე რომ ვერც ერთს ვერ გირჩევთ.


%d bloggers like this: