რეალური ცხოვრების 201 Hack[6]

1. არ ჩაიცვა მუქი ფერის ტანსაცმელი მზიან დღეს. მუქი ფერები სითბოს “იზიდავენ”, ღია ფერები კი “განიზიდავენ”.

2. ჭურჭლის სარეცხ მანქანაში დანები, ჩანგლები და კოვზები ცალ-ცალკე დაალაგე. როცა რეცხვა მორჩება, მათი გადანაწილება არ მოგიწევს.

3. არ დააგვიანო გაკვეთილზე. მასწავლებელი უკეთ მოგექცევა.

4. არასოდეს არ განაახლო მანქანის დაზღვევა შემოთავაზებული ფასით. უთხარი შენ პროვაიდერს რომ სხვა კომპანიასთან გადახვალ თუ კი ფასს არ დაგიწევენ.

5.  თუკი 400-ჯერ დააჭერ ქუჩის გადასვლის ნიშანს(აი შუქნიშანს რომ წითლად ანთებს) ფერი მაშინვე შეიცვლება.

6. შხაპის ბოლოს გადართე ცივ წყალზე. გაიკაჟები 😉 სისხლი სრაფად მოძრაობს, ენერგია ბევრია.

7. გააკეთე დავალება რაც შეიძლება მალე დავალების მიღებიდან.

8. ბანკში ან სხვა ადგილას, რომელიც შენ რესურსებს მართავს, კარგად მოექეცი პერსონალს. არასოდეს იცი როდის დაგჭირდება სწრაფი მომსახურება.

9. ელაპარაკე ადამიანს ისე როგორც გელაპარაკება(ხმის სიმაღლე, სიჩქარე, ტონი).

10. მოითელე დილაობით[ვის რას ვეუბნები, აქეთ მაქ სათქმელი 😀 ]

Advertisements

რეალური ცხოვრების 201 Hack[2]

1. ყოველთვის შეამცირეთ ეკრანის სიკაშკაშე[brightness] იმისათვის რომ დაზოგოთ ელემენტის სიცოცხლის დრო.

2. თუკი ნაყინის ან სხვა რამის ჭამისას “ტვინი გაგეყინათ” ენით დააწექით თქვენი პირის სახურავს[მგონი სასა ჰქვია]

3. თემის/რეფერატის წერისას გაითვალისწინეთ თქვენი მასწავლებლის/პროფესორის პოლიტიკური/ფილოსოფიური იდეოლოგია და მსოფლმხედველობა. გამოიყენეთ ეს ინფორმაციაა მაღალი ნიშნის მისაღებად.

4. ასევე დიდი ყურადღება მიაქციეთ ფონტს, მის ზომას და ა.შ.

5. Windows XP Home-ის თითქმის ყველა ვერსიას გააჩნია პაროლით არ-დაცული ადმინისტრატორის ანგარიში, ამიტომაც თუ კომპიუტერმა ჩართვისას მოგთხოვათ პაროლი დააჭირეთ Ctrl+Alt+Del ორჯერ, გამოჩნდება ორი ველი. მომხმარებლის სახელში ჩაწერთ “Administrator”, პაროლის ველს კი ცარიელს დატოვებთ და თქვენ სისტემაში ხართ.

6. პროცენტები ძალიან მარტივია. ვთქვათ თუ გინდათ 300-ის 40%-ის პოვნა, მოაშორეთ ორივეს ბოლო ციფრი(გახდება 30 და 4). გაამრავლეთ 30 4-ზე და მივიღებთ 120-ს.

7. გამორთე და ჩართე თავიდან.[დანიშნულება – უნიკალური]

8. თუკი იყენებთ დებიტის ბარათს და ბანკომატი გთხოვთ აირჩიოთ კრედიტსა და დებიტს შორის, ყოველთვის აირჩიეთ კრედიტი. ბანკომატების უმრავლესობა დებიტური ბარათის დებიტურად გამოყენებისას იღებს საკომისიოს, ხოლო კრედიტურად გამოყენებისას კი არა.

9. 4,2,3,1 – რთავს კოკა-კოლის ან თკბილეულის ავტომატის მენიუს. ზოგჯერ ეს ფუნქცია გამორთულია, მაგრამ იქნებ გაგიმართლოთ.

10. მიუხედავად იმისა რომ ეს არ არის ფაქტი, არსებობს მოსაზრება რომ მუქი ფერები უფრო გამხდარს გაჩენთ, ღია ფერები კი ისეთს როგორიც ხართ.

 

დღეისთვის სულ ეს იყო. 🙂

%d bloggers like this: