კიდევ ერთი გაყიდული ევროვიზია

წელს ყველაფერი თითქოს კარგად უნდა ყოფილიყო, სიმღერაც კარგი გვქონდა, შემსრულებელიც, სტილიც, დადგმაც – ყველაფერი. პირველი ნახევარფინალის შემდეგ აღფრთოვანებული დავრჩი “Eldrine”-ის ნამღერით, მართლა ძალიან მომეწონა და ფინალის დაწყებასაც იმედით ველოდი.

საქართველო 25-ე ნომრად გამოდიოდა, ჩემდა გასაკვირად შოუ საკმაოდ სწრაფად წავიდა, არ იყო ტრადიციული ჩართვები და წამყვანების იდიოტური ხუმრობები მონაწილეებს შორის, გერმანელების ხელა დაეტყო ევროვიზიას.

კონკურსის ტექნიკური უზრუნველყოფა მართლაც მაღალ დონეზე იყო, განსაკუთრებით კი დიდი პლაზმური ეკრანი, რომელიც შემდეგ გაიღო.

დიდი დრო როგორც ყოველთვის ხმის მიცემად წაიღო.

კონკურსის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე რუსულ ვებგვერდებსა და სხვა საინფორმაციო წყაროებში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანი იყო წლევანდელი ფავორიტი, ეს უფრო ხუმრობად მივიღე რადგანაც როდესაც აზერბაიჯანის სიმღერას მოვუსმინე რეაქცია იყო: დიდი არაფერი, სიმღერაა რა.

მართლაც ასეა დიდი არაფერი, ჩვეულებრივი სიმღერა რომელსაც ბექგრაუნდში აქვს ქვიშაზე ხატვა (სხვათაშორის დათო ხუჭაძეს აქვს ასეთი რამ თავის კლიპში – “მახინჯი ვარ” 😀 ) ქვიშაზე ხატვა უკრაინას ჰქონია მარა მაინც პლაგიატია. 

ევროვიზიას ყოველთვის ახასიათებდა პოლიტიზირებულობა და მოგების გაყიდვა. ვერ ვიტყვი, რომ აზერბაიჯანს დღეს რაიმე განსაკუთრებული პოლიტიკური პოზიცია უკავია ან ევროპა ძალიანაა მისით დაინტერესებული…

აზერბაიჯანს ხმა მისცეს ისეთმა ქვეყნებმა, რომლებშიც აზერბაიჯანის არსებობა არც გაუგიათ მგონი, ბოლოს და ბოლოს ისრაელმა მისცა 4 ქულა, მუსულმანებს, ისრაელმა. ისრაელიც კი მოისყიდეს.

არადა Eldrine-მა კარგად იმღერა, მე ვიტყოდი ძალიან კარგადაც და აშკარად მეტს იმსახურებდა.

მომავალ წელს ევროვიზია უკვე აზერბაიჯანში, ალბათ ბაქოში ჩატარდება.

მომავალი წლიდან ევროვიზიის გამო ღამეს აღარ გავათენებ, აზრი არ აქვს ბოლოს მაინც ნერვები უნდა მოგეშალოს.

ესეც “გამარჯვებული” სიმღერა

ევროვიზია 2011. ფინალი 2 საათში

2 საათში ანუ ზუსტად 23 საათზე (თბილისის დროით) ნუ ცოტა ნაკლებში გაიმართება ევროვიზია 2011-ის ფინალი გერმანიაში, ქალაქ დუსელფორდში.

საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი “Eldrine” ემზადება გამოსვლისთვის და კვლავაც დაუვიწყარ შესრულებას გვპირდება.

დღეს საქართველოს წარმომადგენელი 25-ე ნომრად გამოვა ან წელს ჩვენ ვხურავთ ევროვიზიას, არ ვიცი რამდენად კარგია ეს, მაგრამ ჯგუფის სოლისტს სოფო ტოროშელიძეს ეს ძალიან გაუხარდა, როგორც მან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა რამდენიმე დღის წინ.

ასევე ხმები იმის შესახებ თითქოს სოფოს ერთ მომენტში ხმა “ჩაუვარდა” არ შეესაბამება სიმართლეს, თუ შეამჩნიეთ “ჩავარდნის” მომენტში მას მიკროფონის ნახევარი ხელით აქვს დაფარული, კლიპში კი ამ მომენტში მეგაფონში ყვირის ^^

მათ ვინც იმყოფებით საქართველოს ფარგლებს გარეთ გთხოვთ არა მოგიწოდებთ დაურეკოთ ან დაუმესიჯოთ 25 ნომერს ანუ საქართველოს ანუ ჯგუფ Eldrine-ს.

მანამდე კი შეგიძლიათ იხილოთ Eldrine-ის გამოსვლა პირველ ნახევარფინალში.

ევროვიზია. პირველი ნახევარფინალი

ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელთან, ჯგუფ “ელდრაინთან”  დაკავშირიებული გაუგებრობისა და სოლისტთან დაკავშირებული პრობლემების შემდეგ დიდმა ხანმა განვლო და აი უკვე დაიწყო ის მუსიკალური კონკურსი, რომელზედაც მთელი ევროპა ლაპარაკობს და უახლოესი 1 კვირა კიდევ ილაპარაკებს. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ევროვიზია ერთ-ერთი ყველაზე მეტად პოლიტიზირებული კონკურსია და მასში იმარჯვებს ის ვინც უნდა გაიმარჯვოს და არა ვისაც სინამდვილეში ეკუთვნის გამარჯვება, თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება.

წელს არის პირველი შემთხვევა როდესაც მე მომწონს საქართველოს წარმომადგენელი, მომწონს სიმღერა, ჟანრი, დადგმა, საერთოდ ყველაფერი. ძლივს ნორმალური სიმღერა, როკი, ალტერნატივა და არა ნიჟარაძის Shine, არც ის იყო ცუდი სიმღერა ალბათ, მაგრამ მე არ მომეწონა.

გუშინ საღამოს 11 საათზე ტელევიზორი ჩავრთე, პირველი არხი სხვათაშორის, მგონი მარტო დილაობით ვუყურებ ხოლმე იმიტომ, რომ როდესაც სხვაგან მულტფილმებია იქ არ არის. სხვათაშორის ზუსტად 11 საათზე დაიწყო, გერმანელების ხელი დაეტყო ევროვიზიას, ვიცოდი, რომ საქართველო მეცხრე ნომრად გამოდიოდა და ამიტომაც 1-1,5 საათიანი TV-მარათონისთვის მოვემზადე, მაგრამ ჩემდა გასაკვირად ყველაფერი გასაოცრად წავიდა, დაახლოებით 23:45 წუთზე საქართველოს გამოსვლა უკვე დასრულებული ჰქონდა და მეც დასაძინებლად წავედი, იმ იმედით, რომ გამოვიძინებდი, მაგრამ ვერა. დღეს მაინც უნდა გამოვიძინო.

პირველ ნახევარფინალში 19 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, რომელთაგან მხოლოდ 10 გადადიოდა ფინალში ასე რომ კონკურენცია საკმაოდ მაღალი იყო.

რა თქმა უნდა ყურადებას გავამახვილებ საქართველოს წარმომადნეგლზე, ჯგუფ ელდრაინზე და მის ახალ სოლისტზე, რომელზედაც ამბობდნენ, რომ ის ლაივში ვერ მღერის.

ძალიან მომეწონა დადგმა, კოსტუმები და განსაკუთრებით გრიმი, განსაკუთრებით ბიჭების ძალიან მაგარი იყო, ჯგუფში კი გამოვყოფდი აი ორჯერ რომ იყვირა რაღაც (ვერ გავიგე რა) ის ტიპი, ძალიან მაგარი კაცია 😀 მთლიანობაში შესრულება იყო მგონი ძალიან ეფექტური და სოფომ კარგადაც იმღერა.

ასევე კარგი დადგმა ჰქონდა რუსეთს, მანათობელი კეტები და ზურგები, სიმღერაც კარგი იყო და ხმაც კარგი ჰქონდა მგონი ალექსეის, არ მახსოვს მაგრამ ბოლოს გამარჯვების დღე რომ მოგვილოცა თურმე წესების დარღვევა ყოფილა >.< რატო? :დ

პირველი 9 მონაწილიდან თითქმის ყველამ რატომღაც ჩახლეჩილი ხმის შთაბეჭდილება დატოვა, საქართველოს გარდა ასევე მომეწონა შვეიცარია, სომხეთი (სიმღერა, ხმა აშკარად ჩახლეჩილი ჰქონდა იმიტომ, რომ Rehearsel-ები ნანახი მაქ და იქ აშკარად უკეთესად იმღერა).

პირველი ნახევარფინალი ღამის 2 საათზე დამთავრდა ამიტომაც ბოლომდე არ მიყურებია, საქართველოს მერე დავიძინე, მაგრამ საქართველო ფინალია და 14 მაისს, შაბათს გამოვა 25 ნომრით და დახურავს ევროვიზიას, იმედია დახურვა არა მხოლოდ რიგითი, ფიზიკური არამედ მეორეაზროვანიც იქნება, რადგანაც ჩემი აზრით წელს მართლაც გვაქვს მოგების თუ არა პირველ ხუთეულში მოხვედრის შანსი მაინც ან სამეულში.

მგონი მეორე ნახევარფინალი დღეს გაიმართება, მაგრამ ყურებას ნამდვილად არ ვაპირებ, ისედაც ორი დღის გამოუძინარი ვარ და ხვალაც ადრე წასასვლელი.

ევროვიზია 2011. საქართველო

შესარჩევზე, სხვა კანდიდატებზე და კიდევ უამრავ სხვა რამეზე (არ ვიცი რაღა დარჩა მაგრამ სიტყვას მოჰყვა) არ დავწერ, წელს საქართველოს ევროვიზიაზე, გერმანიის ქალაქ დუსელდორფში როკ-ჯგუფი Eldrine (ელდრაინი) წარადგენს.

თუმცა წელს ყველაფერს არ ჩაუვლია წყნარად…

თავიდან კონკურსი კინაღამ ჩაიშალა, რადგანაც რამდენიმე კონკურსატმა ბოლო დღეებში განაცხადა, რომ ვერ შეძლებდა ეროვნულ შესარჩევ ტურში მონაწილეობის მიღებას სხვადასხვა მიზეზების გამო.

საბოლოოდ კონკურსი მაინც ჩატარდა და კონკურენციაც იყო… სამწუხაროდ შესარჩევი ტურები არ მაქვს ნანახი და სხვა კონკურსანტებზე ვერაფერს ვიტყვი, ერთი ის ვიცი, რომ ერთ-ერთი კორკოტა იყო, ხო აი ის ლავ.ბოგ.ჯი-ზე რომ მღეროდა.

ჯგუფმა შესარჩევი ტური მოიგო და ოფიციალურად გახდა საქართველოს წარმომადგენელი 2011 ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსზე.

თუმცა არც ჯგუფში იყო ყველაფერი წესრიგში. ჯგუფის სოლისტი თაკო ვადაჭკორია ჩაანაცვლეს სოფო ტოროშელიძეთი, რომელსაც მაყურებელი რუსთავი 2-ის პროექტ “ვარსკვლავთა აკადემიიდან” იცნობს, სოფო ასევე საბავშვო ევროვიზიისთვის ამზადებდა წელს ბავშვებს.

სოფო ბავშვობიდან უკრავს ფორტეპიანოზე და მღერის.

რაც შეეხება ჯგუფში მომხდარ არეულობას.

თაკო ვადაჭკორის ჯგუფიდან წასვლის მიზეზი გახდა პროდიუსერებთან უთანხმოება. თაკოს არ “აწყობდა” კონტრაქტი, რომელსაც მას პროდიუსერები სთავაზობდნენ. თაკოს სურდა ჰქონოდა ანაზღაურება, თანაც ფიქსირებული, რომელიც არ იყო გათვალისწინებული (ფიქსირებული), შემოსავლის უფრო დიდი “წილი” ვიდრე ჯგუფის სხვა წევრებს, ამ მოთხოვნას იმით ხსნიდა, რომ სოლისტს უფრო მეტი ეკუთვნის ვიდრე ჯგუფის სხვა წევრებს.

ჯგუფი ისედაც მრავალრიცხოვანია და თუ რომელიმემ მეტი პროცენტი წაიღო სხვებს ძალიან ცოტა შეიძლება დარჩეთ.

კიდევ იყო პუნქტები რეკლამის შესახებ, ბავშვის არ გაჩენის შესახებ და ა.შ.

ჩემი აზრით, რომელიც შეიძლება იყოს სუბიექტური, თაკო ვადაჭკორიას ამდენი მოთხოვნა შეუსაბამო იყო, რადგანაც პროექტის ბიუჯეტი არ არის დიდი და ისეთი კონკურსის “გამაზვა” როგორიც ევროვიზიაა უბრალოდ არ ღირს, თუნდაც სულაც არაფერს არ გიხდიდნენ, რადგანაც

  1. სათქმელი გექნება ევროვიზიაზე ვიყავიო.
  2. სახელს გაითქვამ და შემდეგ უფრო მეტს იშოვი.
  3. გერმანია ასწორებს, თანაც უფასოდ.
  4. მთელი ევროპა დაგინახავს.
  5. სოფო ნიჟარაძე ევროვიზიის შემდეგ გაიქაჩა და აგერ “ნიჭიერის” ჟიურიში ზის.

სოფოს და მთლიანად ჯგუფს მინდა წარმატებები ვუსურვო, რადგანაც ეს ერთადერთი სიმღერაა რომელიც მომეწონა, იმათგან რომლებიც საქართველოს სახელით წასულან წინა წლებში (Shine და ა.შ.)

შეიძლება სოფომ სოფო ჩაანაცვლოს ჟიურიში “ნიჭიერის” მესამე სეზონში, თუკი ასეთი იქნება.

საქართველოს წარმომადგენელი Junior Eurovision 2010-ზე–სირცხვილი

ამ წუთას ადოლის ბლოგზე ვნახე, თუ ვინ(ან რა) მიდის ჩვენი ქვეყნის სახელით წელს საბავშვო(ჯუნიორ) ევროვიზიაზე.

და-და-და-დან…

მარიამ კახელიშვილი სიმღერით– მარი-დარი

ვინ იყო ამ კონკურსის ჟიური ან ვინ დაწერა ეს სიმღერა?

ჩემი აზრით სირცხვილია, ამ სიმღერის ევროვიზიაზე გაშვება.

ელემენტალურად ტექსტი არ აქვს სიმღერას, გაუგებარია საერთოდ რა უნდა მარიამს?

ძალიან სულელურად დადგმული ცეკვა და მთელი სიმღერა მეორდება “დამ-დამ-დური” და “დამდამ-დური-დური-რამ” და “მარი-დარი”.

ძალიან სისულელეა უბრალოდ, არ შემეძლო არ დამეწერა ჩემი გამოხმაურება.

აი მისი გამოსვლის ვიდეო ჩანაწერი, ეროვნული კონკურსის ფინალიდან:

http://www.youtube.com/v/CzVcm8DNDQc?fs=1&hl=en_US

%d bloggers like this: