რებრენდინგის პონტი

2 კვირაა ბლოგის “რებრენდინგზე” ვფიქრობ.

ბლოგის URL ანუ მისამართი არის konspace.wordpress.com

თავზე კი ეწერა Kon Mu’s blog, ფბ გვერდსაც ასე ერქვა, ყველა RSS-საც.

ეს სახელი ძველი ბლოგსპოტის ბლოგიდან იყო გამოყოლილი, მაგრამ დღე საქმე არ მქონდა, დავჯექი და ყველაფერი შევცვალე, ახლა ყველაფერი უნიფიცირებულია, ყველაფერი ერთმანეთს ემთხვევა, გამოვცვალე პოსტერიც.

ყველაზე მტკივნეული პროცესი არის სხვა საიტებზე დადებული ბანერების შეცვლა ანუ საიტების ადმინისტრატორებთან დაკავშირება, თანაც მაშინ როდესაც საიტს უკვე სხვა ვინმე განაგებს.

ამ დროისთვის თითქოს ყველგან ყველაფერი შევასწორე, იმედეა საძიებო სისტემებშიც მალე გასწორდება.

ესეც ახალი ბანერი, ძველისგან არაფრით განსხვავდება, თითქმის

 

8 რამ, რაც არ იცით ჩემს შესახებ

ამ თაგ-თამაშში დღეს კნუტს დავათაგინე თავი და ისიც დამთანხმდა.

ხოოდა, 8 რამ რაც არ იცით ჩემ შესახებ:

  • ალბათ არ იცით, რომ მე-4 კლასიდან მოყოლებული წლევანდელი პირველი სემესტრის ჩათვლით, ყველა საგანში საბოლოო ნიშანი 10 მყავს და შესაბამისად წლიურიც 10-ია. მეორე სემესტრში რა იქნება ვნახოთ 🙂
  • რომ მე ყველა ანგარიშზე (account-ზე) მაქვს სხვადასხვა და ამასთან მინიმუმ 19-ნიშნა და მაქსიმუმ 23-ნიშნა პაროლი.
  • რომ თავიდან როგორც Google-ის ერთგული მომხმარებელი blogspot-ზე ვიყავი, შემდეგ კი ვორდპრესს-ზე გადმოვედი, ბლოგსპოტის იზოლირებულობის გამო. (ვორდპრესსზე უფრო მეტი გკითხულობს).
  • რომ მე ჟურნალ Times-ის ვერსიით ვარ Person of the Year 2006.
  • რომ მე ვიცი HTML, CSS და Photoshop და ვაკეთებ ვებ-საიტების და სხვათა დიზაინს.
  • რომ გამიტეხავს მეგობრების ელფოსტები და პაროლი არ შემიცვლია.
  • რომ მე თავისუფლად ვფლობ 3 ენას და მეოთხეს ვსწავლობ.
  • რომ ფეისბუქზე ჩემი 349 მეგობრიდან, მხოლოდ 10-12 ადამიანს არ ვიცნობ პირადად.

9 გამომივიდა მაგრამ არაუშავს, იდნავ დავარღვიე თამაშის წესები.

ვთაგავ ჭინკას.

მე და ჩემი ბლოგი (ერთმანეთისთვის)

პირველი ბლოგი და მასთან ერთად პირველი პოსტი დაახლოებით 1 წლის წინ შევქმენი, მისი მისამართი ახლა არ მახსოვს, მაგრამ ის მალევე წაიშალა, რადგანაც არ მომწონდა მისამართი. დაახლოებით 5-8 ბლოგი მაქვს შექმნილი, რომელთა უმრავლესობა დღეს წაშლილია…

ვშლიდი იმიტომ, რომ არ მომწონდა, მეზარებოდა და მბეზრდებოდა.

შემდეგ შევქმენი კიდევ ერთი ბლოგი, ბლოგსპოტზე (მოგეხსენებათ ადრე იქ ვიყავი), რომელზედაც აქტიურად ვპოსტავდი, საკმაოდ ბევრს და პოსტების სოლიდური რაოდენობაც კი დამიგროვდა, როდესაც ისევ დამეზარა, არ მომეწონა და მომბეზრდა მაუსი არ ამეწია წასაშლელად… რამდენიმე თვის ნამუშავარი შემეცოდა, შემდეგ ისევ მომინდა და დავუბრუნდი ბლოგს.

გამოვიარე ქართულად და ინგლისურად პოსტვის პერიოდი… ინგლისურად იმიტომ ვპოსტავდი, რომ მინდოდა უფრო მეტი ადამიანის მოზიდვა, რადგანაც მისამართი გამოვცვალე (ბლოგსპოტს აქვს ასეთი ფუნქცია) და ყველაფერი წყალში ჩამეყარა… ბლოგი გაქრა საძიებო სისტემებიდან და ა.შ.

სანამ ამ ბლოგს შევქმნიდი მქონდა ვორდპრესსზე გამოცდილება, მაგრამ ვერაფერი გავუგე და ისევ მარტივ, ლამაზ, ფერად და ინტუიციურ ბლოგსპოტს დავუბრუნდი.

კონკრეტულად ეს ბლოგი იანვრის თვეში შეიქმნა, მაგრამ აქ დევს ძველი ბლოგიდან გადმოტანილი პოსტებიც, რომლებიც 6-8 თვეს ითვლიან.

მაგრამ რა არის ჩემი ბლოგი ჩემთვის?

  • აზრის გამოხატვის საშუალება. ბლოგი არის ადგილი სადაც შემიძლია ვწერო რაზეც მინდა, როდესაც მინდა და რა ფორმითაც მინდა. შეგიძლია გავაკრიტიკო ყველა და ყველაფერი, ვწერო იმ თემებზე რომლებზეც ლაპარაკისგან საზოგადოება თავს იკავებს, რომლებზეც არ ვლაპარაკობ მეგობრებთან და ნაცნობებთან. სადაც ჩემ აზრს ვაფრქვევ თავისუფლად (არ ბლოგის გარეთ ვიკავებ ხოლმე თავს) და სადაც (ზოგჯერ) ვერთვები დისკუსიებში თუ ვინმე კომენტარს მიტოვებს.
  • აზარტი. როდესაც ძილის წინ ბლოგის სტატისტიკას ვამოწმებ და ვხედავ, რომ მნახველთა რაოდენობა დიდია მსიამოვნებს. როდესაც დავარეფრეშებ და კიდევ უფრო გაზრდილი მხვდება ზემოთხსენებული რიცხვი, უფრო მეტად მიხარია, როდესაც ბოლო ცისფერი სვეტი ბოლოსწინაზე უფრო მაღლა ადის ეს უფრო მიხარია, როდესაც კომენტარების დადასტურებას მთხოვს ვორდპრესი კიდევ უფრო მეტად. ყოველდღიური გამოწვევა, გახადო ბლოგი უკეთესი ვიდრე ის არის, დაწერო უფრო საინტერესო პოსტი, უფრო ინფორმატიული, უფრო საინტერესო, უფრო მიმზიდველი, ცდილობ აწიო იგი “ტოპ პოსტების” პირველ ველებში, ფიქრობ ახალ პოსტებზე, ახალ იდეებს აყალიბებ მთელი დღის განმავლობაში, მომავალი პოსტის პატარა მონახაზს აკეთებ, სახავ გეგმებს. ბლოგი ჩემთვის არის როგორც არსება რომელსაც უნდა მოუარო, გაასუფთავო, გაახარო (ახალი პოსტებით) და ისიც იმავეს გიბრუნებს უკან, ამ ყველაფრის სანაცვლოდ გეხმარება. რამდენჯერ დამხმარებია ბლოგის ქონა…
  • ბლოგი არის საშუალება გაიგო რას ფიქრობენ ადამიანები იმაზე თუ რა ხდება ჩვენს ირგვლივ, ეს არის მნიშვნელოვანი უკუკავშირი, ინფორმაცია პირდაპირ ხელიდან ხელში, პირდაპირ, დამახინჯებისა და ინტერპრეტაციების გარეშე… ინფორმაცია და აზრი ისეთი ადამიანისა როგორიც ხარ შენ, მე და ის.
  • დასვენება. როდესაც ბლოგზე შემოვდივარ და ზემოთ ნახსნები ხერხებით სიამოვნებას ვიღებ – მე ვისვენებ, მე მავიწყდება ყველაფერი, იმ წუთას მხოლოდ ბლოგით ვცხოვრობ, ისევე როგორც ახლა და როგორც ნებისმიერი პოსტის წერისას.

ბლოგი და ბლოგერი დამოკდებულნი არიან ერთმანეთზე, თანაარსებობის გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ არ შეუძლიათ ერთმანეთის გარეშე, ისინი ერთ მთლიანად იქცევიან, ეზრდებიან ერთმანეთს, ბლოგი და ბლოგერი განუყოფელნი ხდებიან.

როდესაც ჩემი ბლოგის/პოსტის ლინკს წავაწყდები სადმე, რომელიმე სოციალურ ქსელში ან რომელიმე სხვა ბლოგზე თბება, გაზაფხულდება და ისევ ის სიამოვნება მენიჭება.

ჩემი ბლოგი დღეს ჩემთვის ისაა რაც ზემოთ ჩამოვთვალე…

მე მომწონს ჩემი ბლოგის დიზაინი. მინიმალისტური, თეთრი, სწორი ხაზებით…

აქ იდილია სუფევს, ჩემი იდილია, აქ ჩემი ადგილის, ჩემი სივრცე, რომელიც პირადად მე მეკუთვნის, ტყუილად კი არ არის ბლოგის მისამართი konspace, ის ასე იშიფრება kon’s space ანუ ჩემი სივრცე, სადაც ყველაფერი ისე ხდება როგორც მე მინდა, ბლოგი ჩემი პატარა სამფლობელოა…

მე მიყვარს ჩემი ბლოგი…

P.S. ვთაგავ კნუტს.

როგორ დავაყენოთ ორივე “like” და “share” ღილაკი ვორდპრესსზე?[update]

როგორც იცით თქვენ ვორდპრესს ბლოგზე გაქვთ არჩევანი facebook-ის სოციალურ ღილაკებს შორის. უნდა აირჩიოთ ან like ღილაკი ან share ღილაკი. ამ პოსტში მე გასწავლით იმას თუ როგორ იქონიოთ ორივე ღილაკი, რათა მკითხველს შესაძლებლობა მისცეთ აირჩიოს გავრცელების მისთვის უფრო ხელსაყრელი გზა.

მაშ ასე:

  1. შედით თქვენს დეშბორდში(Dashboard)
  2. Settings
  3. Sharing
  4. “Available Services”-ის ქვემოთ აირჩიეთ “Add a new service”
  5. “Service Name”-ში ჩაწერეთ “facebook” ან  “share”
  6. “Sharing URL”-ში დააკოპირეთ შემდეგი ლინკი:   http://www.facebook.com/sharer.php?u=%post_url%
  7. “Icon URL”-ში კი ეს ლინკი დააკოპირეთ:      http://cdn.iconfinder.net/data/icons/Classy_Social_Media_Icons/16/facebook.png
  8. დააჭირეთ  “Create Share Button”
  9. გადაიტანეთ თქვენი შექმნილი ღილაკი “Enabled Services”-ში
  10. ახლა კი ორიგინალური Facebook button დააყენეთ “like button”-ზე.

სურათი კარგად ვერ მოვჭერი. არ ვარ ჩემი კომპიუტერიდან.

ახლა თქვენ გაქვთ ორივე like და share სოციალური ღილაკი.

ჰარი პოტერი – პრიკველი [წაკითხვა][ქართულად]

ეს წიგნი ჯოან როულინგმა საქველმოქმედო აუკციონისთვის დაწერა, ის გვიყვება ისტორიას ჰარის დაბადებამდე. ეს სცენა თითქოს მოწყვეტილია სიუჟეტს, მაგრამ მაინც ბევრს გვიყვება სირიუსისა და ჯეიმსის ცხოვრებაზე.

მგონი პირველად დაიდება აქ ქართულ ენაზე, რადგანაც ვეძებე და ვერ ვიპოვე.

Harry Potter. Prequel.

წიგნი შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე PDF ფორმატში.

სხვა საიტზე გადატანის შემთხვევაში გთხოვთ მიუთითოთ წყარო, რადგანაც პირადად ჩემი ნათარგმნია.

blog address

I changed blog’s URL again, hope it’ll be the last one.

now you can find us @

http://konspace.blogspot.com

I liked it

გენადი ბოტკოჳელის სახელობის გლჲობალურ იდეათა ბლოგი!OK: ეს არ ყოფილა პეტერბურგში…

გენადი ბოტკოჳელის სახელობის გლჲობალურ იდეათა ბლოგი!OK: ეს არ ყოფილა პეტერბურგში…

გირჩევთ ყველას წაიკითხოთ, თუ იცნობთ ამ ავტორის სხვა ნაწერებს გაგისწორდებათ თუ არადა გაეცნობით. მის ბლოგზე მოიპოვება მისი სხვა ნაწერებიც.

პლაგიატობა ისჯება კოცონზე დაწვით © grendaizer

ბანაკში მივდივარ და 3 კვირით გემშვიდობები ბლოგოსფეროვ

მართალია ეს ბლოგი სულ ცოტა ხანია რაც გავხსენი, მაგრამ იმედია არის რამოდენიმე ადამიანი მაინც რომელიც ცნობს მას.

ხვალ, 14 ივლისს, დილის ათის ნახევარზე(9:30) მივდივარ ბანაკში, ბაკურიანში. 3 კვირით. შესაბამისად ვეღარც დავპოსტავ ალბათ.

არვიცი ვნახოთ, მაინც ყოველი შემთხვევისთვის გემშვიდობები.

თუ ვინმე მიდიხართ ამავე ბანაკში გიხილავთ ხვალ.

მოკლედ ნახვამდის და კარგ ზაფხულს გისურვებთ თქვენ და ჩემ თავს.

P.S.
იმედია ნახვების რაოდენობა კარგად გაზრდილი დამხვდება :დ

საცდელი პოსტი iGoogle-დან

ეს იქნება და არის ჩემი პირველი პოსტი ზემოთხსენებული სისტემიდან. უბრალოდ მაინტერესებს როგორ გამოქვეყნდება.

%d bloggers like this: