Darth Vader in Marjanishvili Square

Is capital of Georgia about to join the dark side, well according to some crazy idea it is. The renovation of one of the oldest districts of Tbilisi has just come to its end so now there is a pretty huge space which is going to be dedicated to some sculpture or something like that.

To my extent there will or already is some kind of competition between ideas, I’ve looked through the possible monuments and all of them are either awkward or some sort of art nobody will ever understand, maybe even the creator himself.

I just came across a much nicer idea about what to put in a spacious piece of land in the center of the city, Darth Vader. Won’t it be great to see Vader himself standing in the middle of the city with the lightsaber in his hand, well I think it will.

If you think so you can support the idea by liking the facebook page

Darth Vader in Marjanishvili Square

 

Advertisements

Flash Mob შოუ – შთაბეჭდილებები

გუშინ იმედზე ახალი გადაცემა გავიდა, რომელსაც უკვე ერთ კვირაზე მეტია არეკლამებენ მგონი ტვ-ში მაგრამ მათი გვერდი ფბ-ზე ვერ ვნახე, პოსტერი მაინც რომ დამედო სურათად და არც მათი რეკლამა შემხვედრის სადმე იმედს გარეთ.

ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ფლეშმობები, რომლებიც ძირითადად უბრალოდ ადამიანების მიერ არის ხოლმე ორგანიზებული სოც. ქსელების საშუალებით. მართლა იმდენად მოხშირდა, რომ სადმე თუ რამე უცნაური შეამჩნიე ეგრევე ხედავ ერთსა და იმავე ხალხს (მართლა ერთი და იგივე ხალხი მონაწილეობს ამ ფლეშმობებში და ორგანიზატორებიც იშვიათადად იცვლებიან) რომელიც რაღაცას აკეთებს და წვავ – კიდევ ერთი ფლეშმობი. ზოგჯერ ისეც ხდება რომ ერთი ფლეშისთვის შეიკრიბებიან და კიდევ რამდენიმეს მოაყოლებენ ხოლმე.

მაგრამ დავუბრუნდეთ ახალ გადაცემას, რომელსაც Flash Mob შოუ ჰქვია. ის პირველად ეთერში გუშინ ღამით გავიდა, არ ვაპირებდი ყურებას, მაგრამ ფბ-ზე ისეთი სტატუსები იდებოდა დღეს თუ არა ხვალ მაინც ვნახავ მეთქი ვიფიქრე.

ტვ-ს ვებგვერდზე შოუ ასე არის აღწერილი

ნოვაცია ქართულ სატელევიზიო სივრცეში. “იმედი” ახალ პროექტს იწყებს. 24 სექტემბრიდან ყველაზე ენერგიულები, ყოველ შაბათს, ზუსტად 23 საათზე “იმედის” სტუდიაში შეიკრიბებიან და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მათი უცნაური საქციელით მაყურებელი გააოცონ.

ყოველ კვირას 4 უნივერსიტიტეტის სტუდენტები მოდიან იმედში, დგამენ ფლეშმობს და ბედნიერები არიან იმით, რომ კრეატიულობა გამოიჩინეს.

მაგრამ სანამ მონაწილეებზე გადავად გადაცემის წამყვანებს შევეხები ოდნავ.

Read more of this post

უფასო ჩახუტება

ჯერ კიდევ ზღვაზე ვიყავი მგონი როდესაც ადოსგან ივენთზე მოპატიჟება მომივიდა, ეგრევე ეთენდინგი ვგლიჯე, ჯერ ზუსტად არ ვიცოდი წამოვიდოდი თუ არა – ჩახუტებისა და თბილი სურვილების დღეზე.

მსგავსი რამ შარშანაც იყო მაგრამ არც ვიცოდი რომ იყო და შესაბამისად არ ვყოფილვარ მაგრამ ვიდეოებისა და სურათების ნახვის შემდეგ გადავწყვიტე წელს წავსულიყავი.

ივენთმა ფეისბუქზე 300-ზე მეტი ეთენდინგი მოაგროვა, ცხადი იყო რომ ამდენი ადამიანი არც მოვიდოდა მაგრამ მოსულთა რაოდენობამ ჩემ მოლოდინს გადააჭარბა, მაქსიმუმ 50 კაცს ველოდი მაგრამ ასე 60-70 მოვიდა.

ჯერ კიდევ ვგროვდებით

Read more of this post

ევროვიზია 2011. ფინალი 2 საათში

2 საათში ანუ ზუსტად 23 საათზე (თბილისის დროით) ნუ ცოტა ნაკლებში გაიმართება ევროვიზია 2011-ის ფინალი გერმანიაში, ქალაქ დუსელფორდში.

საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი “Eldrine” ემზადება გამოსვლისთვის და კვლავაც დაუვიწყარ შესრულებას გვპირდება.

დღეს საქართველოს წარმომადგენელი 25-ე ნომრად გამოვა ან წელს ჩვენ ვხურავთ ევროვიზიას, არ ვიცი რამდენად კარგია ეს, მაგრამ ჯგუფის სოლისტს სოფო ტოროშელიძეს ეს ძალიან გაუხარდა, როგორც მან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა რამდენიმე დღის წინ.

ასევე ხმები იმის შესახებ თითქოს სოფოს ერთ მომენტში ხმა “ჩაუვარდა” არ შეესაბამება სიმართლეს, თუ შეამჩნიეთ “ჩავარდნის” მომენტში მას მიკროფონის ნახევარი ხელით აქვს დაფარული, კლიპში კი ამ მომენტში მეგაფონში ყვირის ^^

მათ ვინც იმყოფებით საქართველოს ფარგლებს გარეთ გთხოვთ არა მოგიწოდებთ დაურეკოთ ან დაუმესიჯოთ 25 ნომერს ანუ საქართველოს ანუ ჯგუფ Eldrine-ს.

მანამდე კი შეგიძლიათ იხილოთ Eldrine-ის გამოსვლა პირველ ნახევარფინალში.

ევროვიზია. პირველი ნახევარფინალი

ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელთან, ჯგუფ “ელდრაინთან”  დაკავშირიებული გაუგებრობისა და სოლისტთან დაკავშირებული პრობლემების შემდეგ დიდმა ხანმა განვლო და აი უკვე დაიწყო ის მუსიკალური კონკურსი, რომელზედაც მთელი ევროპა ლაპარაკობს და უახლოესი 1 კვირა კიდევ ილაპარაკებს. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ევროვიზია ერთ-ერთი ყველაზე მეტად პოლიტიზირებული კონკურსია და მასში იმარჯვებს ის ვინც უნდა გაიმარჯვოს და არა ვისაც სინამდვილეში ეკუთვნის გამარჯვება, თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება.

წელს არის პირველი შემთხვევა როდესაც მე მომწონს საქართველოს წარმომადგენელი, მომწონს სიმღერა, ჟანრი, დადგმა, საერთოდ ყველაფერი. ძლივს ნორმალური სიმღერა, როკი, ალტერნატივა და არა ნიჟარაძის Shine, არც ის იყო ცუდი სიმღერა ალბათ, მაგრამ მე არ მომეწონა.

გუშინ საღამოს 11 საათზე ტელევიზორი ჩავრთე, პირველი არხი სხვათაშორის, მგონი მარტო დილაობით ვუყურებ ხოლმე იმიტომ, რომ როდესაც სხვაგან მულტფილმებია იქ არ არის. სხვათაშორის ზუსტად 11 საათზე დაიწყო, გერმანელების ხელი დაეტყო ევროვიზიას, ვიცოდი, რომ საქართველო მეცხრე ნომრად გამოდიოდა და ამიტომაც 1-1,5 საათიანი TV-მარათონისთვის მოვემზადე, მაგრამ ჩემდა გასაკვირად ყველაფერი გასაოცრად წავიდა, დაახლოებით 23:45 წუთზე საქართველოს გამოსვლა უკვე დასრულებული ჰქონდა და მეც დასაძინებლად წავედი, იმ იმედით, რომ გამოვიძინებდი, მაგრამ ვერა. დღეს მაინც უნდა გამოვიძინო.

პირველ ნახევარფინალში 19 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, რომელთაგან მხოლოდ 10 გადადიოდა ფინალში ასე რომ კონკურენცია საკმაოდ მაღალი იყო.

რა თქმა უნდა ყურადებას გავამახვილებ საქართველოს წარმომადნეგლზე, ჯგუფ ელდრაინზე და მის ახალ სოლისტზე, რომელზედაც ამბობდნენ, რომ ის ლაივში ვერ მღერის.

ძალიან მომეწონა დადგმა, კოსტუმები და განსაკუთრებით გრიმი, განსაკუთრებით ბიჭების ძალიან მაგარი იყო, ჯგუფში კი გამოვყოფდი აი ორჯერ რომ იყვირა რაღაც (ვერ გავიგე რა) ის ტიპი, ძალიან მაგარი კაცია 😀 მთლიანობაში შესრულება იყო მგონი ძალიან ეფექტური და სოფომ კარგადაც იმღერა.

ასევე კარგი დადგმა ჰქონდა რუსეთს, მანათობელი კეტები და ზურგები, სიმღერაც კარგი იყო და ხმაც კარგი ჰქონდა მგონი ალექსეის, არ მახსოვს მაგრამ ბოლოს გამარჯვების დღე რომ მოგვილოცა თურმე წესების დარღვევა ყოფილა >.< რატო? :დ

პირველი 9 მონაწილიდან თითქმის ყველამ რატომღაც ჩახლეჩილი ხმის შთაბეჭდილება დატოვა, საქართველოს გარდა ასევე მომეწონა შვეიცარია, სომხეთი (სიმღერა, ხმა აშკარად ჩახლეჩილი ჰქონდა იმიტომ, რომ Rehearsel-ები ნანახი მაქ და იქ აშკარად უკეთესად იმღერა).

პირველი ნახევარფინალი ღამის 2 საათზე დამთავრდა ამიტომაც ბოლომდე არ მიყურებია, საქართველოს მერე დავიძინე, მაგრამ საქართველო ფინალია და 14 მაისს, შაბათს გამოვა 25 ნომრით და დახურავს ევროვიზიას, იმედია დახურვა არა მხოლოდ რიგითი, ფიზიკური არამედ მეორეაზროვანიც იქნება, რადგანაც ჩემი აზრით წელს მართლაც გვაქვს მოგების თუ არა პირველ ხუთეულში მოხვედრის შანსი მაინც ან სამეულში.

მგონი მეორე ნახევარფინალი დღეს გაიმართება, მაგრამ ყურებას ნამდვილად არ ვაპირებ, ისედაც ორი დღის გამოუძინარი ვარ და ხვალაც ადრე წასასვლელი.

პირველი პოკერ ტურნირი საქართველოში – Poker Ring

სააღდგომო არდადეგებმა 6 თავისუფალი დღე მომცა, ამიტომაც მიყვარს აღდგომა, 6 სრულიად თავისუფალი დღე. მიუხედავად იმისა, რომ ეს 6 დღე ძალიან სწრაფად გავიდა, მაინც ბევრი რამ მოვასწარი. კერძოდ კი ვკითხულობ (უკვე 2/3 წავიკითხე) “ანა ფრანკის დღიურს”, რომელიც ძალიან მომწონს, იმიტომ, რომ ძალიან რეალურია და ამ წიგნს ალბათ ცალკე პოსტსაც მივუძღვნი.

ასევე ვიხელთე დრო და გავაკეთე შემდეგი:

  • ვიფიქრე ბლოგის დიზაინის შეცვლა, მაგრამ გადავიფიქრე. Minimalism ruLLeZ
  • განვაგრძე HTML/CSS-ის სწავლა, მაგრამ დიდად ვერ წავიწიე წინ.
  • თვალები ავიწითლე კომპიუტერთან კითხვით, ძირითადად როგორც ყოველთვის ტექნიკასა და ინტერნეტზე.
  • და ჩავრთე ტელევიზორი, მგონი ბოლო 3 კვირის მანძილზე პირველად. მომენატრა ტელევიზორის ყურება, მირჩევნის კინოს ტელევიზორში ვუყურო, ვიდრე კომპიუტერის ეკრანთან წამოჭიმულმა. მაგრამ მაშინათვე წავაწყდი იმ მიზეზს რატომაც არ ვუყურებ ხოლმე ტელევიზორს – რეკლამა. რეკლამა ხშირად გამაღიზიანებელიცაა, მაგრამ ინფორმაციულიც.

გუშინდელი TV-რეიდის შემდეგ გავიგე, რომ იწყება ახალი ტოქ-შოუ, იყიდება ახალი ფხვნილი (სხვათაშორის ქართული წარმოების) და ის, რომ საქართველოში პირველად იმართება პოკერის ტურნირი.

პოსტი ძალიან პირადული რომ არ გამომივიდეს მას ცოტა ინფორმაციულსაც გავხდი.

თუ გაქვს ფეისბუქი და პოკერის თამაში იცი ან გინდა იცოდე, ალბათ Zynga-ს Hold’em-ს თამაშობ, მე ვთამაშობ – ერთი მიზეზის გამო: ის არ არის ნამდვილ ფულზე.

რამდენიმე თვის წინ Zynga-მ ჩაატარა PokerCon-ი ანუ ინტერნეტით შეარჩია მოთამაშეები, ჩატარებული ტურნირის მიხედვით და შემდეგ გამარჯვებულები წაიყვანა ლას-ვეგასში გამართულ ფინალზე.

მსგავსი რამ თურმე საქართველოშიც ტარდება, კი კი საქართველოში, თანაც საპრიზო ფონდი საკმაოდ სოლიდურია (50, 000 ლარი), მგონი ასეთი თანხა ონლაინში ჯერ არავის გაუთამაშებია.

რეკლამის ნახვის შემდეგ რა თქმა უნდა დავგუგლე, მაგრამ ჯერ ვერაფერი ვიპოვე, თუ რამეს ვიპოვი გავლინკავ. მაგრამ ევროპა-ბეთის საიტზე ვნახე ტურნირის (Poker Ring – პოკერ რინგი ჰქვია როგორც გავიგე) წესები და ინფორმაცია საპრიზო ფონდის შესახებ და ასევე პატარ-პატარა დეტალები.

თურმე ტურნირი 11 აპრილს დაიწყო, ჯერ მხოლოდ ონლაინში და პირველი გადაცემა ეთერში გავა 4 მაისს,ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, მაგრამ ჯერ კიდევ გაქვთ შანში მოხვდეთ იმ მოთამაშეთა შორის, რომლებიც “იმედიას” ეთერში ითამაშებენ.

ყოველდღე ვლინდება ერთი გამარჯვებული, რომელიც პრიზად იღებს ბილეთს “იმედის” ეთერში თამაშისთვის. იმედის ეთერში ყოველი კვირის 7 გამარჯვებულთან ერთად ითამაშებს 2 ცნობადი სახე aka სელებრითი (celebrity), ზემოთხსენებულნი კი ერთმანეთს ფინალში მოსახვედრად ეჯიბრებიან (ეთამაშებიან).

გავიკითხე, გამოვიკითხე და როგორც აღმოჩნდა დუტას არ მიყავს სატელევიზიო თამაშები და არც აკომენტარებს. მგონი მხოლოდ ამ ფაქტის გამო ღირს გადაცემის ყურება, რომ ვერ დაინახავ და ვერ გაიგებ დუტას, რომელიც უკვე ყველა გადაცემის აუცილებლობა გახდა. მგონი წამყვანს ასე ირჩევენ: “აჰაა… გვინდა კაცი წამყვანი, მხიარული – ხალხი რომ გაართოს. – უჰ, დუტა შე კაცი. – კაი, მაშინ დუტა.”

მოკლედ სულ ეს იყო რაც მინდოდა დღეს მეთქვა, ხვალ სკოლაა და ახლა ალბათ წავალ და დავიძინებ.

ხო, თუ თამაშის სურვილი გაგიჩნდა, აი სასარგებლო ლინკები:

თამაშის წესები

Europe-Bet @twitter – გამიკვირდა, რომ ტვიტერი აქვთ, მაგრამ ჰქონიათ.

Europe-Bet @facebook

Europe-Bet ბლოგი, სადაც დებენ ყოველი დღის გამარჯვებულთა სახელებს.

Poker Ring  – თვითონ გათამაშების საიტი. ამავე საიტზე დევს ჩემ მიერ “იმედზე” ნანახი პრომო.

პრომო YouTube-ზეც აღმოვაჩინე, სხვათაშორის თავისივე არხზე (+1 ჩემგან რადგანაც ყველა აქაუნთი მიხედილია)

პირველად Dilato Fitness Club-ში

მას შემდეგ რაც ჩემმა ორმა კლასელმა ზემოთხსენებულ კლუბში სიარული დაიწყო და მეც შევატყვე ჩემ თავს “ფორმაში არ ყოფნა” გადავწყვიტე მეც დამეწყო ვარჯიში.

აბონიმენტის ასაღებად კვირას მივედი, დარბაზე ეგრევე მომეწონა… ადმინისტრატორი გოგოც ❤ ნუ დარბაზში არც შევსულვარ ისე გარედან შევხედე და იმ გოგოს ველაპარაკებოდი…

ჩემი თავის მიკვირს, რომ ასე მარტივად მოვაბი თავი…

მოკლედ დღეს პირველად ვიყავი სავარჯიშოდ, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მხოლოდ გუშინ ღამის დაახლოებით 12 საათზე გამახსენდა, რომ ჩასალაგებელი მქონდა სავარჯიშოდ რაღაცეები, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

კარგი “ტრენაჟორები” დგას, რამდენიმე წუთის განმავლობაში ვფიქრობდი “ტრენაჟორის” ქართულ ვარიანტზე და სავარჯიშო დანადგარის მეტი არაფერი მომაგონდა, ასე რომ ისევ ტრენაჟორი იყოს.

მასიური ტრენაჟორებია, რაც კარგია, რადგანაც რაც არ უნდა ირბინო და აქეთ-იქით იხტუნავო ის მაინც მყარად დგას და თავს უფრო კომფორტულად გრძნობ, ვარჯიშის დროს ასევე შეგიძლია უყურო ტელევიზორს (დაახლოებით 40 არხია), ყველაზე მეტად გამოვარჩევ Comedy TV-ის, რომელზეც რუსული Comedy Club-ის გადაცემები და მათი ნაწილები ტრიალებს სულ… თან მირბიხარ და თან ერთობი ან უყურებ რამეს.

ტელევიზორი მხოლოდ სარბენ/სატრიალო და მსგავს ტრენაჟორებზეა.

კიდევ დაახლოებით 8 ტრენაჟორია სხვადასხვა: პრესის, ფეხების, ფეხების სხვა ნაწილის, ხელების, მხრების, ზურგის, მკლავების და ა.შ.

გასახდელი საკმაოდ კარგია, მაგრამ როგორც ყოველთვის სივიწროვეა მაგრამ მაინც მოსახერხებელია ანუ დასაჯდომი ადგილი არის.

შხაპიც კარგია, ოთხი მოზრდილი კაბინაა

და რაც ყველაზე მეტად მომეწონა საუნა 

მგონი 7-8 წუთით შევედით და მთლიანად სველები გამოვედით უკან, ძალიან ცხელოდა, თან ქვებს წყალიც დავასხით და შესუნთქვისას ცხვირი მეწვოდა… ასე ძალიან მგონი არასოდეს არ გავოფლიანებულვარ.

რომელიღაც ბლოგერი მართალი იყო, რომ “დილატოში” “ჯეო მოდელსის” მოდელები ვარჯიშობენ, მგონი იყო რამდენიმე, ნუ გოგოები იყვნენ ყოველშემთხვევაში, მწვრთნელი კი მაგათ ეჩალიჩებოდა 😀

მთლიანობაში კარგი კლუბია, კარგი ტრენაჟორებით და ატმოსფეროთი. კარგად ივარჯიშებ და თან გაერთობი.

P.S. პირსახოცები თავისი აქვს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ჩანთის მოცულობას, სკოლის მერე დავდივარ ხოლმე მე.

კლუბის ფეისბუქის გვერდი: Dilato Fitness Club

რად გვინდა PayPal საქართველოში?

ბოლო დროს ძალიან აქტიური თემაა საქართველოში PayPal -ის შემოსვლა შემოსვლა.

თუ არ იცი რა არის PayPal, გეტყვი:

Paypal არის ელექტრონული საგადასახადო სისტემა, რომელიც ანხორციელებს თანხის გადარიცხვის ოპერაციებს ინტერნეტის საშუალებით. დღეისათვის იგი მუშაობს 190 ქვეყანაში და ჰყავს 164 მილიონზე მეტი დარეგისტრირებული მომხმარებელი. პეიპალი მუშაობს 17 ეროვნულ ვალუტაზე. 2002 წლიდან იგი არის ცნობილი ინტერნეტ აუქციონის, eBay-ს მფლობელობაში.

მიუხედავად, რომ ეს გვერდი უკვე საკმაოდ დიდი ხანია რაც არსებობს, მისდამი ინტერესი კვლავ განახლდა მას შემდეგ რაც ის “საქართველოს ბანკმა” მოიწონა და თავის მომწონეებსაც მოუწოდა ამ გვერდის მოწონება ანუ დალაიქება.

ფაქტები:

შემდეგ PayPal-ის საქართველოში შემოსვლას მხარი დაუჭირა თი-ბი-სი ბანკმაც. თი-ბი-სის გვერდზე ქექვა ახლა ნადმვილად მეზარება ასე რომ უბრალოდ სიტყვაზე მენდეთ.

საზოგადოება თითქოს გამოფხიზლდა, გამოფხიზლდა კი არა და გაახსენდა ამ გვერდის არსებობა, კვლავ გააქტიურდა, კვლავ გამოთქვა სურვილი და პროტესტი, ფბ-ზე შეიქმნა სპეციალური დახურული ჯგუფი: სოციალური მედია საქართველოში PayPal-ის შემოსვლისთვის, Social Media for PayPal in Georgia და ა.შ.

მაგრამ რეალურად რად გვინდა PayPal? ჩვენ ხომ ისედაც ვიწერთ ამერიკიდან რაღაც-რაღაცეებს!

1. PayPal არის უსაფრთხო, რადგანაც ის არის მხოლოდ შუამავალი თქვენ საკრედიტო ბარათსა და ინტერნეტ მაღაზიას შორის. მოგეხსენებათ ძალიან ბევრი ინტერნეტ მაღაზია პირადი ინფორმაციის შეგროვებასა და ფულის “მოტეხვაზე” მუშაობს ანუ თქვენ იხდით ფულს სანაცვლოდ კი არაფერს არ ღებულობთ, გარდა მოპარული პირადი ინფორმაციისა (სახელი, გვარი, ნომერი, ბარათის ნომერი და ა.შ.) და დაკარგული ფულისა.

PayPal კი არის დაცული გზა ონლაინ შოპინგისთვის რომელიც დღეს საკმაოდ პოპულარულია, რადგანაც ის გამოირჩევა სისწრაფით, სიმარტივითა და დაცულობით.

თქვენ თქვენ პირად ინფორმაციას მხოლოდ PayPal-ს გადასცემთ, ის მას ინახავს და საჭირო საიტებს თქვენი სახელით უგზავნის  მხოლოდ ფულს და არანაირ პირად ინფორმაციას.

2. თქვენ აღარ დაგჭირდებათ ყოველ ცალკეულ საიტზე თქვენი ინფორმაციის ხელახლა შეყვანა, არამედ უბრალოდ და-login-დებით PayPal-ით და გააკეთებთ შეკვეთას რომელსაც ავტომატურად მოყვება გადარიცხვა და *Poof* თქვენ უკვე ელოდებით ამანათს.

საქართველოს ბანკის შიდა სტუდიამ (სბ სტუდია) მოამზადა ვიდეო:

PayPal-ის შემოსვლა საქართველოში

დაალაიქეთ!

I need PayPal Service in Georgia

შემოგვიერთდით!

Social Media for PayPal in Georgia.

Google TechTalk in Tbilisi

შესავლის პონტში

აპრილის მეორე, წვიმიანი დღე გათენდა… 12 საათზე მაღლივში Google-ის ინჟინრების ლექცია/ ტექ ტოქი იწყებოდა…

ადგომა საშინლად მეზარებოდა, მაგრამ არც ლექციის გამაზვა მინდოდა ამიტომაც თავს ძალა დავატანე და ავდექი, ცოტა ვიმეცადინე და სახლიდან გამოვედი.

მაღლივში არასოდეს ვყოფილვარ, თვითონ უნივერსტიტეტში, ამიტომაც შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ბრმად მივდიოდი, უბრალოდ მითხრეს ნებისმიერ მარშრუტკას გავყოლოდი ბოლომდე, რომელსაც ეწერა “მაღლივი”.

სხვათაშორის მეგონა, რომ საკმაოდ დიდ ხანს მოვუნდებოდი იქ მისვლას, მაგრამ 12-ის ნახევარზე უკვე იქ ვიყავი და დერეფანში დავხეტიალობდი.

just a note

ლექცია 107-ე აუდიტორიაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ 103-ეში ჩატარდა, თუმცა ამით არც არავინ დაზარალებულა და არც არაფერი შეცვლილა, ჯასთ ა ნოუთ.

TechTalk

რომ მივედი დერეფანში უკვე საკმაო რაოდენობის ხალხი ტრიალებდა, ნუ ზოგი იჯდა, შემდეგ ნელ-ნელა წასვლა დაიწყეს, მეც მივყევი… თავგანწირვით ვეძებდი 107-ე აუდიტორიას, მაგრამ ყველგან მხოლოდ 103-ე იყო ნახსენები და მონიშნული ასე რომ 103-ისკენ გავემართე. დაფასთან იდგა რამდენიმე ადამიანი 2 ქალი და 4 კაცი, Google-ის და YouTube-მაიკებში. მაშინვე მივხვდი რომ სწორედ ისინი იყვნენ ჩამოსულები ტექტოქის ჩასატარებლად, მათგან ორი ქართველო იყო, აი კრაკოვის ოფისში რომ მუშაობენ, დანარჩენებიც კრაკოვის ოფისიდან იყვნენ, აქ ახალი პროგრამისტების წასაყვანად ჩამოვიდნენ.

ლექცია 3 ნაწილისგან შედგებოდა:

  1. Google FluTrends
  2. Life at Google
  3. Life of a Project

სამივე ლექცია საკმაოდ საინტერესო იყო, თავისი სლაიდებით, იყო ასევე კითხვების დასმის დროც, სამწუხაროდ არც ერთი კითხვა არ გამჩენია და რაც გამიჩნდა სხვას ჰქონდა ნაკითხი ამიტომაც ჩუმად ვიჯექი და ვუსმენდი, კითხვები იყო სერიოზული, გამომწვევი და სულელურიც კი.

სერიოზული

ყოველი მათგანი ეხებოდა იმას თუ რა პლატფორმებს, ოპერაციულ სისტემებსა და ა.შ. იყენებს Google. ზუსტად არ მახსოვს.

გამომწვევი

კითხვა: “მართლია რომ Google სერიოზულ კონკურენციას განიცდის facebook-ის მხრიდან და მას უკვე მზად აქვს ზემოთხსენებული სოციალური ქსელის კონკურენტი?”

პასუხი იყო შემდეგი: “სამწუხაროდ ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას ამის შესახებ და რომც გვცოდნოდა ის კონფიდენციალური იქნებოდა”

სულელური

  • სიტყვა Google რამეს ნიშნავს?
  • პრემიები არის?
  • რამდენ ენაზე წერთ?
  • და როგორ აერთიანებთ?
  • მაიკროსოფტის ბინგთან რა ურთიერთობა გაქვთ?

და როგორც “ჯეოსელის” რეკლამის გოგონა იტყოდა “…და ა.შ.”

დასკვნები

საკმაოდ კარგი დღე იყო, ინფორმაციული, აუდიტორიაში ჯდომით დავიღალე, მაგრამ მგონი ღირდა იქ ჯდომა… + სხვადასხვა ფერის პასტები იყო, წარწერით Google და წამოვიღე, გაასწორა მაგრად 😀

საქართველო 1:0 ხორვატია, მაგრამ პეგასი?

მთლიანი თამაში დაძაბულად მიმდინარეობდა და 89-90 წუთზე კობიაშვილმა გაიტანა გოლი ანუ რეალური შანსი შეგვექმნა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის.

თამაშზე წასვლაზე უარი ვთქვი, სიმართლე გითხრათ მოგების იმედია არც მქონდა, მაქსიმუმ ფრეს ვვარაუდობდი, მაგრამ მოხდა საოცრება და 71-ე ადგილზე მყოფმა გუნდმა მოუგო თუ არ ვცდები მე-17 ადგილზე მყოფ გუნდს.

მართლა გამიხარდა.

მაგრამ ალბათ ყველამ იცით მაღაზია “პეგასის” აქციის შესახებ, რომელიც უკან გიბრუნებთ ფულს თუ საქართველო ევრო-2010 გავა.

ხოდა ახლა რეალური შანსი შეგვქმნა გასვლის და ალბათ აქციასაც მოხსნიან… 😀

გილოცავთ!!!

 

%d bloggers like this: