მე რომ მასწავლებელი ვყოფილიყავი

მასწავლებლობაზე როგორც პროფესიაზე არასოდეს მიფიქრია, მაგრამ დღეს არაფერი მომდიოდა თავში ამიტომაც პლინკი-ზე შევიხედე და ეს თემა ვნახე და გავაწყვიტე დამეწერა…

თუკი მასწავლებელი ვიქნებოდი მინდა ლიტერატურის ან რაიმე მეცნიერების მასწავლებელი ვყოფილიყავი, მაგრამ არა უბრალო მასწავლებელი არამედ ჩემ სპეციალობაში უფრო მეტად განსწავლული და ჩარღმავებული.

გაკვეთილს ჩავატარებდი პრაქტიკული მაგალითებით სავსეს, ბევრი ინფორმაციით, მაგრამ საინტერესოდ.  ბევრს ვილაპარაკებდი და ბევრ დისკუსიას მოვაწყობდი…

მოსწავლეებს ბევრ დავალებას არ მივცემდი, კლასში უფრო მეტს ვამეცადინებდი, ბევრ მაგრამ საინტერესო პროექტს გავაკეთებინებდი, არ დავაწერინებდი, მაკეტებს და ა.შ. დავავალებდი.

თუ ვიტყოდი, რომ მოსწავლე კლასიდან გავიდოდა, ის მართლაც გავიდოდა და მე მას არ დავაბრუნებდი უკან… თუ გავიდა ე.ი  გავიდა და მორჩა. კარიდან აღარ დავაბრუნებდი და მეასეჯერ არ ვეტყოდი, რომ ეს ბოლო გაფრთხილება იქნებოდა.

თუ ვიტყოდი რომ ჟურნალში ორიანს ჩავუწერდი ან რაიმე სხვა ნიშანს მართლაც ჩავწერდი და არ-ჩაწერად არ მოვიმიზეზებდი დროის უქონლობას და არ ვიტყოდი, რომ შემდეგ ნიშანს გადავიტანდი, თანაც აუცილებლად რათა მისნაირებისთვის ჭკუა მესწავლებინა.

ეს არ მიყვარს ყველაზე მეტად მასწავლებლებში. გაგდებენ კლასიდან ან გიწერენ ჟურნალში ცუდ ნიშანს, შემდეგ წუთგაბრაზება ჩაივლის და შენ კლასში რჩები და ჟურნალში შენი სახელის გასწვრივ მდებარე უჯრები კი ცარიელი, ყოველ შემთხვევაში მათში დაპირებული ნიშანი არ წერია.

მასწავლებლები მოსწავლის “შეცოდებას” და “საქმის არ-გაფუჭებას” იმიზეზებენ, მაგრამ მირჩევნია კლასიდან ვიყო გაგდებული ვიდრე ასეთი სულელური პირობით დატოვებული.

ბოლოს ქართულმა გამაგდო სიცილის გამო, ავდექი და გავედი, მაგრამ 15 წუთში მაინც უკან შემოგვიყვანა… ჩვენ კი შუა თამაშში ვიყავით და მასწავლებელმა შეიცხადა: “აა…თამაშობთ კიდეც ხო?” და კლასში შეგვიყვანა. აბა რა უნდა გვეკეთებინა? ვკვდებოდით სიცილით.

კიდევ ელექტრონულ წიგნებს დავუშვებდი გაკვეთილებზე, მე სკოლაში ამას არავინ მიკრძალავს, პირიქით მიესალმებიან კიდეც, მაგრამ არიან მასწავლებლები, რომლებიც ამის წინააღმდეგნი არიან, სკოლას iPad-ებს ვაყიდინებდი და წიგნებს გავაელექტრონებდი. (iPad ცოტა არ იყოს ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ ფიქრებია, რომლებიც შეიძლება არასოდეს იქცნენ რეალობად)

მოკლედ მგონი კარგი მასწავლებელი ვიქნებოდი, შეიძლება ვასწავლო კიდეც, ოღონდ მაშინ როდესაც მე თვითონ ვისწავლი, როდესაც იქ ვიმუშავებ სადაც მინდა და როდესაც უკვე საქმე არ მექნება მაშინ, როდესაც ვასწავლი ჩემი სიამოვნებისთვის და არა ხელფასის გამო.

Advertisements

სკოლაში ნასწავლი და გამოუსადეგარი

არ გიფიქრიათ იმაზე რომ სკოლაში ბევრ რამეს გვასწავლიან, რაც ცხოვრებაში არ გამოგვადგება. მე არ ვლაპარაკობ ელემენტარულ მათემეტიკასა და ფიზიკაზე, იმაზე რომ “რაზეტკაში” თითები არ უნდა შეყო. არა. მაგრამ რატომ ისწავლება ყველა საგანი ასე სიღრმისეულად? კარგი ისევ არ მივიღოთ ყურადღებაში ფიზიკა და სხვა საბუნებისმეტყველო საგნები.

ბოლოსდაბოლოს ცხოვრებაში ხომ არ გამომადგება ესენი:

1. შუშანიკის წამება.

2. ტრფობა წამებული.

3. აბოს წამება

და სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები. კი შეიძლება ისწავლებოდეს მათი შინაარსი, მაგრამ არ ზეპირად.

მე ხომ ისინი ეროვნული გამოცდების იქით აღარასოდეს დამჭირდება ცხოვრებაში.

არ ჯობს ვისწავლო შინაარსი (თუნდაც ვრცელი) და არ მეზიზღებოდეს ეს ნაწარმოებები.

4. ვეფხისტყაოსანი

დიდის ამბით რომ გვათარმგმნინებენ, ესეც ხომ მხოლოდ ეროვნულებზე დამჭირდება და საატესტატოზე. კიდევ სად გამომადგება? სამსახურში ნამდვილად არავინ მკითხავს რომელიმე ტაეპს ან სტროფს ზეპირად, წვალებით რომ გვასწავლიან ახლა.

არ ჯობს ვისწავლო შინაარსი?

ვეფხისტყაოსანი ვაჟკაცობას გვასწავლის? მაშინ რატომ ბღავიან ყოველ მეორე ნაბიჯზე?

ოჰჰ… თავისუფალი დრო მაქ, მოდი ჩამოვჯდები და ვიტირებ… :/

ნერვები მეშლება უბრალოდ, ყელში მაქ უკვე ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი და ვეფხისტყაოსანი კი მთლიანად უნდა ვისწავლოთ… ხო მერე რა სულ რაღაც 1600 სტროფია.. წლის ბოლომდე ბოლომდეც გავალთ… :/

%d bloggers like this: