მე და ჩემი ბლოგი (ერთმანეთისთვის)

პირველი ბლოგი და მასთან ერთად პირველი პოსტი დაახლოებით 1 წლის წინ შევქმენი, მისი მისამართი ახლა არ მახსოვს, მაგრამ ის მალევე წაიშალა, რადგანაც არ მომწონდა მისამართი. დაახლოებით 5-8 ბლოგი მაქვს შექმნილი, რომელთა უმრავლესობა დღეს წაშლილია…

ვშლიდი იმიტომ, რომ არ მომწონდა, მეზარებოდა და მბეზრდებოდა.

შემდეგ შევქმენი კიდევ ერთი ბლოგი, ბლოგსპოტზე (მოგეხსენებათ ადრე იქ ვიყავი), რომელზედაც აქტიურად ვპოსტავდი, საკმაოდ ბევრს და პოსტების სოლიდური რაოდენობაც კი დამიგროვდა, როდესაც ისევ დამეზარა, არ მომეწონა და მომბეზრდა მაუსი არ ამეწია წასაშლელად… რამდენიმე თვის ნამუშავარი შემეცოდა, შემდეგ ისევ მომინდა და დავუბრუნდი ბლოგს.

გამოვიარე ქართულად და ინგლისურად პოსტვის პერიოდი… ინგლისურად იმიტომ ვპოსტავდი, რომ მინდოდა უფრო მეტი ადამიანის მოზიდვა, რადგანაც მისამართი გამოვცვალე (ბლოგსპოტს აქვს ასეთი ფუნქცია) და ყველაფერი წყალში ჩამეყარა… ბლოგი გაქრა საძიებო სისტემებიდან და ა.შ.

სანამ ამ ბლოგს შევქმნიდი მქონდა ვორდპრესსზე გამოცდილება, მაგრამ ვერაფერი გავუგე და ისევ მარტივ, ლამაზ, ფერად და ინტუიციურ ბლოგსპოტს დავუბრუნდი.

კონკრეტულად ეს ბლოგი იანვრის თვეში შეიქმნა, მაგრამ აქ დევს ძველი ბლოგიდან გადმოტანილი პოსტებიც, რომლებიც 6-8 თვეს ითვლიან.

მაგრამ რა არის ჩემი ბლოგი ჩემთვის?

  • აზრის გამოხატვის საშუალება. ბლოგი არის ადგილი სადაც შემიძლია ვწერო რაზეც მინდა, როდესაც მინდა და რა ფორმითაც მინდა. შეგიძლია გავაკრიტიკო ყველა და ყველაფერი, ვწერო იმ თემებზე რომლებზეც ლაპარაკისგან საზოგადოება თავს იკავებს, რომლებზეც არ ვლაპარაკობ მეგობრებთან და ნაცნობებთან. სადაც ჩემ აზრს ვაფრქვევ თავისუფლად (არ ბლოგის გარეთ ვიკავებ ხოლმე თავს) და სადაც (ზოგჯერ) ვერთვები დისკუსიებში თუ ვინმე კომენტარს მიტოვებს.
  • აზარტი. როდესაც ძილის წინ ბლოგის სტატისტიკას ვამოწმებ და ვხედავ, რომ მნახველთა რაოდენობა დიდია მსიამოვნებს. როდესაც დავარეფრეშებ და კიდევ უფრო გაზრდილი მხვდება ზემოთხსენებული რიცხვი, უფრო მეტად მიხარია, როდესაც ბოლო ცისფერი სვეტი ბოლოსწინაზე უფრო მაღლა ადის ეს უფრო მიხარია, როდესაც კომენტარების დადასტურებას მთხოვს ვორდპრესი კიდევ უფრო მეტად. ყოველდღიური გამოწვევა, გახადო ბლოგი უკეთესი ვიდრე ის არის, დაწერო უფრო საინტერესო პოსტი, უფრო ინფორმატიული, უფრო საინტერესო, უფრო მიმზიდველი, ცდილობ აწიო იგი “ტოპ პოსტების” პირველ ველებში, ფიქრობ ახალ პოსტებზე, ახალ იდეებს აყალიბებ მთელი დღის განმავლობაში, მომავალი პოსტის პატარა მონახაზს აკეთებ, სახავ გეგმებს. ბლოგი ჩემთვის არის როგორც არსება რომელსაც უნდა მოუარო, გაასუფთავო, გაახარო (ახალი პოსტებით) და ისიც იმავეს გიბრუნებს უკან, ამ ყველაფრის სანაცვლოდ გეხმარება. რამდენჯერ დამხმარებია ბლოგის ქონა…
  • ბლოგი არის საშუალება გაიგო რას ფიქრობენ ადამიანები იმაზე თუ რა ხდება ჩვენს ირგვლივ, ეს არის მნიშვნელოვანი უკუკავშირი, ინფორმაცია პირდაპირ ხელიდან ხელში, პირდაპირ, დამახინჯებისა და ინტერპრეტაციების გარეშე… ინფორმაცია და აზრი ისეთი ადამიანისა როგორიც ხარ შენ, მე და ის.
  • დასვენება. როდესაც ბლოგზე შემოვდივარ და ზემოთ ნახსნები ხერხებით სიამოვნებას ვიღებ – მე ვისვენებ, მე მავიწყდება ყველაფერი, იმ წუთას მხოლოდ ბლოგით ვცხოვრობ, ისევე როგორც ახლა და როგორც ნებისმიერი პოსტის წერისას.

ბლოგი და ბლოგერი დამოკდებულნი არიან ერთმანეთზე, თანაარსებობის გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ არ შეუძლიათ ერთმანეთის გარეშე, ისინი ერთ მთლიანად იქცევიან, ეზრდებიან ერთმანეთს, ბლოგი და ბლოგერი განუყოფელნი ხდებიან.

როდესაც ჩემი ბლოგის/პოსტის ლინკს წავაწყდები სადმე, რომელიმე სოციალურ ქსელში ან რომელიმე სხვა ბლოგზე თბება, გაზაფხულდება და ისევ ის სიამოვნება მენიჭება.

ჩემი ბლოგი დღეს ჩემთვის ისაა რაც ზემოთ ჩამოვთვალე…

მე მომწონს ჩემი ბლოგის დიზაინი. მინიმალისტური, თეთრი, სწორი ხაზებით…

აქ იდილია სუფევს, ჩემი იდილია, აქ ჩემი ადგილის, ჩემი სივრცე, რომელიც პირადად მე მეკუთვნის, ტყუილად კი არ არის ბლოგის მისამართი konspace, ის ასე იშიფრება kon’s space ანუ ჩემი სივრცე, სადაც ყველაფერი ისე ხდება როგორც მე მინდა, ბლოგი ჩემი პატარა სამფლობელოა…

მე მიყვარს ჩემი ბლოგი…

P.S. ვთაგავ კნუტს.

Advertisements

the tech I can’t live without…

ერთი ტექნოლოგია, რომლის გარეშეც ვერ ვცხოვრობ, ნუ ვერ ვცხოვრობ რა, ახლა არ ვკვდები მაგის გარეშე, მაგრამ ის ცხოვრებას უფრო ბედნიერს  მიხდის. ის ჩემი iPod-ია.

მხოლოდ იმიტომ არ მიყვარს, რომ მუსიკას ვუსმენ, პირიქით მუსიკის მოსასმენად ყველაზე ნაკლებ დროს ვხარჯავ ალბათ.

ჩემი სიძულვილის სიყვარულის 9 მიზეზი:

  1. თავისთავად ვუსმენ მუსიკას.
  2. ვუყურებ კინოებს და ა.შ.
  3. ვთამაშობ.
  4. ვხატავ.
  5. ვუკრავ გიტარაზე და სხვა ინსტრუმენტებზე.
  6. ნებისმიერ ადგილას მაქვს წვდომა ინტერნეტისადმი.
  7. naec.ge-ს ვამოწმებ სხვისი შეწუხების გარეშე. 😀 თვითონ არ იციან მგონი როდის იქნება პასუხები, თვის ბოლოსო, მაქსიმუმ თებერვლის დასაწყისშიო.
  8. ვიწერ Note-ებს.
  9. facebook

რატომ დავიწყე ბლოგინგი?

ბლოგინგი 1 წლის წინ დავიწყე დაახლოებით, მაშინ როდესაც აღმოვაჩინე ჩემთვის ბლოგოსფერო, ვიფიქრე რატომ არ მეცადა.

სულ რამდენიმე ბლოგი მაქვს გამოცვლილი, ზოგჯერ სახელი არ მომწონდა(არ ვიცოდი რომ ბლოგერზე მისამართის შეცვლა შეიძლებოდა, მაგრამ არასოდეს შეცვალოთ ის, მთელი ინდექსაცია გაქრება.), ზოგჯერ დიზაინი, ზოგჯერ მბეზრდებოდა და ა.შ.

ბოლო ბლოგმა რომელიც ბლოგერზე არსებობდა და არსებობს კიდევ იმიტომ იარსება და არსებობს ამდენ ხანს, რომ ერთი პერიოდი ძალიან აქტიურად ვპოსტავდი და მერე დამენანა ბლოგის წაშლა და ამიტომაც მაქ ახლა ამ ახალზე ამდენი ძველი პოსტი. :იმპორტესქპორტრულზ:

თავიდან მსოფლიო თასი იყო აქტუალური თემა, შემდეგ არ მახსოვს(შეგიძლია დაათვალიერო ძველი პოსტები) შემდეგ კომპიუტერი 1 ლარად, რომლის შესახებაც ინფორმაცია ჟურნალისტებზე ადრე მქონდა, უბრალოდ მივედი ალგორითმში რამდენიმე დღით ადრე და მითხრეს რასაც ყიდდნენ ამ 1 ლარად.

თავიდან უბრალოდ იმიტომ გავაკეთე, რომ მაინტერესებდა, მაგრამ დავანებე თავი რადგანაც ბლოგერზე “ტრაფიკი” ნულოვანი იყო. აქ 1 კვირაში უფრო მეტი ნახვაა ვიდრე იქ თვეში, დღეშიც კი მქონია აქ უფრო მეტი.

ახლა ახალი “შემართებით” დავიწყე და ისევ ამ შემართებით მოვდივარ, DailyPosts-ს მადლობა იმისათვის რომ ყოველდღე გვაწვდის ახალ თემებს, ამ პოსტის იდეაც მისი მოცემული, თუმცა რატომღაც ყოველთვის ნარცისული თემებია, სულ შენ თავზე უნდა წერო :/ მაგრამ წერ მაინც.

მოკლედ სულ ეს იყო. 😀

%d bloggers like this: