უფასო ჩახუტება

ჯერ კიდევ ზღვაზე ვიყავი მგონი როდესაც ადოსგან ივენთზე მოპატიჟება მომივიდა, ეგრევე ეთენდინგი ვგლიჯე, ჯერ ზუსტად არ ვიცოდი წამოვიდოდი თუ არა – ჩახუტებისა და თბილი სურვილების დღეზე.

მსგავსი რამ შარშანაც იყო მაგრამ არც ვიცოდი რომ იყო და შესაბამისად არ ვყოფილვარ მაგრამ ვიდეოებისა და სურათების ნახვის შემდეგ გადავწყვიტე წელს წავსულიყავი.

ივენთმა ფეისბუქზე 300-ზე მეტი ეთენდინგი მოაგროვა, ცხადი იყო რომ ამდენი ადამიანი არც მოვიდოდა მაგრამ მოსულთა რაოდენობამ ჩემ მოლოდინს გადააჭარბა, მაქსიმუმ 50 კაცს ველოდი მაგრამ ასე 60-70 მოვიდა.

ჯერ კიდევ ვგროვდებით

Read more of this post

Advertisements

დღეს, პირველი აპრილია!

მიყვარს ეს დღე! უპირველეს ყოვლისა ენდი ლარკინის გამო, მისთვის ხომ ყოველი დღე პირველი აპრილი იყო, ყოველი დღე სავსე იყო ფრენქებით და ათასგვარი სისულელეებით.

წელსაც ველოდი ამ დღეს, მეგონა, რომ ჩემ მიმართ წამოსული ტყუილი დიდი რაოდენობის იქნებოდა, რომ ვინმე ძალიან ცუდ, რამდენიმე წუთში მოფიქრებულ ტყუილს მესროდა, ზოგიც კი კარგად დაგეგმილს.

მაგრამ ჩემი ვარაუდი და მოლოდინი არ გამართლდა… ერთი კარგი ტყუილი კი არა არც ერთი არ მომხვედრია… ტყუილი არ ასცდა “ზურგზე რაღაც გაქ”-ის ფარგლებს, სამწუხაროდ.

მე პირადად ვაპირებდი რამის გაკეთებას, მაგრამ დროის უქონლობის გამო ვერ მოვიფიქრე ვერაფერი, ვერ მოვასწარი. სახლში ვაპირებდი მაუსებზე სკოჩის აკვრას, მაგრამ შემდეგ შემეცოდნენ ჩემები და თავი დავანებე… 😀

მაგრამ პირველი აპრილი არ დავიწყებიათ ინტერნეტ-გიგანტებს.

1. YouTube. უკან 1911-ში

საპირველაპრილო ხუმრობები YouTube-მა დაიწყო. მან დაგვაბრუნა 100 წლით უკან და გვაჩვენა თუ როგორი იქნებოდა საიტი და ტოპ-ვიდეოები 100 წლის წინ. დიდი ვერაფერი, წინა წლებში უკეთესი იყო (მაშინ საიტი უკუღმდა იდგა მთელი პირველი აპრილი). მაგრამ მაინც აი ვიდეოც

2. Google Autocompleter&Gmail Motion

Autocompleter

Google არ ღალატობს ტრადიციებს და კვლავ საინტერესო საპირველაპრილო ხუმრობებს გვთავაზობს. ერთ-ერთი მათგანია ვაკანსია, რომელიც მართლაც დაიდო, ვაკანსია autocompleter-ზე ანუ ადამიანზე რომელიც გაასწორებს ძებნის დროს დაშვებულ შეცდომებს, შემოგთავაზებთ უკეთეს ვარიანტს და გააკეთებს იმას რასაც Google აკეთებს მაშინ როდესაც თქვენ ეძებთ.

 

Gmail Motion

თქვენ აღარ გჭირდებათ კლავიატურა, მაუსი და ათასი ამდაგვარი მოძველებული მოწყობილება წერილის დასაწერად. Google წარმოადგენს Gmail Motion-ს, სპეციალურ ალგორითმს რომელიც თქვენ მოძრაობებს ასოებად, სიტყვებათ და ფრაზებად გარდაქმნის. წარმოიდგინეთ, ეს ხომ ჯადოსნური გზა წერილების დასაწერად.

3. ThinkGeek  – ჩემი აზრით საუკეთესო

წელს განსაკუთრებით კარგი გამოუვიდდათ, მათ Apple Store-ის მოდელის რეკლამა გააკეთეს, რომელიც ნადვილად ღირს ყურებად და თუ თქვენ ნადმვილი ფანი (მოყვარული) ხართ აუცილებლად შეიძენთ დამატებით ელემენტს. “რიგს”

აუცილებლად ნახეთ:

წმინდა პატრიკის დღე

მდინარე ჩიკაგოს ყოველ წელს ღებავენ წმ. პატრიკის დღის აღსანიშნავად

 

წმინდა პატრიკის დღე ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც მთელ მსოფლიოში 17 მარტს აღინიშნება. მან სახელი მიიღო წმინდა პატრიკის საპატივსაცემოდ (ჩვ.წ. 387-461 წწ.), რომელის ძირითად ირლანდიაში არის ცნობილი. წმინდა პატრიკის დღე ოფიციალურ დღესასწაულად გამოცხადდა მე-17 საუკუნის დასაწყისში და შემდგომ გახდა ირლანდიური კულტურის ზეიმი.

დღე ძირითადად აღინიშნება ეკლესიაში წირვაზე დასწრებით, მწვანე ფერის ტანსაცმლის ტარებით და რაც შეიძლება ბევრი დალევით (ირლანდიაში).

წმინდა პატრიკის დღე სახალხო დღესასწაულია ირლანდიის რესპუბლიკაში, ჩრდილო ირლანდიაში, ნიუფაუნდლენდსა და ლაბრადორში და მონტსერრატში. ის ასევე ფართოდ აღინიშნება ირლანდიური დიასპორის მიერ გაერთიანებულ სამეფოში, კანადაში, აშშ-ში, არგენტინაში, ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში.

 

მწვანე ფერის ტანსაცმლის ჩაცმა

თავდაპირველად წმინდა პატრიკის დღესთან დაკავშირებული იყო ცისფერი ფერი, მაგრამ შემდგომში მწვანე უფრო მეტად დაუკავშირდა. მწვანე ბაფტებსა და სამყურა ფოთლებს ატარებდნენ ამ დღესასწაულზე მე-17 საუკუნიდან. თანაც ამბობენ, რომ წმინდა პატრიკი სამყურა ფოთოლს იყენებდა წმინდა სამების  პრინციპის ასახსნელად ირლანდიელებისთვის.

 

 

წელს სამწუხაროდ ვერვინ ვნახე ვინც ამ დღეს ჩემთან ერთად აღნიშნავდა და იმედია მომავალ წელს მოინახება ვინმე ირლანდიის მოყვარული.


 

 

ფიქრები ვალენტინობაზე

ახლოვდება ეს დღეც… 14 თებერვალი, 2011-ში ალბათ ყველაზე არასასურველი დღე იმიტომ, რომ ის ცოტა ხნის წინ წავიდა, ძალიან შორს და ППЦ რა ცუდია…

არაფერს არ ვაპირებ… მაგრა მკიდია წელს… დასვენების დღე მაინც ყოფილიყო დაისვენებდა ადამიანი მაგრამ…

სკოლაში დამრიგებელი ისევ ჩვეულებრივად დაიწყებს, რომ ბიჭებს გოგოებისთვის ერთი ია მაინც ხომ უნდა მოგვეტანა, რომ უყურადღებოები ვართ, მე კი ისევ შევეწინააღმდეგები და ვეტყვი, რომ ყველას არც უნდა აჩუქო რამე ვალენტინობას.

ისე ბოლო დროს ძალიან შევეჩვიე მუდმივ წინააღმდეგობას, რომელსაც ვაწყდები მე და შემდეგ სხვებს ვუხვედრებ წინ. არასოდეს მიყვარდა მასწავლებლებთან ზედმეტი საუბარი, მომცემდა შენიშვნას, თავს დაუქნევდი და დავჯდებოდი ისევ ჩემ ადგილას, მაგრამ ახლა იმხელა სურვილი მაქვს შევეპასუხი, მითუმეტეს მაშინ როდესაც ვიცი, რომ მართალი ვარ და ის სრულ სისულელეა მიმტკიცებს, თავს ვეღარ ვიკავებ. მითუმეტეს ახლა როდესაც “ვეფხისტყაოსანს” გავდივართ, დამრიგებელია მიეჩვია ამ ჩემ მუდმივ წინააღმდეგობას და ახლა ირონიით მეკითხება ხოლმე ვეთანხმები თუ არა…

დღის ბოლოს ვინმე თავის გამოჩენას დააპირებს, დედიკოს დაურეკავს, გოგოებისთვის ყვავილებს ან კიდევ რამე სისულელეს ამოატანინებს, მეორე დღე როდესაც მასწავლებლები კვლავ დაუბრუნდება ჩვენი უყურადღებობის თემას და იტყვის რომ პარალელურ კლასებში გოგოებმა მიიღეს საჩუქრები, რომელიმე კლასელი გოგო წამოიძახებს აი ამან გვაჩუქა გუშინ ყვავილები, მას მთელი კლასის წინ შეაქებენ, ყველაზე ყურადღებიანის სტატუსს მიანიჭებენ. ისიც შეიფერებს, იტყვის აბა რაო, მერე დაჯდება, ისე დაიჭერს თავს თითქოს კიდია, მაგრამ მერე კიდევ ერთი 100-ჯერ შეგახსენებს, ხუმრობით, მაგრამ მაინც ნერვებზე მოქმედებით…

მომიწევს წუწუნის მოსმენა ერთი ადამიანისგან, რომ მას არაფერი აჩუქეს წელს… თუმცა მასთან ლაპარაკი მსიამოვნებს…მისი წუწუნის მოსმენაც კი…

არ ვიცი რატომ შემძულდა ეს დღე. ალბათ იმიტომ რომ ყველა ცდილობს ამ დღეს შეყვარებული გამოჩნდეს ან პარტნიორიანი მაინც… ამას ზედა პათოსიც დაამატოს და სრულიად ამაზრზენი რამ გამოვა…

ადამიანი, რომელსაც წლების მანძილზე ჩემ ერთ-ერთ საუკეთესო მეგობრად მივიჩნევდი, დღეს თითქმის უმნიშვნელოა ჩემთვის… ის ძალიან შეიცვალა.. ერთი წელი არ მინახავს და სრუალიად სხვა ადამიანი გახდა, უყვარს ყველაფერი გადამეტებული, ყველაფერი ბარსელონასი და ამითაც მიშლის ნერვებს. იმიტომ არა, რომ გოგოა და ფეხბურთი ევასება, უბრალოდ იმიტომ რომ პონტის გამოა ჩაციკლული ბარსელონაზე, პონტის გამო აქ ბარსელონას მაიკა და პონტის გამო იცავს თავგამოდებით ბარსელონას, როდესაც მასზე რამე ცუდს გაიგებს.

ამხელა წუწუნი-პოსტი გამომივიდა, მაგრამ ახლა უკეთ ვგრძნობ თავს…

წელს მკიდია ვალენტინობაც და ყველა ზემოთხსენებული ადამიანის დაკიდებასაც შევეცდები, მაგრამ ცუდი ის არის რომ ვერ ვიკიდებ, რამდენჯერ შევპირდი ჩემ თავს, რომ ერთი-ორ ადამიანთან ყველანაირ ურთიერთობას შევწყვედდი, გარდა გარემოებებით გამოწვეული შემთხვებისა, მაგრამ არც ეგ არ გამომდის…

Happy Hug Day!

კი. დღეს ჩახუტების დღეა და კი მთელი დღის განმავლობაში უნდა შეგეცადეთ ჩახუტებოდით ყველას და კი ჯერ კიდევ შეგიძლიათ ჩაეხუტოთ ყველას, იმიტომ რომ ჩახუტების დღეა.

ამ Event-ზე Attending კაი ხნის წინ მივეცი, რამდენიმე თვის წინ მგონი და სულ გადამავიწყდა კიდევაც, მაგრამ დღეს დილით, გაღვიძებისას, facebook-ზე რეიდის დროს პირველივე გვერდზე(მობილური მოწყობილობიდან ვიყავი) ამომიგდო და გამისწორდა. სახლიდან რომ გამოვედი კნუტს მივწერე. არ ვიცი რატომ უბრალოდ მივულოცე ჩახუტების დღე და მოვიკითხე 😀 როგორც აღმოჩნდა ეძინა და დაახლოებით 2 საათში მომწერა.

ვეცადე ყველას ჩავხუტებოდი, ნუ ზოგს არ უყვარს ჩახუტება, მაგრამ მაინც.

არ ვიცი წელს რამე პლაკატებიანი უფასო ჩახუტებები თუ იყო რუსთაველზე. თუ იყო კარგია, მაგრამ ცუდი ჩემთვის იმიტომ რომ არ ვიცოდი.

შარშანდელი სურათი ნანახი მაქ.

მომავალ წელს იქნება რამე. იმედია. ან და ნებისმიერი დღე შეიძლება გახდეს Hug Day!

რეალური ცხოვრების 201 Hack[3]

 

1. ისწავლეთ Microsoft Excel-ის ხმარება. მისი შესაძლებლობები უსაზღვროა. ისწავლე ექსელი.

2.  Ctrl+Alt+Del-ის ნაცვლად გამოიყენეთ Ctrl+Shift+Esc – თითებისთვის უფრო მოსახერხებელია. სისტემათა უმრავლესობა ამ კომბინაციიასაც აღიქვამს.

3.  დაიდე თითი ენაზე და ელაპარაკე შენ თავს. გამოიღე თითი. დიქცია და მეტყველების სისუფთავე გაცილებით უკეთესი იქნება.

4. მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა მოგექცნენ შენ. სხვები ისევე გექცევიან როგორც შენ ექცევი მათ. [დებზე არ მოქმედებს დამიჯერეთ 😀 ]

5.  პურზე “ბაფთის” ნიშანი, ხშირ შემთხვევაში, ასახავს მისი მოტანის დღეს.

ორშაბათი – ცისფერი

სამშაბათი – მწვანე

ხუთშაბათი – წითელი

პარასკევი – თეთრი

შაბათი – ყვითელი

[სხვა დღეები რატომ არის გამოტოვებული არვიცი. ყველა პურს ესეთუ “ბაფთა” არ აქვს]

6. არ გამოიწეროთ ინტერნეტით რამე რასაც ძალიან დაბალი ფასი და ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს.

7.  ისე იარე თითქოს იცი სად მიდიხარ[თუ არ იცი]. ამ შემთხვევაში მასწავლებელი/დამკვირვებელი არ გაგაჩერებთ[თუკი უსაქმოდ დადიხართ] :p

8. იმისათვის რომ ნახოთ მუშაობს თუ არა პულტი. ჩართეთ ტელეფონის კამერა და მიმართეთ  კამერაზე და ამავე დროს უყურეთ კამერის ეკრანს. კამერა აფიქსირებს ინფრაწითელ გამოსხივებას.

9. Ctrl+T ხსნის ახალ Tab-ს, Ctrl+N ახალ ფანჯარას. (Command Mac-ის მომხმარებელთათვის.)

10. თუკი დიდ პარკინგზე ტოვებთ მანქანას, გადაუღეთ სურათი სექციის უახლოეს ნიშანს(Area B2 და ა.შ.). აღარასოდეს დაკარგავთ თქვენ მანქანას.

I’m Posting every day in 2011!

I’ve decided I want to blog more. Rather than just thinking about doing it, I’m starting right now.  I will be posting on this blog once a day / once a week for all of 2011.

I know it won’t be easy, but it might be fun, inspiring, awesome and wonderful. Therefore I’m promising to make use of The DailyPost, and the community of other bloggers with similiar goals, to help me along the way, including asking for help when I need it and encouraging others when I can.

If you already read my blog, I hope you’ll encourage me with comments and likes, and good will along the way.

Signed,

Kon Mu

Happy International Hug Day

Warm hugImage via Wikipedia

Hey there people. Happy International Hug Day. Give out hugs, hug your family and friends. It is Saturday today but give out hugs on Monday too, cause it is never late to give one hug.

%d bloggers like this: