ისე ცნობისთვის…

უკვე 2 კვირაა რაც ბლოგი ვორდპრესსზე გადმოვიტანე და არ ვნანობ.

ამ ორი კვირის განმავლობაში მქონდა, კი არა და მაქ 820 “ნახვა”.

ყველაზე მეტი ერთ დღეში იყო გუშინ 214 ნახვა.

და ყველაზე მეტად რამაც გამაკვირვა და გამახარა ის არის რომ გუშინ 2-მა ადამიანმა გამოიწერა ბლოგი და დაიწერა დაახლოებით 20 კომენტარი.

ბლოგი მე-10 ადგილას იყო ტოპ-ბლოგებში და მე-12 ადგილას იყო პოსტი “ისტორიის ოლიმპიადა”.

უბრალოდ მინდოდა დამეწერა, რამაც გამახარა ძალიან.

P.S.  ბლოგერზე რომ ბლოგი მქონდა იქ ნახევარი წლის განმავლობაში იყო 2800-ზე ოდნავ მეტი ნახვა. YAY ^_^

როგორ ავარჩიოთ თემა ბლოგისთვის?[GUIDE]

როგორც წინა პოსტებიდან გაიგებდით, ადრე ბლოგერზე ვპოსტავდი და სულ რამდენიმე დღის წინ გადმოვბარგდი ვორდპრესსზე. აქ ყველაფერი უკეთესია, დაწყებული იმით რომ მთლიანად ფლობ შენი ბლოგის კონტენტს[ბლოგერზე დაპოსტილი გუგლის საკუთრებად რჩება] და დამთავრებული იმით რომ გაცილებით უფრო მეტი ადამიანი ნახულობს ბლოგს და საძიებო სისტემებშიც ჩანს ბლოგი[ბლოგერზე არ ჩანდა].

მხოლოდ ერთმა პატარა დეტალმა ამაღელვა თავიდან, თუმცა მივეჩვიე. ის რომ ვორდპრესსზე ყველა თემა განსხვავებულია ფუნქციების, საიდბარების რაოდენობის და სხვა პარამეტრების მიხედვით, ბლოგერზე კი ყველა თემა იყო სტანდარტული, ყველას ჰქონდა ორი საიდბარი და ა.შ. თუმცა როგორც tamaRa-მ აღნიშნა თანაც

სხვა იმდენი პლიუსი აქვს, რომ დიზაინზე წუწუნი სირცხვილიცაა…

 

ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო, იმისათვის რომ მარტივად აარჩიოთ თემა დაფიქრდით 3 რამეზე:

  1. რისთვის უნდა გამოიყენოთ გვერდზე არსებული სივრცე
  2. რას უთმობთ უფრო მეტ ადგილს? ტექსტს თუ ვიჯეტებს და სხვა დანამატებს.
  3. ბლოგის იდეის, დანიშნულების შესახებ. [თემას ფერს ვერ შეუცვლით]

ასევე თემის ძიების დროს მიუთითეთ პარამეტრები: რამდენი საიდბარი გინდათ, ფერი, ცვალებადი ბექგრუნდები და ა.შ.

მე მიყენია

The Journalist v1.9

რომელიც ძალიან მოსახერხებელია, რადგანაც ტექსტს ეთმობა საკმაოდ დიდი ადგილი და ვიჯეტებისთვის და სხვა დანამატებისთვის არის ერთი, გრძელი საიდბარი.

 

[postaday2011]

რატომ გადმოვბარგდი wordpress-ზე

 

WordPress-ზე ახალბედა ვარ, მანამდე სულ blogger-ზე ვიყავი, რადგანაც ის ძალიან მარტივია, ძალიან ინტუიციურია და ძალიან მოსახერხებელი, ვორდპრესი კი ცოტა არ იყოს საჩხლაფორთოა. სანამ ვიჯეტები ვიპოვე გადავქექე ყველაფერი.

 

სანამ ბლოგერზე ვიყავი საერთოდ არ შემოდიოდა მკითხველი, მიუხედავად იმისა რომ ბლოგი დაინდექსებული იყო გუგლის მიერ(მთლიანად).

 

არჩევნის წინაშე მდგარი მე

 

 

ბევრ მეგობარს აქვს ბლოგი ვორდპრესზე, მაგრამ ადრე ვცადე, მეძნელა, არ მომეწონა და დავანებე თავი. ეს შეიძლება განპირობებულია იმით, რომ აქ ცოტა ვიჯეტია, თემები ერთმანეთისგან განსხვავებულია ფუნქციებით და ა.შ., ბლოგერზე კი ყველა თემას ერთნაირად არედაქტირებ და ადვილად სვავ HTML კოდს, რაც აქ ვერ ვიპოვე.

 

მაგრამ მოუხედავად ვორდპრესის ჩახლართულობისა, ბლოგი უკვე ჩანს გუგლში, არადა გუშინ დავარეგისტრირე, რაც ძალიან მახარებს. დღეს 31 ადამიანი შემოვიდა რაც კარგია, ძალიან კარგი.

მოკლედ გული მიგრძნობს ვორდპრესზე დიდი ხნით შევჩერდები.

hello buddies!

hello there!!

how are you going people? it is a nice day yeah? notice i am not using uppercase letters. why? just laze to press shift after every word.

i have got some news:

1. i at last completed FLEX R3 application
2. and now there is a mobile version of my blog available so you can read on the go from now on.

i know nobody reads this blog i am just having fun with it.

ბლოგის სტატისტიკის წარმოდგენა(Blogger)

პოსტი ინჟინრების სტასცეკ პასკოსა და ვიკტორ გვორეკის მიერ.

მიუხედევად იმისა,რომ ბლოგერთა ნაწილი იყენებს Google Analytics-ს ან სხვა რაიმე ხელსაწყოს იმისათვის რომ თვალი ადევნოთ თქვენი ბლოგის ტრაფიკს, ბევრმა თქვენგანმა მოითხოვა უფრო ადვილად მოსახმარი, Blogger.com-ში ინტეგრირებული სტატისტიკის მაჩვენებელი. ჩვენ მივიღეთ ეს თხოვნა და გვიხარია რომ, ეს ფუნქცია ახლა ხელმისაწვდომია Blogger in Draft-ში. უბრალოდ შედით Blogger in Draft-ზე და თქვენ შეამჩნევთ ახალ ტაბს– “Stats”. თქვენ არ დაგჭირდებათ რამის დაყენება ან კონფიგურაცია თქვენი ტრაფიკის სანახავად.

ყველაზე მაგარი რამ ამ ახალი ფუნქციის შესახებ ის არის რომ იგი წარმოადგენს თქვენ ტრაფიკს დაახლოებით რეალურ დროში(მიახლოებულად). თქვენ შეგიძლიად იხილოთ თუ რომელი პოსტი ხდება უფრო პოპულარული ან რომელი საიტი აგზავნის თქვენთან ტრაფიკს. მაგალითად თუ Reader-მა გადაიტანა თქვენი პოსტი Twitter-ზე და იგი იღებს კლიკებს ისინი რეალურ დროში აისახება სტატისტიკაში და ასევე გამოჩნდება საიდან მოდის ეს კლიკები. რა თქმა უნდა თქვენ შეგიძლიათ იხილოთ სტატისტიკა ბოლო დღის/კვირის. თვის განმავლობაში და ასევე მთლიანი სტატისიკა.

ასევე არის ძალიან ბევრი ახალი რამ რასაც ექნევა ყურადღება, როგორრებიცაა საძიებო სიტყვები, რომლებითაც მომხმარებლები ხვდებიან თქვენ ბლოგზე, ქვეყნები რომლებშიც კითხულობენ თქვენ ბლოგს, ბროუზერები რომლებითაც შემოდიან თქვენ ბლოგზე. ახალი სტატისტიკური სისტემის მეშვეობით თქვენ რეალურ დროში თვალყურს ადევნებთ იმას თუ რა ხდება თქვენ ბლოგზე.

სტატისტიკის ახალი ხელსაწყო სრულ ინფორმაციას აჩვენებს მარტივი გრაფიკული გზით. და რადგანაც ეს სერვისი არის Blogger-ის ნაწილი თქვენ არ დაგჭირდებათ სადმე რეგისტრაცია ან რაიმე კოდის განთავსება საიტზე.

წყარო: Blogger in Draft

%d bloggers like this: