გარისკავდი შენს ვირტუალურ სიცოცხლეს რუსულ რულეტკაში?

გარისკავდი შენი ფეისბუქის პროფილს რუსეთში ერთკვირიანი მოგზაურობის სანაცვლოდ?

ეს არის რუსული ფეისბუქ რულეტკის იდეა, რომელიც ერთ-ერთი არყის სარეკლამო კამპანიისთვის შეიქმნა მაიამის სარეკლამო სკოლის მიერ, ბერლინში.

სტუდენტებმა წარმოიდგინეს ვებგვერდი სადაც ოთხი მეგობარი თამაშობს რუსულ რულეტკას, ისინი საიტს გადასცემენ თავის ელფოსტასა და პაროლს და შემდეგ იწყებენ თამაშს. ერთი წაგებული მოთამაშის პროფილი სამუდამოდ იშლება ხოლო დანარჩენი სამი შედის გათამაშებაში, რომლის პრიზია ერთი კვირა რუსეთში.

მიუხედავად იმისა, რომ ეს კონცეპტია, წარმოიდგინეთ თამაშის ნამდვილი ვერსია, ეს ხომ ნამდვილი აზარტი იქნებოდა, თანაც ჩვენი ვირტუალური ცხოვრება რეალურზე არანაკლებ მნიშვნელოვანი გახდა ჩვენთვის.

მაგრამ შემდეგ ხომ უამრავი fake პროფილი შეიქმნებოდა, მაგრამ მეგობრებთან თუ თამაშობ მაშინ არ გაჭრიდა.

[Mashable!]

დღეს უბრალოდ ძალიან ბევრი კარგი სტატია ვნახე ზემოთხსენებულ ვებგვერდზე და თავი ვერ შევიკავე გადმოთარგმნისაგან.

Advertisements

ფეისბუქის შავი პიარი. არ მოველოდი მარკისგან

ფეისბუქმა დაადასტურა, რომ მან დაიქირავა PR სააგენტო, რათა აემაღლებინა საზოგადოების ცოდნა გუგლის საქმიანობაზე. კამპანიის შესახებ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც პიარ სააგენტოს აგენტი ცდილობდა ერთ-ერთ ბლოგერთან შეთანხმებას, რათა მას გუგლის რამდენიმე სერვისის შესახებ პოსტი დაეწერა.

პიარ სააგენტო არის “ბარსონ-მარშტელერი”. ბლოგერი არის კრის სოღოიანი (Chris Soghoian). სააგენტოს აგენტს სურდა კრისს დაეწერა პოსტი გუგლის სოციალური წრის შესახებ, რომელსაც ის იყენებს ძიების შედეგების გასაუმჯობესებლად.  ამავე შეთავაზებით აგენტი დაუკავშირდა სხვა მედია საშუალებებს, მათ შორის USA Today-ს.

სოღოიანმა უარი თქვა შემოთავაზებაზე და ამის ნაცვლად გადაწყვიტა აგენტის ელწერილების გამოქვეყნება. (წერილები ხელმისაწვდომია აქ)

თავის წერილში აგენტი გუგლს აღწერს როგორც პირადი ინფორმაციის შეგროვების საშუალებას და მილიონობით მომხმარებელზე დოსიეს შექმნას.

როდესაც სოღოიანმა სცადა გაეგო თუ ვინ აფინანსებდა კამპანიას, სააგენტოს წარმომადგენელმა უარი განაცხადა კლიენტის ვინაობის დასახელებაზე. ფეისბუქის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მან მართლაც დაიქირავა სააგენტო რადგანაც 1. გუგლი მართლაც ეწევა საქმიანობას რომელიც ეჭვებს ღძრავს 2. ფბ-ს არ უნდა გუგლმა გამოიყენოს  მისი ინფორმაცია თავის სოციალურ ქსელში.

ასეთი “ბრძოლები” გიგანტ კომპანიებს შორის არც თუ ისე იშვიათია, მაგრამ პიარ აგენტის დაქირავება და ბლოგერებისთვის ანტი-რეკლამის შეკვეთა კონკურენტების საწინააღმდეგოდ ნადმვილ კატასტროფად იქცა.

[Mashable!]

ობამამ მოკლა ოსამა

დღეს დილით გამოსაფხიზლებლად ფბ-ზე შესულს დამხვდა ერთი სტატუს აფდეითი, რომ ოსამა მკვდარია, ხომ ის ოსამა 11 სექტემბრის ტერაქტი რომ მოაწყო, ზუსტად ის.

არ დავიჯერე, ვიფიქრე ვინმე კაიფობსთქო, მაგრამ მერე კურიერშიც თქვეს და მართალი აღმოჩნდა, ოსამა მართლაც კვდარია, ამის შესახებ განცხადება პირდაპირ ეთერში ბარაკ ობამამაც გააკეთა, თან მანამდე ტვიტერზე დატვიტა ნაციისთვის განცხადება მაქვს და ლაივსტრიმზე მიყურეთო.

ყოველი ადამიანის სიკვდილი ცუდია, მაგრამ არამგონია ბევრს დაწყვეტოდა გული ოსამას სიკვდილის გამო, ალბათ მსოფლიოში ოდნავ მეტი წესრიგი დაისადგურებს და მშვიდება, იმ შემთხვევაში თუ მისი მომხრეები შურის ძიებას არ აპირებენ… :ბოროტისმაილი:

ასევე გავრცელდა მკვდარი ობამას ფოტო, რომელიც არც თუ ისე სასიამოვნო სანახავია, აქ არ დავდებ, მაგრამ თუ ნახვა გინდა დააკლიკე ქვემოთა ლინკს.

ლინკი სურათზე

Like ღილაკის პირველი დაბადების დღე

გაშვებიდან ზუსტად 1 წელიწადში, ფეისბუქის ლაიქ ღილაკმა დაიპყროინტერნეტი და ყოველდღიურად ის ათასობით ახალ ვებ გვერდზე ყენდება.

ფეისბუქმა ლაიქ ღილაკი პირველად თავის F8 კონფერენციაზე წარადგინა, Facebook Open Graph-სა და წამიერ პერსონალიზაციასთან ერთად. ამ ეპიკური ღილაკის გამოყენებით ფეისბუქმა თავისი კვალი დატოვა სრულიად ინტერნეტში. პირველ კვირაში ღილაკი დაყენდა 50, 000 გვერდზე, ხოლო ერთ თვეზე ნაკლებ დროში ამ რიცხვმა 100,000 მიაღწია.

და მას შემდეგ არც შეუჩერებია ზრდა. ხუთშაბათს ანუ გუშინ ფეისბუქმა განაცხადა, რომ ყოველდღიურად 10,000-ზე მეტ ვებ გვერდზე ყენდება ღილაკი, იგივე თქვა ფეისბუქიის COO-მ ოქტომბერში (თუ არ იცი რას ნიშნავს COO ნახე ეს). ანუ ლაიქ ღილაკს ზრდა არ შეუჩერებია 6 თვის განმავლობაში. ფეისბუქმა განაცხადა, რომ 2.5 მილიონზე მეტმა ვებ გვერდმა მოახდინა მასთან (ფეისბუქთან) ინტეგრაცია.

ფეისბუქის ამ წარმატებას უკვალოდ არ ჩაუვლია. სულ ცოტა ხნის წინ Google-მა გაუშვა “+1” ანუ თავისი პასუხი ფეისბუქს,  ასევე Eventbrite-ის მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ ერთი “ლაიქი” ერთ “ტვიტზე” უფრო ძვირია ანუ უფრო მომგებიანია.

რას ფიქრობ შენ ლაიქ ღილაკზე? მან ხომ მნიშვნელოვნად შეცვალა ვებ-სერფინგის ჩვევები?

შეიგნეთ, რომ შეუძლებელია!!!

შეიგნეთ, რომ შეუძლებელია იმის ნახვა თუ ვინ, როდის და რამდენჯერ ნახა შენი ფბ-ს პროფილი. ეს არ არის “ოდნოკლასსნიკი” სადაც ყოველი მეგობრის ფეხის ნაბიჯი შენს ნოთიფიქეიშენებშია.

ამბობენ, რომ შეუძლებელი არაფერია, მაგრამ ეს მართლაც შეუძლებელია და არამგონია, რომ მარკი ოდესმე ჩართავს ამ ფუნქციას, რადგანაც მაშინ ფეისბუქს მუღამი დაეკარგება, ის “კლასელების” პონტი გახდება.

ასევე შეუძლებელია იმის ნახვა თუ ვინ ამოგშალა მეგობრებიდან და ა.შ.

სწორედ ამიტომ მიყვარს მარკის ქმნილება, ეს სოციალური ქსელი პატივს სცემს შენ პირად ცხოვრებას, შენს ინფორმაციას, უფლებას გაძლევს აჩვენო ის მას ვისაც გინდა და დაუმალო ისევ და ისევ მას(თ) ვისაც გინდა…

მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ხალხის მიამიტობასა და დაუცხრომელ ინტერესზე ფულს შოულობენ… ასეთები ყოველთვის არსებობდნენ, მაგრამ მე ნუ შემაწუხებთ, ვინც ვიცი, რომ ეს შეუძლებელია, ნუ დამთაგავთ უაზრო სურათებში.

მცირე სტატისტიკა

მხოლოდ გუშინ სხვადასხვა მეგობარმა დამთაგა 8 ასეთ სურათში და ყოველდღე დაახლოებით ამ რაოდენობის ან მეტ სურათში მთაგავენ, შემდეგ მე უნდა დავიარო ყველა სურათი და მოვხსნა თაგი, რადგან ვცდილობ ჩემი პროფილი გავხადო “იდეალური” ანუ ვცდილობ არ ვიყო დათაგული სურათებში, რომლებშიც მე არ ვარ.

რამდენჯერ გავაფრთხილე მეგობრები, რომ არ დამთაგონ, რომ ვინც დამთაგავდა სუნიანი ნასკი იქნებოდა, რომ შეუძლებელია ამის ნახვა, ისევე როგორც dislike ღილაკის დაყენება :/

საინტერესო რამ შევამჩნიე, დღის მთელ პერიოდში ასეთი დათაგვები არ შეიმჩნევა, ისინი ძირითადად საღამოს, 22-დან 23 საათამდე აქტიურდებიან და შემდეგ ისევ ქრებიან.

ეს ალბათ იმიტომ, რომ ფეისბუქმა არ დახუროს, რადგანაც საკმაოდ ბევრი ადამიანი არეფორთებს ასეთ აპლიკაციებს, ამ უკანასკნელმა კი გასაკვირად დიდ ხანს, 4 დღეს გასტანა, როგორც წესი მეორე დღესვე თიშავენ ხოლმე, ალბათ სწორედ ამ რამდენიმე საათიანი აქტიურობის გამო. თუმცა ეს გააქტიურება მხოლოდ ჩემს მეგობრებში შეიმჩნევა.

და რამდენჯერ დაგთაგეს შენ?

ალბათ ყველასთვის კარგად ნაცნობი სიტუაცია


Question-მანია

ალბათ თქვენც იცით, რომ ფეისბუქს ახალი ფუნქცია დაემატა: Questions, რომელიც ჯერ მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი.

ალბათ თქვენ შეამჩნიეთ, რომ ეს ფუნქცია უკვე გამაღიზიანებელი გახდა, რადგანაც ყველა ვისაც არ ეზარება სვამს კითხვას თან პირადად გიგზავნის მოთხოვნას, რომ კითხვაზე უპასუხო. კი მეც დავსვი ორი კითხვა, პირველი წმინდა დასატესტად, მეორე ქართულ ენაში ყველაზე ხმარებადი ასოს საპოვნელად.

უკვე ნერვებს მიშლის, თანაც მთლიანად, ყველა კითხვას ვერ დამალავ, ცალ-ცალკე უნდა დამალო და ამაზე ნერვებისა და თვალების თხრას ისევ ამ კითხვების ყურება მირჩევნია.

მინდა მივმართო სრულიად ფეისბუქის გუნდს ან თუ ვინმეს გძალუძთ მისწერეთ:

დაამატეთ კითხვების დამალვის ოპცია, რათა მათი ნახვა მხოლოდ ცალკეულ გვერდზე შეიძლებოდეს.

 

facebook questions

ყოველი ჩვენგანის საყვარელი სოციალური ქსელი ამ ფუნქციაზე უკვე დაახლოებით 1 წელი მუშაობდა, მაგრამ ის დღევანდელ დღემდე ბეტა-ტესტში, შესაბამისად ხელმისაწვდომი მომხმარებელთა მხოლოდ რამდენიმე პროცენტისთვის. facebook Questions დაახლოებით იმავეს აკეთებს რასაც Quora, თქვენ სვამთ კითხვას და პასუხს იღებთ თქვენთვის ნაცნობი და ძვირფასი ადამიანებისგან, რომლებიც კითხვას პასუხობენ არა რეიტინგის მოსამატებლად არამედ იმისთვის, რომ დაგეხმარონ.

“ინტერნეტში უამრავი ადგილის სადაც შეიძლება მიხვიდეთ კითხვაზე პასუხის მისაღებად, მაგრამ სულ რამდენიმე ადგილის სადაც პასუხს მიიღებთ თქვენი მეგობრებისგან” – ამბობს პროექტის მენეჯერი ადრიან გრაჰამი. “ჩვენი აზრით ეს არის ადგილი, რომელზედაც ღირს ფოკუსირება.”

თავდაპირველად ფუნქცია მხოლოდ არსებული ტესტერებისთვის იქნება გახსნილი, მაგრამ როგორც კი ისინი დასვამენ კითხვას ავტომატურად ჩაერთვებიან მათი მეგობრებიც.

მეტი ამ ფუნქციაზე შეგიძლიათ იხილოთ აქ. ამ მომენტისათვის ფუნქცია მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი.

კითხვის დასმა

კითვის დასმისას შესაძლებლობა გაქვთ მიუთითოთ ვარიანტები ან მისცეთ მოპასუხეს თავისუფალი არჩევნის უფლება ანუ პასუხად ჩაწერს იმას რასაც უნდა. კითვისა და პასუხის მოცულობა შეზღუდული არ არის.

თავდაპირველად კითხვაზე საპასუხოდ საჭირო იყო სხვა გვერდზე გადასვლა ახლა კი ყველაფერი თქვენს ნიუს ფიდში ხდება.

კითხვაზე პასუხი

როდესაც მომხმარებელი პასუხობს კითხვას, თითოეული ბოქსი ფერადდება, მისი გარკვეული ნაწილი ანუ მომხმარებელი ხედავს პასუხსა და მის პოპულარობას ერთსა და იმავე დროს, რაც გამოკითხვათა სისტემების უმრავლესობაში არ არის გათვალისწინებული. პასუხების გვერდით ხატია მოპასუხეთა პროფილის სურათები.

სავარაუდო პასუხების ჩაწერისას ფეისბუქი გთავაზობთ გვერდებს, მაგ: თუ ვარიანტად გაქვთ “საქართველოს ბანკი”  მაშინ ავტომატურად ის გვერდი იქნება დამატებული პასუხად.

ნახვამდის share ღილაკო…

like 1:0 share

თავიდან, სულ-სულ თავიდან არსებობდა მხოლოდ ერთი სოციალური ღილაკი, ეს მაშინ იყო როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა საიტები, რომლებზეც ვალაიქებდით. ის იყო მძიმე, ხსნიდა ახალ ფანჯარას, მაგრამ მისი დახმარებით გაზიარებულს მეგობრები ხედავდნენ, მაგრამ 1 წლის წინ ცვლილებები დაიწყო, მას უმცროსი ძმა like ღილაკი გამოუჩნდა, რომელსაც თავიდან სერიოზულად არავინ უყურებდა, მაგრამ შემდეგ შეიქმნა საიტები, რომლებზეც ყველანაირ სისულელეებს ვალაიქებდით, მაგრამ უფროსი ძმა მაინც არ თმობდა თავის პოზიციებს, ის ცდილობდა დაებრუნებინა ერთადერთი შვილისთვის კუთვნილი ყურადღება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. უმცროსი ძმა იზრდებოდა და დღეს გაუსწრო კიდევაც თავის ძმას. უფროსი სახლიდან გააგდეს, შეიძლება ითქვას. უმცროსმა უფროსის სამსახური შეითავსა, ახლა დალაიქებული News Feed-შიც ჩანს, თანაც სრულად, არა უბრალოდ დასახელება, არამედ სურათიც, თითქოს ვაშეარებთ და არა ვალაიქებთ.

მალე ბლოგიდანაც მოვხსნი share ღილაკს…

ნახვამდის…

მოგვწონს თუ სხვას ვუზიარებთ? 😛

facecontrol-ი იმედზე. ???

არც ვიცოდი ასეთი გადაცემა თუ არსებობდა, მანამ სანამ კლასში ერთმა არ თქვა რომ ძალიან მაგარი სისულელეა. მთელი დღე არც მახსოვდა ამის შესახებ, თუმცა ჩავიწერე რომ მინდოდა მენახა.

საღამოს კომპიუტერს რომ მივუახლოვდი გამახსენდა და მაივიდეოზე ჩავრთე წინა დღის იმედი. ღამის 12-ის ნახევარზე გადის მგონი ოთხშაბათობით.

დასაწყისი ეგრევე არ მომეწონა. დასაწყისში ვგულისხმობ იმას როდესაც წამყვანები გამოჩდნენ, თორემ სულ-სულ დასაწყისი კარგია, იდეა არის კარგი. ფეისბუქია გახსნილი და სხვადასხვა სტატუსებად, კომენტარებად წერენ არხს, დროს და ა.შ. იმედია დასაწყისის იდეა “იმედისაა” და არა რომელიმე ამერიკული გადაცემის…

თვითონ გადაცემის ფორმატი საშინელია. ორი “წამყვანი” ზის პატარა სტუდიაში, მუხლებზე უდევთ ლეპტოპები, მიშტერებულნი არიან ეკრანს და რაღაცებს ლაპარაკობენ. არაფერს არ აკეთებენ, იდეაზეც კი არ ფიქრობენ. არა. ხალხი რომელსაც იდეები აწუხებს თვითონ სწერს იდეებს მათ ფეისბუქის გვერდზე, ისინი კი შემდეგ ამ იდეებს ახორციელებენ. ჩემთვის უცნობი მიზეზების გამო მათი გვერდი პოსტის დაწერის წუთისთვის 17 ათასმა ადამიანმა მოიწონა და ამ 17 ათასმა ადამიანმა, ინტერნეტში ფართოდ მოდებული ფრაზები, გულებიანი და პრიკოლებიანი სურათები და სასაცილო ვიდეოები დაპოსტა. იქვე სთავაზობენ ვინ მოიწვიონ სტუმრად და ა.შ.

თითქოს ყველაფერი კარგადაა, ხალხის აზრს ითვალისწინებენ, მაგრამ თვითონ არაფერს აკეთებენ.

დასაწყისი, რომელიც მომეწონა და სადაც ფეისბუქზე “ხტუნაობა” მიდის მაკზე არის გადაღებული თავად კი რაღაც სქელი და ძველი ლეპტოპები აქვთ მუხლებზე დადებული . რაღაც შეუსაბამობაა.

თან არ მიყვარს ეს გადაცემები ფეისბუქზე რომ არის და მის მომხმარებლებზე. რამდენიმე თვის წინ “დღის შოუშიც” იყო ამაზე საუბარი და გული ამერია.

მოკლედ არ მომწონს და შენ მოგწონს?

რამდენად სუფთაა შენი პროფილი?

სახელი: Socioclean

 

მოკლე აღწერა: სოციოქლინი “ათვალიერებს” თქვენი ფეისბუქის პროფილის სურათებს, ჯგუფებს, პოსტებს და გაფრთხილებთ თუ ისინი შეიცავენ რაიმე არასასურველ, შეურაცხმყოფელ ტექსტს და სხვა.

გენიალური იდეა: Harris Interactive-ს კვლევამ (2009 წელს) რომელიც ჩატარებული იქნა CareerBuilder.com-თვის დაადგინა, რომ დამქირავებლების 45% იყენებს სოციალ ქსელებს, რათა დაათვალიეროს პოტენციური თანამშრომელი. გამოკითხულ დამქირავებელთა 35%-მა უარი თქვა კანდიდატზე იმის გამო რაც მათ იპოვეს სოციალურ ქსელებში.

ეს საიტი შეიქმნა იმისთვის, რომ სამუშაოს მძებნელებმა წინასწარ “დაასუფთავონ” თავისი პროფილები. მანამ სანამ მათ დამქირავებლები ნახავდნენ. შედეგი არის სოციოქლინი რომელის ასკანირებს თქვენს პროფილს და ეძებს 5000 სიტყვას, რომელიც უკავშირდება რასიზმს, ალკოჰოლს, ნარკოტიკებს და შეურაცხყოფას.

მას შემდეგ რაც მომხმარებელი სოციოქლინის აპლიკაციას უფლებას მისცემს აპლიკაციამ დაათვალიეროს მათი ინფორმაცია (ჯერ-ჯერობით არის მხოლოდ ფეისბუქის მხარდაჭერა, სხვა სოციალური ქსელები მალე გახდება მხარდაჭერილი ^^) ის მიიღებს ცხრილს, რომელშიც იქნება არასასურველი ინფორმაციის ჩამონათვალი. ყოველ ელემენტს ახლავს ლინკი რათა მარტივად შეძლოთ მისი წაშლა.

მე, როგორც ნეიტრალურ ადამიანს, საკმაოდ ბევრი არასასურველი სიტყვა ამომიგდო (hell, shit, f*ck, sexy და ა.შ.). აპლიკაციას არ რჩება არცერთი სტატუსი, ფოტო თუ ჯგუფი რომელსაც თქვენ შეუერთდით, თუნდაც რამდენიმე წლის წინ.

მომსახურება ჯერ-ჯერობით უფასოა.


%d bloggers like this: